Barman (1)
დილა კარგად დაიწყო. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ თავი საშინლად მტკიოდა. გუშინ გვიანობამდე ვიმუშავე ბარში. ბევრი კლიენტი იყო. ახლა კი უნივერსიტეტში წასასვლელად უნდა მოვემზადო. ავდექი სწრაფად მოვწესრიგდი და უნივერსიტეტისკენ მიმავალ გზას დავადექი. უნივერსიტეტი ჩემს ბინასთან ახლოს არის. 15 წუთიც კი საკმარისია ფეხით სიარულისას. მესამე კურსზე ვარ. ვსწავლობ იურიდიულ ფაკულტეტზე და მინდა გამოვიდე ადვოკატი. ვცხოვრობ მარტო. სამსახური თავის გასატანად ძალიან მჭირდება. ამიტომაც დავიწყე ბარში ბარმენად მუშაობა. მშობლები არ მყავს. ავტოკატასტროფაში გარდაიცვალნენ მაშინ როცა 15 წლის ვიყავი. იმის მერე 6 წელი გავიდა და დამოუკიდებლად ვცხოვრობ მშობლების მიერ დატოვებულ ბინაში. მშობლების ამბავი ჩემთვის შოკი იყო. ძალიან განვიცადე. მთელი ერთი წელი დეპრესიაში ვიყავი. შემდეგ ძლივს მოვუბრუნდი ამ სამყაროს. ბევრი მეგობარი მყავს, როგორც უნივერსიტეტში ისე მის გარეთ. ჩემი საუკეთესო მეგობრები ელენე და ნინი არიან. ისინი ჩემი ყველაზე ახლო მეგობრები არიან. სიხარულით ვივსები როცა მათ ვუყურებ და ახლაც როცა შევედი ლექციზე მათ ისე ჩავეხუტე თითქოს საუკუნეა არ მენახოს. -როგორ ხარ ლილე?-მკითხა ელენემ. -რავიცი გოგო საშინლად. გუშინ ბარში ბევრი კლიენტი იყო და გვიანობამდე მომიწია მუშაობა. -ლილე ასე არ შეიძელბა. სწავლას და მუშაობას ერთმანეთს ვერ შეუთავსებ.-უკვე მეასედ მიმეორებდა ნინი ერთი და იგივეს. -ნინი ვიცი, მაგრამ თავი რამით ხომ უნდა გავიტანო. აუ დღეს პარასკევია. ხვალ სწავლა არ გვაქვს და არ გინდათ წამოდით ჩემთან ბარში და გაგასინჯებთ ჩემს ახალ კოქტეილს.-ჩვენ სამი ბავშვობიდან ერთად ვართ. ერთი და იგივე მიზნები და ოცნებები გვაქვს. ახლაც ერთი და იგივე სასწავლებელში ვსწავლიბთ ერთი და იგივე ფაკულტეტზე. -ხო კარგი იქნენაა. დიდი ხანია შენი კოქტეილი არ გამისინჯავს მომენატრა კიდეც.-დამთანხმდა ელენე. -ანუ ამაღამ ბარში მივდივართ-თქვა ნინიმ. ლექციებზე დრო საშინლად გაიწელა. როგორც იქნა გამოვაღწიეთ უნივერსიტეტიდან. ერთმანეთს დავემშვიდობეთ და საღამოსთვის მოსამზადებლად სახლისკენ ავიღე გეზი.სახლში როგორც კი შევედი დივანზე დავეგდე. ცოტახანი დავისვენე. მერე წყალი გადავივლე და გადავწყვიტე როგორც ყოველთვის ჯინსის მაღალწელიანი შარვალი, მოკლე მაიკა და "საროჩკა" ჩამეცვა. შემდეგ კი ძლივს ვიპოვე ჩემი შავი ბენსიმონები. თმები მაღლა ავიკარი და როცა გოგოებმა გამომიარეს უკვე მზად ვიყავი. გარეთ გავედით და გეზი ბარისკენ ავიღეთ. ტაქსიში ჩავჯექით და იქ გავაგრძელეთ სიცილ-კისკისი. ჯერ ცოტა ადრე იყო. იმდენი ხალხიც არ ჩანდა. გოგოები ბართან ჩამოჯდნენ. მე კი ჩემი ადგილი დავიკავე და დავიწყე ჩემი ახალი კოქტეილის გაკეთება. თან როცა მოვიცლიდი გოგოების საუბარში ვერეოდი. -ის ბიჭი შეამჩნიეთ კარისკენ რომ ზის ქერა გოგოსთან ერთად?-ცნობისმოყვარე მზერა მოგვაპყრო ნინიმ. -ხო ეს ბიჭი აქ პირველად არ არის. რამოდენიმე დღეა უკვე აქ თითქმის ყოველდღე დადის და როგორც უკვე შევამჩნიე სხვადასხვა გოგოებთან ერთად.-რაც ვიცოდი ყველაფერი ვუთხარი ნინის და ცოტახნით მზერა იმ უცნობ ბიჭზე შევაჩერე. ახლა მარტო დავაკვირდი. სიმპატიური იყო. მაღალი. ფართე მხრებით. ლამაზი თვალებით სწორი ცხვირით და საკმაოდ დიდი ზომის ტუჩებით. ვიღაც ქერასთან ერთად იყო და სასიამოვნოდ საუბრობდნენ. -იქით გაიხედეთ-ახლა ელენემ გაგვახედა მარჯვენა მხარ/ ეს და უცნობი ბიჭის მზერა შევწყვიტე.-აი მე ის ბიჭი მომეწონა.-გვითხრა ელენემ და ქერა ბიჭი დაგვანახა ცისფერი თვალებით. სიმპატიური იყო.-არც ეს იცი ვინ არის?-მკითხა ელენემ -არა ამას მართლა პირველად ვხედავ, თორემ მეცნობოდა.-ვუპასუხე და მხრები ავიწურე. -ხო კარგი ბიჭია, მაგრამ მე ჩემი გიო ყველას მირჩევნია.-კმაყოფილებით ჩაილაპარაკა ნინიმ. -აუუუ დაიწყოოო.-თქვა ელენემ სიცილით. გიო ნინის შეყვარებულია. გიორგი ჩვენი მაგარი სასტავის შემადგენელი ერთ-ერთი წევრია. ასევე ჩვენ სასტავში არიან მისი ძმაკაცები ნიკა და საბა. ისინი ყველა 25 წლის არიან და ჩვენ როგორც დებს ისე გვიყურებენ. რა თქმა უნდა ნინი და გიო ერთმანეთთან სხვანაირად არიან, რადგან როგორც უკვე გითხარით შეყვარებულები არიან და სხვანაირად არც შეიძელბა. ისინი ყურადღებას ყოველთვის გვაქცევენ და შენიშვნებსაც გვაძლებენ როცა საჭიროა, მაგრამ როგორც ასეთი აკრძალვები არ ახასიათებთ. ჩემს ბარმენობასთან დაკავშირებითაც ჰქონდათ პრეტენზიები, მაგარმ მერე შეეგუვნენ თან თითქმის ყოველ სამუშაო დღეს ჩემთან ერთად ატარებდნენ. მე და ელენეს თაყვანისმცემლები გვყავდა, მაგრამ როგორც სიყვარული ამდაგვარი არაფერი არ ყოფილა. ბევრჯერ ჰქონიათ ეგრეთწოდებული „რაზბორკა“ იმათთან ვინც ჩვენ გვაწუხებდნენ, ოღონდ ვითომ გვიმალავდნენ ამ ყველაფერს მაგრამ მეორე დღეს მაინც ყველაფერს ვიგებდით. ზოგჯერ მსიამოვნებდა კიდეც უსიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობას მაცილებდნენ თავიდან, მაგრამ უნდა ვაღიარო ზედმეტი მოსდიოდათ ხოლმე და ის ბიჭებიც მეორე დღეს თვალს ვერ გვისწორებდნენ. -ხო ნინი ვიცით კარგი ბიჭია შენი გიო ვიცით.-სიცილით ვუთხარი ნინის. მან კი,ვითომ ეწყინა ისეთი თვალებით შემოგვხედა. რაღაცის თქმას აპირებდა როდესაც ბართან ვიღაც ჩამოჯდა და დამიძახა. -ჰეი, ბარმენო-მისი ხმის ტონი არ მომეწონა თითქოს ცივი და ირონიული იყო. თითქოს კი არა ნამდვილად ასე იყო. გავიხედე და ვის ვხედავ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.