ყველაფერს აქვს დასასრული...
ეს ისტორია დაახლოებით მაშინ დაიწყო,როდესაც 15 წლის ვიყავი. არ ვტრაბახობ,მაგრამ სკოლაში საკმაოდ პოპულარული გოგო ვიყავი,ქერა თმით,ცისფერი თვალებით და ქცევებით,რომლებიც ყველას მოსწონდა. სახელის თქმა კი დამავიწყდა... ლიზა ))) ლიზა სამადაშვილი, იმ პერიოდში ( და არა მარტო იმ პერიოდში) საკმაოდ პოპულარული გოგო ))) იმ პერიოდში საერთოდ არაფერზე ვფიქრობდი. ვმეგობრობდი ყველასთან ვისაც მოვწონდი და ვცდილობდი მეც ისე მოვქცეოდი მათ,როგორც ისინი მექცეოდნენ მე.არცერთ საქციელს არ ვუფიქრდებოდი,ვაკეთებდი იმას რაც იმ წამს მინდოდა და გაგიკვირდებათ და არასოდეს ვნანობდი. არ ვაქცევდი დიდ ყურადღებას ხალხის აზრს,რადგან საზოგადოება ყოველთვის მოძებნის შენში ნაკლს და მთელი ცხოვრება ამ ნაკლზე შეგახსენებს. მართალია ლამაზი,ქერა,ცისფერთვალება ვიყავი და გარეგნობის მხრივ არანაირი ნაკლი არ მქონია,მაგრამ ერთი მავნე ჩვევა მქონდა,რომელსაც დღემდე ვერ გადავეჩვიე: სიგარეტს ვეწევი. რატომღაც საქართველოში არის "აზრი", რომ თუ გოგო ეწევა,ის გოგო მაინცდა მაინც პატიოსანი არ უნდა იყოს. პირადად მე ამას ყოველთვის სისულელედ მივიჩნევდი. ხო ეს ცოტა გადახვევაც გამოვიდა. სად ვიყავი? მოკლედ არაფერზე არ ვდარდობდი და ვცოვრობდი დღევანდელი დღით. ბევრი ბიჭი მიყვარდა,მაგრამ ვინმე ისე არასოდეს შემყავრებია რომ "საკუთარი თავი დამეკარგა", გარდა იმ ერთი შემთხვევისა. მართლაც ძალიან სიმპატიური და საკმაოდ საინტერესო ბიჭი იყო.ბექა ერქვა და 17 წლის იყო. როგორც შევატყვე მასაც მოვეწონე და მართლაც ძალიან დავინტერესდი ამ ბიჭით. ყოველდღე ვნახულობდი, ჩემმა დაქალებმაც უკვე ყველაფერი იცოდნენ. მის გარეშე ვეღარცერთი დღე ვეღარ ვძლებდი. როცა მისი ხმა მესმოდა რაღაც სხვა სამყაროში მეგონა თავი და იმ წუთებში ჩემზე ბედნიერი არავინ იყო. მაგრამ როგორც სათაურში ვახსენე ყველაფერს აქვს დასასრული,მაგრამ ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ. თავი რომ არ მოგაბეზროთ დღეს მხოლოდ ერთს გეტყვიტ: არასოდეს,არასოდეს დააყენოთ ვინმე (მითუმეტეს ბიჭი,მიუხედავად იმისა რამდენად გიყვართ იგი) თქვენს თავზე წინ,რადგან თქვენი თავის გარდა,ვერავინ გაგიგებთ. შეიძლება მეგობარმა დაგარიგოს და ეს დარიგება ზუსტი და გამოსადეგი აღმოჩნდეს,მაგრამ ვერც ერთი მეგობარი ვერასოდეს ისე ვერ გაგიგებთ როგორც საკუთარი თავი :)))
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.