მადისაღმძვრელი გოგონა (3)
რა უნდა მექნა? ეგ ვიცოდი მაგრამ ჩემი პირველი კოცნა ასე იდიოტური როგორ უნდა ყოფილიყო, თან ყველას თანდასწრებით. ეს პატიოსნება მაინც მაბრკოლებდა. თანაც ის რომ არავის არ ვკოცნიდი არავის არ ვეხვეოდი ყველას დასანახად ყველას აფიქრებინებდა რომ არ ვიყავი მთლად საზღვრებიდან გადასული. მე ეს უნდა გავაკეთო! უნდა გავაკეთო! მიდი ტასო, შენ ეს შეგიძლია! თან თაკოს უნდა დავასწრო მაგრამ როგორც ჩანს გიგა მუდამ თავიდან იშორებს. მეც იგივე რომ გამიკეთოს ყველას თანდასწრებით?! მაინც გავბედე და ლანჩზე როცა ის ვაჟბატონი დასასვენებელ ოთახში იყო სავარძელზე წამომჯდარი, თამამად მივედი, კალთაში ჩავუჯექი, თმა თავის გქნებით მთლიანად მეორე მხარეს გადავიწიე და ვაკოცე. თვითონ არაფერს აკეთებდა მერე ოდნავ მოვშორდი. თვითონ კი მოიწია და ყურში მითხრა: –როგორ გეტყობა რომ გამოუცდელი ხარ!–ჩაიღიმა, მის ღიმილზე კი თავი ვეღარ შევიკავე და მეორედ დავეწაფე მის ტუჩებს. ნუ მთელი ეს პირველი კოცნის ამბები რომ მორჩა თვალები გავახილე და თაკოს გამწარებულ მზერას წავაწყდი რომელიც თვალს არ მაშორებდა. ისეთ სახე ქონდა ცოტაც და გამბრდღვინდა. მეც კმაყოფილი სახით წამოვდექი გავისწორე კაბა და გასვლისას თაკოს თვალი ჩავუკარი რაც აშკარად არ ესიამოვნა. ჩემმა გეგმამ თავისი მიზანი ვერ შეასრულა სამაგიეროდ ერთი ქალბატონი ძალიან გამწარდა რაც ამ დროისთვის საკმარისია. სახლში რომ მივედი ჩემს ოთახში ავირბინე რომ ჩანთა დამედო როცა დავინახე რამდენიმე ქვა როგორ მოხვდა ჩემს ფანჯარას. გამოვაღე და გადავიხედე: გიგა იყო ისე იდგა გეგონება ეხლა სერენადას იმღერებსო. –ჩამო! –და შენ რატო არ ამოხვალ? –შენ ჩამო ჯობია! –ორი წამი. უცბად მოვწესრიგდი, სარკეში ჩემს თავს შევავლე თვალი, გავიღიმე და ეზოში ჩავედი. –ვაიმეე ტასოოო! –რა მოხდა? –ს იმიჯი სად დაკარგე?–მხიარულად მითხრა მე კიდე ლამის გული გამისკდა და დავებღვირე. –რა გინდა?–სერიოზულად მივუბრუნდი. –კითხვაზე კითხვით რატო მპასუხობ?–სასახილოდ გაიკვირვა. –ზემოთაა სატრფოს ელოდება! –და სატრფო სადაა? –თეთრ რაშზეა ამხედრებული და აქეთ მოქრის! –აუუ რაღაც უნდა გითხრა…–რაღაცნაირად მოიბუსხა. –რა? –სატრფო კი მოვიდა მარა თეთრი რაში დავკარგე!–ნაწყენმა თავი დახარა. –აბა აქამდე როგორ მოხვედი? როგორ დავრწმუნდე რო ჩემი პრინცი ხარ?–მხიარულად ვკითხე. –აქ შავმა რაშმა მომიყვანა იქით დგას–ხელი BMW-სკენ გაიშვირა–და თუ დარწმუნება გინდა კიდე ერთხელ მაკოცე და მიხვდები! –არა მადლობა! ერთიც მეყოფა! –ჯერ ეს ერთი 2 იყო მეორეც ღმერთი სამობითაა!–ტუჩები საყვარლად დაპრუწა და წუნ გამოიწია. –ესეც გეყოფა–მოვბრუნდი და ლოყაზე ვაკოცე. –ეს უკვე უსამართლობაა!– ჩემი ტანი მკლავებში მოიქცია და თვთონ მაკოცა. მეც მოვლბი და შემოვეხვიე. რამდენიმე წამის შემდეგ გაოგნებულმა მითხრა: –კარგად ითვისებ–და მთლ სახეზე ჭიმილი აიკრო–ბას რას უშვები? –არც არაფერს! –მაგასაც ვნახავთ! ნუ საუბარი დიდხანს აღარ გაგვიგრძელებია სამაგიეროდ ღამე გავიგე რაღაც ხმა ჩემს ოთახში. არცკი გავნძრეულვარ. აივნის კარი ღია იყო და ვიღაც ჩემს კარადაში იქექებოდა. არ შევიმჩნიე და მალევე ისევ ჩამეძინა დილით კი კარადა თითქმის ცარიელი დამხვდა. ყველანაირი მოკლე მაისური ან კაბა გამქრალიყო. გიგა! გავიფიქრე მაშნვე. ნიცთები შევკირბე და სკოლაში სკოლის კაბის ნაცვლად დიდი საროჩკითა და კოჭებამდე კაბით მივედი. როგორცკი შევნიშნე მაშინვე გიგასთან მივედი. –კმაყოფილი ხარ?–დავებღვირე. –კი! გავბრაზდი ისევ ღიმილი რომ მომაჩეჩა და კლასისკენ წავედი თან ჩემ გრძელ კაბას ფაფრაშუნებდი. კლასში თაკო რომ დავინახე გავფითრდი. აუუ არა ოღონდ ეს არა ეხლა აჭრელდება სკოლის გვერდი : გუშინ ახლა მონაზონი! დიდი წინსვლაა! დიდ შაში ვარ! –ნახეთ აქ ვინ მოსულა! რაიყო ერთი კვირა იყავი ახლა მონაზვნობა და ცოდვების მოტევება გადაწყვიტე? –მოდი ჩვენ ყველამ ჩვენს საქმეს მივხედოთ, სიტყვას სიტყვაზე ვერ აბამ ერთი წიგნი არ გაქვს წაკითხული და ბლატაობს აქ გოგო! როგორ ჩავიცვამ ეგ ჩემი საქმეა თუ მინდა სულ ბიჭად გადავკეთდები და ამაში ხელს შენ ვერშემიშლი! ამას აღარ მოელოდა და რაღაცის თქმას შეეცადა რაღაც ამოილუღლუღა და ატირებული გავარდა. მე ისევ კმაყოფილი სახით გამოვედი კლასიდან და დამლაგებლის ოთახში შევედი რომ ჩემი კაბა დამემოკლებინა. მუხლებს ზემოთ გადავჭერი, მერე საროჩკაც უკეთ მოვირგე და უკეთესი სტილით შევედი კლასში ისიც დაგვიანებით. –ბოდიში მას დამაგვიანდა. –აბულაძე 15 წუთი არ გყოფნის გვერძე კაბინეტიდან აქ შემოსასვლელად? –აბულაძეს სახელი აქვს!–მკაცრად გავხედე. –მას რაღაცეები გამოგრჩათ–წამოიძახა თაკოს ერთ–ერთმა დაქალმა–მერე სხვებს ვინ დაჩაგრავს და შეურაწყოფას ვნ მიაყენებს ამასაც ხომ დრო უნდა! –მე ვთქვი ყველამ ჩვენ ჩვენ საქმეს მივხედოთ–მეთქი!–ტონს ავუწიე. –ის გრძელი კაბა და მონაზვნის იერი რა უყავი ?–ახლა თაკო აჰყვა. –ბოდიში მაგრამ მე არ ვწოლილვარ ამ კლასის ბიჭების 90%–თან! –თქვენ ორივე დირექტორის კაბინეტში ახლავე! თვალები მობეზრებით გადავატრიალე და კლასიდან გავედი. თაკოც უკან გამომყვა. დირექტორის ოთახში შევედით და აი დაიწყო ორსაათიანი ლექციაც! –რატომ უნდა იყენებდეთ ასეთ სიყვებს კლასში უმიზეზოდ? –მე საბაბი მქონდა–ორივემ ერთხმად შევძახეთ. –ანუ თქვენითქმით ეს ა–ხელი თაკოზე გაიშვირა–ეს კი მის იმიჯს ატარებს? –არამარტო ატარებს ძუკნასავით იქცევა კიდეც! –ვიღაცას ზედმეტები მოსდის!–თითები დავიტკაცუნე. –ძალიან არ შემაშინო! თმით დავიჭირე და ხელში მისი პარიკი შემრჩა. სიცილი ვეღარ შევიკავე და ავხარხარდი. შავგვრემანი და მწვანეთვალება თაკო თურმე რიჟა ყოფილა ეს რა გავიგე. –რა იყო სახლში საღებავს არ გყიდულობენ? თუ შენს წითელ თმებს უფრთხილდებიან!–ეშმაკურად გავიცინე. –ვიღაცამ თქვა ყველამ ჩვენ ჩვენსაქმეს მივხედოთო! –საკმარისია მეტის ატანა შეუძლებელია!ორი კვირიე განმავლობაში ანასტასია შენ უკლებლივ ყველა საკლასო ოთახს დაალაგებ შენ კი ტუალეტებს დახეხავ!–თქვენ არიცით რა კარგად ჩამესმოდა ეს სიტყვები ყურში! შენ კი ტუალეტებს დახეხავ… ტუალეტეს დახეხავ… დახეხავ… ვიღაცას თავისი სამუშაო გამოუჩნდა. გულში დავცინოდი ისე კი უბრალოდ ვიღიმოდი ბოლოს დირექტორს დავემშვიდობე და ზარზე უკვე კლასშიც დავბრუნდი. იმედი მაქვს მოგეწონებათ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.