შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირველი ღამე-3


16-04-2015, 00:00
ავტორი D-roni
ნანახია 12 867

ნუ თუ ასეთი რთულია გათენდეს მალე ? მაგრამ ფიქრებში ხომ ისე ვიძირებით ძილის კი გვავიწყდება ... სწორედ ასე ვიყავი ახლა მე ... არ მეძინებოდა იმ იმედით დავდე ბალიშზე თავი რომ ფიქრებში ჩამეძინებოდა მაგრამ შენც არ მომიკვდეს ! ტელეფონი ავიღე და ელენეს გავუგზავნე შეტყობინება ...
"შემო ჩემს ოთახში რა ძალიან მჭირდები გთხოვ ამ წამს არ მიმატოვო" გადავბრუნდი და თავი ბალიშზე დავდე არ ვიცი რამდენი ხანი გავიდა ალბათ 1 წუთიც არ გასულა ჩემი მესიჯის გაგზავნიდან როცა კარის გაღების ხმა გავიგე ვიგრძენი როგორ ჩაიზნიქა საწოლის მეორე მხარე და ნაცნობი ამავ დროულად უცნობი სურნელი თავბრუ დამხვევად მოხვდა ჩემს ცხვირს ძლიერი ხელების შემოხვევამ ძლიერი ჟრუანტელის დავლა გამოიწვია მუცელში გაურკვეველი ჯიშის არსებები და პეპლები ამიფარფატნენ იცით როგორი სასიამოვნო და ამავ დროულად უსიამოვნო გრძნობა იყო ჩემთვის ეს ? როგორიც მაგალითად მაშინ დაგეუფლებათ როდესაც პლეაჟზე გართხმულები წევხართ ძალიან მაგარ სიცხეში მზე ისე აჭერს გგონია მისი სხივები შენს სხეულში ღრმად აღწევს და გწვავს დგები და ზღვისკენ მიიწევ მასში ჩაასვლას ფრთხილობ მიუხედავად იმისა რომ კარგად იცი გესიამოვნება და თან არ გესიამოვნება კი იმიტომ რომ სიცხისგან შეწუხებული უმალვე გაგრილდები არა იმიტომ რომ სიცხიდან სიცივეში უცებ გადანაცვლება არც თუ ისე სასიამოვნო შეგრძნებაა უმრავლესობისთვის ...
-შენ ... შენ აქ რას ... აკეთებ ? - გაოცებული და ცოტა შეშფოთებული ავბლუყუნდი და მისკენ გადავბრუნდი
-ხომ მომწერე ? - კმაყოფილი ღიმილით ამიფრიალა ტელეფონი ცხვირ წინ და ხელები მაგრად მომხვია გულზე მიმიხუტა და თვალებში ჩამაშტერდა
-მე ? მე რა მოგწერე ? ეს ... ეს მე ... ელენეს მივწერე ... - ისევ სულელივით ვბურტყუნებ ოხ ანკა ! რა გჭირს რა ?!
-კაი ეხა რას მეაფერისტები ჩემთან ყოფნა თუ გინდა პირსაპირ თქვი ... - ირონიულად დამიყვავა და უფრო მაგრად შემომხვია ხელები ...
-რას სისულელეებს ლაპარაკობ აი ელენეს ნომერი - ტელეფონი ამოვაძვრინე და ნომერს დავხედე - აი ელენე აწერია შეხედე
-აბა ნომერი გახსენი - მართლაც გავხსენი დაბნეულმა ნომერი და აშკარად არ მეცნო ეს ელეს ნომერი არ ყოფილა ეს რა ხდება ჩემს თავს ? ნუ თუ მან შემიცვალა ნომერი ? არააა ! კი მაგრაამ როდის ?
-"შენ რომ გათიშულს გეძინა მაშინ ბატო" - ჩამჩურჩულა ქვეცნობიერმა
-"შენ სულ ეგეთი მწარე ენა როგორ უნდა გქონდეს ? ერთხელ მაინც გამამხნევე შენ რანაირი და როგორი მეორე მე ხარ?" -გაბრაზებულმა ვაჯახე ყველაფერი ქვეცნობიერს
-"ნეტა ვის ვგავარ?"
ოხ როგორ მამწარებს !
-ეს ? ეს როდის გააკეთე ?
-მეეე? ისე შეიცხადა გეგონებოდა სამშობლოს ღალატში ვადანაშაულებდი და ბრალს ვდებდი ...
-არა ბებიაჩემმა - ისე წამოვროშე არც დავფიქრებულვარ რომ მივხვდი რა ვთქვი სახეზე ალმური მომედო და სირცხვილისგან თავი ჩავხარე ... ამან კი მისი სიცილი გამოიწვია
-ვაიმე ძაან ცუდად ვარ - მუცელზე ხელებს იჭერდა სიცილისგან
-ნუ დამცინი !
-კაი რისი გრცხვენია ჰაჰაჰ - ისევ ხარხარებდა ...
-გადი რა - მხარზე ვუჩქმიტე და მის დამანჭულ სახეზე მე გამეცინა იმდენი ვიკისკისე მუცელი მეც ძალიან მეტკინა
უცებ მომექცა ზემოდან და ტუჩებზე და თვალებში ჩამაჩერდა თან და თან სახეს ჩემს სახეს უახლოებდა და მის სუნთქვასაც უფრო კარგად ვგრძნობდი როგორ მეფრქვეოდა ...
-ახლა ეს რომ არ გავაკეთო მოვკვდები !
-მერე ნუ მოკვდები შენც ... სულ ერთიას მზერით შევხედე ვინ იცოდა რამხელა ცეცხლი ტრიალებდა ჩემში ? არც არავინ !
უცებ გადაწვა გვერდით და ბალიშზე დადო თავი
-იცი პატარა რომ ვიყავი ...
-ისა და იყავი თუ ხარ ? - სიცილით შევაწყვეტინე და სიცილითვე ჩავეკითხე
-რა ღადო ხარ გოგო ჩაქრი დი ხოა აღარ ეინთო შენ !
-ნუ მაწყვეტინებ რა!
-კარგი ხო სამარე ვარ ! - პირზე ხელით იქსი გადავისვი და ცილი ავტეხე
-მოკლედ როცა პატარა ვიყავი ჩემს უფრო პატარა დას ვიღაც ბიჭმა უყვირა მე მაშინ 9 წლის ვიყავი ჩემი და 5 ის იმ ბიჭს თურმე მოწონებია და იმას რო უთქვამს მე ჩემ ძმას ვეტყვი რომ მოგწონვარო ამას უყვირია ამ დროს მე უკან ვედექი და ვუსმენდი ჩემმა დამ რატიო შეჰყვირა და უკნიდან ამომიდგა იმ ბიჭმა რომ დამინახა იქიდან გაიქცა ბოლოს მაშინ ვნახე ადამიანი ჩემი დანახვისას ასე იბნეოდეს და ჩემი ეშინოდეს ახლა ... ახლა კი შენ გამოჩნდი ...
-მეეე ? ისე შევიცხადე გეგონებოდა აქეთ გადმომაბრალა სამშობლოს ღალატი
-ხო რა იყო რა გაყვირებს გოგო უიმეე
-გოგოს სახელი აქვს!
-მე რო არ ვიცი ? - სახე ამელეწა ? ამედღლიზა ! გავბრაზდი ? იცოცხლე !
-ხო არცაა საჭირო - გაბრაზებულმა ჩავიბურტყუნე ჩემთვის ...
-ანკა შენ მარტო ცხოვრობ ? - ისე წარმოთქვა ჩემი სახელი და ისე მიიღო სერიოზული სახე თითქოს მე არ მეთქვას წეღან არ ვიცი შენი სახელიო ვერაა ეს ბიჭი ხო ?
-კი მარტო ვცხოვრობ ... იცი მგონი ჯობს გახვიდე არაა ნორმალური შუა ღამეს აქ რომ ხარ ...
-შენი არ მესმის ...
-ვიცი ეს ძნელია მაგრამ მე მაშინ პირველად დავლიე ალკოჰოლური სასმელი და ...
-კარგი გასაგებია ძილინებისა ... - ისე დამემშვიდობა თავი დამნაშავედ ვიგრძენი
-ძილინებისა რატი - გავუღიმე და შევეცადე მისი ღიმილიანი სახე არ დამენახა მერე ხომ უფრო გამიჭირდებოდა მასზე ფიქრების მოშორება ?
-ძილინებისა ანკა - თბილად გამიღიმა და ოთახიდან გავიდა კარი მოიხურა და დამტოვა მართო ჩემ თავთან და ფიქრებთან
საწოლზე დავწექი და შევეცადე ცოტა ხანს დამეძინა რაც კარგად აშკარად არ გამომდიოდა .
განა ადვილია შენი თავი ჯერ არ განცდილ გრძნობებში გამოიჭირო ? არა აშკარად არა !
წყნეთში კიდევ 1 კვირა დავყავით რატისთან ან ვკამათობდი ან არ არაფერი ... დარჩენილი დღეები ოფიციალურად ვერც კი ვხედავდი ისე მიდიოდა და მოდიოდა ვერაფერს ვიგებდი ...
ბოლო 2 დღე იყო დარჩენილი იმ ღამიდან "
პირველი ღამიდან" კი უკვე 2 კვირა იყო გასული
ელენესთან ერთად ვიწექი საწოლზე და ვესაუბრებოდი
-გოგო გიოსთან რას შვები ?
-არაფერს ხო ხედავ როგორ მიშლის ნერვებს ხან მაბრაზებს ხან მაბრაზებს აბა სულ ხომ არ გამაბრაზებს ? - სიცილით მითხრა გიოს დევიზი "ხან გაგაბრაზებ ხან გაგაბრაზებ აბა სულ ხომ არ გაგაბრაზებ" ? - რატისთან რას შვები შენ ?
-ვერ ხედავ ? ხან მამწარებს ხან მამწარებს აბა სულ ხომ არ გამამწარებს ?
სიცილით დავუყვავე და ბალიშზე გადავწექი როცა მუცლის არეში საშინელი ტკვილი ვიგრძენი ვგრძნობდი როგორი გულის რევის შეგრძნება მქონდა მაგრამ ამას ცოცხალი თავით არ ვიმჩნევდი ბოლოს ძალიან რომ ამომასხა უცებ წამოვვარდი და ტუალეტში გავიქეცი ტუალეტი ჩემი ოთახის გვერდით იყო იქ შევარდნილი პირდაპირ რატის შევეჯახე თვალებ გაფართოებული მიყურებდა გვერდი სწრაფად ავუარე და ტუალეტში შევიკეტე წყალი უცებ მოვუშვი და გულის რევის შეგრძნება დავიოკე მაგრამ როგორც კი ვიფიქრე რომ აი დამთავრდა მაშინვე უარესად ამოხეთქა და როდესაც გული ამერია დიდი შვება ვიგრძენი ყველანაირად
იმ მოფართხალე თევს ვგავდი უცებ რომ მშვიდდება წყლის შეგძნებისას
მუცელი მტკიოდა გულის რევისგან და საშინლად ვგრძნობდი თავს რატომ მაინც და მაინც ის რაც ასე მეზიზღება ? ბავშვობიდან კატასტროფულად ვერ ვიტანდი იმას როცა გული მერეოდა ... საშინლად მეზიზღებოდა ! ახლა ? ახლა კი ვდგავრ გადაყუდებული და ვცდილობ სუნთქვის დარეგულირებას ... სახეზე წყალი შევისხი წყალი გადავივლე ხალათი მოვიცვი რომელიც ყოველი შემთხვევისთვის აბაზანაში მქონდა ჩამოკიდებული კბილები გამოვიხეხე და ოთახში გავედი საწოლზე გაშოტილი ელენე დამხვდა უცებ შევგორდი და თავი გულზე დავადე
-რა გჭირს ცუდად ხარ ? რატომ გაიქეცი ოთახიდან ?
-ელე გული ამერია და ...
-არასწორად იკვებები საჭმელს არ ჭამ ძალიან გახდი ასე არ შეიძლება გთხოვ რამე გააკეთე და გამოცოცხლდი რა
-ელე გპირდები ხვალ შევჭამ ოღონდ ახლა დამაძინე რა !
ძილ ბურანში მყოფი ვგრძნობდი როგორ მეფერებოდა სახეზე ელენე და ჩურჩულებდა ჩემი ლამაზიო მისი თლილი თითები ჩემს თმაში ისე მსიამოვნებდა რომ სიამოვნებისგან თვალები მილულული მქონდა .
მეორე დილას ელენემ მთელი მაცივარი გამოალაგა და ფოდნოსით საწოლში მომიტანა ყველაფერი ძალით ჩამატენა პირში
-ელენე ძალიან გთხოვ აღარ შემიძლია მთელი მაცივარი მაჭამე გთხოვ რა ...
-ანკა ! გაჩუმდი და ხეთქე !
-ელენე გთხ... სიტყვა ვერ დავამთავრე ისევ გულის რევის შეგრძნება რომ მომერია და ისევ ტუალეტში გავიქეცი ....
ასე გავატარეთ დარჩენილი 1 დღე და რამდენიმე საათი ... ეს დროც მიიწურა შემდეგ სახლებში გადავნაწილდით ... იმის მერე 1 კვირა გავიდა გიოს გაგის და თოკას ჩვეულებრივ ყოველ დღიურად ვეკონტაქტებოდი ელენე ჩემთან გადმოცხოვრდა რამდენიმე დღით რადგან ჩემს ცუდად ყოფნას სისტემატიური სახე მიეცა დღეს საღამოს ელენეს დაბადების დღე იყო საჩუქარზე გავედი და ლამაზი ოქროს კულონი ვუყიდე გულის ფორმის შიგნით პატარა ბრილიანტის თვლებით მოჭედილი და უფრო შიგნით ჩვენი ფოტო ... სუნამოც ვუყიდე შევფუთე და წასაღებას დავდე თავბრუ ძალიან მეხმოდა ... მაგრამ მაინც წავედი ტანზე მოკლედ კრემის ფერი კაბა მოვირგე კრემის ფერი მაღლებით თმა გავიშალე და ზურგზე გადავიყარე ლაკონები მანქანაში ჩავჯექი და რესტორანი ფუნიკულიორიკენ გავიწიე იქ მისული ელენეს ჩავეხუტე მივულოცე და ჩემი საჩუქარიც გადავეცი მთელი საღამო რატის მზერა მწვავდა მაგრამ ცოცხალი თავით არ ვიმჩნევდი ამას ... გარეთ გავედი და სკამზე ჩამოვჯექი ვიგრძენი როგორ დამიჯდა ვიღაც გვერდით ფრთხილად გავიხედე და თვალი თვალში გავუყარე რატის .
-ასე რატომ მიყურებ ? - ცინიკური ღიმილით ჩამეკიტთხა
-ასე როგორ ?
-თავს ნუ ისულელებ !
-კარგი რა რატი ... წამოდგომა ვცადე როცა თავბრუ საშინლად დამეხვა და სკამზე დავვარდი რატიმ ხელები შემომხვია და გაფართოებული თვალებით მომაჩერდა
-რამე ხდება ? რა გჭირს ? ცუდად ხარ ?
-რატი გონებას ვკარგავ ... თავბრუ დახვეული მის მკლავებში ჩავესვენე
არ ვიცი რამდენი ხანი მეძინა მაგრამ რომ გავიღვიძე პალატაში მხოლოდ რატი შევნიშნე როგორ ეჭირა ჩემი ხელი თავისაში თავი კიმასზე ჰქონდა და თავისთვის გასაგებ მაგრამ ჩემთვის გაუგებარ და გაურკვეველ რაღაცეებს ბუტბუტებდა
-რა დამემართა ? რაო როდის კვდებაო ექიმმა ?
-გაჩუმდი ! გული წაგივიდა ექიმმა ანალიზები აგიღო პასუხები მალე იქნება ...
-სხვები სად არიან ?
-მოდიან - ამის თქმა და პალატის კარის შემომტვრევა ერთი იყო
-ჩემო სიხარულო ხო გეუბნებოდი წამოდი ექიმთანთქო არა ? ჩემო სიცოცხლე როგორ ხარ რა დაგემართა? (ელენე)
-რა გჭირს ტოო (თოკა)
-რაო ექიმმა ? (გიო)
-სადაა ბიჭო შევღონდი რაა (გაგი)
-ანალიზები აუღეს და მალე შემოვლენ (რატი)
5 წუთი გავიდა და ექიმიც შემოვიდა
-რა ხდება ექიმო რა ჭირს ? ყველამ ერთ ხმად შეჰყვირა ექიმს
-დაწყნარდით ბავშვებო შვილო - ექიმმა რატის შეხედა - შენი ცოლი ორსულადაა სანერვიულო არაფერი არაა პირიქით ... ახლა სწორი კვებაა საჭირო დასვენება და კარგი იქნება თუ თავს არ დაღლი 2 კვირით წოლითს რეჟიმს გიწერ !
პალატააში გახევებული ბავშვები დატოვა ელენემ ყველა გაიყვანა და რატი ანკასთან პირისპირ დატოვა ეს ორი უკანასკნელი კი გახევებულები იდგნენ და მგონი ხმის ამოღებას და სიჩუმის დარღვევას არცერთი არ აპირებდა ...


მოკლედ ბავშვებო მგონი ამ ისტორიამ ბევრი ნახვა ვერ ააგროვა მიუხედავად ამისა მაინც მინდა ბოლომდე მივიყვანო ესეც მალე დასრულდება არ მიყვარს უაზროდ გაწელვა მაგრამ რადგან მოთხოვნა იყო იმის რომ გრძელი ისტორია დამეწერა შევეცდები შემდეგი ისტორია ცოტა გავწელო ... ძალიან დიდი მადლობა ვინც მომყვებით ბოლომდე და კიხხულობთ ჩემს ისტორიებს მგონი პუნქტუალურობას ვინარჩუნებ და არ გიგვიანებთ მიყვარხართ ...



№1  offline წევრი vene bions

ძაალიან გამიხარდა ამ ისტორის ნახვა მომეწონაა და ველოდები შემდეგ საინტერესო თავს

 


№2  offline მოდერი aleqsandra

Gaagrzeleee :-*

 


№3  offline წევრი gvanca jejelava

Ar shewyvito.gaagrdEle.

 


№4  offline აქტიური მკითხველი aanamaria

ბიჯოს joy ერტი ღამით რა გაარტყაა joy

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent