ჩემი მაშველი(6)
თავი 6 სახლის კარი ტირილით შვაღე. როგორც ჩანს ყველას ეძნა დედას გარდა. მან დამინახა თუ არა რომ ვტიროდი მაშინვე ოთახში ამიყვანა. - რა იყო თიკო? რატომ ტირი დედი?-მკითხა შეშინებულმა. - დედიკოო... ცუდი რაღაც ჩავიდინეე.-ამოვისლუკუნე და დედას მივეკარი. - რა იყო დედი რა ქენი ასეთი?- ხმა გაებზარა მას. მე რათქმაუნდა ყველაფერი მოვუყევი. ჯერ გაოცებული მიყურებდა მერე კი მანაც ტირილი დაიწყო. მივხვდი როგორ ვატკინე მას ჩემი საქციელით, მაგრამ ამას არ მეტყოდა, არ მეჩხუბებოდა. 1 კვირის შემდეგ 1 კვირა გავიდა იმ ამბის შემდეგ. გარეთ თითქმის არ გავდივარ, არც ვჩამ. დედა ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ მე ასე არ ვიყო მაგრამ არ გამოსდის.გგონიათ ვნანობ რაც გავაკეთე? არა არ ვნანობ რადგან მე ნიკა შემიყვარდა. ხო აი ასე უნამუსოდ, 1 კვირის გაცნობილი ბიჭი შემიყვარდა. მე მხოლოდ დედა მანაღვლებს რადგან დედაჩემის მწვანე თვალებში სევდამ დაისადგურა. მას გული ვატკინე. არ მინდოდა მაგრამ მაინც ვატკინე. ოოოჰჰჰ.... როგორ მჩირდება ახლა მაკა და ნათია. მაგრამ აქ არ არინ. ახლა ვზივარ ჩემს საწოლზე და გავყურებ ზღვას. მენატრება ... საშინლათ მენატრება მისი ნაცრისფერი თვალები, მისი წითელი ტუჩები, თმა, სურნელი. ფიქრებში ვიყავი გართული როდესაც კარები ჩემმა ორმა დაქალმა შემოაღო. მივიხედე და სიხარულისგან ცრემლები წამომივიდა. ვერ ვიძვროდი უბრალოთ მათ ვუყურებდი. ისინიც ტიროდნენ. მათაც იცოდნენ, მათაც ტკიოდათ. შემოვიდნენ და მაგრათ ჩამეხუტნენ. როცა ერთმანეთი მოვისიყვარულეთ მერეღა გავიხედე კარებისკენ რომელშც ლიკა იდგა. მის ლამაზ თვალებშიც სევდას ვხედავდი. შევკრთი, აზროვნების უნარი დავკარგე. მინდოდა მოვკვმდარიყავი. მივხვდი რომ ყველაფერი იცოდა. შემოვიდა და ისიც გადამეხვია. - მოგვენატრე თიკო.- თქვა ნათიამ და ცრემლები მოიწმინდა. - მეც მომენატრეთ.- ისე ვუთხარი რომ ლიკა არ მომშორებია.ვილაპარაკეთ ყველაფერზე. ერთი ორჯერ გავიღიმე კიდეც. ბოლოს გოგონები გავიდნენ და დავრჩით მე და ლიკა. - ისიც შენს დღეშია.-ამოიჩურჩულა ჩუმად ლიკამ.მე ვერაფერი ვუთხარი, ან რა უნდა მეთქვა.-იცის რომ შენთან ვარ, არ ვიცი რა სჭირს, გამოფიტული დადის. თითქოს რაღაც წაართვესო.- მე ხმას არ ვიღებდი ისევ ისე ვიჯექი და კედელს მივშტერებოდი.- კარგი! აღარ გვინდა ამაზე. წამო ზღვაზე გავიდეთ. დაიკიდე ნიკაც და ყველაფერიც. ვითომ ეს ყელაფრი არ მომხდარა. ვიცი ძელია მაგრამ უნდა ცხოვრება განაგრძო. არ შეიძლება ასე. ის იქ იტანჯავს თავს, აქ შენ იტანჯები. წამოდი და გულს მაინც გადააყოლებ. - კარგი წამოვალ.- ვთქვი და გამზადება დავიწყე. ზღვაზე რომ მივედით ისევ იმ ადგილისკენ დავიძარით სადაც ნიკა ვნახე. ის ისევ იქ იდგა, ისევ ზურგ შექცეული. მე ვითომც არაფერი ისე დავჯექი ქოლგის ქვეშ და მუხლები სახესთან ახლოს მივიტანე შემოიხედა და გაშრა. მე იყურებდა თავალს არ მაშორებდა. მეც მივიხედე და დავინახე თუ როგორი ფერმკრთალი იყო. არაფერი მითქვამს უბრალოთ ავდექი და წამოვედი. მომყვებოდა. ვიცოდი რომ მომყვებოდა. ბოლოს ხელი ჩამავლო და მისკენ შემატრიალა. - ცოლათ უნდა გამომყვე.-მითხრა და თვალებშ ჩამაშტერდა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.