იმედი არსებობს [1]
მე ლუკა ვარ 17 წლის. ვიყავი მხიარული ბიჭი რომელსაც სიცოცხლე უყვარდა ეს ყველაფერი მანამ იყო, სანამ 2 თვის წინ ვიღაც მახინჯმა ჩემი საყვარელი დაიკო ანუკი არ მომიკლა. ახლა დედისა და ევას გარდა აღარავინ მყავს. ევა ანუკის უახლოესი მეგობარი იყო ამიტომ ანუკის სიკვდილის შემდეგ ის დარჩა ჩემს მეგობრად. ანუკი რომ მოკლეს იმის მერე სულ შავებს და მუქ ლურჯებს ვიცვამ. ანუკის ყველაზე მეტად ჩემი მუქი ყავისფერი თმა უყვარდა რომელიც მზის სხივების ქვეშ ფერი უღიავდება და მეფერებოდა თმაზე. ის რომ მოკვდა თავიდან თმების გადაპარსვა მინდოდა მაგრამ თმების მაგივრად ორივე ხელზე სულ ვენები გადავიჭერი. იარები ეხლაც მეტყობა. ძალიან ცივი და უხეში გავხდი. საერთოდ აღარ ვიღიმები სულ ვტირი... სკოლის შემდეგ მუდამ სასაფლაოზე მივდივარ და ყვავილები მიმაქვს. საათობით ვატარებ იქ დროს და ხოლმე საღამოს 5 ან 6 საათზე ვბრუნდები სახლში. კლასში ყველაზე სიმპატიური ბიჭი ვიყავი, ბევრი მეგობარი მყავდა. ახლა კი... ********** ორშაბათი დღე იყო. სკოლაში უნდა წავსულიყავი. გავაღე ჩემი კარადა რომელიც სულ ლურჯებით და შავებით იყო შემოსილი. შავებს გლოვის ნიშნად ვიცვამ, ხოლო ლურჯს იმიტომ რომ ჩემი ყველაზე საყვარელი ფერია და მუდამ იმ დროს მახსენებს ანუკი ჯერ კიდევ ცოცხალი რომ იყო და იმიტომ ვიცვამ რომ ის დრო მუდამ ჩარჩეს ჩემს გულში. -ლუკა არ ისაუზმებ?-დედა -არა დე მეგვიანდება-მე -ხო კარგი ჭკვიანად აბა-დედა სკოლამდე ავტობუსით მივდიოდი. უცებ ევასგან მესიჯი მომივიდა. -"როგორ ხარ პრინცო?"-ევა -"რავი შენ როგორ ხარ?"-მე -"რავი.. იცი სიურპრიზს გიმდაზებ"-ევა -"ჩემთვის ერთადერთი სიურპრიზი იქნებოდა ის რომ ანუკი ცოცხალი ყოფილიყო მეტი არაფერი..."-მე (ჯერ კიდევ ვერ ვეგუებოდი) -"შენზე მეტად მე მიჭირს შეგუება ლუკაკო"-ევა -"კარგი მე ეხლა სკოლაში მივდივარ მერე ვნახავ რა სიურპრიზიც მომიმზადე"-მე -"კარგიი"-ევა ********* მე სულ ბოლო მერხზე ფანჯარასთან რომ იყო იქ ვიჯექი. ჩემს გვერდით კიდევ ერთი მერხი იყო მაგრამ თავისუფალი. კლასში ვიჯექი და უცებ მასწავლებლის ხმა გავიგე... -ბავშვებო ეს არის თქვენი ახალი მოსწავლე. ევა მოძებნე თავისუფალი ადგილი და დაჯექი. ძალიან მიკვირდა. ევას აქ რა უნდოდა? ეგ იყო სიურპრიზი? თავისუფალი ადგილი ჩემს გვერდით იყო და მაგის მიზეზიც ჰქონდა რომ ერთმანეთს ვიცნობდით თან ძალიან კარგად. როგორც ჩანს ეს ყოფილა მისი სიურპრიზი რომ ჩემს კლასში გადმოვიდოდა სასწავლებლად. სანამ ჩემს გვერდით მოვიდოდა დასაჯდომად, იქედან ნიკამ ევას წამოუძახა ეს იყო ის ბიჭი რომელიც ვერ მიტანდა. -მაგასთან რომც დაჯდე და რამე ჰკითხო ტყუილად ჰკითხავ, ხმას საერთოს არ გაგცემს. (მე არავის ველაპარაკებოდი კლასში) -შენ არ ინერვიულო მაგაზე. შენს თავს მიხედე-ევა ნიკას სახე გაუფითრდა ალბათ არ მოელოდა მისგან ასეთ პასუხს. კლასში მარტო ნიკა არ იყო ასეთი კიდევ ორნი იყვნენ ვისაც არ ვუყვარდი. -ეს იყო შენი სიურპრიზი?-მე ევამ პასუხის გაცემა არ მოასწრო რომ -ლუკამ ხმა ამოიღო ვაშაააააა-ნიკა -ნიკა დაანებე ამ ბავშვს თავი გარეთ გასვლა მოგნატრებია-მასწავლებელი. ნიკა ისევ გაჩუმდა. -ხო ლუკა ეს იყო ჩემი სიურპრიზი-ევა ნიკა გააჩუმეს ამიტომ მის მაგივრად ხმა მისმა ძმაკაცებმა მათემ და კოტემ ამოიღეს. -მაგ საცოდავს მხოლოდ შეყვარებული სჭირდებოდა-მათე -ხო ნამდვილად გასართობი მონახა-კოტე -სამივენი გადით გარეთ!-მასწავლებელი (იმ ბიჭებს გულისხმობდა) -რა დავაშავეთ?-ბიჭები -კარგად იცით რაც დააშავეთ ახლავე დატოვეთ კლასი-მასწავლებელი უცებ ევამ მკითხა რაღაც და იმათაც თვალი მოვაშორე -ლუკა ამათ სულ მასე არიან?-ევა -ხო-მე -მერე პასუხს რატომ არ სცემ? გსიამოვნებს ასე რომ გექცევიან-ევა -მაგათთან ლაპარაკს აზრი არ აქვს ერთხელ ისე გამომიყვანეს მწყობრიდან რომ სამივეს რიგ-რიგობით სახეში გავარტყი მაგრამ მოკეტეს?-მე -ხო.. ცემა ადვილად ვერ მოაგვარებს საქმეს.. ხო კაი დაივიწყე... ჩვენზე ვილაპარაკოთ. ხო კარგია რომ გადმოვედი აწი ერთად ვიმეცადინებთ. მოდი დღეს სასაფლაოზე მეც გამოგყვები ერთად წავიდეთ-ევა -ხო წავიდეთ შენც მიუტან ყვავილებს ანუკის-მე ******** ეს ჩემი პირველი მოთხრობაა და იმედია მოგეწონებათ. გავაგრძელო? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.