შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრების მსხვერპლი.


15-04-2015, 17:57
ავტორი MarrieGK
ნანახია 1 772

ცხოვრების მსხვერპლი.
პროლოგი:
ჩემი ამბავი არც ისე ბანალურად იწყება,არც დედა მაღვიძებს და არც მამა,არც კოლეჯში დავდივარ და არც მდიდარი მამიკოს შვილი ვარ.უფრო მეტიც არც მშობლები მყავს,არც ნათესავები და არც მეგობრები,მხოლოდ უმცროსი და რომელიც ჯერ მხოლოდ 8 წლისაა. ყოველ დღე ერთი და იგივე ხდება,ბნელ ოთახში ვზივარ და ვფიქრობ ჩემს წარსულზე და მომავალზე,უფრო სწორად იმაზე თუ როგორ უნდა ვიარსებო მომავალში,როგორ შევინახო ჩემი პატარა დაიკო რომლისთვისაც სიცოცხლეს დავთმობ.
თავი 1.
მოკუნტული ვიწექი საწოლში და ფანჯარაში იმედიანად ვიყურებოდი რომ წვიმას გადაეღო,უკვე სამი დღეა რაც ელი არ მინახავს, ბავშვთა სახლიდან ვერ გამომყავს რადგან ვიცი რომ მას ვერ მოვუვლი, ყოველ დღე მივდივარ მის სანახავად ,თუმცა ახლა ვეღარ. ყოველთვის ხელებში შემომყურებს,მე კი მისთვის ვერაფერი მიმაქვს. არ მინდა გული ეტკინოს მაგრამ უიმისოდ ვერ ვძლებ..
საათს დავხედე და ცივი ლოგინიდან წამოვდექი,გუშინ რაც მეცვა ისევ ის ჩავიცვი,ამის მეტი არაფერი მაქვს, დახეული შარვალი და კედები,ზემოთ კი რაღაც ძონძი. კარადიდან გუშინდელი ნაყიდი შოკოლადი ავიღე,კაპიუშონი წამოვიფარე და გარეთ გავედი. საშინლად ციოდა,წვიმის წვეთები სახეზე მეცემოდნენ და მასველებდნენ.
შენობამდე მალე მივირბინე,ახლოს იყო ჩემი “სახლიდან“. როგორც კი შიგნით შევედი ყველამ მე შემომხედა,დავაიგნორე და ელის ოთახისკენ გავიქეცი. კარები შევაღე და ჩამეღიმა,უხ.ჩემი ბურთი იჯდა და ხატავდა,უკნიდან მივეპარე და მაგრად ჩავეხუტე.
-ელ,ნახე რა მოგიტანე..-ჯიბიდან შოკოლადი ამოვიღე და მას გავუწოდე. ბედნიერმა გამომართვა,მიხარია როდესაც ბედნიერს და მხიარულს ვხედავ.ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ ჩემსავით რთული ცხოვრება არ ჰქონდეს.
-ნინა!-დაიყვირა და მომეხვია,ის მაძლევს სტიმულს იმისთვის რომ ვიცოცხლო,მხოლოდ და მხოლოდ მისი გულისთვის. ხელები გამიშვა და შოკოლადი ჩაკბიჩა,ჭამას რომ მორჩა იმედგაცრუებულმა შემომხედა.
-იმ დღეს რომ გთხოვე სათამაშო არ მომიტანე?- მკითხა და მოწყენილი ლოგინზე ჩამოჯდა,ამ წამს საშინელი ტკივილი ვიგრძენი.საშინელებაა ეს გრძნობა როდესაც შენთვის საყვარელ ადამიანს ვერ უკეთებ იმას რაც გინდა.
-მაპატიე ელ.ხვალ დიდ ლამაზ ბარბს მოგიტან გპირდები.-ლოყაზე ვაკოცე და გავიქეცი,ჯერ კიდევ წვიმდა,ცრემლები მახრჩობდა.რატომ ვარ ასეთი საშინელი ადამიანი? რატომ გავჩნდი საერთოდ.?! იქვე ქუჩის პირას ტროტუარზე ჩამოვჯექი და თავი ხელებში ჩავრგე. ფეხზე რაღაც ფურცელი მომეკრო,ავიღე და მაშინ დავრწმუნდი რომ ეს იყო ერთადერთი გამოსავალი იმისათვის რომ მეც და ელისაც უზრუნველყოფილი ცხოვრება გვქონოდა,სტრიპტიზ კლუბი.!
***
სახელი:ნინა
გვარი:დევიძე
ასაკი:17 წლის.
მშობლები: ვინაობა უცნობია.
და: ბარბარე დევიძე
პროფესია:მოცეკვავე.
შეყვარებული:გრაფა ცარიელია.
ნათესავები:გრაფა ცარიელია.
***
ჩემი შავი დღისთვის გადანახული ფულით ახალი ტანსაცმელი ვიყიდე კლუბისთვის.რა საზიზღრობაა,მაგრამ სხვა გზა არ არის,ტანსაცმელი გამოვიცვალე და ზემოდან ქურთუკი მოვიცვი..
ჩაბნელებულ ქუჩაზე შევუხვიე და ცოტა არ იყოს შემეშინდა,აქ ღამით ბევრი მთვრალი ადამიანი იყრის თავს,ნაბიჯს ავუჩქარე და კლუბის კარი გავხსენი. წამსვე საშინელი სიგარეტის და სასმლის სუნმა ამიწვა ცხვირი,ყურები კი მუსიკის მაღალმა ხმამ მატკინა. საშინელი სანახაობა იყო, მთვრალი კაცები ქალების შიშველ ტანს ბინძურად აშტერდებოდნენ,ქალები კი ამას სიამოვნებით აკეთებდნენ..
რამდენიმე ჩემი ტოლიც შევნიშნე.რა ამაზრზენები არიან,თუმცა ნუ გაგიკვირდება ნინა! მალე შენც ასეთი გახდები. დიდი ხნის ძებნის შემდეგ საჭირო კარს მივაგენი სადაც ეწერა „უცხო პირთათვის შესვლა აკრძალულია“ ღრმად ჩავისუნთქე და კარზე დავაკაკუნე,არანაირი რეაქცია არ ყოფილა,ამიტომ კარები შევხსენი და ინსტიქტურად თვალებზე ხელი ავიფარე.



№1  offline წევრი vene bions

საინტერესოა ველოდები შემდეგ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent