შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Barman (3)


16-04-2015, 15:09
ავტორი elenika.13
ნანახია 3 430

სახლში როგორც კი მივედი მაშინვე საძინებლისკენ ავიღე გეზი, რადგან თავი მისკდებოდა დღევანდელ ინციდენტზე ფიქრისგან. მთელი ღამე სანდროზე ვფიქრობდი. მაინტერესებდა ან საიდან გაჩნდა ან ჩემს შესახებ ამდენი საიდან იცოდა. ბოლოს ამდენი ფიქრისგან გამთენიისას ჩამეძინა, მაგრამ მალევე გამაღვიძა კარზე ზარის რეკვამ. ძლივს ავწიე თავი მაღლა და მობილურს დავხედე. უცებ წამოვხტი. უკვე პირველი საათი ყოფილა თან იმდენი გამოტოვებული ზარი დამხვდა ნინისგან და ელენესგან კინაღამ ცუდად გავხდი. ზარი კი არა და არ წყდებოდა. სწრაფად ავდექი და კარი როგორც კი გავაღე მაშინვე შემოცვივდნენ სახლში ნინი და ელენე. დამეტაკნენ და ისე მაგრად ჩამიხუტეს კინაღამ გადავყირავდი უკან. თან ღმერთს მადლობას უხდიდნენ, რომ ცოცხალი ვიყავი. ბოლოს როცა მიხვდნენ რომ არაფერი არ მჭირდა ხელი შემიშვეს და კითხვები დამაყარეს.
-გოგო გუშინ სად წახვედი ბარიდან? რატომ არ გაგვაფრთხილე? იცი როგორ ვინერვიულეთ? მეორედ ასე აღარ გააკეთო. მობილურზე მაინც რატომ არ გვაპასუხობდი?.....-მივხვდი რომ კიდევ დიდხანს გააგრძელებდნენ ამიტომ შევაჩერე
-მოდი ყავას გავაკეთებ და ყველაფერს მოგიყვებით.-ამით დავაწყნარე ცოტახნით. სამზარეულოში გავედით, ყავა გავაკეთე და ყველაფერი მოვუყევი გუშინდელთან დაკავშირებით. ჩვენ ერთმანეთს არაფერს არ ვუმალავთ და ამიტომ არც არაფერი დამიმატებია ამბისთვის და სამაგიეროდ არც არაფერი გამომიკლია. როგორც კი მოყოლა დავამთავრე ყველა ერთდროულად ჩავფიქრდით ამ ყველაფერზე ბოლოს კი ელენემ ამოიღო ხმა.
-ვინ არის სანდრო ბაგრატიონი?-მე ამ შეკითხვამ გამომაფხიზლა და უცებ წამოვხტი ფეხზე. გოგოები გაკვირვებული მიყურებდნენ მაგრამ როგორც კი ჩემს ხელში ლეპტოპი დაინახეს მაშინვე მიხვდნენ ყველაფერს. მეც მათ შუაში ჩავჯექი და დავიწყეთ ცნობების მოგროვება ბაგრატიონზე. გავიგეთ რომ მდიდარი ბიზნესმენი იყო და სულ ახლახანს ჩამოვიდა საქართველოში თავისი ბიზნესის აქ წამოსაწყებად. როგორც ჩანს ცნობილი პირი არის რადგან მისი ფოტოებით ინტერნეტი გადაჭედილი აღმოჩნდა. ჩვენ გაგვიკვირდა აქამდე რატომ არ ვიცნობდით მას რადგან არც ჩვენ არ ვიყავით ყურადღებას მოკლებული. მაგრამ ამ კითხვაზე პასუხი მარტივია. ის ახლახანს ჩამოსულა ამერიკიდან.
-მგონი ეს სახელი და გვარი მეცნობა-დაიწყო ნინიმ.-ბევრჯერ უხსენებიათ სანდრო ბაგრატიონი ბიჭებს არ გახსოვთ? ყოველ მათ მოყოლილ ისტორიაში სანდროს ახსენებდნენ.
-ხო მართლაც ასეა, მაგრამ ჩემგან რა უნდა?
-ისე გუშინ ბიჭები ბარში რატომ არ შემოვიდნენ? არადა ყოველდღე დაგყვებოდნენ.-თქვა ელემ.
-ხო რაც ეს სანდრო გამოჩნდა მას მერე აღარ მადევნებენ ბარში თვალყურს.
-თითქოს შენი დაცვა მას გადაავალესო-თქვა სიცილით ნინიმ.
-გოგო დღეს ბიჭებს ვნახავ და ყველაფერს გავარკვევ რაა.
-ხო უეჭველი და გაგვაგებინე მერე ჩვენც-მითხრა ელემ.
-ხო გოგო აბა რას ვიზამ.მართლა და შენ გუშინ იმ ქერასთან რა ქენი?-ვკითხე ელენეს და მე და ნინის თვალებში ეშმაკური მზერა დაგვეტყო.
-რა მოხდა და გუშინ ბარიდან გამოვდიოდით და მითხრა სახლამდე მიგაცილებო. მეც დავთანხმდი რადგან თქვენ ვერ გიპოვეთ და ტაქსიც არ ჩანდა. მანქანაში უნდა ჩავმჯდარიყავი როცა საბამ მანქანიდან გადმომიყვანა და ყვირილი დამიწყო. თორნიკე ჩემს დახმარებას ეცადა მაგრამ საბამ ისე უყვირა ჩემს გოგოსთან აღარ დაგინახოო, რომ მანქანაში უსიტყვოდ ჩაჯდა და წავიდა. როდიდან გავხდი მისი ხომ ვერ მეტყვით? საბოლოოდ ვიჩხუბეთ. საბამ მანქანაში ძალით ჩამსვა და სახლამდე მიმიყვანა . მერე კი ისე სწრაფად მოწყვიტა მანქანა ადგილს კინაღამ გული გამისკდა.-თქვა ელენემ და ცრემლი გადმოუვარდა თვალიდან.
-კაი რა ელე. ხო იცი მაგას შენს დასაცავად აკეთებს.-მივიდა ნინი მასთან და ჩაეხუტა.
-ან იქნებ უყვარხარ-ვთქვი მე ეშმაკური ღიმილით.
-ვითომ? რომ ვუყვარდე ასე უხეშად რატომ მომექცეოდა??-მკითხა ელენემ და იმედიანი თვალები მომაპყრო. ვიცი რომ ელეს საბა მოსწონს. თვითონაც გვითხრა მაგრამ ჩვენ უფრო ადრე მივხვდით. საბას კი უყვარს ელენე. ამას ვხვდები მაგრამ ასე რატომ იქცევა არც მე არ ვიცი.
-ხო იცი ბიჭების ლოგიკა. პატარა ბიჭები გოგოებს თმას წიწკნიან და ამით ცდილობენ გოგოს თავი მოაწონონ. იქნებ საბაც ასეა-ვთქვი მე და ჩემს ნათქვამზე ყველას ერთხმად და გულიანად გაგვეცინა.
-იცი დღეს რა ვქნათ? მოვიმარაგოთ სასუსნავები, სასმელი, საჭმელი და ვიყოთ მთელი დღე მხოლოდ ჩვენ. არ გვინდა არც საბა, არც გიორგი, არც ბაგრატიონი და მიტუმეტეს არც ნიკა-თქვა ნინიმ სიცილით და ამაზე კიდევ დიდხანს ვიცინეთ.
-კარგი მე მომწონს ეს იდეა. რაც შეეხება ბაგრატიონს... მაგაზე მერე გავარკვევ ყველაფერს....
სანამ გოგოები რამეს მოამზადებდნენ მე ჩავედი მაღაზიაში. მოკლე შორტი, ტოპი, კედები, თმა კოსად შევიკარი და მზად ვიყავი. მაღაზია ახლოს არის ჩემს ბინასთან . როგორც კი სადარბაზოდან გამოვედი თვალში მომხვდა ჩემი სადარბაზოს წინ გაჩერებული შავი BMW-ს მანქანა. საიდანღაც მეცნო, მაგრამ აღარ მიმიქცევია ყურადღება და სწრაფად წავედი მაღაზიისკენ. მაღაზიაში ბევრი ბოდიალის შემდეგ ყველაფერი ვიყიდე და გამოსვლას ვაპირებდი როცა მაღაზიის კარებთან ლევან აბაშიძე შემხვდა. ლევანი ჩემი მეზობელი არის. სიმპატიური ბიჭია, მაგრამ მისი „კაი ბიჭური“ ქცევები ნერვებს მიშლის. მითხრა რომ მაგრად „ვევასები“ მაგრამ მე არ მომწონს აბაშიძე და ჩვეულებრივადა ავუხსენი ყველაფერი, მაგრამ როგორც ჩანს ვერ გაიგო და არ მანებებს თავს. ბიჭებისთვის არაფერი არ მითქვამს. ცოტა საშიში ტიპია და არ მინდა რამე შარში გავხვიო. მეც ვცდილობ არ გავამწარო და მეგობრობას ვინარჩუნებ მასთან. ზოგჯერ კარგადაც იქცევა ხოლმე და ასე თუ ისე ნორმალური ურთიერთობა გვაქვს.
-გინდა დაგეხმარო?-მკითხა ლევანმა და ირონიულად გამიღიმა. მგონი ახლანდელ ბიჭებს ირონიის გარეშე არ შეუძლიათ საუბარი. მე ძლივს მოვათრევდი ჩემხელა ორ გატენილ ცელოფანს ამიტომ დახმარებაზე უარი არ მითქვამს.
-რამდენი ხანია არ მინახიხარ. რას შვები?- როცა მაღაზიიდან გამოვედი მკითხა ლევანმა. მე ამ დროს მზერა ჩემს სადარბაზოს შევავლე და ისევ დავინახე ის შავი BMW. ახლა გამახსენდა. ეს ხომ ბაგრატიონის მანქანაა? ვკითხე ჩემს თავს. კი ლილე მისი მანქანაა. მის გახსენებაზე გამაჟრჟიალა, მაგრამ არ შევიმჩნიე და ლევანთან საუბარი განვაგრძე. რატომღაც მინდოდა ბაგრატიონი მეეჭვიანებინა და სულელური ღიმილით ვუყურებდი ლევანს. ლევანიც გაკვირვებული იყო ჩემი ამ საქციელით რადგან აქამდე თავს ვარიდებდი მას. როგორც კი სადარბაზოში შევედით პროდუქტები წავართვი და სწრაფად დავემშვიდობე. მანაც მომაძახა კარგადო და წავიდა. გოგოებს ეს რომ ვუთხარი ისე მივარდნენ ფანჯრებს ძლივს გამოვიყვანე ისევ სამზარეულოში. მერე დავიწყეთ რაღაცების კეთება თან ვჭორაობდით. საღამოს ბიჭები შეგვეხმიანენ, მაგრამ განვუცხადეთ,რომ დღეს მარტო გოგოების კრება გვქონდა და მათი ნახვა ჯერ-ჯერობით არ გვინდოდა და ნაგლად გავუთიშეთ მობოლური. ჩვენ კი მომზადებული კერძები მისაღებში გავიტანეთ და იქ კარგად მოვთავსდით. ეს დღე ჩვენი იყო ამიტომ ბოლომდე გადავწყვიტეთ გართობა და დავიწყეთ კარტის თამაში გახდაზე. თან გვეგონა რომ არც არავინ შეგვაწუხებდა...
მოგესალმებით ყველას. მადლობა ვინც კითხულობთ. იმედია მოგეწონებათ



№1  offline წევრი xatia-shverdashvili

Dzalian kargia male dade da cota didi tavebii :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent