რამდენად ტკბილი არ უნდა იყოს ოცნება, რეალობა მაინც მწარეა [2]
- ქეთა გაიცანი, ეს აკოა. - მიმითითა დედამ. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. დედას ალაგებაში მივეხმარე. - მოგეწონა სტუმრები დე? - გამიღიმა და თავზე მომეფერა. გავიწიე, რადგან არ მსიამოვნებდა მისი შეხება. - კი. - მშრალად მივუგე და ოთახში შევედი. შხაპი გადავივლე და დავიძინე. =_=_=_= - რას მერჩი ამიხსენი?! - ვყვიროდი და ცრემლების ახალი ნაკადი გადმოვუშვი. - იმას, რომ არსებობ. - მიღრიალა და ისევ ჩანარტყა. გაუსაძლისი იყო ეს ყველაფერი. ცხოვრება სხამად მექცა, სიკვდილს ვნატროვდი, თუმცა აკოს გამო ვაგრძელებდი ცხოვრებას. ამას თუ ცხოვრება ერქვა საერატოდ. იმ საღამოს მერე 4 წელი გავიდა. მე და აკო 4 წელია ერთად ვართ. 4 წელია "საყვარელი მამიკო" მცემს. მიზეზი კი ჯავრის ყრაა. ოხხ, როგირ მეზიზღება! არაკაცი! ლოთი! გამუდმებით სვამს, არავისთვის მითქვამს, რადგან არ მინდოდა წამებით ამოეხადა სული, მაგრამ გავიგე და დავინახე კიდეც, წამლებს რომ იკეთებდა. ნარკომანს გაჰყვა დედაჩემი. ღმერთო ასეთი რა შევცოდე? ცემით რომ გული იჯერა, ოთახიდან გავიდა, მე კიდევ ცხარე ცრემლით მტირალი დამტოვა. სახეზე არასდროს მირტყამდა, რადგან ხალხი შეამჩნევდა, ამიტომ წელი, მკლავები, ფეხები სულ ჩალურჯებჰლი მაქვს. აბაზანაში შევედი და წყლის ქვეშ დავდექი. "სამი დღე ქეთა, სამი დღე და წახვალ ამ წყეული სახლიდან". ვფიქრობდი და თავს ვიიმედებდი. სამ დღეში 19 წელი შემისრულდებოდა და დამოუკიდებლად გადავიდოდი საცხოვრებლად. მართალია 18 წლის ვარ უკვე, მაგრამ არჩილმა 19 წლამდე ფეხს არ გაადგამო. ოთახში შევედი და ჩავიცვი. უებ, ტელეფონი აწკრიალდა. აკოს სახელი ამოვიკითხე და ღიმილით ვუპასუხე. აკომ არ იცოდა რასაც არჩილი მიშვებოდა, ამიტომ მის თვალში სულ "ბედნიერად" ყოფნა მიწევდა, თუმცა მის გვერდით ისედაც ბედნიერი ვარ. - გისმენ აკო. - ვუპასუხე ღიმილნარევი ხმით. - ჩამოდი, გელოდები. - მხიარული ხმა გაისმა ყურმილს იქით და გამითიშა. არჩილი ტელევიზორს უყურებდა, ამიტომ ვერ შემამჩნია, მაგრამ გინდ შევემჩნიე, მაინც არაფერს მეტყვოდა, მისთვის მხოლოდ საცემი ობიექტი ვარ. კიბეები ჩავირბინე და სადარბაზოსთან მდგარ აკოს მთელი ძალით ჩავეხუტე. თავი ჩემს კისერში ჩარგი და სველი კიცნა დამიტოვა მფეთქავ არტერიაზე. მანქანისკენ მიბიძგა, როგორც კი მოვდორდი. - საით? - ვკითხე, როგორც კი ჩავჯექით. - ოოო, ეგ სიურპრიზია. - გამიღიმა და ცხვირზე ორი თითი მომიჭირა. მეც გავჩუმდი და გზას გავხედე. გზა მეცნო და მივხვდი, რომ მთაწმინდაზე ავყავდი. იქ მისულს თვალებზე ნაჭერი ამაფარა და გადმოსვლაში დამეხმარა. - წინ იარე, ნელა, ნელა. - მეჩურჩულებოდა და ხელს არ მიშვებდა. თვალებზე სახვევი მომხსბა და რამდენჯერმე დავახამხამე მზერის დასაწმენდად. წინ მთელი თბილისი მოჩანდა. ისეთი ლამაზი იყო ღამის ქალაქი, რომ აკო სულ გადამავიწყდა და მის თვალიერებაში გავერთე. ხმამაღამა ჩახველებამ გონს მომაგო და ბიჭისკენ გავიხედე, რომელიც ჩემ წინ ჩაიმუხლა და წითელი კოლოფი ამოაძრო. თვალები ცრემლით ამევსო. - ქეთა, ცოლად გამომყვები? - ანერვიულებულმა მკითხა და გაიღიმა. ორიოდე წუთი გონზე ვერ მოვდიოდი. სიხარულიც ცრემლები, არა უფრო ჩანჩწერი მსდიოდა თვალებიდან. - კი... რა თქმა უნდა, კიი! - ამოვილუღლუღე და მოულოდნელად შევყვირე ხელში რომ ამიტაცა. სახლში მისულს ვიღაცები გვყავდა სტუმრად. არც გამომიცვლია ისე შევედი სასტუმრო ოთახში. ვიღაც კაცი და ბიჭი მოსულიყვნენ. მივესალმე და სამზარეულოში მყოფ დედასკენ ავიღე გეზი. აკოსა და ჩემს ამბის დანალვარ ნამდვილად არ ვაპირებდი. - დედა, აკომ ხელი მთხოვა და დავთანხმდი. - აჟიტირებულმა ვაჯახე პირდაპირ. გაუკვირდა, სევდით აევსო თვაკები. მაშინ ვერ მივხვდი რატომ, მაგრამ მერე ყველაფერი ნათელი გახდა. ხმაამოუღებლად გამიყვანა სასტუმმრო ოთახში. - ქეთა, - გაისმა არჩილის ამაზრზენი ხმა. - ეს არის უტა მკლავახე, შენი მომავალი ქმარი. - ირონიულად გამიღიმა და სიგარეტს მოუკიდა. =_=_=_= ბოდიში დაგვიანებისთვის. ესეც მეორე თავი. მადლობა ყველას ვინც კითხულობთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.