პირადი მცველი [1]
ყველაფერი ორშაბათს დაიწყო,29 აგვისტოს თბილისში ამ დროს გაუსაძლისად ცხელა და ყველა ცდილობს მზიან და ზღვიან ბათუმს შეაფაროს ხოლმე თავი,ჩემი მოთხრობის მთავარი გმირიც ბათუმში იყო აგვისტოს დღეებში.უყვარდა გართობა,ზღვა,მზე და ხალხმრავალი ადგილები.თუმცა ჩემს გმირზე მერეც მოგიყვებით,ახლა 29 აგვისტოა მთავარი. ***** გოგი ჭავჭავაძე მინებით შებურულ ფართო და ნათელ კაბინეტში იჯდა.ვინ იცის რამდენი ჭავჭავაძე მჯდარა ამ თეთრ სავარძელზე.როგორც იცით საქართველოს ისტორიაში ერთ–ერთ წარჩინებულ გვარს მიეკუთვნებიან თავადი ჭავჭავაძეები,აქვე ისტორიას გაგახსენებთ და გეტყვით, რომ XVI საუკუნიდან მოყოლებული ჭავჭავაძეები ისტორიულ ცნობებში არაერთხელ იხსენებიან,ხოდა ზუსტად ამ საუკუნის ჭავჭავაძეების შთამომავალია გოგი ჭავჭავაძე,მართალია დღევანდელ რეალობაში თავადისა და მეფის კაცის ტიტულს არავინ უბოძებს მას,თუმცა ძალიან დიდი ბიზნესი აქვს.ბევრ ქვეყანაში იმოგზაურა, თანდათან უფრო გააფართოვა ბიზნესი,გერმანიის,უნგრეთისა და რუმინეთის კომპანიებთან აქვს ახლა ხელშეკრულებები,სწორედ ამიტომ ზის ასეთ სიცხეში გოგი ჭავჭავაძე თბილისში და ხელს აწერს ათას საბუთს.მიუხედავად იმისა,რომ ეს საბუთები გადამოწმებული და დამტკიცებულია,გოგი მაინც ცდილობს ბოლომდე ჩაიკითხოს ისინი და მერე აწერს ხელს.ერთ საბუთს მეორე მოსდევს,მეორეს მესამე,რუსულენოვან საბუთებს გერმანული ენაცვლება,მერე ინგლისურიც ერევა შიგ,ბატონმა გოგიმ კარგად იცის ეს საბუთები,ამიტომ ყველა ეცნობა და მათი დანახვისას ცივი ღიმილი გადაჰკრავს სახეზე.მხოლოდ ერთი ფურცლის დანახვისას გაუჩნდა უცნაური გრძნობა,ყვითელ კონვერტში ფაქიზად იყო შეხვეული საბუთები,გოგიმ ფრთხილად გახსნა,თავიდან გაუკვირდა იმიტომ,რომ ყოველთვის გახსნილი და გამზადებული საბუთები მოაქვთ ხოლმე.უჯრიდან მაკრატელი ამოიღო და ხელის ერთი მოძრაობით გახსნა კონვერტი,შიგ ერთი ფურცელი იდო,პატარა. ფურცლის ფორმამ ჭავჭავაძის ყურადღება მიიქცია,ნელა ამოიღო კონვერტიდან და 3 წამში ჩაიკითხა წითლად დაწერილი სიტყვები "ერთით ნაკლები ჭავჭავაძე".გული შეეკუმშა და მარჯვნივ მდგარი მობილურის მწვანე ღილაკს მისწვდა,წამის მეასედში გაჩნდა კაბინეტში 50 წლამდე მამაკაცი,ჩაფსკვნილი და კუნთიანი,ძალიან ძლიერი და ჯანიანი აღნაგობით,შავი ჰალსტუხი იმდენად ჰქონდა მოჭერილი რომ კისერი დაწითლებოდა. ცოტა ხანში ჭავჭავაძეების სახლში დუმილი დაირღვა და გოგი ესაუბრებოდა კაცს.უხსნიდა რომ გაერკვია საიდან გაჩნდა ეს კონვერტი აქ,კაცი გამალებით ამტკიცებდა ყველა კონვერტი გადამოწმებულ–გახსნილი შემოვიტანეო,ბოდიშებს იხდიდა თუმცა მაინც იმეორებდა ყოველ წინადადებაში რომ ზუსტად ახსოვდა.მამაკაცმა კაბინეტი მალევე დატოვა,გოგის აჩქარებული პულსი ჯერაც არ დამშვიდებოდა,კიდევ ერთხელ გახსნა კონვერტი და ჩაიკითხა "ერთით ნაკლები ჭავჭავაძე" თითქოს ვიღაცამ ხელი კრაო ფეხზე წამოვარდა და ქურთუკს მივარდა,სატელეფონო წიგნაკში პირველ ნომერს დასწვდა და რამოდენიმე ზარის შემდეგ ახალგაზრდა ქალის გასაოცარი ხმა გაისმა,მისი ხმის გაგონებისთანავე დაურეგულირდა პულსი გოგის,ხელი გულზე მიიდო –როგორ ხარ ჩემო თოჯინა? –მამა,ახლა არ მცალია,თანაც არაფერი მესმის,საღამოს დაგირეკავ,გკოცნი და მიყვარხარ გოგის ისევ ჩაეღიმა,ახლა უფრო თბილად და სევდიანად,სავარძელზე ჩამოჯდა და ოთახში ჩამოკიდებულ დიდ სურათს დააკვირდა,სურათზე ახალგაზრდა გოგონა იყო,20 წლის,გოგის ერთადერთი იმედი,ძალა და მომავალი–ანასტასია ჭავჭავაძე. კაცი სურათს აკვირდებოდა და უამრავ მსგავსებას ამჩნევდა გოგონასა და ქალს შორის,რომელიც ერთ დროს უზომოდ ჰყვარებია.ქალს ნანა ერქვა,სიჭაბუკეში ერთხელ უნახავს და მას მერე გულში ჩავარდნია გოგის,მერე მოიტაცა და 25 წელი გაატარა ამ ქალთან. 7 წელი შვილი არ უჩნდებოდათ,თუმცა გოგის სიყვარულს არცერთი წვეთი არ მოჰკლებია ამ 7 წლის განმავლობაში.მერვე წელს გაიგეს რომ ნანატრი შვილი ეყოლებოდათ,9თვის მერე ანასტასია გაჩნდა,გოგის დედას ერქვა ანა,ხოდა ამათმაც გადაწყვიტეს ბებიის სახელი ეჩუქებინათ ქალიშვილისთვის,მერე ანა გაიზარდა და ანასტასიად გადაიქცა.ანასტასია 18 წლის იყო ნანა რომ გარდაიცვალა,ის პერიოდი ყველაზე რთული იყო მამა–შვილის ცხოვრებაში,თუმცა ესეც გადალახეს. ახლა უყურებდა კაცი სურათს და ყრმობის სიყვარული წარმოუდგა თვალწინ,ანასტასია ძალიან ჰგავდა დედას,ისეთივე ლამაზი ფორმის თვალები,პატარა ფორმის ტუჩები და ლამაზი სწორი ცხვირი უმშვენებდა სახეს.ფოტოზე ზღვაში იყო,შავი და ხშირი თმა შუბლზე ჩამოჰყროდა და იცინოდა.ფოტო არარეალურს ჰგავდა,ანასტასიაც ასეთივე იყო,არარეალური საკუთარი ვიზუალითა და მიხვრა მოხვრით,თუმცა ძალიან უბრალო და მხიარული ხასიათით,არაფრით გამოირჩეოდა საკუთარი ასაკის გოგონებისგან,ისევე უყვარდა გართობა,მეგობრებთან ყოფნა,ხუმრობა და ისეთივე უდარდელი ხასიათი ჰქონდა როგორიც გარშემო მყოფთ. მამა ძალიან უყვარდა ქალს და მამას კიდევ უფრო მეტად უყვარდა ერთადერთი ქალიშვილი! მუდამ ცდილობდა გაეგო მისთვის და ყველანაირად თავისუფლებას აძლევდა,თუმცა ქალი ყოველთვის თვლიდა რომ იყო რაღაც ცუდი და არათავისუფალი მის თავადურ გვარში,ყოველთვის მოითხოვდნენ მისგან რომ სერიოზული და ჩუმი ყოფილიყო.ამ გოგოს კიდევ არ უყვარს ეს სიჩუმე და რა ქნას.მუდამ საუბრობს,მუდამ იღიმის და ბედნიერია.თუმცა ნამდვილად ეტყობა რომ ჭავჭავაძეა,ჩაცმულობა,მანერები და გარეგნობა ისეთი აქვს,ნებისმიერ გამვლელს რომ დაატყვევებს და დააფიქრებს. ***** წერილმა გოგი დააფიქრა,თავიდან მოეჩვენა ,რომ ყველაფერი უბრალო ხუმრობა იყო,თუმცა მერე რომ დაფიქრდა მიხვდა,უბრალო ხუმრობისთვის ვერავინ შემოიპარებოდა მათ სახლში და ამ კონვერტს ვერ დატოვებდა,თანაც ყველამ იცის გოგი რა გავლენიანი კაცია,წუთში შეუძლია დაადგინოს ზოგიერთის ასავალ–დასავალი,არავინ გარისკავდა. –ათასი გიჟი დადის ამ ქვეყნად! ჩაილაპარაკა კაცმა თავისთვის და გოგონას ფოტოდან ყურადღება ისევ საბუთებზე გადაიტანა. ***** ამასობაში ანასტასია ჭავჭავაძე ბათუმში იყო.ბათუმში 10 დღეა ჩავიდა,სულ 20 დღე აპირებს იქ დარჩენას,თან ორი საუკეთესო მეგობარი გაიყოლა–ნინე და ლიკა.ნინე ბავშვობის მეგობარია,პატარაობიდან ერთად არიან,ერთ ბაღში იყვნენ,მერე ერთ სკოლაში,თანაც გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ მანამ,სანამ ნინემ საცხოვრებელი არ გამოიცვალა.ლიკა კიდევ უნივერსიტეტში გაიცნო და ნინესაც გააცნო,ძალიან რომ დაახლოვდნენ ამ ზაფხულს შესთავაზა ჩვენთან ერთად წამოდი ბათუმშიო,რამოდენიმე ბიჭიც წაიყოლეს,დიდი სამეგობრო ჰყავდა ანასტასიას თუმცა რამოდენიმეს გამოარჩევდა,რამოდენიმე კიდევ მეგობრულად ნამდვილად არ უყურებდა.განსაკუთრებით გიგა უყვარდა,უშუალო და მხიარული მეგობარი იყო,ყოველთვის გვერდში ედგა,რთულ სიტუაციებში ამხიარულებდა,თუმცა უნდა ვაღიარო,რომ ანასტასია ჭავჭავაძეს რთული სიტუაციები თითქმის არ ჰქონდა,თუ დედის გარდაცვალებას არ ჩავთვლით.მალევე შეეგუა რომ წარსულს ვერ დააბრუნებდა და მომავალზე უნდა ეფიქრა,თუმცა გულის სიღრმეში ჩაფიქრდებოდა ხოლმე ნეტავ ძველ დროში დავბრუნდებოდეო,მხოლოდ ნანას გამო ფიქრობდა ამას,თორემ სხვა არაფერი გაუკეთებია ისეთი ცხოვრებაში რომ სანანებელი გახდომოდა. ***** ანასტასია ძალიან მხიარული და ზედაპირული იყო,ერთი შეხედვით ცივი და გათამამებული,თუმცა ძალიან ღრმა და სუფთა გრძნობების მქონე,არასდროს არავინ ჰყვარებია.ერთი ბიჭი მოსწონდა უნივერსიტეტში,მერე მიხვდა რომ არ გამოადგებოდა ჩამოუყალიბებელი ადამიანი,თვითონ ასეთი არ იყო,ყველაფერზე და ყველაზე საკუთარი აზრი გააჩნდა და ყოველთვის ამტკიცებდა,ერთი სიტყვით ანასტასია ჭავჭავაძე ძალიან ლამაზი,ამაყი,მხიარული და ბედნიერი ქალი იყო.თუმცა ერთი დიდი ნაკლი ჰქონდა–ნამდვილი სიყვარული ჯერ არ განეცადა,მხოლოდ თეორიულად იცოდა მისი არსი,მოციმციმე სხივად წარმოედგინა და სიზმრადაც კი არ მოელანდებოდა ის ვულკანური რყევა რაც სიყვარულს ახლავს ხოლმე,დედმამის ურთიერთობა ყოველთვის იდეალად მიაჩნდა. ***** მეორე დილით გოგის კიდევ ერთი წერილი მოუვიდა,ზუსტად ისე,როგორც წინა დღეს,გაუხსნელი და შეფუთული კონვერტი,მდივნები კიდევ უმტკიცებდნენ ყველა კონვერტი გადავამოწმეთო,თუმცა ფაქტია რომ ვიღაც მწარედ ეხუმრებოდა.დილიდან ცუდ გუნებაზე იყო,ამის მთავარი მიზეზი კი ის გახლდათ რომ მიუხედავად უამრავი გადარეკვა–გადმორეკვისა წერილის ადრესატის ვინაობა ვერავინ დაადგინა,კაცი გაგიჟების პირას იყო მისული!ბოლო წერილმა საბოლოო წერტილი დაუსვა,წერილში ისევ წითლად ეწერა "შავგრემანი ქალიშვილი გყოლია,დედამისს ჰგავს ძალიან" მაშინ მიხვდა რომ ადრესატს გოგი ჭავჭავაძე კიარა ანასტასია აინტერესებდა!საფეთქლებში სისხლი მოაწვა,მოჭერილი ჰალსტუხი შეიხსნა ყელზე და თავი ხელებში ჩარგო –რა ვქნა ეკითხებოდა შინაგან მეს,ერთი მხრივ ფიქრობდა რომ ეს უკბილო ხუმრობა იყო,თუმცა ანასტასიაზე ფიქრს ვერ იგდებდა თავიდან,რომ წარმოიდგენდა,ვინმე გაეკარებოდა მაჯებზე ძარღვები დაებერობოდა და სისხლი მოაწვებოდა. ახლა ყველაზე მეტად რჩევა და აზრი სჭირდებოდა,ამიტომ ისევ დაუძახა იმ მამაკაცს,გუშინ გამალებით რომ უმტკიცებდა შეცდომა არ გამპარვიაო,ეს 50 წლამდე კაცი აქ უკვე 20 წელია მუშაობდა,დავითი ერქვა და ხშირად ეხმარებოდა გოგის რაიმე გადაწყვეტილებების მიღებაში,უშუალო და მოხერხებული კაცი იყო. –დავით,რა ვქნა მირჩიე –ბატონო გოგი,თქვენს ქალიშვილს ახლა კონტროლი სჭირდება,თანაც სერიოზული –ვიცი,მაგრამ ხომ იცნობ ტასოს,სახლში რომც დავაბა ვერ გავაჩერებ,ამიტომ მეშინია.თან არ მინდა რომ რამე გაიგოს,ჯერ არაფერია დადგენილი და არ მინდა მუდმივად შიშში რომ იყოს –მესმის თქვენი ბატონო გოგი ერთი წუთით ორივენი ჩაფიქრდნენ მერე თითქოს დავითს საოცარი აზრი მოუვიდაო მარცხენა ხელი ჰაერში ასწია და გაიღიმა –პირადი მცველი ავუყვანოთ! გოგის ჩაუჯდა დავითის სიტყვები თავში –კარგი აზრია –ახლავე დავრეკავ ოფისში,რომ კარგი დაცვა გამოგზავნონ. –არა დავით მოიცა,მაგათ ვერ ვანდობ ჩემი შვილის სიცოცხლეს,უნდა ვიცოდე რომ ის საიმედო ხელშია,ვინმე სანდო და თანაც ნაცნობი მჭირდება. –თუ გნებავთ მე დავუდგები მორიდებით თქვა დავითმა –არა,შენ მე მჭირდები,თანაც 20 წელია აქ მუშაობ,სხვაგან რატომ უნდა გადაგიყვანო –როგორც გინდათ –მომაფიქრდა! წამოიძახა კაცმა და დავითს გაუღიმა.დავითმაც თავი დაუკრა და კარებიდან ფეხის ჩუმი მოძრაობით გავიდა. გოგიმ ტელეფონი აიღო და მერე უჯრაში სატელეფონო წიგნაკი გადაშალა,ანბანს მიჰყვა და "დ" ასოზე გვარი ამოიკითხა,ციფრები ნელა აკრიფა და დარეკა.ზარის მოლოდინში ოთახში დადიოდა,თან სურათს გახედავდა ხოლმე,ასე ძალიან რომ უყვარდა. –გამარჯობა დამიანე! დამიანე! დამიანე დვალს დაურეკა,მისი უახლოესი მეგობრის შვილსა და კაცს,რომელსაც უდიდეს პატივს სცემს. გოგის დამიანეს მამასთან ლევან დვალთან მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებდა,ერთხელ ლევან დვალის ფირმა ჩაძირვის პირას იყო,გოგიმ კი იხსნა,შეისყიდა და ისევ ლევანს მიჰყიდა,მერე დაეხმარა რომ ზარალი აენაზღაურებინა და კომპანიის ამუშავებაში დაეხმარა,ერთი სიტყვით ის,რომ ახლა დვალების ოჯახი თბილისში ერთ–ერთი უმსხვილესი ბიზნესის მფლობელები არიან ნახევარ წილად თუ არა მეოთხედ წილად მაინც გოგი ჭავჭავაძის დამსახურებაა,მართალია დამიანემ მამას ქონება გააფართოვა და გაათმაგა,თუმცა თავის დროზე გოგი რომ არ მიხმარებოდა ლევანს,ალბათ ვერ მიაღწევდა ახლა დამიანე ამდენს. ლევანი 5 წლის დაღუპული იყო,სიკვდილის წინ შვილს დაუბარა ჭავჭავაძეებთან უდიდესი ვალი გვაქვს და როცა დასჭირდები სიკვდილის ფასადაც მხარში ამოუდექიო! ლევან დვალს ერთადერთი ვაჟიშვილი დარჩა–დამიანე დვალი,ახლა დამიანე 28 წლისა იქნება,თუმცა გოგის სულ პატარაც კი ახსოვს,ეზოში რომ დარბოდა,პატარაობიდან სერიოზული და მტკიცე ხასიათის მამაკაცი იყო,იშვიათად იღიმოდა ხოლმე,ახლა კი მგონი სულ არ იღიმის.გოგის თავიდანვე მოსწონდა ეს ვაჟკაცი და ხშირად უთქვამს რომ მისნაირ ვაჟიშვილს ისურვებდა,დამიანეც ვალში იყო გოგის წინაშე და ნებისმიერ ფასად შეასრულებდა მამის დანაბარებს.ხოდა ახლა მოვიდა ის დრო რომ გოგიმ ეს ყმაწვილი კაცი გამოიყენოს! –რათქმაუნდა ბატონო გოგი,მზად ვარ ნებისმიერ ფასად დაგეხმაროთ –დღეს ჩემთან გელოდები დამიანე,5 საათზე. ***** დრო გაიწელა,5საათამდე ანასტასიას დაურეკა და თბილად მოიკითხა,რომ დარწმუნდა შვილის კარგად ყოფნაში მერე გაუთიშა მხოლოდ ტელეფონი.5 საათიც მოახლოვდა და გოგისაც აცნობეს დამიანეს მოსვლის შესახებ –შემოდი,დაჯექი! ჭავჭავაძეს სახე გაუბრწყინდა კაცის დანახვისას,ასეთი ახოვანი,ძლიერი და თან ასეთი ჭკვიანი ყმაწვილი მართლაც რომ იშვიათად ენახა.მამაკაცი ნელი მოძრაობით შემოვიდა კაბინეტში,ლურჯი პიჯაკი და შარვალი ზედმეტად მკაცრს იერს მატებდა,თანაც ამას დართული ბოხი ხმა,მუქი ლურჯი თვალები და მსხვილი ტუჩები. უჰ,საოცრად სიმპატიური იყო ეს კაცი! პირველ რიგში ქრისტე აღსდგა! მოგესალმებით ყველას და გილოცავთ ამ უდიდეს დღესასწაულს. ესეც პირველი ისტორია და პირველი თავი :) ველი თქვენს შეფასებებს! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.