შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ლამბერსექსუალი [3]


15-04-2015, 00:09
ავტორი Pessimist
ნანახია 3 408

სახლში სრული ქაოსი იყო.პირველი რაც გავიგონე ბებიაჩემის ტირილი იყო.ჩემი ძმა და მისი ძმაკაცები თავჩაღუნულები იდგნენ შემოსასვლელში.გულში ძალიან ცუდმა აზრმა გამიელვა.კარებში აყუდებულ ჩემ ძმას ხელი ვკარი და ოთახში შევვარდი.ყველაფერი გაშავდა.ძლივს შენარჩუნებული ბედნიერება წამში დაიმსხვრა.ყველა ის იმედი,რასაც ამდენი ხანი ვაგროვებდი წამში გაქრა.საწოლზე არსებულმა გაფითრებულმა სხეულმა უფრო მეტად შემაზიზღა წუთისოფელი.თვალები ნელ-ნელა სითხით მევსებოდა.ვერც იმას ვგრძნობდი,რომ მამას ოთახში ყველა ნაცნობს მოეყარა თავს.არავისთვის მიმიქცევია ყურადღება ან სად მეცალა მათთვის?ერთადერთს რასაც ვუყურებდი ეს მამას უსულო სხეული იყო.დამშვიდებული და ოდნავ მომღიმარე სახე ჰქონდა...ხელები გადასხმებისაგან ჩალურჯებოდა...ამდენი ტკივილისაგან გათეთრებული თმა...და უფრო მეტი ცხოვრებისადმი ზიზღის შეგრძნება...იმდენად მომაწვა ათასნაირი გრძნობა,რომ ვეღავ ვიგებდი რა უნდა გამეკეთებინა.სახეზე ხელები ავიფარე და კარებთან ჩავიკეცე.მხოლოდ მაშინღა შევიგრძენი სინამდვილე.არაადამიანური ხმა ამოვუშვი და მთელ ხმაზე ავტირდი.ნელა მივუახლოვდი მამას საწოლს,მუხლებზე დავეცი და მისი ცივი ხელი ჩემსაში მოვიქციე.ვერ ვეგუებოდი მის უსიცოცხლი და ცივ სხეულს,იმის შეგრძნება რომ მის თბილ ხმას ვეღარ გავიგონებდი სულს მიყინავდა.ხელზე ცხელი ტუჩები შევახე.არ ვიცი ალბათ იმედი მქონდა,რომ გათბებოდა...ბავშვურად მაგრამ მაინც მჯეროდა,რომ ადამიანური სითბო ყველაფერს შეცვლიდა,მაგრამ მისმა უფრო მეტად გაციებულმა ხელმა მიმახვედრა,რომ ცხოვრება იმაზე მწარეა ვიდრე წარმომედგინა.თავი გულზე დავადე.იმედი მქონდა,რომ მისი გულის ფეთქვას ვიგრძნობდი,ხელები მკერდზე დავადე და მწარედ ავტირდი.ყველა იმედს ვებღაუჭებოდი,მაგრამ ვხვდებოდი,რომ ეს ყველაფერი უბრალოდ ჩემი ფანტაზიის ნაწილი იყო და სხვა არაფერი.
მახსოვს დედა ამბობდა ცხოვრება ერთი წამი არისო.არასდროს ვეთანხმებოდი,რადგან მეგონა რომ ძალიან ხანგრძლივი იყო,მაგრამ დღევანდელმა დღემ მთელი სიმწარით შემაჯახა მეორედ სინამდვილეს.
ჯერ კიდევ ორი საათის წინ ცოცხალი დავტოვე.ბოლოჯერ დავალევინე გამაყუჩებელი,გამხდარ ლოყაზე ვაკოცე და სახლი დავტოვე.სახლში დაბრუნებულს კი...ახალგაზრდა მამა აღარ დამხვდა.
-არ გაცადა ღმერთმა დაბერება მა.-ხმის კანკალით ამოვილუღლუღე და უფრო მეტად ჩავებღაუჭე მის ხელს.-ვეღარასდროს მოგივლი,არადა ამ ქვეყნად ყველაზე მეტად მინდოდა,შენთვის ყველაზე ტკბილი სიბერე ყოფილიყო.ვერც შენ ჯერ არ დაბადებულ შვილიშვილებს ნახავ.რო მკითხავენ ბებია და პაპა სად არიანო რა ვუპასუხო მამა?-თითქმის დავიყვირე და უფრო მეტად ავტირდი.
აქა-იქ ხალხის ტირილი მესმოდა.ისედაც დაგუბებული ყურები,უფრო მეტად დამიგუბდა.მხოლოდ და მხოლოდ სიცივეს ვგრძნობდი...სულიერ სიცივეს.
არ მახსოვს როგორ მომაშორეს მამას სხეულს,უბრალოდ ფრაგმენტებად მახსოვს ჩემი ძმის საუბარი,მთხოვდა რომ გამომეცვალა და მოვწესრიგებულიყავი.ხმის ამოუღებლად შევედი ოთახში.ინსტიქტებით ვაკეთებდი ყველაფერს,ვერ ვაზროვნებდი ჩემ თავს რა ხდებოდა.ერთადერთი რაც მინდოდა მამასთან ყოფნა იყო...
მისაღებ ოთახში არსებულმა შავმა სასახლემ უფრო მეტად დამამძიმა.ყველაფერს ვაკვირდებოდი,მინდოდა ვიღაცა მოსულიყო ჩემთან და ეთქვა,რომ ეს ყველაფერი ცუდი ხუმრობა იყო,მაგრამ არავინ აკეთებდა ამას.ძლივს მივედი სასახლემდე,ყველა ის ბოღმა,რასაც ამდენი ხანია გულში ვიგროვებ ერთიანად მომაწვა.იმის წარმოდგენა,რომ ის ერთადერთიც წამართვა ამ ცხოვრებამ უფრო მეტად გამაგიჟა.არ ვიცი რა დამემართა,სრულ აფექტურ მდგომარეობაში ჩავვარდი და მთელ ხმაზე ვიკივლე.
-ამ წყეულ რაღაცაში რატომ ჩააწვინეთ მამა?როგორ იმეტებთ ასეთი სიცივესთვის,როგორ?-ყვირილი ტირილით გადავიდა და მეც ტირილით ჩავეხუტე მამას.მთელ ხმაზე ვტიროდი,მაგრამ იმ წუთას არავის მოსვლია გონს,რომ ოდნავ მაინც დამხამრებოდა.ხალხი ხო სხვისი უბედურებით იკვებება.უაზრო სიტყვებით იფარგლებიან და ბოლოს ისინიც გტოვებენ მარტო.
არ ვიცი ალბათ ყვირილის ხმაზე შემოვიდა ჩემი ძმა.მისი თბილი ხელები ვიგრძენი,სანამ ამ ყველაფერს გავიაზრებდი მეგონა,რომ მამა გათბა.რამის მთელ ხმაზე ვიყვირე,რომ ცოცხალი იყო,მაგრამ როდესაც ჩემი ძმის მკლავებში აღმოვჩნდი მივხვდი რომ უბრალოდ მომეჩვენა...
-აღარ გვყავს მამა ლევან!-ტირილით ვუთხარი და პირველად ჩავეხუტე მას.პირველად ვიგრძენი ვიღაცის გვერდში დგომა.მივხვდი,რომ არსებობდა ადამიანი,რომლის იმედიც შეიძლებოდა მქონოდა.
ოთახის კუთხეში მდებარე სკამზე ჩამოვჯექი,თავი კედელს მივადე და ისევ უაზროდ დავიკარგე მოგონებებში.



***
ყველაფერი ფრაგმენტებად მახსოვს.არაფერზე ვრეაგირებდი,ერთ ადგილას ვიჯექი და მშვიდად ვუყურებდი მამას გალურჯებულ სხეულს.უამრავი ადამიანი ირეოდა.უამრავ ნათესავს მოეყარა თავი,მაგრამ ისევ და ისევ არცერთს მოსვლიათ აზრად,რომ მე და ლევანმა დავკარგეთ მამა და გვერდში დგომა გვჭირდებოდა.მხოლოდ და მხოლოდ თავს სინანულისაგან აქნევდნენ და ერთი და იმავე გაცვეთილ ფრაზას ამობდნენ ''დედა საწყალი''.
ყველაზე მეტად დასაფლავების დღე მიღრღნიდა გულს.ყველაზე მეტად მიჭირდა მისი მიწასთან მიბარება,ან როგორია შენი მშობელი ცივ სამარეში დატოვო.ან როგორ დავიძინებდი ზამთარში თბილ სახლში,როდესაც წარმოვიდგენდი,რომ მამას სცივა...
გათხრილი სამარე,როდესაც დავინახე მინდოდა მთელ ხმაზე მეყვირა,რომ ეს ცხოვრება ყველაზე მწარეა!ძლივს მივედი მიწაზე დასვენებულ მამასთან,ბოლოჯერ ჩავეხუტე ჭაღარა თმაზე ხელი ჩამოვუსვი და უფრო მეტად ავტირდი.ცივ ლოყაზე ბოლოჯერ ვაკოცე და ყურში ჩავჩურჩულე:''შეგხვდები ოდესმე მა''.ისევ ლევანმა ამაყენა,ისევ ის მეხუტებოდა,ცდილობდა რამე არ გამეკეთებინა,მაგრამ სამარის მიწით ავსებამ გამაგიჟა.ხელებიდან მალევე დავუსხლტდი მესაფლავემდე სირბილით მივედი და ნიჩაბი ხელიდან გამოვგლიჯე.
-ეს არ გააკეთოთ არაადამიანებო!-მთელ ხმაზე ვიყვირე და მიწაზე დამხობილმა შევეცადე მამას გულზე დაყრილი მიწა ამომეღო.ჩემა ძმამ სულ ძალით ამაყენა,არაფრის თქმას აზრი აღარ ჰქონდა.
მესაფლავე კი ისევ თავის ყოველდღიურ საქმეს შეუდგა.
ყველაფერი დამთავრდა.
გაზაფხულის წვიმაც დაიწყო,
ასე მეგონა ანგელოზებიც გლოვობდნენ ჩემთან ერთად.

***
არ მინდოდა რომ ხასიათი გამეფუჭებინა თქვენთვის,მაგრამ...



№1  offline წევრი Bero)))

ეს გულჩვილობა დამღუპავს მე sad ხომ მატირე ერთი პირი, ხოდა ახლა სევდა და სენტიმენტები აღარ დამანახო ამ ისტორიაში love wink ძალიან კარგი იყო, რადგან იმდენად კარგად იყო აღწერილი, რომ ამეტირა...

 


№2  offline წევრი coco girl

კარგი ხარ! <3 მართალია სიყვარულის დღეა და ჩემი დაბადების დღეცაა, მაგრამ მაინც ძალიან მომეწონა, ხასიათი არ გაუფუჭებია <3 მალე განაგრძე :*

 


№3  offline წევრი Pessimist

დიდი მადლობა. love
coco girl
კარგი ხარ! <3 მართალია სიყვარულის დღეა და ჩემი დაბადების დღეცაა, მაგრამ მაინც ძალიან მომეწონა, ხასიათი არ გაუფუჭებია <3 მალე განაგრძე :*


გილოცავ საყვარელო,მრავალს დაესწარი და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ! love

 


№4  offline წევრი Inn1

აი უბრალოდ არვიცი რავთქვა...ყველაზე მეტად არ მიყვარს ფილმების ან წიგნების გამო რომ ტირიან მაგრამ ეს იმდენად რეალური ნაწერი იყო ზედმეტი ფარისევლობის გარეშე რომ ვერ გამოვხატავ..ძალიან კარგი და ძლიერი ნაწერი იყო..უბრალოდ ძალიან მაგარი ხარ !

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent