შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კიდევ ერთი სიყვარულის ისტორია (თავი 1 )


16-04-2015, 21:35
ავტორი Tika)))
ნანახია 2 498

2010 წელი,15 სექტემბერი,მერვე კლასი))) ეს ისტორია მაშინ დაიწყო როდესაც მეცხრე კლასში ვიყავი. არ მოგატყუებთ და გეტყვით რომ იმ პერიოდისათვის ძალიან პოპულარული გოგონა ვიყავი ჩემს სკოლაში (მიუხედავად იმისა რომ ამის მიზეზი არ ვიცოდი),სკოლაში თითქმის ყველას ვიცნობდი და ყველა საკმაოდ დიდ პატივს მცემდა. მაგრამ როგორც 15 სექტემბერს აღმოვაჩინე,არსებობდა ერთი ბიჭი,რომელსაც საერთოდ არ ვიცნობდი და ყველაზე მეტად სწორედ ამ ბიჭმა დამაინტერესა. ის რომ რაც უფრო მიუწვდენელი არის ადამიანი,ან სხვა რაიმე მით უფრო სასურველია ის,მგონი ყველამ ვიცით.სწორედ ასე დამემართა. მიუხედავად ბევრი მცდელობისა და მიუხედავად სკოლაში ჩემი პოპულარობისა ამ ბიჭთან ორ კვირიანი "ჩალიჩის" შემდეგ იმასაც კი ვერ მივაღწიე,რომ ნორმალურად "დავმეგობრებოდი". (არადა არასოდეს არ ვიჩენდი აქტიურობას ბიჭის,ან საერთოდ ვინმეს გაცნობისას,როგორც ჩანს ამ ბიჭით იმდენად დავინტერესდი რომ გამონაკლისიც კი დავუშვი). გადიოდა დღეები,ეს ბიჭი კი ისევ ისე ჩვეულებრივად მექცეოდა,საერთოდ არ ვაინტერესებდი.მის ორ კალსელს ვუყვარდი კიდეც,მაგრამ მიუხედავად მათი ლაპარაკისა,მას საერთოდ არ გასჩენია ჩემი გაცნობის სურვილი. საკმაოდ მიკვირდა იმიტომ,რომ ასე არასოდეს არავინ მომქცევია,არ ვამაყობ მაგრამ საკმაოდ ლამაზი გოგო ვიყავი და თანაც არც ისე მორცხვი ,რომ ვინმეს გაცნობის დროს გავწითლებულიყავი და ენა ჩამმვარდნოდა. მოკლედ ამ ყველაფრის მიუხედავად ამ ბიჭს არც კი ვაინტერესებდი.
ნელ-ნელა ვატყობდი,რომ ეს ბიჭი მიყვარდებოდა და მასზე ფურცლებზე დავიწყე რაღაცეების წერა(ჯღაბვნა),მიუხედავად იმისა რომ წერა,პოეზია,ლექსები,წიგნი(რომანტიკულის გარდა) საერთოდ არ მიზიდავდა. მოკლედ ერთ მშვენიერ დღეს ასეთი რამ დავწერე ფურცელზე (რომელიც მაშინ ყველაზე ძალიან მომწონდა,დღეს კი ყველაზე დიდ უაზრობად მეჩვენება).

"ისე მჭირდები როგორც წყალი უდაბნოში,როგორც ღატაკს ორი გროში,როგორც ჯარი სამეფოს,როგორც თბილი ტანსაცმელი დეკემბრის თოვლში,ისე მჭირდები როგორც ცას ფერი ლურჯი,როგორც ნიკოს ფუნჯი,როგორც ტაოს არტანუჯი,ისე მჭირდები როგორც ცეცხლს ნაპერწკალი,როგორც ჩაის ერთი ჭიქა წყალი,როგორც წისქვილს აღმოსავლეთის ქარი,როგორც ხელოვნებას სალვადორ დალი,ისე მჭირდები როგორც სამყაროს ალიონი,როგორც საქართველოს კავკასიონი,როგორც პოეზიას გალაკტიონი,როგორც ღამის თბილისს ლამპიონი <3 "
ამ დიდი სისულელის დაწერიდან მეორე დღეს უკვე გული მიფეთქავდა მის დანახვაზე,ცუდად ვხდებოდი,სუნთქვა მეკვროდა,აღარ ვიცოდი სად წავსულიყავი... ცხოვრებაში პირველად შემიყვარდა ასე ძალიან (ნუ მართალია მეცხრე კლასში მაგრამ მაინც...)მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ ამაყი ვიყავი, მე ის მაინც მიყვარდა!
დაა როგორც იქნა მოვიდა და დამელაპარაკა (ალბათ ეს დღე ჩემ ცხოვრებაში არ დამავიწყდება)

გიორგი- გამარჯობა,როგორ ხარ?
მე-კარგად შენ?
გიორგი-მეც. გამიკვირდა რომ დამელაპარაკე იმიტომ რომ არ მიცნობ.
მე- რავი არ ვარ უკარება
გიორგი- ხოო კაია,რაგქვია?
მე-თიკა შენ? (ვკითხე მიუხედავად იმისა რომ მასზე ისედაც ყველაფერი ვიცოდი)
გიორგი- მე გიორგი
მე-სასიამოვნოა
გიორგი-ვაა ზარიც დაირეკა,წადი გაკვეთილზე თორემ არა ჩაგეწერება
მე- რახან შენ იტყვი მივრბივარ
გიორგი- (გაეღიმა) არა არა მართლა წადი,დასვენებაზე გნახავ (მითხრა მიუხედავად იმისა რომ უკვე ბოლო გაკვეთილი იყო :/ )
მე- კარგი
გიორგი- კარგი

კლასში ემოციებით დამუხტული ავედი,ყველაზე ბედნიერ ადამიანად ვგრძნობდი თავს,მიუხედავად მასწავლებლის მცდელობისა ფიქრებიდან გამოვეყვანე მიხვდა რომ არ გამოუვიდოდა და ბოლოს შემეშვა.მე კი ვფიქრობდი რამ მოაფიქრა რომ მოვიდა და "გამეცნო".ზარი დაირეკა,ვფიქრობდი მის სართულზე ჩავსულიყავი თუ გარეთ გავსულიყავი და ჩვეულებრივად მოვქცეულიყავი. ბოლოს გადავწყვიტე რომ გარეთ გავსულიყავი და თუ გამოვიდოდა და დამელაპარაკებოდა ხომ კარგი,თუ არა და "შეტენვას" არ დავიწყებდი. მოკლედ გავედი გარეთ... გამოვიდა... ჩამიარა გვერდით,ვიღაცა გოგო გადაკოცნა (მიუხედავად იმსია,რომ არც ჩემი შეყვარებული არიყო იმ პერიოდში და არც იმას ვაღიარებდი რომ მიყვარხარ მაინც საკმაოდ ვიეჭვიანე),ცრემლები წამომივიდა და მეტროსკენ წავედი.გზაში უკან ვიხედებოდი,აქეთ ხომ არ მოდისთქო მაგრამ არა,არავინ მოდიოდა. მივედი სახლში და ჩემდა უნებურად როგორცკი ოთახში შევედი ისტერიკული ტირილი ამიტყდა,არ ვიცოდი რა მჭირდა,ასე არასოდეს ვყოფილვარ.
გადიოდა დღეები და ნელ-ნელა გიორგის და ჩემი ურთიერთობა "თბებოდა",ვცდილობდი ამქსიმალურად დინჯად და "დასტოინად" დამეჭირა თავი და ალბათ გამომდიოდა კიდეც.მოკლედ ამ გაცნობის ამბიდან ორი თვე იყო გასული,რომ გიორგი ძალიან ცივი გახდა,აღარავის ელაპარაკებოდა,რათქმაუნდა არც მე,ამაზე ძალიან ვნერვიულობდი,ვცდილობდი ისე გამეგო მიზეზი რომ მისთვის არ გამხდარიყო ჩემი ინტერესი თვალსაჩინო,მაგრამ ამაოდ,არც ერთმა მისმა ძმაკაცმა არაფერი არ იცოდა,ბოლოს 1 თვე სკოლაში არც დადიოდა,ამ პერიოდის განმავლობაში თითქმის ყოველდღე ვტიროდი. ძლივს ურთიერთობა დაგვითბა და ახლა საერთოდ "დავკარგე". დაქალებთან ერთად დავდიოდი,ვცდილობდი თავი რამეთი გამერთჴ,მაგრამ რათქმაუნდა ეს მხოლოდ დროებითი თავშესაქცევი იყო.
როდესაც ჩემი დაქალები და მე კლუბში ვიყავიტ,გიორგი დავინახე...ვცდილობდი არ შემეხედა მისთვის,მაგრამ შიგადაშიგ თვალს ვაპარებდი ხოლმე. დაახლოებით ერთი საათი იქნებოდა გასული რომ გიორგი ჩემთან მოვიდა და ლაპარაკი დამიწყო...

- ბავშვებო ახალი ვარ და ძალიანაც ნუ გამაკრიტიკებთ wink wink თუ მოგეწონებათ გავაგრძელებ!



№1  offline წევრი vighaca

Gagrdzele dzalian momwons

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent