შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზეცაში დაწერილი ბედი (თავი 1)


17-04-2015, 15:54
ავტორი N14
ნანახია 3 726

...მივდიოდი და ვფიქრობდი, ვფიქრობდი ყველაფერზე: წარსულზე, მომავალზე... განსაკუთრებით თორნიკეზე ვფიქრობდი, მან მიმატოვა... დამშორდა, უაზრო მიზეზის გამო... აღარ ვუყვარდი...
ეს ყველაზე იდიოტური მიზეზი იყო დასაშორებლად. მიყვარდა, მაინც მიყვარდა, მაგრამ ტან ყველაზე მეტად მძულდა... ჩემ საყვარელ ადგილას წავედი, სადაც მარტო ვიყავი და განმარტოებულს შემეძლო თავისუფლად მეფიქრა... მაგრამ ახლა, უბრალოდ განვმარტოვდი და ჩემთვის ვტიროდი... არ მიყვარს როცა ვტირი და ვინმე მიყურებს... ამიტომ დარდს ყოველთვის გულში ვიკლავდი...


ხო მართლა, მე ნანუკი თათულაშვილი ვარ 18 წლის, ვცხოვრობ თბილისში მარტო და ვსწავლობ სამართალზე. როგორც მიხვდით თორნიკე ჩემი უკვე ყოფილი შეყვარებულია, დაშორების მიზეზიც ცნობილია და ალბათ დამეთანხმებით რომ მართლაც უაზრო მიზეზია... ასე ადვილად ხომ ვერ შეძლებდა ჩემს გადაყვარებას, ანუ გამოდის რომ არც თავიდან ვუყვარდი... ოოო, რას გაუგებ ბიჭებს რაა... ხან ერთს ამბობენ, ხან მეორეს.


გზაზე გაწვიმდა, მე კი მანქანა გამიფუჭდა... ამოვიოხრე და ფეხით წამოვედი იმ იმედით რომ ტრასაზე ვინმე კეთილი შემხვდებოდა და დამემარებოდა... მართლად გამოჩნდა ერთი ბიჭი, დაახლოებით 22-23 წლის, ნაცრისფერი BMW E90-ით, მისი სახელი ნომრითაც უკვე ცხადი იყო: VA-014-TO. ძალიან კეთილი ჩანდა ... ყველასგან განსხვავებული. მან მანქანა გამიჩერა, ფანჯარას ჩაუწია და მკითხა:
-დაგეხმაროთ?-მითხრა და თავაზიანად გამიღიმა.
-დიახ, თუ შეიძლება, მანქანა გამიფუჭდა და ფეხით მიწევს სიარული-ვუთხარი და მეც გავუღიმე,
-დაბრძანდით-კარები გამიღო და ხელით მიმანიშნა რომ დავმჯდარიყავი. მეც ჩავჯექი და სახლი მივასწავლე. გზაში უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, მაგრამ ბოლოს მაინც მე დავარღვიე ეს სიმყუდროვე.
-მაშ, ვატო გქვია ხო?-გამეცინა და ფრთხილად შევხედე.
-შენ საიდან იცი?-გაკვირვებულმა მკითხა და შემომხედა.
-VA-014-TO-დავუმარცვლე და ორივეს გაგვეცინა.
- აჰ. მანქანის ნომერი-ამოიოხრა და გამიცინა.
-ხოო, კარგი ნომერია 14 ჩემი საყვარელი რიცხვია დაბადების დღის პონტში-გამეცინა.
-ეე შენც?-გაოცებულმა და ღიმილნარევი სახით შემომხედა-რომელ თვეს გაქ?
-ოქტომბერში შენ?-იმედით გავხედე რომ დაემთხვეოდა ჩვენი დაბადების დღეები, არ ვიცი რატომ მაგრამ ძალიან მომეწონა ეს ბიჭი, სხვებს მართლაც არ გავდა, თანამედროვე "კაი ბიჭებს" ნამდვილად არ გავდა და არც ცდილობდა ვინმესთვის თავი "მაგარ ბიჭად" გაესაღა, ალბათ ამიტომაც მომეწონა ასე ძალიან.
-მარტში, ცუდია რო არ დაემთხვა ერთმანეთს-გამიღიმა და სიჩქარეს მოუმატა.
-მიყვარს სისწრაფე-მხიარულად ვუთხარი.
-ერთადერთი გოგო ხარ რომელსაც ვიცნობ და სისწრაფე უყვარს-თვალებდაჭყეტილმა შემომხედა, მე გამეცინა.
-ღადაობ? ვგიჟდები სისწრაფეზე და ადრენალინის გამოყოფაზე-გავუღიმე და "სიდენიას" მივეყუდე. ნელ-ნელა შევედით თბილისში და ჩემი სახლიც მივასწავლე, მანაც მიმიყვანა და კარები უნდა გამეღო როდესაც ხელით დამიჭირა.
-მე ჯერ კიდევ არ ვიცი შენი სახელი-გამიღიმა და მიმანიშნა რომ მისთვის ჩემი ვინაობა უნდა გამემხილა.
-მე ნანუკი მქვია, მარა ძირითადად ნანოს მეძახიან-გავუცინე.
-კაი და შენ ნომერს არ მომცემ?-იმედის თვალებით შემომხედა.
-კი რათქმაუნდა, მომეცი შენი ტელეფონი და ჩაგიწერ-მანაც დიდი სიამოვნებით გამომიწოდა ტელეფონი მე ნომერი ჩავწერე და მანქანიდან გადმოვედი.
-დიდი მადლობა რომ მომიყვანე, ნახვამდის-თავაზიანად გავუღიმე, მანაც ღიმილით მიპასუხა, კმაყოფილმა მანქანა დაქოქა და წავიდა.
მე სახლში შევედი, გამოვიცვალე, შხაპი მივიღე, ტელევიზორი ჩავრთე, სავარძელში მოვთავსდი და ფიქრებში გადავეშვი... რომ არა მანქანა ამ სიმპატიურ ბიჭსაც ვერ გავიცნობდი.




გამარჯობათ ^_^ ეს ჩემი პირველი ისტორიაა რომელიც დავწერე, იმედია მოგეწონებათ ^_^ შემიფასეთ <3



№1  offline წევრი grifini

შენ მეისპე wink თავის დაფასება რა ხილია იცი ქალო ? დაგეფასებინა ცოტა თავი არ მისთხლიშა ნომერი wink ბოთე ხარ რია ნანო ბოთე,ამის მერე ცოტა თავი დაიფასე wink

 


№2  offline წევრი ფსიქო.13

grifins vetannxmebi,tan ro chauwera teleshi :DDD male dade shemdegi,gelodebi
es erti lukmac ar iyo,imedia shemdegi kai madiani iqneba.
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№3  offline მოდერი MyLove

როგორც თქვი პირველი ისტორიაა, ამიტომ გამოსწორებადია შენი შეცდომები!
ყველაზე მეტად ის მესიამოვნა, ბიჭი "ბაბულიკებს" რომ არ ჰგავდა და წესიერი იყო.
მაგრამ, გრამატიკული შეცდომები გაქვს request შემენანა ეს ისტორია "გასაკრიტიკებლად", მაგრამ თუ არ გითხარი ვერ გამოასწორებ.
"მარა"-ს მაგივრად, ეცადე, "მაგრამ" გამოიყენო და გოგონები ჟარგონებით_"ღადაობ", "კაიფობ?" ასეთი სიტყვებით არ ასაუბრო ნანო. გოგოს სინაზე და მიუწვდომელობა უხდება! ეს ნომერიც, თხოვა ამ ბიჭმა და იმიტომ ჩაუწერა, მე პირადად კატასტროფას ვერ ვხედავ ამაში, უბრალოდ, მეტად მოვლენები არ დაასწრაფო. რაღაც სიმძაფრის შტრიხები შეიტანე, შეალამაზე, გაადიდე თავები და ძალიან კარგი იქნება! request
სიახლეში 350 სიტყვაზე მეტი თუ არ იქნა, წაგიშლიან. ეცადე დიდ-დიდი თავები დადო და მე შენს გვერდით ვარ! ♥
გამოასწორე რაც გთხოვე და ძალიან კარგი იქნება!♥
ველოდები შემდეგს.
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent