შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეთავსებით ძიძა (თავი 2)


18-04-2015, 01:20
ავტორი PARVENU
ნანახია 14 074

888
-დღეს დიდი დღეა, დიდი!..-სიცილით გამოვაღე მანქანის კარები და მოწყვეტით ჩავეშვი სავარძელში.-იცი რაფრა მიყვარხარ ლოლაძე?! იმფრა იმფრა რო... მეტი არ შეიძლება,-მონდომებით გავუწელე ლოყები და ხმაურიანად ვაკოცე ცხვირზე.
-ალავიძე, ჯანმრთელად ხარ?-შუბლზე ხელი დამადო შეშფოთებულმა.
-მაგრა ვარ შენ ძმობას ვფიცავარ, მაგარი მოხოდილი ვარ ეხლა...-წამოვიყვირე აღტაცებულმა.
-გოგო, გისროლო ეხლა მანქანიდან?!-გაღიზიანებულმა დააკვესა თვალები და მანიშნა სიტყვები გამეფილტრა.
-კარგი, ვსო, ვჩერდები,-პირზე ბოქლომი დავიდე, სამაგიეროდ კი მუსიკებს ავუწიე ბოლომდე.-ჩარკვიანი ინ ექშენ.-ამოვიოხრე და მელოდიას ავყევი.
მანამ არ გავჩერებულვარ, სანამ კორპუსებს არ მივუახლოვდით და როგორც კი საბამ მანქანა გააჩერა, ვიგრძენი როგორ დამეცვარა ხელისგულები ოფლით.
-ნუ ნერვიულობ, თორე დაგავლებ ხელს და წაგიყვან,-თავისი აზრით დამამშვიდა და ნაწნავიდან ჩამოგდებული კულული, თავის ადგილზე დააბრუნა.
-ბავშვებს რომ არ მოვეწონო?-ეხლა მომაგონდა ყველაფერი.
-თუ არ მოეწონები წამოხვალ და ეგაა,-არხეინად აიჩეჩა მხრები და სიგარეტს დასწვდა.
-დამამშვიდე რა,-დავიფრუტუნე გაღიზიანებულმა და საათს დავხედე, რომელიც დროაო მეუბნებოდა.
-აქ თუ იჯდები, ხომ იცი, უფრო ინერვიულებ,-წარბაწეულმა გადმომხედა და ნეტარი სახით გააბოლა თამბაქო.
-მომაწევინე რა...-ავაფახულე წამწამები და ხელში სიგარეტ გაშეშებულს, როგორც კი ვკიდე თვალი, დაფეთებული გადავვარდი მანქანიდან.
"დამშვიდდი ლიკა, არაფერი გაქ სანერვიულო. ბავშვები არიან ბოლო-ბოლო, ურჩხულები კი არა!"-ვამშვიდებდი საკუთარ თავს და ფეხის კანკალით მივუყვებოდი კიბეებს. ნერწყვი ხორხში გამეჩხირა, დიდ რკინის შავ კარს რომ გავუსწორდი და ხელის კანკალით დავრეკე ზარი.
-შენ ხარ ლიკა? გელოდებოდით,-თბილმა ღიმილმა გაუნათა ლამაზი სახე ქალს, როგორც კი დამინახა და სახლში შემიპატიჟა,-ბავშვები უკვდ მზად არიან. ჭამას მორჩებიან და შეგიძლია წაიყვანო. მართალია ცოტა გაჯიუტდნენ თავიდან, მაგრამ დარწმუნებული ვარ შეგეჩვევიან,-ლაღად მესაუბრებოდა, თან მისაღებისკენ მივყავდი.-ჩემს შვილს და სიძეს ვუამბე შენ შესახებ და ძალიან მოეწონე ორივეს.
-აქ არიან?-ფრთხილად ვკითხე და მსუბუქად ჩამოვჯექი სავარძელში.
-არა, მივლინებითაა ჩემი სიძე, ლუკა წასული და ნიაც თავისთან წაიყვანა. ამიტომ არიან ბავშვები ჩემთან,-კვლავ თბილმა ღიმილმა გაუნათა სახე და თლილი თითები აათამაშა.-ეხლა კი დროა მგონი ჩემი ტერორისტები გაგაცნო.-ხელი ხელს შემოკრა და სამზარეულოდან გამოსულ ბავშვებს უხმო თავისთა.
ინტერესით შევათვალიერე პატარა "ტერორისტები", უცხობლანეტელებივით რომ მომჩერებოდნენ და მივხვდი, რომ დიდი დავიდარაბა მელოდა წინ.
ორი იდენტური ბიჭი, დაბღვერილები აკვესებდნენ მწვანე ირისებს და აქეთ-იქიდან ამოდგომოდნენ ქერა, მათზე პატარა გოგონას. სამივე ერთმანეთს გავდა, მაგრამ ეს ტყიპები რანაირად გამერჩია ვერაფრით მივხვდი. ქერა თმებიც ერთ სიგრძეზე ქონდათ შეჭრილი და ხალიც იდენტურად ტუჩს ზემოთ ჰქონდათ. თუმცა, მიუხედავად მათი არაკეთილმოსურნე მზერისა, უნდა ვაღიარო, რომ ძალიან ლამაზი ბავშვები იყვნენ.
-ბავშვებო, გაიცანით ეს თქვენი აღმზრდელია, ლიკა,-ღიმილით აუჩეჩა ბიჭებს, ისედაც ზღარბის ქაცვებივით დაყენებული თმები და პატარა გოგონა კალთაში ჩაისვა,-ძვირფასო, ეს იანაა, ოთხისაა და ცოტა უჭირს კონტაქტში შესვლა,-მე მომმართა ქალბატონმა ნონამ,-ეს ყალთაბანდები კი დამიანე და დიმიტრი არიან. მართალია ძნელია მათი გარჩევა, მაგრამ შეეჩვევი და არ გაგიჭირდება,-მიმითითა ბიჭებზე, რომლებმაც ისე დამიბღვირეს, წინასწარ გამოვიგლოვე ჩემი თავი.

888
-როდისთვის გამოგიარო?-ლოყაზე მომეფერა ლოლაძე.
-არ ვიცი, დაგირეკავ მე. ხომ იცი, ბოლო კვირაა არდადაგებამდე და გაწამაწიაში ვარ,-ამოვიოხრე და ჩანთას დავსწვდი.
-ისე, სამი ბავშვი რაამბავია ტო. პირდაპირ ამდენს რომ მიახტი, ცოტა ვერ მოტვინე?-გამკიცხავად გადააქნია თავი.
-ოოოო, შენც ნუ მიმატებ რა!-ავუქნიე ხელი და გაბრაზება მომაწვა, ბავშვების გამომეტყველება რომ დამიდგა თვალწინ,-ისედაც არ მოვწონვარ მაგათ.
-სამაგიეროდ მე ვჭედავ შენზე,-თვალი ჩამიკრა საბამ და ხმაურიანად მაკოცა ლოყაზე.
-კაი, ნუ მეაფირისტები ეხლა,-ავუჩეჩე თმები და სიცილით გადავკვეთე მაღლივის კიბეები.
ბაღიდან სკოლამდე ჩუმად გავილილი გზა გამახსენდა და გულსაკლავად ამოვიოხრე. ოთხი წლის იანა და ცხრა წლის ტყუპები დიდი გამოცდა იყო ჩემთვის... და ვიმედოვნებ ჩემი მარცხით არ დასრულდება.
-აუცილებლად გამოვნახავ მათთან საერთო ენას,-მტკიცედ წარმოვთქვი და ამღერებულ ტელეფონს ვუპასუხე,-ვა, ლიზა, ცოცხალი ხარ?
-რო გნახავ, სიკვდილს სანატრელს გაგიხდი,-ჩამყვირა ყურმილში აშკარად გაბრაზებულმა,-რა იტლიკინე გუშინ?
-აუ, ნუ ატრაკებ რა ჩხეიძე. აბა, თქვენ იმედად ჩემი მტერი იყოს. შენ ის მითხარი, რაო ერეკლიუსმა?-ფხუკუნით ვკითხე.
-რაო და ჯანდაბა მაგის თავს,-აყმუვლდა ისევ.
-დოზანა გამოგრჩა,-ვიცინოდი, თან ჩემი აუდიტორიისკენ მივდიოდი.
-ლიკა!..-გამაფრთხილებლად გაისმა ლიზას ხმა.
-ხო კარგი. სად ხარ შენ? არ მიდიხარ სასწავლებელში?
-არა, დღეს არ წავსულვარ.-ამოიოხრა დამშვიდებულმა,-რომ მორჩები ლექციებს, გამომიარე.
-ვერა სიხარული, ბაღნები მელიან,-სახედამანჭულმა ამოვთქვი.-კარგი, წავედი, დამაგვიანდა ისედაც,-სასწრაფოდ გავუთიშე და კაკუნით შევაღე აუდიტორიის კარები.

888
-აბა, ბავშვებო, როგორი იყო თქვენი დღევანდელი დღე?-ღიმილით გადავხედე გვერდიგვერდ ჩამწკრივებულ ბავშვებს, პარალელურად კი ლიფტის ღილაკს დავაწექი.
-ჩვეულებრივი,-პირიდან ამოგლეჯილს გავდა ერთ-ერთი ტყუპის ნათქვამი, რომელიც გულხელდაკრეფილი ამოდგომოდა ძმას გვერდით.
-და როგორია ეს ჩვეულებრივი არ მეტყვით?-ვეცადე სიმშვიდე შემენარჩუნებინა,-ბოლო-ბოლო ხო უნდა გავიცნოთ ერთმანეთი.
-მე შენ არ მომწონხარ,-უტიფრად მაჯახა პატარა მხეცმა და და-ძმასთან ერთად შევიდა ლიფტში.
"მე ხომ მახატიხართ გულის ფიცარზე რა!"-დავისისინე გულში და მათ მხოლოდ ძალით გავუღიმე.
-რატომ? შენ ხომ არ მიცნობ,-ძლივს შენარჩუნებული სიმშვიდით ვკითხე.
-არ მომწონხარ და მორჩა!-აყვა მეორე მხეციც, მარტო გოგო იყო ჩუმად და დაბნეული აცეცებდა ლამაზ თვალებს.
-მისმინე პატარა მხეცო,-დავუქნიე თითი წყობიდან გამოსულმა,-მე ვარ შენი ძიძა და ნუ გგონია, რომ ასე ლაპარაკის უფლებას მოგცემ.
-ზუსტადაც მომცემ,-დაიყვირეს ერთდროულად ტყუპებმა და დასთან ერთად გაალაჯეს სადარბაზოში.
-ღმერთო გაძლება მომეცი,-გამოვცერი კბილებს შორის და კბილებ დაკრეჭილმა შევაღე ბინის კარები.
ქალბატონ ნონასთან დღის მოკლე მიმოხილვის, გამოგონილი სიამტკბილობის შემდეგ საკუთარი ნერვების ფასად ვამეცადინე ტყუპები, რომლებიც შესაშური სიმკვირცხლით ახერხებდნენ ჩემ წყობიდან გამოყვანას. ლამის ჭკუიდან გადავედი, ოთახში ქაღალდების სროლა რომ დაიწყეს და როდესაც დასჯით დავემუქრე, პასუხად შუბლში ნასროლი ქაღალდის გუნდა მივიღე. ალბათ მარტო რომ ვყოფილიყავით, სიამოვნებით ავახევდი პატარა მხეცებს ყურებს, მაგრამ ქალბატონი ნონასი ისე მერიდებოდა, იძულებული ვიყავი ღიმილით ამეტანა ამათი თავხედობა. მხოლოდ იანა არ ურჩობდა და ჩუმად ხატავდა ოთხ ფურცლიან ყვავილებს სახატავ რვეულში. თუმცა ერთი კია, საერთოდ არ მცემდა ხმას... ან რას გამცემდა, როდესაც მხეცები ედგნენ თავზე დაცვასავით.
ცხრა საათისთვის დასრულდა ჩემი ტანჯვა და მანქანაში ისეთი გასავათებული ჩავეგდე, ლოლაძემ ძლივს ამხიკა სავარძლიდან. რას წარმოვიდგენდი, ასეთი საშინელი თუ იქნებოდა ძიძობა. ლამის ჩემი გადაწყვეტილება მენანა და უკან გამოვბრუნებულიყავი... სერიოზულად დავფიქრდი ამაზე.

888
მეორე კვირა დაიწყო, რაც მუშაობა დავიწყე და უკვე სერიოზული ნერვოზი მწორდა. მეც და ბავშვებიც თავისუფალი ვიყავით სკოლისა და უნივერსიტეტისგან და უფრო მეტი დრო გვქონდა ერთმანეთისთვის ნერვების დასაწყვეტად. შვიდი დღის განმავლობაში, ერთი დღე არ ყოფილა ისეთი, რაღაც რომ არ ჩაერტყათ მხეცებს ჩემთვის და სახლში დალილავებული მივდიოდი... ნუ, არც მე ვაკლებდი ჩხუბს, მაგრამ გამარჯვებულები ყოველთვის ისინი გამოდიოდნენ.
ვერაფრით გამეგო მათი ასეთი დამოკიდებულება ჩემდამი. ვერ ვხსნიდი მათი საქციელის მიზეზს. ალბათ მშობლების მონატრებას ასე გამოხატავდნენ, ან... ან... არ ვიცი. დედაჩემსაც არაფერს არ ვეუბნებოდი, თორე კიდევ ერთი მიზეზი მიეცემოდა ჩემი სახლში დაჯდომის. მართალია, საბა, ლიზა და ერეკლე სამსახურისთვის თავის დანებებას ჩამჩიჩინებდნენ სულ, მაგრამ მე მაინც ჩემსას მივყვებოდი ჯიუტად. ბოლო-ბოლო პრინციპის საკითხი იყო. ერეკლიუსსა და ლიზასაც უცებ ვაჩუმებდი, მიზეზად კი თავმოუბმელი ურთიერთობა მომყავდა. არა, აშკარად ჩემი ჩარევა იყო საჭირო.
მანამდე კი, სერიოზული გეგმა მჭირდებოდა, პატარა მხეცების მოსარჯულებლად. ამაზე მას შემდეგ დავფიქრდი, როდესაც სკოლაში მოჩხუბარ ტყუპებს წავასწარი. ისე გამეტებით ურტყამდნენ რამდენიმე ექვსიოდე ბიჭი ერთმანეთს, შავების რაზბორკები დამიდგა თვალწინ. დაფეთებულმა ავაწიწკნე ბიჭები ერთი-მეორეს და სანამ გემრიელად არ დავტუქსე ოთხი ორთნ ჩხუბის გამო არ გავჩერდი. ეს ძიძის ინსტიქტი მაინც თავისას შვებოდა და რაც არ უნდა სისხლის მსმელები ყოფილიყვნენ ეს ორნი, მაინც შემტკიოდა მათზე გული. ის იყო, ვალმოხდილს ბიჭებისთვის ხელი უნდა ჩამეკიდა, გემრიელად რომ ჩამცხეს მუცელში და ორად მოკეცილი, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი თუ საიდან ქონდათ სმხელა ძალა, ამ ორ გაკვანჭულ არსებას. როგორც კი სუნთქვა აღვიდგინე, მხოლოდ მაშინ მისწვდა მათი ნათქვამი სმენას:
-ჩვენ საქმეში ნუ ერევი!
არა, მე თქვენ გაჩვენებთ, თქვე პატარა მხეცებო სხვის საქმეს.

_•_•_•_•_•_•_•_•_
ბავშვებო, ბოდიში მეტი ვერ დავწერე. დღეს რაღაც ვერ ვიყავი წერის ხასიათზე, არ დადებაც არ გამოდიოდა, შეპირებული ვიყავი. მომავალში ვეცდები მსუყე თავი ავტვირთო... მოვლენებიც, უფრო დინამიური გავხადო. ღამე მშვიდობისა!!!
პ.ს. უი, ხო, ნია დანაპირები არ დამვიწყებია. აუცილებლად დავწერ მაგაზე ერთ სრულ ისტორიას.
ფბ-ზე მიპოვეთ, როგორც ელენა სვანი.



მალე დაწერე, რომ დაგროვდეს რამდენიმე თავი და დავიწყო კითხვა am tongue

 


№2  offline წევრი PARVENU

ჭორფლიანი გოგონა
მალე დაწერე, რომ დაგროვდეს რამდენიმე თავი და დავიწყო კითხვა am tongue

ნათია, გამასწარი აქედან:D
--------------------
Parvenu

 


№3  offline წევრი Anuuc^.^

ძალიან მომწონს
--------------------
გვირილებზე შეყვარებული❤

 


№4  offline წევრი cancara

Moarjule es tyupebi da didii tavebi dade

 


№5  offline წევრი Niacule

ვაიმეეე როგორ გამიხარდა სახელები :დდდდდ თენქს სოუ სოუ სოუ მაჩ ❤❤❤❤❤

 


№6  offline წევრი aniko:)))))

magaria male dade shemdegi

 


№7  offline წევრი Queen

მაგარიიი იყოოო♥ ველიი შემდეგ თავს სულმოუთმენლად♥♥

 


№8  offline მოდერი MyLove

ვაიმე რამდენი ვიცინე wink თანდათან უფრო მემსგავსება ეს გოგო love
როგორ მიხარია რომ ვკითხულობ, შენ ვერც კი წარმოიდგენ. lol
თან როგორც მსგავს ისტორიებშია, სადაც მოსამსახურედ იწყებენ მუშაობას და მერე ოჯახის "კაცები" უყვარდებათ, ვხვდები აქ ასეთი არაფერი მოხდება... ან ამ ქალის შვილი შეუყვარდება ან ლუკას ნათესავი ვინმე..
შეუყვარდება კი არა, შემიყვარდება.. wink
ნუ ჩემი აზრით, ასე იქნება.. lol
ველოდები შემდეგს მოუთმენლადდდ!!
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№9  offline წევრი EiLuL♥

აუუ როგორრ მომწონსს,,, "შეცდომით დაქორწინებულზე" ხომ საერთოდ ვგიჟდები 3ჯერ მაქვს წაკითხული :დ კი მეპატარავა მაგრამ რას ვიზავ :დდ შეაყვარე ტყუპიკოებს ეს გოგო რა :დდ ❤❤
--------------------
elene

 


№10  offline წევრი killer

ვაიმეე ელოო გამახარეეე love love როგორ მიყვარს შენი ისტორიები არც ერთს არ ვტოვებ ხოლმე ეს ისტორიაც ისე მომწონს რომ სიტყვები არ მყოფნის love love მხიარულიაა დაა აიიი ძაან მაგარიააა ავტორი ხარ ♥

 


№11  offline აქტიური მკითხველი grafo

დიდად მოხარული დავრჩები, თუ მსგავს საფრთხობელა და ამავდროულად შეუსაბამო სურათს თქვენს ისტორიაზე მეტჯერ არ ვიხილავ! რა ოხრობაა გოგო ეს?! wink wink

 


№12  offline წევრი PARVENU

გრაფინია, მე ხელები მაქ მაგ საკითხში დაბანილი და მისკუზი:D პრინციპში ჩემი ბრალიცაა, ისეთ აბდაუბდა ლინკებს ვაგზავნი.

ისე, რას ერჩი, მშვენიერი, მიმზიდველი ლავიწებია:D ნიკაპზე არაფერს ვამბობ:D
--------------------
Parvenu

 


№13  offline აქტიური მკითხველი grafo

გოგოოო,ამდენი ხანია წერ და ლინკს ვერ აგზავნი სწორედ?! მალადეც შენ :))).

მე "ადამის ვაშლი"-თ მოვიხიბლე. არა რაა, ვინც ეს სურათი დაგიდო, მართლა საინტერესოა რა ლოგიკით მოქმედებდა:))))).

 


№14  offline წევრი PARVENU

ტელეფონით ვტვირთავ სულ და ეხლა მე ლინკის თავი მექნება?:D საერთოდ რო არ წაშალეს სიახლეების ზოლიდან ეგ მიკვირს მე.
--------------------
Parvenu

 


№15  offline წევრი chachi

უკაცრავად და მოხოდილი რას ნისჰნავს ვერ გავიგე

 


№16  offline წევრი PARVENU

"კაი" ბიჭების ტერმინია, და არა მარტო მათი. ზუსტი განმარტება არ ვიცი, დაახლოებით ნასიამოვნებს, "დაბოლილს" ნიშნავს. ნუ, ამ მნიშვნელობით იყენებენ.
--------------------
Parvenu

 


№17  offline აქტიური მკითხველი terooo

თითქმის დილის ხუთი საათია და მე შენს ისტორიას მვუჯექი

 


№18 სტუმარი აზა

სად მოგძებნოთ და როგორ წავიკითხი შენი ისტორიები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent