შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წვიმს, წვიმს, მასველებს... 2


17-04-2015, 12:19
ავტორი sopiko
ნანახია 2 301

როგორც იქნა ბოლო ლექციაც დასრულდა. მე ანდროს დავურეკე:
-ანდრო დამიმთავრდა... ok ჩამოვალ.
დაბლა რომ ჩავედი, ანდრო გადავკოცნე და მანქანაში ჩავუხტი.
-აბა სად მივდივართ-მკითხა მან.
-შენს აგარაკზე-გავუღიმე. მანაც მანქანა დაქოქა და წავედით.

-გინდა ფილმს ვუყუროთ?-მითხრა ანდრომ როცა აგარაკზე ავედით.
-კიი-გავუღიმე და მის დისკების კოლექციას მივუბრონდი.
-მგონი ეს ჯობია, ’’ძალიან გვიანაა’’, ნაყურები გაქვს?-ავარჩიე ერთ-ერთი.
-არა ახალია, გუშინ შევიძინე, მანქანიდან ჩიფსებს ამოვიღებ და მოვალ.
მეც დივანზე მოვკალათდი და ჩემს პრინცს დაველოდე. როგორც იქნა ისიც გამოჩნდა, გვერდით მომიჯდა და ფილმიც დაიწყო. სიუჟეტი ასეთი იყო : ქმარი ცოლს ყურადღება არ აქცევდა. ყოველ წუთს ღალატობდა და ბოლოს როცა ქალი სხვა მამაკაცის მკლავებში აღმოჩნდება სინანული შეიპყრობს. ჩვენ ეპიზოდებში რეპლიკებს ვისვროდით, ახლაც ვეღარ მოითმინა ანდრომ და წამოიძახა:
-აი ასეთები ხართ ქალები...
ეს ისეთი უხეში ნათქვამი იყო რომ გული დამეწვა. რომ დაემატებინა ’’შენ გამონაკლისი ხარ ძვირფასო’’ ან ’’ზოგიერთები’’ კიდევ გავუგებდი მაგრამ ეხლა არ შემეძლო არ შევკამათებოდი.
-ანუ რას ამბობ...პირდაპირ მითხარი... მე მიგულისხმე?-პირდაპირ შეტევაზე გადავედი მე.
-არასწორად ნუ გებულობ-არა...განა მომიბოდიშა, ისევ თავისას აგრძელებდა.
-ანუ ჩემს მიმართ ის ნდობა არ გაქვს რაც მე შენ მიმართ. ასეა არა?-უკვე საშინლად ვბრაზდებოდი.
-მომისმინე ლილე, ესეც ერთ-ერთი მაგალითია იმისა რომ...
-თავი გამანებე-შევაწყვეტინე მე და გარეთ გამოვვარდი. წვიმდა... გავიყინე, ნელა მივდიოდი, ვფიქრობდი იქნებ გამომედევნა და დამეწიოს მეთქი მაგრამ რათ გინდა... ჩემი ცრემლები წვიმის წვეთებს შეერია. უცბად ვიღაცამ გვერდით მანქანა გამიჩერა.
-რამით ხომ ვერ დაგეხმარებით?-მომესმა მამაკაცის სასიამოვნო ბარიტონი-თუ გინდათ გაგიყვანთ.
მეც სხვა გზა არ მქონდა, მთლად გალუმპული მანქანაში ჩავჯექი და მძღოლმაც მანქანა დაძრა.
-საით?-იკითხა როცა მიხვდა არაფრის თქმას არ ვაპირებდი.
-სახლში-ვუპასუხე მოკლედ.
-ok.-ამ სიტყვის გაგონებაზე ჭკუა გადამეკეტა და ვუყვირე:
-ძალიან გთხოვ ამ სიტყვას ნუღარ გაიმეორებ.
-ok.-ჯიბრზე გამიმეორა მან.
’’რა ხისთავიანია’’-გავიფიქრე მე და ანდროს სახე წარმოვიდგინე როცა უცხო მამაკაცის მანქანაში ჩასკუპებულს დამინახავდა. მის სახეზე გამეცინა თუმცა ისევ ავტირდი.
-თქვენ რა ციებ-ცხელება გაქვთ?-გაკვირვებულმა მკითხა უცნობმა და გამიცინა.
’’რა ლამაზი ღიმილი აქვს’’ გავიფიქრე მე და ჩემი ფიქრების თავადაც შემრცხვა. ახლა ანდროს ჩემს თავში რომ ჩაახედა თავის აზრში დარწმუნდებოდა. თუმცა თავისი ბრალია, აბა რა ეგონა ამ წვიმაში ტყეში ვიხეტიალებდი?! მანქანა გაჩერდა, გამოვერკვიე და აქეთ-იქით მიმოვიხედე , ადგილი არ მეცნო და შევშინდი...

........................................................

ეს მოთხრობა ნამდვილ ამბავზეა აგებული და მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი არაა. თუმცა ამ ამბის ადსასრული არ ვიცი ამიტომ ბევრი რამ შევცვალე და დაახლოებით მეშვიდე თავიდან სულ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იქნება. რატომღაც ძალიან მინდოდა ისტორია სულ სხვანაირად წასულიყო და შევცვალე კიდეც.



№1  offline წევრი ფსიქო.13

male tu ar dadeb mogakitxav tyviamfrqvevit,ratomgac uazrod mainteresebs... magram daxvewa schirdeba istorias ashkarad))
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№2  offline მოდერი sopiko

დღეში თითო თავის დადების უფლება მაქვს და ერთი დღე არ გამომიტოვებია, ნელ-ნელა უფრო საინტერესო იქნება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent