შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნინაკა (თავი მეორე)


15-04-2015, 18:49
ავტორი Imereli
ნანახია 2 325

"ნიცა"

წვიმა არასდროს უყვარდა განსაკუთრებით ბავშვობაში, როცა ცუდი ამინდის გამო უწევდა თამაშის გადადება. ამ ბოლო ხანებში კი ეგოისტურად უნდოდა სულ ეწვიმა! ეწვიმა ისე რომ ჩამოქცეულიყო ცა! დადგებოდა ფანჯარასთან, სიგარეტს გააბოლებდა და გასცქეროდა დასველებულ თბილისს. სიამოვნება ზაფხულისთვის, არადამახასიათებელი სიგრილე.
-ნიცაში მინდა!-ფანჯარა დაკეტა და დივანზე წამოწოლილ ძმაკაცს გახედა.
-ფხხ!-ჩუმად ჩაიფხუკუნა ბექამ-მეც ბევრი რამე მინდა.
-მაგალითად?!
-მაგალითად.. მაგალითად!-ჩაფიქრდა
-აი მე კი ნიცაში მინდა! წვიმიანი ამინდი, ცოტა ხალხი და მაგარი ყავა.
-აუ რა ოცნება დაიწყე. ან რა ნიცა აგიტყდა, ან რა წვიმა. შენ ამ ბოლო დროს რომანტიზმა გძლია!მოიცა როგორ იტყოდა ჩვენი მუსიკის მასწავლებელი?-საჩვენებელი თითი ტუჩზე მიიდო-რომანტიზმის წარმომადგენლები თქვენზე მეტად განვითარებული ადამიანები გახლდნენ და საკმაოდ ჭკვიანებიც იყვნენ. მათი ცხოვრების ერთადერთი მამოძრავებელი ძალა მუსიკა და სიყვარული იყო! და მერე რაღაც სისულელეები.
-აუ შენ იცინე და მაგრა გაასწორებდა-ცოტა ხნით ჩაფიქრდა.-ბილეთები ხო არ აგვეღო?
-შენ სულ გააფრინე ხო?! თამაშები?მოგკლავს გელა.
-აუ მაგანაც ხო შეგვჭამა რა! შვებულება უნდა ავიღო.
-რავიცი რავიცი-ჩაილაპარაკა ბექამ და ისევ ტელევიზორს მიუბუნდა.


***
გუშინდელი დღიდან მხოლოდ იმ მომენტამდე შემორჩა მოგონებები სანამ ბარში პირველ სასმელს დალევდა. აი, იმის მერე არაფერი ახსოვს! სრულიად არაფერი! თავის ტკივილი უკვე აუტანელი ხდებოდა, მშიერი კუჭი კი ტვინს სიგნალს აძლევდა იმის შესახებ რომ საკმაოდ ცარიელი იყო და არჭამის შემთხვევაში „ფეხებს გაფშეკდა“ კიდევაც.
-ლენკაა!!-დაიყვირა რაც შეეძლო ხმამაღლა თუმცა მგონი რომ საკმარისი არ აღმოჩნდა.
-შენ ვაფშე ხმა არ გამცე!-გაბრაზებული ლენკა შემოვიდა ოთახში და ფოდნოსი საწოლზე დაუდო.
-აუ კაი რაა-მიუცუცქდა გვერძე-ხო იცი როგორ მიყვარხარ.
-ჯერ ვაფშე არ მოდიოდი და მერე იმდენი დალიე კინაღამ მოკვდი.
-არ ვიცი რა დამემერთა, არადა ამდენის დალევა არ ჩვევია ჩემს ყოველმხრივ განვითარებულ გონებას.
-ნუ მაიმუნობ ერთი, ჭამე და გავიდეთ სადმე.
-ხო, თამუნაც სანახავი მყავს!
-თამუნა რომელი?
-დვალი.
-რა უნდა?
-რავიცი გამომიარეთ შენ და ლენკამო, რაც გათხოვდა იმის მერე არც მინახავს.
-ხო ვნახოთ ეგეც-თქვა ლენკამ და წამოდგა-ყავა გინდა?
-არაა-არც შეუხედავს ისე უპასუხა.
-მე მოვადუღებ-თვალები გადაატრიალა ლენკამ.
-მაშინ მინდა, ოღონდ შენ რო იცი ეგეთი მაგარი-გაეკრიჭა და ყიყლიყოს დიდი ნაჭერი გადაუშვა ხახაში.


***
-პროსტა დღეს უნდა დავგლიჯოთ-თქვა ნიკუშამ და ნაკრების მაისური გადაიცვა.
-ხო აბა რა-თავი დაუქნია ბექამ და რკინის გარდერობის კარი გამოაღო.
-რომელზე მთავრდება?-კითხა კაკიმ.
-რავიცი ჯერ 11 საათია, ალბათ ასე 2-ის ნახევრისთვის უკვე სახლებში ვეყრებით. რა არის რო?
-არაფერი საქმეეები მაქვს-ჩაილაპარაკა და დარბაზში შევიდა.
-საქმეები ყველას გვაქვს მაგრამ ვითმენთ-მიაძახა მიკეტილ კარში ბექამ ძმაკაცს.
***
ბედნიერება! ეს ამოუხსნელი ფენომენია, საიდან მოდის ან სად მიდის არავინ იცის! იქნებ ეს მეცნიერული აზროვნებით უბრალოდ კარგი ამბიდან შესრუტული ენერგიაა. მე კი სხვანაირად ვფიქრობ! ბედნიერება ეს ცხოვრება! რომ გიყვარს, არსებობ, თბები, ეხები, იცინი ან თუნდაც ტირი, უბრალოდ არ ხარ ხასიათზე ან ისეთ ხასიათზე ხარ უბრალოდ წასვლა რო გინდა და დასვენება. ერთ პატარა ხის სახლში, მთაში, ბუხართან, უსასრულო დროსთან და ფიქრებთან ერთად..

ზუსტად ეს ფიქრი შლის ადამიანს.

ფიქრობ განუწყვეტლივ.

ალაგებ აზრებს, მერე ისევ ურევ.

მერე ნერვები გეშლება და ისევ თავიდან იწყებ!

და ასე უსასრულოდ.. ბოლოს კი გამოდის რომ ამ ფიქრში ძალიან ბევრი დაგვიკარგავს.
ასე უბრალოდ ყოფნაში, მოვწყდით ბედნიერებას, გარემოს და მერე უკან დაბრუნება გინდა, თუმცა დროს უკან ვერ დააბრუნებ! აი ეს არის ყველაზე დიდი საშინელება.


***
ყავის დალევის შემდეგ თამუნასთან გავიდნენ, არც ისე დიდი მუცელი ლამაზად გამოკვეთილიყო მის საკმაოდ ლამაზ სხეულზე. მუხლამდე სარაფანი ეცვა, ძალიან ლამაზი იყო. მსოფლიოში ხომ ორსულ ქალზე ლამაზი არცერთი ქალი არაა! ეს ალამაზებს ქალს, ხდის უფრო ბედნიერს, ლაღს! მისი ყურება გსიამოვენბს. ის უბრალოდ ბედნიერია და ამითაა ლამაზი! წარმოიდგინეთ შენს სხეულში კიდევ ერთი სხეული. პატარა, საყვარელი და მოცუცნული! შენს სხეულში ორი გული ცემს, ორი სულია შენს სხეულში. შენ ხარ ახალი სიცოცხლის დასაბამი, შენ ბადებ მომავალს! და განა ეს არ არის საკმარისი უფალს მადლობას უხდიდე, გიყვარდეს შენი შვილი და მასთან ერთად მთელი სამყარო!


***
-თამ მერემდენე თვეში ხარ?-გაუღიმა ნინაკამ და მუცელზე მოეფერა
-ჯერ მესამეში მაგრამ უკვე მუცელი მეტყობა და ტოქსიკოზი მაწუხებს, საშინელება! თან სულ მშია!-თქვა და წითელ ვაშლს დასწვდა.
-სახელი მოიფიქრე?
-ჯერ ექიმთან არ მივსულვარ სქესზე, და არც მინდა ვიცოდე მირჩევნია ველოდო და ბოლოს ვნახო! ისე სახელები ვიცი. გოგოს-ელენე ან ანანო, აი ბიჭზე კი ვკამათობთ მე და გიორგი (მეუღლე) მამაჩემის სახელი უნდა დაარქვას აკაკი, მაგრამ ამ დროს ვინღა არქმევს ბავშვს აკაკის.
აკაკის ხსენებაზე ის დღე გაახსენდა, როგორი სიმპათიური იყო აკაკი, როგორი ხმის ტემბრი ქონდა.. სულაც არ გავდა დედამიწელს! აკაკიზე ჩაფიქრებულს სულ აღარ გაახსენდა ლენკა, თამუნდა და მისი მუცელი, ან საეღტოდ სახელები!
-ნინაკა აქ ხარ?-ხელი გაუქნია ლენკამ.
-ხო ხო.. რამე მითხარით?
-სახლში მივდივართ!-ფეხზე წამოდგა ლენკა.
-აა, უკვე? კაი მოვდივარ-ჩანთას ხელი დასტაცა და უკან გაყვა დაქალს.
-დარჩენილიყავით კიდევ-მწუხარედ უთხრა თამუნამ.
-არა არა! ჩვენც საქმეები გვაქვს და შენც აღარ მოგაცდენთ-გაუღიმა ლენკამ და სახლის კარი გააღო.
-კიდევ შემომიარეთ ხოლმე-ხელი დაუქნია თამუნამ ეზოში გასულ გოგოებს.


***
-პროსტა ჭანტურიამ რა სამიანი ჩააგდო-ხელი გადახვია ბექამ კაკის.
-აუ წამო რა ნიცაში-ახლა ნიკუშას შეუბრუნდა კაკი
-შენ შარზე ხო არ ხარ ეეე??-გაეცინა ნიკუშას და მანქანის კარები გამოაღო.
-შენ და ბექას ხო ვერაფერი ვერ შეგაგნებინეთ რა!-გაბრაზდა კაკი და საჭეს მიუჯდა.
-ვა, ეს ბეჭედი ვისია?-ძირს დაიხარა ნიკუშა და სავარძელის ქვეშ ჩავარდნილ ლამაზ ვერცხლისფერ ბეჭედს მოკიდა ხელი.
-მანახე აბა?!-მიუბრუნდა კაკი და ბეჭედი ხელიდან გამოგლიჯა.
-ქალისაა-დააკვირდა ბექაც-კაკი რამეს გვიმალავ?-ეშმაკურად ახედა ბექამ ძმაკაცს.
-ხო აბა, სერიული მკვლელი ვარ და ახალგაზრდა გოგოებს ვკლავ!
-არა, მართლა საიდან ეს შენს მანქანაში?-გაოცდა ნიკა.
-მე ვიცი ვისაც დარჩებოდა!-ჩაეღიმა კაკიმ და ბეჭედი მის ხელში მოიქცია.


***
-ლენკაა!! ლენკა მიშველე!!-გაკიოდა ბოლო ხმაზე სააბაზანოდან გამოსული ნინაკა.
-რა? რა ხდება? გასაქცევად გვაქვს საქმე?-დაფეთებული გამოხტა ლენუკა სამზარეულოდან.
-კი შეხედეე!-ხელი მიუშვირა ნინაკამ დაქალს.
-რა იყო? ფრჩხილი მოგტყდა თუ კანი დაგისკდა?-გაეცინა დაქალს.
-ბეჭედიი!! ჩემი ბეჭედი!-შეჰკივლა გოგომ.
-რომელი ვერცხლის?-დაეჭვდა ლენუკა.
-ხო! ვაიმე რა მეშველება! ჩემი საწყალი ბეჭედი!-თვალები აუცრემლიანდა ნინაკას.
-აუ კაი რა, ბეჭედია არაუშავს!
-რა არაუშავს, ჩემი უსაყვარლესი ბეჭედი იყო! აუფფ!!
-კაი მოვძებნით სადმე!-მიაძახა საძინებელში შესულ დაქალს.


***
-ესეიგი ნინაკა ხომ?-გაუკვირდა ბექას-რანაირი სახელია ეს ნინაკა, ვინ მოიფიქრა? მეტი ფანტაზია არ ქონდა ხო?-გაეცინა.
-რავიცი მე, მაგრამ ისეთი ლამაზი გოგო იყო პროსტა მაგაზე ლამაზი არ ვიცი რა!
-ვინმე ლამაზი ახსენეთ?-ოთახში თავი შემოყო ანამ.
-არ არის შენი საქმე-შეუბღვირა ძმამ.
-აუ კაკი რა მიდი მითხარი-აცანცარდა ანა.
-შენ რა უნდა გითხრა მეც არ ვიცი!
-აუ! პროსტა რა! ხმა არ გამცეთ არცერთმა!-კარები მიიჯახუნა ანამ.


***
ოცნება! შენ შეგიძლია იუოცნებო დაუსრულებლად, უსაძღვროდ.. ამ ოცნებით მოიარო მთელი მსოფლიო, გაფრინდე გალაქტიკაში, აღმოაჩინო ახალი სასწაულები, გქონდეს ის რაც არასდროს გგქონია ან უბრალოდ შეგეძლოს ფრენა! ფრენა იმისთვის რომ დაინახო ყველა და ყველფერი. გქონდეს ფუმფულა, თეთრი ფრთები, ლამაზი და მოხდენილი. მაგრამ ყველამ იცის რომ ეს შეუძლებელია, შეუძლებელია იმიტომ რომ ეწინააღმდეგება ყველა კანონს და წესს. თუმცა წესები ხომ იმისთვის არსებობს რომ დაარღვიო! ხოდა იოცნებეთ, დაარღვიეთ წესები, იცხოვრეთ ოცნებით მაგარამ არ ცხოვრობდეთ ოცნებისთვის!


***
-როგორ უნდა მიუბრუნო ეგ ბეჭედი?-გაუკვირდა ბექას.
-არ ვიცი სად ცხოვრობს, მაგრამ მაგისი ქუჩა მახსოვს, იქნებ იქ გამოიაროს და ვნახავ და მივუბრუნებ!-ნაღვლიანად აათამაშა ბეჭედი ხელში.
-ფოტოც გადაუღე რაა!მაინტერესებს როგორი გოგოა ასე რომ გადაირიე-შეეხვეწა ნიკუშა.
-კაი წავედი-ფეხზე ადგა კაკი.
-სადით?-გაუკვირდა ბექას.
-ბეჭედი პატრონს უნდა დაუბრუნდეს!-გაიღიმა და კარები მიიხურა.-და მაინცნიცაში მინდა!-კარში შემოყო თავი, გაიკრიჭა და ისევ გაბრუნდა.

----------------------------------------
მეორე თავიი!!
იმედია მოგეწონებათ!
მადლობა წინა კომენტარების ავტორებს!
თქვენ არ იცით როგორ მახარებთ თქვენი თბილი სიტყვებით!
თქვენ ხართ ჩემი სტიმული რომ ვწერო!
შემდეგი თავი დაიდება პარასკევს ან შაბათს! (არ ჩამქოლოთ)
მიყვარხართ ყველა! ვინც ნახა ეს სიახლე, ან არ ნახა, ვინც ნახა და კომენტარი არ დაწერა, ან ვინც ნახა და + კომენტარიც დამიწერა! მიყვარხართ ყველა!
შეფასება არ დაგავიწყდეთ!
პ.ს ფოტოზე გამოსახულია ნინაკა!!!



№1  offline მოდერი MyLove

წავიდნენ ნიცაში ეს და ნინაკა!
ოღონდ ცოტა ხნის შემდეგ, ახლა კი არა..
ახლა ერთი გვარიანი ჩხუბი მე რომ მიყვარს ისეთი და ეგ არის wink
მერე შერიგება..
მერე.... ოჰჰ!!
მიდი, კარგია..
ოღონდ უფრო დიდ თავებს თუ დადებ, არ მეწყინება am
იმერელო ♥
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№2  offline წევრი killer

ჯერ არ წამიკითხია მაგრამ ვიცი მომეწონებაა ცოტა თავები გაზარდე love

 


№3  offline წევრი tamooo

mmagariaa dzaan sainteresoa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent