იასამნის ქუჩა [1]
* * * ღამის სამი საათია და დროს გენიალურად ვატარებ. ვზივარ მეხუთე სართულზე, აივნის მოაჯირზე, ბაგეზე მოთამაშე ღიმილითა და ვისკის ბოთლით ხელში. მთვარიანი ღამე, ვარსკვლავები, გრილი სიო, წიგნი, სიგარეტი და ვისკი. ჩემი სრულყოფილება! გალოთდებიო, მამაჩემი მეუბნება, მერე ეცინება და თავადაც სიამოვნებით მოუჯდება ხოლმე "ლოთ" შვილს გვერდით. ფაქტია, რომ არ გავლოთებულვარ, უბრალოდ ერთი ჭიქა ვისკი, ყველაფერს სხვა თვალით გვაჩვენებს. დღეს სახლში არ არიან. არც ის, არც დედაჩემი და არც ჩემი და. შვებულებით სარგებლობს სამივე. სამეგობრო შეიკრიბა და თუ არ ვცდები, მამაჩემის ძმაკაცთან აპირებდნენ დარჩენას. –გადავარდები,ანა. – ეცინება ელენეს და ჩემს ყველა მოძრაობაზე ისე იძაბება, თითქოს სადაცაა მეხუთე სართულიდან ვისკუპებ და ჩემს დასაჭერად ემზადება – ანა, რატომ მანერვიულებ? – ისევ ეცინება და მაინც ცდილობს, სერიოზული გამომეტყველება შეინარჩუნოს. მეც, ვცდილობ შევაშინო და ისეთ მკვეთრ მოძრაობებს ვაკეთებ, რომ ელენე საგრძნობლად კრთება – შემარგე რა, არდადეგები?! – სერიოზულად ბრაზდება და საჩვენებელ თითს სასაცილოდ მიქნევს. მე მეცინება და ვცდილობ უფრო დავაფეთო – ანა, იცოდე წავალ! – მოთმინების ფიალა ევსება ელენეს და კარისკენ მიდის. ამ თამაშ–თამაშში, სრული შესაძლებლობაა იმისა, რომ მე მეხუთე სართულიდან გადავფრინდე. –ელენე,ამ მოაჯირზე ვარ გაზრდილი! – მეცინება მე და ვცდილობ კარისკენ წასული დაქალი უკან მოვაბრუნო – ელენე მეთქი! – ჩერდება და მომღიმარი გამომეტყველებით ბრუნდება ჩემსკენ. –დავიძინოთ,რა. – თვალები ელულება და ისეთ მუდარით სავსე გამომეტყველებას მანათებს, რომ დაუფიქრებლად ვხტები მოაჯირიდან და დასაძინებლად მივდივარ. მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ მეძინება. სულ 9საათზე ებლიტება ამ გოგოს თვალები. ყველგან შეუძლია ძილი ელენეს, საერთოდ ყველგან. უკვე დასაძინებლად მივემართებოდით „პიჟამებში“ გამოწყობილები, ჩემი მობილური რომ აწკრიალდა. ასეთ დროს ჩემთან დარეკვა, არანაირ მოულოდნელობას არ წარმოადგენს. ყველამ მშვენივრად იცის, ივნისის შუა რიცხვებში, თბილისში ძილი რომ არ შემიძლია და „პოლარული ღამეები“ დამჩემდა. ღამის 4საათზე, თავისუფლად მირეკავენ დაქალები და დილამდე ისე ვსაუბრობთ, ვითომც არაფერი. თვის ბოლომდე ქალაქიდანაც ვერც გავალთ, მშობლები სამსახურში არ დადიან, მაგრამ კომპანიას დიდი ხნით მაინც ვერ ტოვებენ პატრონის გარეშე. რომც წავიდეთ, თვალ–ყური მაინც აქეთ ექნებათ და მათი წუწუნის თავი არ მაქვს. ამიტომ მეც ძალაუნებურად მიწევს თბილისში ჯდომა და ოფლად დაღვრა. დიდად არც ვდარდობ, ბედნიერებისთვის ყველაფერი მაქვს და არც ეს თეთრად გათენებული ღამეები მადარდებს,დიდად. ხელოვნურ სიგრილეს ვერ ვიტან, ამიტომ მირჩევნია, ისევ სიცხეში ამოვიგუდო. ჩემს სახლში კონდენციონერს ვერ შეხვდებით. მობილურზე ამოვარდნილ მამაჩემის სურათს რომ დავხედე, ინფაქტი მივიღე. 4ის ნახევარზე, რა უნდოდა კახას ისეთი, რომ მობილურზე მირეკავდა. სანამ ტელეფონი ყურამდე არ მივიტანე და სიცილ–კისკისი არ გავიგონე, ლამის ცუდად გავხდი. –ანა, გძინავს? – ისმის მამაჩემის ალკოჰოლნარევი, ოდნავ გაბზარული ხმა. მე ვგრძნობ, როგორ მივლის სიცივე თხემიდან ტერფამდე და სავარაუდოდ, ფერებიც გადამდის. –არა მამა, მშვიდობაა? – ჯერ კიდევ ვერ ვმშვიდდები მე და აჩქარებულ გულზე ისე ვიჭერ ხელს, თითქოს ამით შევანელებ. ჩემი გამომეტყველების დანახვისას, ელენე სიცილით იგუდება და ნელ–ნელა წიწაკის ფერს იღებს. სავარაუდოდ, მალე მოსაბრუნებელი გამიხდება. – ახლა ჩაიცვი და ნათლიაშენთან წამოდი. – მეუბნება კახა და ისეთი ხველება უტყდება, სადაცაა გაიგუდება. –რა მინდა მამა, ნათლიაჩემთან? – გადავირიე მე. –ყველა აქ ვართ ანა, თუ არ გძინავს ჩაიცვი და წამოდი, მოენატრე ხალხს. – ჯერ კიდევ ვერ მოვდივარ აზრზე და „ნათლიაშენთან წამოდი“ მამაჩემის უაზრო ახირება მგონია, ალკოჰოლისგან გაბრუებულმა მშობლებმა რომ იციან ხოლმე, აი, ისეთი. –მამა, აბა საათს დახედე? – არ ვნებდები მე. –მაინც არ გძინავს ანა და რატომ წუწუნებ? – ეცინება კახას ჩემს უკმაყოფილო ტონზე – ძალიან კარგი სიტუაციაა, ყველა აქ ვართ, ოჯახებიანად. – ცდილობეს შემაბას – გოგონები გკითულობენ. –ვინ გოგონები? – გავიკვირვე მე. –ბიჭები ცოლ–შვილით არიან მოსულები მეთქი, ხომ გითხარი?! შენ გვაკლიხარ მხოლოდ და გელოდებით. მოდი, რა?! – მუდარის ნოტები ეპარება ხმაში მამაჩემს. –მერე მე რა მინდა მაგათთან? – თვალებს მობეზრებულად ვატრიალებ და ძილმორეული ვჯდები საწოლზე – ელენეც აქაა, ხომ არ დავტოვებ? თან, გვეძინება. – ვცდილობ ყველანაირი მიზეზი მოვიგონო, რაც კი შესაძლებელია. –უი, ელენესაც კითხულობდა ვახო, მამაშენიც აქაა თქო უთხარი და ორივე წამოდით, გელოდებით! – ყურმილს მითიშავს მამაჩემი, მაგრამ რაღაც ახსენდება და ჩემს სახელს გაჰკივის – მანქანის გასაღები ჩემს კაბინეტშია, ტაქსით არ წამოხვიდეთ, გვიანია! – პასუხს აღარც ელოდება ისე თიშავს ყურმილს. საოცრად გვეზარება წასვლა ორივეს. ელენე საერთოდ თვალებს ვეღარ ახელს და ნახევრად მძინარე იცვამს შარვალს. მე არც არასდროს მსიამოვნებდა მამაჩემის სამეგობროსთან ჯდომა და „გულაობა“. არც არავისთვისაა სასიამოვნო სხვის მეგობრებთან ერთად, გაურკვეველ თემებზე საუბარი. ასეთ დროს ძილი მერევა მუდმივად და სადმე რომ ჩავთვლიმო, არც ესაა გასაკვირი. სანამ დანიშნულების ადგილამდე მივედით, ელენე ათასჯერ გამოვიყვანე ძილ–ბურანიდან. ყველანაირ მეთოდს მივმართე, ბოლოს კი მუჯლუგუნებით ავიკელი საცოდავი დაქალი. სანამ ნათლიაჩემის სახლში შევაბიჯებდი, კილომეტრის დაშორებით მესმოდა იქიდან გამოსულ სიცილ–ხარხარი. როგორ არ მეპრიანებოდა ახლა იქ შესვლა და ისე მინდოდა ძილი, როგორც არასდროს. ელენე საერთოდ სხვა განზომილებაში გადაეშვა, გაფრინდა სადღაც, ღრუბლებში, სიზმრებში, ოცნებებში. შევაბიჯეთ თუ არა სახლში, გონზე მოსვლა ვერ მოვასწარი, ისე დაიღრიალა ვეღაცამ ჩემი სახელი და ისე სწრაფად გამოექანა ჩემსკენ გაურკვეველი ვინაობის რამდენიმე ადამიანი. ამას მოყვა გაუთავებელი მოკითხვა, ბედნიერი სახეები , სიტყვები : „ხომ გახსოვარ, ანა?“ „როგორ გაზრდილხარ, ანა“ „მომენატრე, ანა“ „როგორ დაიხვეწე,ანა“ „უნივერსიტეტში როგორ მიდის საქმეები, ანა?“ "ულამაზესი ხარ, ანა" და ყველაფერი ასეთი. მერე, დაიწყო საბარი ათასგვარ, ჩემთვის უინტერესო თემაზე. ისე ამადუღა მამაჩემის ძმაკაცის შვილმა, რომ ლამის ცუდად გამხადა. მასთან „ჭიდაობაში“ ხელიდან ელენე შემომეცალა. აზრზე რომ მოვედი და ხალხი რომ „მოვიგერიე“, მერეღა გამახსენდა დაქალი, რომელსაც სავარაუდოდ რომელიღაც ოთახში გაგუდულს ეძინა. სახლი იმხელა იყო, ძალიანაც რომ მდომოდა ვერ ვიპოვიდი, ამიტომ მარტივ მეთოდს მივმართე და მობილური ავუფეთქე. –რამ გადაგრია, ანა? – სამ საათიანი რეკვის შემდეგ, პატივი დამდო და მიპასუხა. –სად ხარ, ადამიანო? – ჩემი წვალებისთვის, შემეძლო ახლა ადგილზე მიმეჭყლიტა ელენე. აუარებელი რაოდენობის ზარი გავუშვი მის მობილურზე, თუმცა უშედეგოდ. –აივანზე ვარ, პუფში ჩავჯექი და ჩამძინებია. – ისე დაამთქნარა, ეჭვი მაქვს, ვიღაც აუცილებლად გადაყაპა ელენემ – გამოდი, რა? –კაი, მოვდივარ. – სწრაფად წამოვხტი ფეხზე და აივნის ძებნას შევუდექი. სახლი იყო არანორმალურად დიდი. არ მეგონა, ჩემი „ციხე–სიმაგრის“ შემდეგ, რომელიმე ბინის პართობი თუ გამიკვირდებოდა, მაგრამ ამ ლაბირინთმა აშკარად დამაბნია. ვერასდროს ვიტანდი ამხელა სახლებს, ნუ რა უბედურებაა?! არ ჯობია პატარა, მყუდრო, კომფორტული და თბილი?! ხალხმა ეს ჯერ ვერ შეიგნო. დაახლოებით სამი აივნის კარი დავლანდე მისაღებიდან. ახლა გაარკვიეთ, სად სძინავს ელენეს?! ჯერ იმ აივნისკენ წავედი, რომელიც ჩემთან ყველაზე ახლოს იყო, თუმცა დაქალი იქ არ დამხვედრია. ისე მომეწონა იქაურობა, გამოსვლა აღარ მომინდა. დიდი, კომფორტული პუფი და მსხვილი მოაჯირი. აი, ჩამოჯდომას მარტივად რომ შეძლებ, ზუსტად ისეთი. სულ თავის უკმაყოფილო ქნევით დავტოვე იქაურობა და ახლა მეორე აივნისკენ გავემართე. დიდი, შუშის კარი გაჭირვებით გამოვაღე და გარეთ გავიჭერი. მოულოდნელობისგან ისე შევკრთი, პუფში „გაწოლილ“, მომღმარი გამომეტყველების ყმაწვილს უნებურად აუტყდა სიცილი. ასე რამ გაამხიარულა, არ ვიცი, მაგრამ სადაცაა წიწაკის ფერს მიიღებდა სიცილისგან. ეს ბიჭი მისაღებში არ დამინახავს, თორემ „ეს“ გარეგნობა გონებიდან ასე მარტივად არ ამომივარდებოდა. ნამძინარევი იყო აშკარად, აბურდულ თმაზე და გამომეტყველებაზე ეტყობოდა, სულ არ ჰქონდა ოთახში შეკრებილი საზოგადოების თავი. წელს ზემოთ შიშველი, თხელ თითებში სიგარეტგარჭობილი , 22–23 წლის, ორ, ერთმანეთზე მიტყუპებულ პუფზე „გაწოლილი“, მოაჯირზე ორ მეტრიან ფეხებშემოწყობილი ბიჭი. ზოგადად, ადამიანზე ასე მიშტერება არ მჩვევია, მაგრამ ამ ვაჟბატონმა იმდენად დამაინტერესა, ადგილს მივეყინე. თვალები ჰქონდა საოცრად მეტყველი და ღრმა. სიცილი და ჩემი დეტალური შესწავლა რომ დაასრულა, ისევ რივრცეს გახედა და მშვიდად განაგრძო მოწევა. კონიაკით სავსე ჭიქა ედო გვერდით, „პარლამენტთან“ ერთად. მყუდროებას ვურღვევდი, აშკარად. რა მინდოდა მე აქ?! ისედაც მშვენივარ გრძნობდა თავს. სახე მოვატრიალე და ისევ კარისკენ წამოვედი, სუსხიანმა, მაგრამ მაინც სასიამოვნო და ხავერდიანმა ხმამ რომ შემაჩერა. –ბალი გინდა? – ეცინება უცნობს. რა ბალი?! გიჟს გადავეყარე, სავარაუდოდ. გაოცებული სახით ვბრუნდები და ვცდილობ სადმე ბალი დავლანდო:) –რა? – გავიკვირვე მე. –ბალი, რა. – ისევ მიღიმის და სივრცე ათვალიერებს. ბალს ვერსად ვამჩნევ და ვხვდები, რომ ეს ბიჭი აფრენს. –გიჟი ხარ? – გულწრფელად მეცინება მე და მთელი სხეულით ვბრუნდები უცნბისკენ. ისევ იგივე, მომღიმარი, კმაყოფილი გამომეტყველებით ზის და ეწევა. ამ გამომეტყველების გარეშე, უკვე ვეღარც წარმომიდგენია. მგონია, რომ სულ იცინის! –მოდი! – ხელს მის გვერდით მდგარ, ცარიელ პუფს არტყამს რამდენჯერმე და დაჯექიო, მანიშნებს თვალებით. –მანდ რა მინდა? – მიკვირს მე და მხრებს სასაცილოდ ვიჩეჩავ. თმააბურძგნულ უცნობს კვლავ ეღიმება ჩემს ბავშვურ ქცევებზე და სახეს ატრიალებს. –მოდი, არ შეგჭამ. – ისევ ურტყამს ხელს შავ ფონზე დახატულ, გვირილებიან პუფს. ქაჯობას, გაძალიანებას აღარ ვიწყებ და იმას ვაკეთებ, რასაც გული მკარნახობს. ნელი ნაბიჯებითა და ტანის ჰარმონიული რხევით მივემართები კვლავ მომღმარი უცნობისკენ. ოდნავ გაოცებული სახით ვჯდები პუფში და მზერას მას ვუსწორებ. მიღიმის, თქმით კი არაფრის თქმას არ აპირებს. მისი მზერით გაბურღული, სიცილით ვატრიალებ სახეს და სავსე მთვარეს ვეფეთები. იშვიათია თბილისში, მსგავსი გრილი, ემოციით სავსე ღამეები. მთვარის შუქით განათებულები, გათენებას რომ არ საჭიროებენ, ზუსტად ისეთები. –კონიაკს დალევ? – სერიოზული ტონით მეკითხება უცნობი და ჭიქას ავსებს. –მანგოს წვენს! – „ის“ დიალოგი მახსენდება მე და უნებურად მეცინება.როგორც ჩანს, ჩემი პასუხი ცოტა მოულოდნელი აღმოჩნდა მისთვის, ჭიქის გავსებას აღარ აგრძელებს, ღმილით აბრუნებს თავის ადგილას და ჩემსკენ ბრუნდება. –მინდა გაკოცო! – ეცინება მასაც. –მაკოცე! – არ ვნებდები მე და ვატყობ, სადაცაა სიცილით გავიხევი. –შენ არ მაკოცებ? – ისევ ეღიმება უცნობს. –მე არა! –მაშინ, მე ორჯერ გაკოცებ! – დიალოგს ასრულებს უცნობი და ნელი მოძრაობით იხრება ჩემსკენ. მე ვკრთები და ოდნავ უკან ვიწევი. ის კიდევ უფრო იხრება და თლილ თითებს ღაწვზე მისვამს. მე მაინც მგონია, რომ დიალოგს სისრულეში არ მოიყვანს და ახლა უკან გაიწევა, მაგრამ რეალურად, გაწევას არ აპირებს ... ძალიან, ძალიან ფრთხილად ახებს ღვინისფერ ტუჩებს ჩემს ბაგეს და თვალებს ხუჭავს. მე ვხვდები, რომ თავად მივიყვანე საქმე აქამდე. იმასაც ვხვდები, რომ არ უნდა მეთქვა ის „მანგოს წვენი“, მაგრამ მაინც მელულება გადაღლილი თვალები და წინააღმდეგობას არ ვუწევ. არ ვიცი რა უნდა ვქნა, ხელი გავარტყა, გავლანძღო, თუ მორიგი ქაჯური საქციელი ჩავიდინო?! რეალურად, არაფერსაც არ ვაკეთებ. ძალიან მშვიდი გამომეტყველებით ვზივარ საკუთარ ადგილას და პუფებზე ახლად გადაწოლილ უცნობს ვათვალიერებ. –რა გააკეთე? – ხმა მებზარება მე და გაჭირვებით ვცდილობ სუნთქვის დარეგულირებას. არც სხეულზე დაყრილი ტაო მანიჭებს სიამოვნებას და რატომღაც, აქედან გაქცევის სურვილი მიჩნდება. –გაკოცე. – გაკვირვებული იჩეჩავს მხრებს ის და კონიაკს უდარდელი გამომეტყველებით ასხამს. მე ვგრძნობ, როგორ მიჭირს სუნთქვა და მოჩვენებითი სიმშვიდით ვდგები ფეხზე. წასვლა აღარ მინდა ... არც ის მინდა, რომ ამ ერთი კოცნისთვის ისტერიკა მოვაწყო და თან ვიცი, რომ ჩემი ბრალია. ამიტომ, გამოსავალს ვერ ვპოულობ და თავის დამშვიდების ერთადერთ საშუაელებად, მოაჯირზე შემოსკუპება მიმაჩნია. მე13 სართულზე ვართ, მაგრამ არ მანაღვლებს. მოაჯირზე ვჯდები და გააზრებას ვერ ვასწრებ, ისეთი სისწრაფით დგება ფეხზე უცნობი, ოდნავ შეშფოთებული გამომეტყველებით. მისი სახის დანახვისას, მე ჩემდა უნებურად მიტყდება სიცილი და ოდნავ ნასვამი ისე ვირყევი მოაჯირზე, რომ უცნობი ელენეზე უარესად კრთება. –აუ, ჩამოდი რა. – ეცინება და ჩემს დასაჭერად ემზადება. –ნტ! – ჯიუტად ვაქნევ თავს და უფრო კომფორტულად ვჯდები. არა და, მართლა დიდი საშიშროებაა ჩემი მე13 სართულიდან გადაფრენის – შენც დაჯექი! – ვმბრძანებლობ მე და უცნობს მოაჯირის ბოლოსკენ მივუთითებ. –გადავარდები! – ნერვიულად ეცინება და ცდილობს როგორმე აქედან ჩამომსვლას. –ნტ! – ისმის ჩემი მრავლისმთქმელი პასუხი და ვამჩნევ უცნობის ყელზე დაჭიმულ, მფეთქავი ძარღვს. –კონიაკს არ დალევ? – სასაცილოდ ახამხამებს წამწამებს და ისე მეცინება, ცოტაც და გადავვარდები. –ნუ გაქვს იმედი, რომ იმავე პასუხს მიიღებ, რასაც წეღან! – ვბრაზდები მოულოდნელად და მიწას ვუბრუნდები. პუფისკენ მივიწევ. არც ის აყოვნებს და ჩემს პირისპირ ჯდება. ძალიან სასაცილო ღამეა, თავადაც არ ვიცი რას ვაკეთებ და საერთოდ, რა მინდა აქ! –ჭიქას მოვიტან! – დგება უცნობი და მძიმე ნაბიჯებით ტოვებს აივანს. მე სულელივით მეცინება. აი, საერთოდ ყველაფერზე მეცინება. ამ უცნაურ ღამეზე, ჩემს საქციელებზე, ბიჭზე, რომელსაც პირველად ვხედავ და საერთოდ, უბრალოდ ისტერიული სიცილი მიტყდება. წარმოვიდგენ, როგორ დასეირნობს წელს ზემოთ შიშველი უცნობი სტუმრებით სავსე მისაღებში და კიდევ უფრო მეცინება. სიცილ–კისკისში, ძლივს ვამჩნევ როგორ იღება აივნის კარი და როგორ უბრუნდება ადგილს უცნობი. –რა გაცინებს? – ეცინება მასაც და ჩემს ჭიქას ავსებს. –შენზე მეცინება! – არ ვმალავ მე და ვცდილობ ნაკვთები დავიმორჩილო. –ეგეთი ცუდი ტიპი ვარ? – კოპებს კრავს უცნობი, მაგრამ მაინც უკრთის ძლივს შესამჩნევი ღიმილი გარუჯულ სახეზე. –სასაცილო ხარ! – სახეზე ჩამოყრილ თმას უკან ვიწევ. –შენ კიდევ, ძალიან მაგარი გოგო ხარ! – მეუბნება ზედმეტად მოულოდნელ კომპლიმენტს და ჩემდა უნებურად მისერიოზულდება გამომეტყველება. ვცდილობ არ შევიმჩნიო და მისი კოლოფიდან ერთ ღერს ვიღებ. ის ორივე ჭიქას ბოლომდე ავსებს და ულაპარაკოდ სვამს. მეც მას ვბაძავ, მაგრამ ვგრძნობ, რომ კონიაკი აშკარად ძლიერია. მე ხომ ისედაც მივირთვი სახლში ვისკი, ახლა კონიაკი დავამატე და საბოლოოდ, ალბათ აქედან გამასვენებენ:) კიდევ ულაპარაკოდ დალეული რამდენიმე ჭიქა და თავზე დათენებული ღამე. მთვარეს ვუყურებს უცნობი და ღმერთმა იცის, რაზე ფიქრობს. მე ძალიან მაინტერესებს რაზე ფიქრობს, ამიტომ არ ვცდილობ რაიმე დავმალო. გულწრფელი ღამეა და არ მინდა რაიმე შეიცვალოს. –რაზე ფიქრობ? – დაინტერესებულ თვალებს ვანათებ და პასუხს ველი. მას მზერა ციდან ჩემზე გადმოაქვს და მიღიმის. –უკრაინის შიდაპოლიტიკურ საკითხებზე! – სრული სერიოზულობით მპასუხობს და სიგარეტს უკიდებს. –აფრენ? – ისტერიული სიცილი მიტყდება მე. ამას კიდევ რამდენიმე ჭიქა კონიაკი და ჩემი გათიშული გონება მოჰყვება. –უი, რა დრო გასულა. – მაჯის საათს ვუყურებ, რომელიც 5:00 – ს უჩვენებს. სავარაუდოდ გათენდება მალე და მე13 სართულიდან შესანიშნავად გამოჩნდება მზის ამოსვლის შეუდარებელი სცენა. –და რომ არავის ვახსენდებით?! – ეცინება უცნობს. მამაჩემმა სულ ძალით მომიყვანა ნათლიაჩემთან, ახლა კი მგონი აღარც ახსოვს, საერთოდ აქ რომ ვარ. –ვაიმე, ელენე! – ვყვირი დაუფიქრებლად და ფეხზე ვდგები. ახლაღა მახსენდება რომელიღაც აივანზე მიძინებული დაქალი, რომელსაც ღმერთმა იცის რამდენი ვალოდინე. რა სულელი ვარ,ღმერთო! –რა ელენე?! – უკვირს უცნობს და წელში იმართება. პასუხის გასაცემად პირს ვაღებ, მაგრამ ვინ მაცდის? აივანზე შეშინებული გამომეტყველებით შემორბის დედაჩემი. –ღმერთო! – ხელებს გაოცებული შლის და მე და უცნობს ინტერესით გავთვალიერებს – ანა, ლუკა, ხომ არ გადაირიეთ? – თითქმის კივის დედაჩემი:) –რატომ? – უკვირს თურმე „ლუკას“ და ისეთი გაოგნებული სახით უყურებს მაკას, რომ მე ისევ სიცილი მიტყდება. მასაც ეღიმება და იდაყვით მოაჯირს ეყრდნობა. –თქვენ მგონი აფრენთ, იცით? – კივილს არ წყვეტს მაკა – რამდენი ხანია გეძებთ! –კარგად ვერ გიძებნივართ, დე. – დედაჩემისკენ მივემართები და ლოყაზე ხმაურიანად ვკოცნი. ისეთი საყვარელია გაბრაზებული მაკა, რომ სიცილის შეკავება ყოველთვის საოცრად მიჭირს. –ახლა მაინც წამოდით, ყველა თქვენ გეძებთ. – სწრაფად იშაქრება დედაჩემი და თვალებით გვიბიძგებს გასასვლელისკენ. აქ დარჩენას აზრი აღარ აქვს, ისედაც თავზე დაგვათენდა, ამიტომ ორივე მშვიდი, აუჩქარებელი მოძრაობით მივყვებით უკან დედაჩემს. ძალიან მწყინს, რომ აქაურობას ვტოვებ. არ მინდა იქ გასვლა და საერთოდ, არსად არ მინდა. საგრძნობლად კომფორტულად ვგრძნობდი თავს ამ ბიჭთან ერთად და მგონია, რომ ვეღარ ვნახავ. –ანუ, ანა! – ეცინება ლუკას და აივნის კარს კეტავს. –ანუ, ლუკა! – მეღიმება მეც და ნელ–ნელა გალეშილი მამაჩემისკენ მივიწევ. ახლაღა მახსენდება, რომ დედაჩემი რომ არა, უცნობის სახელს ვერც გავიგებდი. ლუკა უბრალოდ მიღმის, თვალს მიკრავს და ხალხში ერევა. _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ მოკლედ, მინდა ამ ისტორიით გაგეცნოთ:) საოცრად ძვირფასია ეს კონკრეტული ისტორია ჩემთვის და ვეცდები, რომ თქვენამდეც ბოლომდე მოვიტანო. <3 ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.