ჩემი ლამბერსექსუალი [2]
მისაღებ ოთახში თითქმის სირბილით შევედი.მამაჩემის გაფითრებულმა სახემ სინამდვილეს მთელი ძალით შემანარცხა.ნელა მივუახლოვდი და ხელები შემოვხვიე.ტკვილისაგან ძალიან იტანჯებოდა,მაგრამ მაინც ახერხებდა ღიმილს.ასეთ მძიმე მომენტშიც კი არ უფიქრია თავისი უბედურება სხვისთვის მოეხვია და მარტო ამ თვისებით იყო ჩემთვის საამაყო ადამიანი. -მა როგორ ხარ?-ჩურჩულით ვუთხარი და გამხდარ ლოყაზე ვაკოცე.უბრალოდ გამიღიმა.არაფერი უპასუხია,ცისფერი თვალები სითხით აევსო და ხმის კანკალით მითხრა. -შენ როგორ ხარ? -არამიშავს.-ძლივს შეკავებული სიმშვიდით ვუპასუხე.-ექიმები რას ამბობენ? -ითვლიან.-მითხრა ღიმილით. -რას? -დროს მა.-ისევ არ იშორებდა სახეზე ღიმილს. -მაგას ნუ ამბობ.-ძლივს მოვაბი ორ სიტყვას თავი და თვალებში მომდგარი ცრემლი მოვიწმინდე.-რა მოხდებოდა ცოტა ადრე,რომ გაგვეგო შენი დაავადების შესახებ.ხო გიშველიდი?-თითქმის ტირილით ვკითხე. -ნატა ყოველ ჩამოსვლაზე მაგას აბობ.ჩემთვის ასე ჯობია,აღარ შემიძლია სუნთქვა,როდესაც ვიცი რომ უამრავი შეცდომა მაქვს ჩადენილი.მიჭირს შენი ყურება,არ ვარ შენთან მართალი. -არ გინდა მაგაზე ლაპარაკი მამა.მე მინდა,რომ იცოცხლო.მშობელი მჭირდება გვერდით გესმის?-თითქმის ყვირილით ვუთხარი მას.-არ შემიძლია ამ დამპალ ცხოვრებას უთქვენოდ ვუყურო.-თავი ხელებში ჩავრგე და ოთახში გამეფებული წამლების სუნით გაჟღენთილი ჰაერი ჩავისუნთქე. -ყველანი დავიხოცებით შვილო,აქ არავინ დარჩება...უბრალოდ ყველას თავისი დრო აქვს.-მითხრა ღიმილით და აკანკალებული ხელით სახეზე მომეფერა.აღარ ვიცოდი რა მეპასუხა,უბრალოდ ხელები შემოვხვიე და თავი მხარზე დავადე,როგორც ბავშვობაში. ბავშვობა ჩემთვის ყველაზე ნათელი და ფერადი იყო.პირველი რვა წელი სრულ ჰარმონიაში გავატარე.ჩემი მშობლებს განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებდათ ერთმანეთისადმი და მეც მოსიყვარულე გარემოში გავიზარდე.პირველი ადამიანური ტკივილი მაშინ ვიგრძენი,როდესაც დედას უსიცოცხლო სხეული დავინახე ოთახში.მაშინ ვერც კი მივხვდი რა ხდებოდა,უბრალოდ გაოცებული ვუყურებდი მამას ცრემლიან თვალებს,რომელიც მანამდე არასდროს მქონდა ნანახი.მახსოვს როგორ მივედი მამასთან მოვეხვიე და ყურში ჩავჩურჩულე,რომ სულ მასთან ვიქნებოდი.მისმა ტკივილნარევმა ღიმილმა მიმახვედრა,რომ ეს ჩემი ყველაზე კარგი საქციელი იყო. მეორე ყველაზე დიდი ტკივილი მამას მდგომარეობა იყო.იგი ყოველდღე მეცლებოდა ხელიდან მე კი ვერაფერს ვაკეთებდი.ალბათ ამაზე საშინელი შეგრძნება არაფერია.როდესაც შენ საყვარელ ადამიანს ვერაფრით ეხმარები და უბრალოდ ელოდები დღეს,როდესაც ტკივილისგან შეცვლილი სახე დაუმშვიდდება. -წამლები გაქვს მა?-ოთახში გამეფებული დუმილი ისევ მე დავარღვიე. -დღეს ბოლო დავლიე. -ახლავე ჩავალ და გიყიდი.-ვუთხარი და ოთახიდან გამოვედი.სამზარეულოში დედინაცვალი და ბებია ისხდნენ.ყავას მიირთმევდნენ და თან რაღაცაზე ჩურჩულებდნენ.რა მისახვედრია,რომ ისევ მე ვიყავი მათი განსახილველი თემა. *** აპრილი ბოლო დღეებს ითვლიდა. გაზაფხულის გიჟი საღამო იყო.როგორც გაზაფხულს შეეფერება ზუსტად მასეთი ამინდი იყო. თან წვიმდა, თან ქარი ქროდა. საბოლოო ჯამში ვერ გაიგებდი ციოდა თუ ცხელოდა. ძველ ქუჩებს მივუყვებოდი და რა თქმა უნდა ისევ ღრუბლებში დავფრინავდი.ყველა მოსალოდნელი ტკივილი კარგად შესწავლილი მქონდა,თითქმის ყველაფრისთვის მზად ვიყავი,მაგრამ არაფრით არ ვუშვებდი იმ ფაქტს,რომ მამას ღიმილს ვეღარ ვნახავდი. იქვე ახლოს მდებარე სკვერში ჩამოვჯექი.შავი კოლოფიდან ერთი ღერი სიგარეტი ამოვიღე და ხელის კანკალით მოვუკიდე.კოლოფზე არსებულმა წარწერამ უფრო მეტად დამარწმუნა,რომ ადამიანზე შეუგნებელი არსება დედამიწის ზურგზე არ არსებობს.ვიცით,რომ მავნეა მაგრამ მაინც მივისწრაფვით მისკენ,ვიცით რომ ალკოჰოლი ავნებს ჩვენს ჯანრმთელობას,მაგრამ ქუჩის კუთხეში ყოველთვის წევს მთვრალი ადამიანი.ალბათ ამ ყველაფერსაც აქვს გამართლება.ძნელია ამ ყველაფერს ფხიზელი უყურო,რადგან აღარაფერი ხდება კარგი.ყოველთვის ცუდი გვესმის,რადგან დედამიწას ბოროტება ატრიალებს. მანქანის გამაყრუებელმა ხმამ დამაბრუნა დედამიწაზე.სახე უკმაყოფილებისაგან დავმანჭე და ატკიებულ თავზე ხელები მივიდე.ყვირილით მომავალ სილუეტს მოჭუტული თვალებით შევხედე,რადგან რაღაცას სიცილით მანიშნებდა. -ნატალი.-თითქმის იყვირა.მოახლოებულ სილუეტში ცოტნე აღმოვაჩინე.სიგარეტი ნაგვის ურნაში მოვისროლე და ფეხზე წამოვდექი. -საღამომშვიდობისა.-ვუთხარი ხმადაბლა და გადავკოცნე. -საღამომშვიდობის.როგორ ხარ?შენ ვერ ხარ დალაგებული ამ სიცივეში აქ რატომ ზიხარ?-აღარ ჩერდებოდა ცოტნე. -სიმშვიდეა და მომწონს.-ვუთხარი და გავუღიმე.-შენ რას აკეთებ აქ? -ხედავ ამას?-ხელი ქუჩის კუთხეში არსებულ შენობისაკენ გაიშვირა. -კი.-თავი დავუქნიე და შევეცადე აბრაზე არსებული სიტყვების ამოკითხვა. -ჩემი ბარია.ხოდა წამოდი ახლა ცხელ ყავაზე და ნამცხვარზე დაგპატიჟებ.-მითხრა მან და ხელი ჩამავლო.არაფრის თქმა არ მაცადა ისე გადაკვეთა ქუჩა.კარები გააღო და შემატარა.ყველა ღიმილით მიესალმა უფროსს.თავისუფალი ადგილისაკენ წავედით და დავსხედით. -ძალიან გამიხარდა შენი ნახვა.-მითხრა მან ღიმილით,თან მოახლოებულ ოფიციანტს გაუღიმა.-რას მიირთმევ? -კაპუჩინო და შოკოლადის ნამცხვარი.-ვუთხარი ღიმილით ოფიციანტს.მანაც ჩაიწერა ჩვენი შეკვეთა და ადგილს დაუბრუნდა.-მეც გამიხარდა.-ვუთხარი მცირე ხნიანი ინტერვალის შემდეგ ცოტნეს. -დღეს უფრო მეტად სევდიანი ხარ. -არ მაქვს ბედნიერებისათვის მიზეზი. -მე შენ გითხარი მაგაზე პასუხი.-მითხრა ღიმილით.-არ არის საჭირო ბედნიერებისათვის რამე მიზეზი.ყველაფერი შენით უნდა შექმნა. -ძალიან პოზიტიური ხარ ცოტნე.ბიჭები როგორ არიან? -კარგად.რამდენჯერმე გიკითხეს და თუ წინააღმდეგი არ ხარ ამ დღეებში წამოდი ჩვენთან ერთად. -სიამოვნებით. -შენი სახელი და გვარის მეტი არაფერი ვიცი.მომიყევი რამე შენზე.-მითხრა ცოტნემ და სიგარეტი ამოაძვრინა კოლოფიდან. -შენ გვარი მაინც იცი და მე ეგეც არ ვიცი შენზე.-ვუთხარი სიცილით. -ონიანი. -სვანი ყოფილხარ.ანუ შენთან ხუმრობა არ ღირს.-ვუთხარი სიცილით. -თემა გადაგაქვს.-მითხრა და ყავა მოსვა. -არ ვიცი რა გითხრა ცოტნე.-თავი ჩავხარე და საკუთარ თითებს დავუწყე თამაში.ჩვეულებრივი ცხოვრება მაქვს ბევრი პრობლემებით.ის იცი,რომ ლონდონში ვცხოვრობ.ისიც იცი,რომ მსახიობი ვარ და მეტი მართლა არ ვიცი რა გითხრა. -შენი მოწყენილობის მიზეზი მაინტერესებს.-მითხრა რამდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ. -მამა.-ხმის კანკალით ვუთხარი და თვალებში შევხედე.-ძალიან ცუდად არის,გადარჩენის შანსი ფაქტიურად არ არსებობს.ძალიან დავიღალე ამ ცხოვრებით.არ ვიცი საიდან მაქვს ამხელა ძალა,რომ ამ ყველაფერს ვუძლებ. -ღმერთი არასდროს მოგივლენს იმხელა უბედურებას,რომ ვერ გაუძლო.-მითხრა ცოტნემ და ჩემი ხელი მის თბილ ხელებში მოიქცია.-შენ ძალიან სუფთა ხარ.-მითხრა მან ღიმილით და ხელზე ტუჩებით ოდნავ შემეხო. -მე მართლა ყველაფერი გავაკეთე.-ტირილით ვუთხარი მას.-ერთ-ერთ ფილმში ვიყავი მთავარი გმირი,რა თქმა უნდა ეროტიული სცენებიც იყო,მაგრამ არა ისეთი,რომ ჩემთვის ზიზღით შემოეხედათ.ეს ყველაფერი მხოლოდ საქართველოშია სასირცხვილო,მაგრამ მე არ მრცხვენია,რადგან ის ფული,რომ არა რაც იმ ფილმიდან ავიღე მამას ექიმთან ვერც მივიყვანდი. -ვიცი ეგ ფილმი.-მითხრა ცოტნემ ღიმილით.-საოცრებაა! -რა?-გაოცებულმა ვიკითხე. -ეგ ფილმი ვიცი-თქო.-სიცილით მითხრა მან. -მოიცა თვითმფრინავში ისე მოიქეცი ვითომ არც იცოდო ვინც ვიყავი. -ასე,რომ არ მეთამაშა დამიჯერე დღეს აქ არ იქნებოდი.-მითხრა მან ღიმილით. -მართალი ხარ.არ მიყვარს,როდესაც ადამიანები პოპულარობის გამო მეცნობიან.-ვუთხარი მობეზრებულმა. -ვიცი ნატა.მე შენ იმაზე კარგად გიცნობ,ვიდრე შერ წარმოგიდგენია. -ვითომ? -შენო ლონდონური ცხოვრება ვიცი,მაგრამ თბილისური ახლა გავიგე. -არა რა შენგან კარგი მსახიობი დადგებოდა.-ვუთხარი სიცილით და ცხელ ჭიქა ხელში დავიჭირე.-მაგრად გამასულელე.-აღარ ვიცოდი გაოცებისაგან რა გამეკეთებინა და მეც სულელივით ვიცინოდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.