შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულ შავები,სულ კაები!(2)


16-04-2015, 00:03
ავტორი bulliev
ნანახია 3 688

ბიჭები უხმოდ გამოვიდნენ ოთახიდან და თვალებით გვანიშნეს წავედითო.მე და ლიკამ როცა მათი დაღრეჯილი სახეები დავინახეთ, უსიტყვოდ დავტოვეთ სახლი და ბიჭებს გავყევით.მანქანაში ხმა არავის ამოუღია, ერთიორჯელ დიტო თუ გადმომხედავდა, უხასიათოდ შემომანათებდა თავის შავ თვალებს, ძალით გამიღიმებდა და შემდეგ უცებ გადაიტანდა მზერას მძინარე ლიკაზე, რომელსაც ახლა ისე ეძინა, ბომბა რომ აგეფეთქებინათ ვერ გააღვიძებდით.არა ნეტავ რა ხდება?რა დაემართათ ასე მალე?!საბას რომ შეხედოთ, აუცილებლად შეამჩნევთ მის განრისზებულ სახესა და გაყინულ სხეულს. ცდილობს ნერვიულობა გადაფაროს მაგრამ არ გამოსდის, მანქანას რაც შეუძლია მშვიდად ატარებს, მაგრამ მისი სახე საშინლად გამოიყურება.იგივე მდგომარეობაშია ნიკაც, რომელიც მის გვერდით წინ ზის და ძარღვებდაბერილი ხელებში ათამაშებს მობილურს, თან რაღაცას თავისთვის ბურტყუნებს.არა ამას ვეღარ გავუძლებ, მოდი ვკითხავ რა ხდება იქნებ რამე გავიგო

-რამე მოხდა?უცებ დავარღვიე გამეფებული სიჩუმე, რომელიც ახლა ძალიან მაღიზიანებდა

-რა უნდა ხდებოდეს ნატა?ნიკა უცებ მოშორდა მობილურს და მე გადმომხედა

-რამე გვეტყობა თუ?უცებ შემოტრიალდა დიტო და ინტერესიანი თვალები მომაპყრო.არა რა, ამათ ხო სიტყვას ვერ დააცდევინებ, სუფთა ჯადოები არიან

-ნატა მოდი დღეს შენთან დავრჩებით!ნანა დეიდა გემრიელ რაღაცებს მოამზადებდა!საბამ სიტვაციის განეიტრალება სცადა

-აუ ხოო ტო თან ძაან გვშია!დაეთანხმა ნიკა

-რავი დარჩით, ნეტა როდის აქეთ მეკითხებით ასეთ სისულელეებს,რომ შემოხვალთ მერე გასვლა აღარ იცით.მე სიცილი დავიწყე და დიტოს მხარზე თავი მივადე

-აუ იქნებ ხმადაბლა იცინოთ რა ?!ლიკამ ძლივს თავი წამოყო და ჩვენ გამოგვხედა

-ვაა აი მძინარე თხაჯმაც გაიღვიძა, ნეტა დარდი იცი რა არი?(დიტო)

-ვაი შე უბედურო!ლიკამ უხასიათოდ გადააქნია თავი და ისევ სავარძელს მიეყრდნო

-შტერი!(დიტო)

-ველური!(ლიკა)

-გველი!ლიკამ ხმამაღლა დაყვირა

-მახინჯი მახინჯი!დიტომ იმხელაზე დაიღრიალა,ნიკა დაფეთებული შემოტრიალდა და აცრემლებული ლიკას დანახვისას თვალები უხალისოდ გადააატრიალა და ისევ გზას დაუწყო ყურება.ვაიმე ახლა არა რა, ან რა სიმახინჯე აუტყდა ამ ბიჭს თვითონაც იცის, რომ ლიკა ულამაზესი გოგოა, მაგრამ ხო უნდა გაამწაროს ამ დებილა. აუ ახლა მართლა არ მაქვს ლიკას ისტერიკების თავი, მაგრამ მანქანიდან ხომ არ გადავალ ეჰ რას ვიზამთ

-რა თქვი?ლიკამ ისეთი საწყალი სახით შეხედა დიტოს მეგონა კაი გაჩერდება ეს ბიჭითქო, მაგრან ნეტა შენ მაინც თავისას აგრძელებს

-რა ვერ გაიგე მახინჯო?მახინჯი ხარ და გიმალავთ !დიტომ სიცილი დაიწყო და ხელი ჩუმად მომარტყა ამყევი თამაშიო, მაგრამ ახლა მართლა არ მქონდა ამათი თავი

-ვაიმე მე მართლა მახინჯი ვარ?ლიკა წინასავარძელზე მჯდომ ნიკას და საბას გადასწვდა და აცრემლებული თვალები მიაპყრო მათ სახეებს

-აუ ბიჯო იცი რა არ მესმის?დაიწყო ნიკამ

-რა ბიჯო?(საბა)

-ეს კაი პატარა გოგოა და რავი, მაგრამ ეს ბიჭი რამ გამოაშტერა ტოო?(ნიკა)

-ხო ბაგა ბაღია რა!დაეთანხმა საბაც და ისევ გზას გახედა

-საბაააა ნიკაააა!(ლიკა)

-აუ ეს ვინაა ტოო !ვისი გოგო ხარ შენა?ნიკამ სიცილი დაიწყო

-შენც დამპალი ხარ!ლიკამ ხელები გადააჯვარედინა და გაბუსხული დაჯდა

-გოგო ნუ ხარ შტერი! იცოდე ეგ ვინც გითხრა შენი შურს, ანუ მახინჯი თვითონ არის!ნიკა ლიკას მიუტრიალდა და თვალებით დიტოსკენ ანიშნა.ამის თქმა იყო და ლიკამ იმხელა ხმაზე დაიწყო სიცილი ლამის დაგვაყრუა

-სხვათაშორის ზე სიმპატიური ვარ!კმაყოფილმა განაგრძო დიტომ

-გაჩუმდი რა თოკა მირეკავს!ლიკამ უცებ უბრძანა დიტოს და მობილური აიღო.ჰო თოკა ლიკას მორიგია და რატომღაც დიტო ვერ იტანს.მაგის გამო კარგად მოხვდა თოკას და ახლა ძალიან გაუკვირდა დიტოს მისი ზარი. არა მაინც რამდენს ბედავს ეს ვიღაც თოკა!ვსო დაერხა !

-რა უნდოდა?!(დიტო)

-რა შენი საქმეა!(ლიკა)

-მობილური!(დიტო)

-რა ?(ლიკა)

-მობილური მომე დროზე!(დიტო)

-არა!ლიკამ ხმამაღლა დაიყვირა

-მობილური მომეცი მე
მაგის დ****!დიტომ იმხელა ხმაზე იღრიალა საბას უცებ დაავიწყდა რომ რულთან იჯდა, აქეთ მოტრიალდა და წინ მიმავალ შავ ბემვეს ოდნავ შეეჯახა

-ფუუ ამის დ***!ეს მინდოდა ახლა?(საბა)

-ვინ არიან ?!(ნიკა)

-მერავიცი რა კითხვებით მოძრაობ ტო?!(საბა)

-ეს ნომერი მეცნო!(ნიკა)

-საიდან?!(საბა)

-ბიჭო ნატას კორპუსთან მყავს დანახული ერთი ორჯელ!(ნიკა)

-ხოდა გავარკვიოთ ვინაა!დიტომ შეშინებულ ლიკას ხელები მაგრად მოხვია და ლოყაზე აკოცა შემდეგ მე მომიბრუნდა ჩამეხუტა და ლიკას მობილურთან ერთად გადაბრძანდა მანქანიდან.ბიჭებიც გაყვნენ მე და ლიკა კი მანქანაში ვიჯექით და თვალყურს ვადევნებდით მათ ყველა მოქმედებას. უცებ შავი ბემვედან სანდრექსა დადიანი გადმოვიდა თავის ძმაკაცებთან ერთად, სიგარეტი პირში გაეჩხირათ და სათვალეები შუბლზე გადაეტანათ.არა ის ირონიული სახე ისევ აქვთ შემორჩენილი, მაშინ 14 ის ვიქნებოდი მაგათი სასტავი რომ იჩითებოდა,თუმცა მაინც კარგად მახსოვს მათი საქმეები.უბნის ტიპები ყველა გოგო რო მაგათი იყო და რავი.არა მაინც რა სიმპატიურები არიან განსაკუთრებით კი სანდრექსა დადიანი.მაღალი,შავგვრემაანი, ტიპი სახის მკაცრი ნაქვთებით ახლა ალბად 22 ისაა.ვაიმე ნატა რეებზე ფიქრობ უცებ მოვიშორე ფიქრები და მზერაა ბიჭებზე გადავიტანე

-დადიანია !(ნიკა)

-ხო რაღა ამ სიტვაციაში შევხვდი!(საბა)

-მოიცა ამ მანქანით რატომაა ეს მანქანა რამდენჯერმე ნატას კორპუსთან იყო!(ნიკა)

-ალბად მეგობრისაა და ის ბიჭი იქვე ცხოვრობს!(საბა)

-კაი დასტოინად მოდის!(დიტო)

ბიჭებისკენ წამოსულმა სიგარეტის ბოლით გაჟღენთილმა ჰაერმა ჩვენამდეც მოაღწია.და აი ისინიც დადიანი და მისი 4 ძმაკაცი საბას ნიკას და დიტოს წინ დგას.ადრე ესენი განაგებდნენ უბანს და ალბათ ახლაც ეცდებიან პოზიციების დაბრუნებას

-ჩამოსულხარ!(საბა)

-ხო ჩამოვედი!მარტო ხართ?!(სანდრექსა)

-არა!მოკლედ მოუჭრა დიტომ

-ის გოგოები ვინ არიან?უცებ ინტერესიანი თვალებით გადახედა მანქანას სანდრომ


-გოგოები არიან !ჩათვალე ჩვენი დები!(საბა)

-ხოდა ნუ შეაშინებთ გოგოებს წადით !ჩვენ მერე ვილაპარაკოთ!ბრძანება გასცა დადიანმა და ვიგრძენი როგორ მომაპყრო მწველი მზერა 2 წუთი ისე მომაშტერდა ლამის გული გამისკდა შიშისგან შმედეგ თვალი მომაშორა ჩუმად გაიღიმა მანქანაში ჩაჯდა
და უცებ მოწყდა ადგილს!

-ნა*****ი!(ნიკა)

-წავედით!(საბა)

ბიჭები უცებ ჩასხდნენ მანქანაში და ჩემს სახლშიც 15 წუთში მივედით. მომნატრებია თბილისი, ჩემი სახლიც. შინ შესულმა დეიდას მაგრად ჩავეხუტე და მისი გამზადებული სალათებით სუფრაც გავაწყვე.ბიჭებიც მალე დანაყრდნენ და ოთახებში განაწილდნენ.საბამ და ნიკამ როგორ ყოველთვის ნანა კომპლიმენტებით შეამკეს და საუკეთეაო მზარეულის წოდებაც უბოძეს.მე და ლიკა ერთ ოთახში ვიყავით.უცებ მოვკალათდი ჩემს საწოლზე და მაშიმვე დავიწყე ფიქრი დადიანზე და მის მწველ თვალებზე, შმედეგ კი მის ჩუმ ღიმილზე, რომელმაც ძალიან შემაშინა.ნეტა ნიკამ რომ თქვა ის ბემვე ჩემს კორპუსთან რას აკეთებდა?! რა უნდოდა?!რა ხდება ნეტავ ჩემს თავს??არა არა ნატა,შენ რა შუაში ხარ,
?ქიიფ ქალმ!! ნუ იცი ხოლმე ყველაფერზე დაპანიკება!თავი მობეზრებულად გადავაქნიე და საწოლზე დაღლილი კარგად გადავეშვი.
მეორე დღეს მასწავლებლებთან მივდიოდი ამიტომ ყველა უცებ წამოვყარე

-რა იყო ტოო გვაგდებ?(საბა)

-აუუ მეძინება!ლიკა წუწუნით გამოვიდა ოთახში

- მშია!(ნიკა)

-ნანა სამსახურში წავიდა!ჩავაკვეხე მე სიტყვა, ნამდვილად არ ვაპირებდი ახლა ამათ მოსამსახურედ ქცევას

-რა იყო საჭმელს ჟმოტავ?დამიღრინა ნიკამ

-აუ მიდი მაცივართან და რაც გინდა ის შეჭამე მე შემეშვი!ნიკას საცოდავად შევხედე და მაცივრისკენ მივუთითე.ისიც სწრაფი ნაბიჯებით გავარდა სამზარეულოში და მაცივრიდან ყველაფერი გადმოალაგა.ბავშვებიც უცებ შევარდნენ და როცა ასე თუ ისე დავნაყრდით, ერთად გავედით.კარებთან წითელი ვარდების თაიგული დამხვდა, უცებ დიტო მივარდა და აიღო

-დიტო მგონი ეს ჩემია!დიტოს დავუბღვირე და ბარათზე ვანიშნე

-დამაცადე!უცებ დიტოს ბარათი ნიკამ წაართვა და წაიკითხა

-ეს შენ ლამაზო ახლა ქვემოთ ჩამოდი!

-ვინმე გიყვარს და ჩვენ არ ვიცით?გაკვირვებულმა შემომხედა საბამ

-არა არავინ მიყვარს თქვენ მაინც არ იცოდეთ!მე უცებ ვუპასუხე და გარეთ გავედით.ქვემოთ როცა ჩავედით ეზოში წითელი ბანტით მორთული შავი ბემვე იდგა წარწერით

-ესეც შენია ლამაზო ნატალია!
საბამ დიტომ და ნიკამ ჯერ ერთმანეთს გადახედეს და მერე კითხვისნიშნიანი თვალები მე მომაპყრეს

-მე მე არც კი ვიცი ვინ არის ან რა უნდა?!უცებ ენა დამებნა და ბიჭების გაოცებულ სახეებს ჩემიც შეემატა


***********



ესეც შემდეგი თავი იმედია მოგეწონებათ პატარაა ვიცი მაგრამ ესეც ძლივს დავწერე!უღრმესი მადლობა ვინც კითხულობთ და ელოდებით



№1  offline წევრი kapa

Dzaan magaria

 


№2  offline წევრი aniko:)))))

dzzaan magaria

 


№3  offline წევრი aDa

ძაან მაგარიაა..მალე დადე რა ოღონდ კიდე უფრო დიდი თავები love

 


№4  offline წევრი vene bions

ძაან მაგარიაა და ველოდები შემდეგ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent