რომ არა პარადოXი .. 1
-იქნებ ამიხსნათ რა ხდება?? დაბნეულმა და გაბრაზებულმა ამოვიდუდღუნე, მამაკაცმა კი ისეთი მკვლელი თვალებით გამომხედა რომ ვინანე კიდევაც ჩემი სიტყვები. უცებ წამოხტა და მუქი ხისფერი კარისკენ გაიქცა, მეც შეშინებული უკან ავედევნე. კარი შეაღო და პირი გაოცებისაგან დავაღე. ჭერის სიმაღლე 6მეტრამდე იქნებოდა და მთელს კედლელზე ჭერამდე ძველი წიგნებით იყო გადავსებული. შუქი არსაიდან არ აღწევდა ოთახში. კედელთან ორი კიბე იყო აყუდებული კუთხეში კი პატარა მაგიდა იდგა, მაგიდაზე კი ძველი მელანი და ბუმბული, თავი მე19ე საუკუნეში მეგონა.. მამაკაცმა ერთერთ კიბეს ხელი დაავლო და ერთ-ერთი მაღალი თაროსაკენ გააქცია. ანერვიულებული აფოფხდა.. ხუთი წიგნი გამოაძვრინა თაროდან და შემდეგ კი თაროს ფიცარი ააძრო.. ორმაგი თარო.. ღმერთო რა ჭკვიანურია მაგრამ რას მალვს ასე. გაფაციცებით ვუყურებდი და შემდეგ მოქმედესას ველოდი. მამაკაცი მაგიდასთან დაჯდა და ფურცლები ააფრიალა. მისკენ ნელი სვლით წავედი და გადაშლილ ფურცლებს დავაკვირდი გაურკვეველი მოხაზულობები და სიმბოლოები იყო. წინ დავიჯექი და ვცდილობდი გავრკვეულიყავი 1 საათით გაუნძრევლად ვიჯექი და მოთმინებით ველოდი რომ რამეს მეტყოდა მაგრამ ბოლოს მოთმინება ამომეწურა და თან ალბათ ლიკამ მთელი წყნეთი ააწრიალა. -იქნებ მომაქციოთ ყურადღება და კარები გამიღოთ, სახლში მეჩქარება. მამაკაცი მგონი მაშინ გააცნობიერა იქ რომ ვიდექი და ირონიული ღიმილი აიკრა სახეზე და დაცინვით გადმომხედა - იცი შენ არასასურველ დროს, არსასურველ ადგილას აღმოჩნდი? ჯერ ვერ წახვალ აქედან -კი მაგრამ რამდენი საათი უნდა ვიჯდე აქ? -მომაბეზრებლად ავიქნიე ხელი -საათი?? - ისევ იგივე ირონიული ღიმილი აიკრა სახეზე და დამცინავად გადმომხედა-მადლობელი იყავი რამდენიმე თვეში მაინც თუ წახვალ- მისი სიტყვები გადატანითი მნიშვნელობით მივიღე და თვითონაც მიმიხვდა და გადაწყვიტა ალბათ ყველაფრის ახსნა - მოდი დაჯექი ხელი სკამზე დაატყაპუნა იმის ნიშნად რომ დავმჯდარიყავი ,მეც მისკენ წავედი და მოუსვენრად ავცმუკუნდი -მომისმინე… -სიტყვა შეწყვუწა და ჩაფიქრდა თითქოს რაღაცაას იხსენებდა -უცნაურია და 5საათი მაინც არის რაც აქ ხარ და სახელი არ მიკითხავს -ნერვიულად ახლართა თითები თმებში და ჩემს პასუხს მოუსვენრად დაელოდა -ნინა-მშვიდად ვუპასუხე -დანიელი- მითხრა და როგორც ყოველთვის ცივი მზერა მომანათა, კედელთან ავიტუზე მისი ასეთი მზერით შეშინებული.. -დაჯექი რაღაცას მიგიყვები ოღონდ იცოდე შენი პანიკები არ მჭირდება არ ვაპირებ 15წლის ბავშვის დუდღუნს ვუსმინო - ისე 22წლის 15 არა- გაღიზიანებულმა თავი ავიქნიე. დანიელმა კი გაოცებული სახით შემომხედა .. არა ვერ გავამტყუნებ ისე სპორტულად ვიყავი ჩაცმული. შავი შარვალი და შავი მაისური რომელსაც მინიმაუსი ეხატა თავზე კი დათუნია ქუდი მეხურა და შავი ბოტასი - ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია .. მოდი ახლა თუ გაინტერესებს თუ არადა შეგიძლია იყო გაურკვევლობაში მეც გიჟივით მივარდი და დავჯექი და მოსასმენად მოვემზადე **** ბაბუას ყვირილმა გამიმაფხიზლა ცოტა ხანში შეშფოთებული სახით ჩემს ოთახში გაჩნდა ხელი დამავლო და პირველ სართულზე გამაქცია .. ჩაიმუხლა და ანერვილებული ხმით მომმართა -დანიელ აქ რასაც ნახავ პირობა მომეცი რომ არავისთან არ იტყვი რაც არ უნდა მოხდეს -მეც დაბნეულმა თავი დავუქნიე შეშიმებული ვუყურებდი, როგორ აფარებდა ფარდებს, როგორ გადარაზა მეორე სართული და ვცდილობდი ყველაფერი ზემიწევნით დავიმახსოვრებინა ბოლოს ბაბუამ შუქი ჩააქრო და სახლს მხოლოდ ბუხრის შუქი ანათებდა .. ბაბუა შეშფოთებული დაჯდა მდივანზე და მოხუცი ხელები სახეზე მოისვა. მე მისკენ წავედი და წინ დავუჯექი.. გაჭირვებით დაიწყო საუბარი, სიტყვებს თავს ძლივს უყრიდა -ბაბუ იმის მიუხედავ რომ ჯერ 12 წლის ხარ ვიცი რომ დიდივით აზროვნებ, ვიცი შეგეშინდება მაგრამ იცოდე რომ მე შენთან ვარ და არაფრის არ უნდა შეგეშინდეს.. 10 წლის ხარ და დარწმუნებული ვარ გაგებით მოეკიდები.. მაშინ 33წლის ვიყავი ყოველთვის მიზიდავდა მისტური ამბები და სულ ვცდილობდი რაც შეიძლება საშიშ და უცნაურ მოვლენას ჩავჭიდებოდი.. ხოდა შემთხვევით გავიგე ამ სახლზე.. არავუნ. ცხოვრობდა აქ ყველას ეშინოდა ამ სახლთან ახლოს მოსვლაც კი ხოდა მეც მეტი რა მინდოდა.. მაშინვე გადავწყვიტე ამ სახლში გადმოსვლა და ცხოვრება .. როგორც კი საახლში შემოვედი მაშინვე ყველფერი საშიში მეგონა ასეთი შეგრძნება არასოდეს მქონია მაგრამ მაინც არ დავნებდი.. მოვაწესრიგე მთელი სახლი, ყველაზე მეტად კი იმან შემაშინა რომ თითქოს ყველა მითი მართალი მეჩვენა .. რკინის დარაბები საკეტები მრავალი დაცვის საშვალებამ შემაშინა.. ბიბლოთეკა ზუსტად ისეთი დამხვდა როგორიც ახლაა .. წავაწყდი მრავალ წიგნს .. ერთი წელი ბიბლიოთეკიდან მხოლოდ ბუნებრივი მოთხოვნილებებისთვის გამოვდიოდი ..მრავალი წიგნი წავიკიტხე და თანდათან უარესად მიპყრობდა შიში.. ჩემი გამოთვლით ერთ წელიწადში უნდა დავლოდებოდი მოვლენებს.. იმის მიუხედავად რომ არ მჯეროდა ეს მოხდებოდა მაინც მოვიმარაგე საჭმელი და რაც შეიძლება დამჭირვებოდა და კარგდაც მოვქცეულვარ. ღამის თორმეტ საათზე ეზოდან საშინელი ღრენა მომესმა და დაფეთებული პირველ სართულზე ჩჩავარდი და წიგნიდან ამოკიტხულ მითითებებს ზედმიწევნით მივყევი აქამდე კარგად შესწავლილო კარებები გადავრაზე და მშვიდად დაველოდე მოვლენებს.. სამი თვე ვიტანჯებოდი.. შიშით რა გამეკეთებინა აღარ ვიცოდი.. სულ მოქუფული ამინდი იყო წვიმა და ჯექა არ შეწყვეტილა.. ყველა საოცრება კი იცი რა არის? სამი თვის განმავლობაში რომელი გზაც აქამდე მოდის ბურუსით ისე მოცული ვერავინ მოაღწევს ხოლო თუ ახლოს მაინც მოვა აქამდე ცოცხალი მაინც ვერ მოაღწევს .. ახა კი ყველაზე მთავარი. .. გარეთ სულ ცოტა 5მაქციაა რომელიც სახლს დასტრიალებს. ყველაფერს გრძნობენ სინათლეს აღითქვავენ ადამიანის სუნსაც. 25 მეტრზე შეუძლიათ ხტომა.. ძალიან ჭკვიანები არიან… ჯერ გიყურებენ და შემდეგ მოულოდნელად დაგესმებიან თავს.. ახლა უნდა ვეცადოთ რაც შეიძლება ჩუმად ვიყოთ და ნაკლებად ვიხმაუროთ… თორემ შეიძლება ამ დარაბებმაც ვერ შეაკავონ.. დაახლოებით 10წელში ერთხელ ჩნდებიან.. ბიბილოთეკაში ერთი წერილი ვიპოვე რომელიც ჩემს მოსვლამდე რამდენიმე წლით ადრე ვიღაც კაცს დაუწერია.. სწორედ მისი გაკეთებულია ყველა ეს დაცვის სისტემა.. ის ამბობდა რომ მგელები შურს ძიობნენ მათი შემქმნელის სიკვდილის გამო.. როგორც ის ამბობს ის მშვენიერი ქალი იყომ მამაკაცი რომელიც ტყიდან მოვიდა დაესხა ქალს თავს 3თვე აწამებდა შემდეგ კი ვერაგულად მოკლა.. მგლები კი იმ დღიდან ყოველი 10 წლის შემდეგ ჩნდებიან და 3თვე სახლის გარშემო ტრიალებენ, თითქოს ყველას დასჯა უნდათ ვინც კი ამ სახლში გიჭაჭანებს .. ბაბუამ მეგობრულად დამკრა ზურგზე და მეც ვაჟკაცურად დავდექი და წამითაც არ შემიტანია მასში ეჭვი **** დანიელმა თხრობა დასრულა მე კი პირდაღებული მივჩერებოდი და არ ვიიცოდი რა მეთქვა არ მინდოდა შეემჩნია ჩემი გაოცებული და შეშინებული სახე ალბათ ის რომ რა და მისი მკაცრი თვალების ბრიალი მაშინვეე ტირილს დავიწყებდი -მშია - მეტი ვერაფერი მოვიფიქრე და მივხვდი რა სისულელეც ვთქვი და ჩამეცინა, არადა მართლა მშიოდა. მთელი დღე არაფერი მეჭამა დაშემაწუხა მეც კუჭმა. ჩემმა სიტყვებმა გაააოცა და აღშფოთებულმა ამომხედა, მაგრამ ფეხზე წამოდგა და წინ გამიძღვა.. ჩუმად მიდიოდა და ცდილობდა ხმაური არ გამოეწვია.. სამზარეულოში შემიყვანა და დიდ ძველებურ მაგიდასთან დამსვა… - დანიელ შენ აქ ცხოვრობ? - ვცადე დიალოგი დამეწყო და უფრო მეტი გამეგო ჩემი თანამაცხოვარის შესახებ -არა მაგრამ ხშირად ამოვდივარ -კიდევ კარგი თორემ ახლა იმ მაქციის ლუკმა გავხდებოდი -იმედია საჭმელი გვეყოფა, კიდევ კარგი დღეს ამოვიტანე უამრავი პროდუქტი.. -რატომ დიდი ხნით აპირებდი დარჩენას? -არა ,ხვალ მეგობრები უნდა ამომეყვანა-სიმწრით ჩაიცინა და ტკივილი დაეტყო სახეზე… წინ გემრიელად შემწვარი კვერცხი და ლორი დამიდო და თან ერთი ჭიქა კოკა-კოლა.. ჰმმმ რა იცოდა რომ ეს ჩემი ფავორიტი სამჭელია?? გემრიელად შევექეცი მთელი დღის მშიერი და გამძღარმა მუცელზე ხელები დავიწყე.. დანიელი კი რაღაცაზე ჩაფიქრებულიყო ჩემმა წამოდგომამ გამოაფხიზლა .. -მორჩი?? -კი და გმადლობ ძალიან გემრიელი იყო -არაფრის. წამოდი ეხლა საქმეს მივხედოთ… დიდ ჰოლში გავედით… მაღალი ჭერი, შინდისფერი ფარდები, დიდი ქვის ბუხარი რომელიც კარგად გიზგიზებდა.. შეციებული მივედი და ჩამოვჯექი.. იქვე ორი დიდი მდიდრული სამეული იდგა შუაში კი მაგიდა .. - ჩვენი ოთახები გვერდიგვერდ იქნება თუ რამე დაგჭირდება შეგიძლია დამიძახო მაგრამ იცოდე არ მიყვარს რომ მაწუხებენ -ირონიულად ჩაიღიმა და ამით მანიშნა რომ საერთოდ არ უნდა შემეწუხებინა.. ოხ რა სიამოვნებით გავაგდებდი ამ ღიმილის გამო მგლებთან .. თავის ოთახში გავიდა და კარები მიიჯახუნა.. უცებ საშინლად დასჭექა და შიშისგან წამოვიკივლე.. მახსოვს 5წლის რომ ვიყავი მაგიდის ქვეშ ვიმალებოდი შიშისგან და შემდეგ ვეღარავინ მაწყნარებდა.. გამახსენდა ბავშვობა და შიშისგან ავიტუზე .. ბუხართან მდივაზე თბილი პლედი დავინახე და გამახსენდა შიშისგან და სიცივისაგან როგორ მციოდა.. პლედი ავიღე, აკანკალებული და შეშინებული ბუხართან ჩავჯექი დავცდილობდი ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა.. სახის სრესით კარები გამოაღო დანიელმა.. -რა გჭირს ნინა-შეცბუნებულმა შემომხედა და ჩემსკენ წამოვიდა.. მისი ხმა ცივი იყო ისეთი რომ უარსად გამყინა, მაშინებდა ეს ადამიანი.. -ჭექა-ქუხილის მეშინია -სასაცილოა- დივანზე ჩამოჯდა და გასაფხიზლებლად სახეზე მოისვა ხელი -რა არის აქ სასაცილო? -გაბრაზებულმა ავიქნიე ხელი -ის რომ ამ სიტუაციიდან მხოლოდ ჭექა-ქუხილოს გეშინია-გაბრაზებული წამოხტა ფეხზე და ოთახისკენ წავიდა ..მეგონა დარჩებოდა მაგრამ გამახსენდა მერე რომ ხეპრე იყო.. კარებთან შეჩერდა და მოტრიალდა, იმედი გამიჩნდა რომ დარჩებოდა -შენს ოთახში, კარადაში ტანსაცმელია და შეგიძლია გამოიყენო საბოლოოდ გაუჩინარდ კარებში.. არ მახსოვს რამდენ ხანს ვკანკალებდი, ბოლოს შეშინებული წამოვხტი ფეხზე და ოთახისკენ წავედი ისეთი დაღლილი ვიყავი იმ წამს გავითიშე ------ მინდოდა რამე პარადოქსული დამეწერა და გამომდის თუ არა ეგ უნდა თქვენ უნდა შეეაფასოთ.. მადლობა ვინც კითხულობთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.