სარა! (2)
-გაჩუმდი გთხოვ სარა ისე ტიროდა როგორც გააფთრებული ბუნება უშვებს ხოლმე წვიმის კორიანტელს,სარას სახე მთლიანად ცრემლებს მოეცვათ -რატომ მაჩუმებ? -მენატრება,მიყვარს,მტკივა მოგონებები -ის გახსოვს 13 წლის რომ იყავი მამამისთან ერთად რომ მივლინებაში წავიდა მაშინ თვითონ 16 წლის იყო არც შეყვარებულები იყავით არც რაიმე მსგავსი სახელი ერქვა მაშინ თქვენს ურთიერთობას,მაგრამ ერთმანეთი სიგიჯემდე გიყვარდათ! შენ მთელი ერთი კვირა ჩრემლებად იღვრებოდი ...აიი ზუსტად ეგრე ტიროდი როგორც ახლა ტირი ....რომ ჩამოდიოდა იმ დღეს აღარ გიტირია,ამბობდი დამეტყობა რომ ვიტირე და გამიბრაზდებაო...რომ ჩამოვიდა ზუსტად ნახევარი საათი ეხუტებოდი,თან ვერ წვდებოდი შენზე ბევრად მაღალი იყო ამაზე სულ ბრაზდებოდი ხოლმე სულ ფეხისწვერებზე აწეული ცდილობდი ლოყაზე კოცნას მაგრამ მაინც ვერ ახერხებდი მისი სიმაღლის გამო,მაშინაც გაბრაზდი მონატრებულ გეგას კარგად რომ ვერ ეხვეოდი სახლში გაიქეცი დედაშენის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები ჩაიცვი რომელიც საგრძნობლად დიდი გქონდა და ძლივს დააბოტებდი უცებ ისევ ეზოში გავარდი სადაც გეგა გელოდებოდა რომ დაგინახა გაოგნებულიი იყო ვერ ხვდებოდა რას აკეთებდი მერე მიხვედი და მაგრად ჩაეხუტე მაგრამ მაინც ვერ წვდებოდი,როცა ჩანაფიქრს მიგიხვდა ლოყა ჩაეჩხვლიტა და ჰაერში აგიტაცა -ამას რატომ მახსენებ ? გული მეკუმშება სადაცაა გამისკდება -არვიცი, ალბათ იმიტომ რომ მე თქვენი სიყვარული მიყვარს -ელენე გეგა რომ ვნახო ალბათ ვერ გავუძლებ მონატრებას და გულში დანას ჩავიტყამ სანამ თვითონ ამოვარდება იქედან -არა სარა შენ მას ნახავ და უბრალოდ მოიკითხავ სარა სიცილს იწყებს -ალბათ გაგიჯდი,ისე მაშინ რომ ის საშინელი ამბავი არ მომხდარიყო ახლა რაიქნებოდა ნეტავ? -სიყვარულით გაჯერებული ჰაერი , ყველას გაანებივრებდით თქვენი სიყვარულით სავსე ჰაერით -ასე რატომ მოხდა?? რატოომ? სარა სლუკუნებს და ხმას ძლივს იღებს -სარა უნდა წავიდე,საღამოს გნახავ ტასო უნდა გამოვიყვანო ბაღიდან -ჩამიკოცნე ჩემი ნათლული -აღარ იტირო იცოდე -კარგი წადი სარამ მეგობარი გააცილა,მეგობარი არა უფრო მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი ვინც კი შემორჩა ამ ქვეყნად. სარამ დაიწყო ფიქრი,იმაზე თუ რაიქნებოდა აწი,რაიქნობდა გეგას დაბრუნები შემდეგ, აინტერესებდა ნეტავ მას თუ ჰყავდა ცოლი,ალბათ შვილიც ჰყავდა.ეს ფიქრები ღრნიდა სარას.... *** სარა: ვზივარ და ვიხსენებ წუთებს,წამებს ბედნიერ და უბედურ დღეებს,გეგასთან დაკავშირებულ დღეებს ნეტავ როგორაა,ალბათ ოჯახიც ჰყავს მაგრამ მე არაფერი ვიცი წესით ახლა ჩვენი შვილიც დიდი უნდა იყოს 14 წლის,მაგრამ ცხოვრებას ჩემთვის ბედნიერება არ ემეტება....ალბათ...ის რომ არ მომხდარიყო ის ტრაგედია რომ არ დატრიალებულიყო..ახლა რა ბედნიერები ვიქნებოდით! *** 2002 წლის იანვარი საშინელი ამინდი იყო თიტქოს ბუნება რაღაცას გლოვობდა მაგრამ მე და გეგა მაინც ვზეიმობდით, ვზეიმობდით იმას რომ სულ რაღაც ერთ თვეში ჩვენი პატარა ნიკოლოზი დაიბადებოდა მე 8 თვის ფეღმძიმე ვიყავი და თან ჩვენი ქორწინების 1 წლისთავი იყო ძალიან ბედნიერები ვზეიმობდით,ძალიან გვიხაროდა ყველაფერი,მაგრამ ცხოვრება ხომ ძალიან სასტიკია. ღამის პირველი საათი იყო გეგამ შემომთავაზა გარეთ გავსულიყავით,მეც დავთანხმდი ძალიან წვიმდა,მაგრამ მაინც დავთანხმდი მე ხომ მიყვარს წვიმა ,გეგა ცოტათი ნასვამი იყო.გარეთ რომ გავედით იმდენად აღარ წვიმდა ამიტომ ფეხით ვსეირნობდით,დიდი მანძილი გავიარეთ.გეგამ მითხრა რომ ციოდა და ეს ჩემთვის ცუდი იქნებოდა ამიტომ უკან დაბრუნება გადავწყვიტეთ. უცებ ძალიან გაავდრდა ქარი ამოვარდა წვიმა წამოვიდა საშინელი ბურუსი იყო და საშინელი ნისლი. სახლისკენ სწრაფი ნაბიჯებით მივდიოდით უცებ უკან პოლიციის მანქანამ დაგვიტორმუზა უკან მივიხედეთ,მანქანიდან ორი სამართალდამცავი გადმოვიდა გეგას ბორკილები დაადეს ვერაფერი გავიგე გეგაც გაონგებული იყო და დამიყვირა სწრაფად სახლში წავსულიყავი მეც სხვა გზა არ მქონდა,იმ დროში პოლიციაც და სახელმწიფოც ძალიან უსამართლო იყო შეეძლოთ გეგა ისე მოეკლათ რომ პასუხსაც ვერრავინ მოითხოვდა. ^^^^^^^^ გამარჯობათ ბავშვებო გთხოვთ აზრები გამოხატოთ გავაგრძელო თუ არა დადება <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.