იდეალური აზროვნება 2
ძალიან ადრე იყო, მზეს ძლივს გამოეშვა დედამიწაზე პირველი სხივები ნინა უკვე ფეხზე რომ იყო. სულ ტყუილად ნერვიულობდა თურმე თავს ბავშვებთან ერთად არაჩვეულებრივად გრძნობდა. მოწყენის დროს უბრალოდ არ უტოვებდა და იცოდა, რომ ამ დღეების ემოცია კიდევ დიდხანს გაყვებოდა. ეყოფოდა სულის საკვებად მერე კი აუცილებლად მოიფიქრებდა რამეს დაჩისთან ერთად. ლამაზი იყო ბუნება ივნისის ბოლოს. გაზაფხული ჯერ კიდევ რომ უძალიანდება ზაფხულს და მზეც თითქოს იშნობსო ასე რომ ელიან ადამიანები და ხან მწველად გამოანათებს, ხანაც თავმომწონედ ჩაუკრავს თვალს დედამიწას და ცოტა ხნით შეაკავებს ოქროსფერ სხივებს თავისთან. საოცარია, რატომ აქვს ასეთი დიდი ძალა ახალი დღის გათენებას, ასეთი დიდი მნიშვნელობა ახალი დღის დაწყებას. ნინას იდეალისტი გონებისთვის მზე ყველაფრის მკურნალი იყო. მონატრებულ ფანქარს და ფურცელს მზერა შეავლო და რამდენიმე კონტური მკვეთრად მოხაზა. თითქოს უმიზნო ხაზებმა სულ მალე მიიღო ჩაფიქრებული ფორმა და დასრულებულ ნახატს თბილად გაუღიმა გოგონამ. და მაინც, რა სასიამოვნოა სასურველი შედეგის მიღწევა. თავისი ინიციალები ფურცელს მარჯვენა კუთხის ბოლოს დაუსვა და ისევ გაიხედა ფანჯარაში. უკვე მშვენივრად გათენებული იყო და პირველი სართულიდან მხიარული ხმებიც ესმოდა. -დილა მშვიდობის, ღიმილიან სახეებს შეეგება ნინა და ბარბარეს მიუახლოვდა. -ეს შენ, ყურში უჩურჩულა და ფურცელი მუხლებზე დაუდო. უმცროსი დააკვირდა შავ ტონალბებს ფურცელზე და ფართოდ გაუღიმა უფროსს. შავი ფანქრით დახატული მზე ისე ანათებდეს, როგორც ოქროსფერი ცაზე პირველად ნახა იმ დილით ბარბიმ. ნიკას დების თვალებით საუბარი არ გამოპარვია და თავისთვის გაეღიმა. ასეთი ნინა იმდენად მისეულიყო რომ ემოციებს ვერ მალავდა მუდამ თითქოს ინდიფერენტული უფროსი. ბარბის ნახატი გამოართვა და მზემ მეორე გულწრფელი ღიმილიც მიიღო საჩუქრად. -ნინა, ნახე რა მაგარი ამინდია ვითამაშოთ კალათბურთი? -დაჩი, გინდა თვითშეფასება ნულამდე დაგივარდეს?! ნინამ ცალყბად გაიცინა. -დაიკო, შენ რაღაც ძალიან გამითამამდი. -მეც ვითამაშებდი, უცხო ხრიწიანი ხმა უხეშად მოხვდა ნინას სმენას და თავი ინსტიქტურად მიატრიალა. ახლაღა გაახსენდა ახალი სტუმარი თავისი უცნაური ღიმილით. - ითამაშებ? წარმოდგენაც არ შეეძლო რამ დაუწვრილა ხმა სამ წამში და მის ტონსაც რა დაემართა, ნიკას ისეთი გაოცებული თვალებით მიაშტერდა თითქოს პასუხი მას უნდა სცოდნოდა. -კი, წვედით და მერე ვისაუზმოთ. მოსწონდა ეს სპორტი. მას და დაჩის ესეც აერთიანებდათ და არ იცოდა ახლა რატომ არ უნდოდა თამაში. მაგრამ აშკარად გრძნობდა იმ ახალი სტუმრის დაჟინებული მზერა უკვე როგორ ბოჭავდა და სუნთქვის პრივილიგიასაც ართმევდა. კიდევ ერთხელ უფრო მკაცრად გაუსწორა მზერა და ეგონა, იმედი ჰქონდა ახლა მაინც გაიხედავდა, მაგრამა არა... და კიდევ ერთი ჩაწოდება ერეკლესგან რომ ვერ დაიჭირა ნერვებმა საბოლოოდ უმტყუნა. -შეგიძლია უბრალოდ მასე არ მომაშტერდე? მადლობა ! თითქმის ჩურჩულით უთხრა და ბურთის კენწვლა განაგრძო. დემეტრემ რამდენიმე წამში თავი შეარხია ხომ არ მომესმაო, ან იქნებ ჩემმა ფანატიზიამ ფრთები შეისხაო. ზუსტად ვერ მიხვდა რა მოხდა, მხოლოდ ის გაანალიზა, რომ ამ პატარა, მოხტუნავე არსებამ ამ წუთას ცოტა არ იყოს შეურაცხყოფა მიაყენა. რაღაცნაირად მოახერხა, რომ პირველი წინადადებით მათ შორის კედლისთვის ისეთი მტკიცე პირველი აგური დაედო ძალიან ადვილად რომ დააშენებდა ზედ ბატონი დემეტრე დევდარიანი მთელ კოშკს. გაუკვირდა. არ ეგონა მისი მზერა ასეთი ხშირი თუ იყო, შეიძლება არც იყო. ან რა პრობლემა იყო თუ ერთხელ შეხედავდა. არა ნინა არ გავდა გატუტუცებულ ახალგაზრდა გოგოს, თუნდაც იმიტომ, რომ ახლა თავის უფროს ძმებთან ერთად კალათბურთს თამაშობდა, გუშინ საღამოს დაძინებამდე ეთამაშა მასზე ხუთი წლით უმცოროსს თინეიჯერებს და ამ დილითაც რაღაც ისეთი ფურცელი მისცა უმროს დას ღიმილიანად რომ დაატარებდა ბარბი და ყველას ანახებდა. ისევ გადაწვდა დილის ინტერესს დემეტრეს გონება და თავს ძალით შეახსენა შეურცხყოფილ-გაბრაზებული რომ იყო. მაგრამ ანუკის აუცილებლად ჰკითხავდა რა იყო ასეთი იმ ფურცელზე... გაბრაზებისას წამოსროლილი ფრაზა თუ ენაგრძელობის შედეგი ან იქნებ თავხედობის უმაღლესი გამოვლინება, სხვის პირად სივრცეში უსაფუძვლოდ ხელების ფათური თუ პატარა ბავშვური, დიდისთვის ძნელად საპატიებელი, უზრდელობა. ნინამ სახელი ვერ მოუძებნა მის დილანდელ საქციელს და ისევ მკაცრად დააშტერდა ბურთს თითქოს პასუხს იმას თხოვდა. -რა ვქნა ახლა მე? -ნინა, წვიმს შემოდი სახლში, პასუხი უნებურად გამოსძახა ლიზიკომ და გოგონაც ფეხზე წამოხტა. წვიმის შხუილი სასიამოვნოდ მოხვდა მის სმენას და მაღლა ახედა ხეებს წვიმის ცივი წვეთებისგან რომ იფარავდნენ. სახლში შეირბინა და სხეულზე მოხვედრილი სითბოსგან შეაკანკალა. -ბავშვებს რა მალე დაეძინათ დღეს, ლიზიკომ გაკვირვებით ჩაილაპარაკა. -სულ ძილის ამინდია და იმიტომ, დაჩიმ რძალს გაუღიმა. -ხო ჩემი ძმა სპეციალური ამინდის გარეშე საერთოდ ვერ იძინებს, ნიკამ ჩაიხითხითა და დაჩის დაეჭყანა. -შენი ძმა არ ვიცი, მაგრამ შენს შვილს ამ ბოლო დროს სულ ეძინება, მთქნარებით მოეფერა წამოზრდილ მუცელს ლიზიკო. -როდის ელოდებით? ძალიან ჩუმად თქვა დემეტრემ, ადვილად მისახვედრი იყო ფიქრებიდან ამ წამს რომ გამოერკვა. -ნოემბერში, ოჯახურ ტრადიციას არ ვარღვევთ, ისევ გაეღიმა ნიკას. -ხო, ჩვენ ოთხივე ნოემბერში ვართ დაბადებულები და ახლა ეს პატარა ჭინკაც უნდა დაგვემთხვეს. -მეორედ მაგ სახელი რომ გავიგონო სხვას ვეღარაფერს იტყვი გეფიცები, დაჩი, თითის აწევით სასაცილოდ დაემუქრა ნინა ძმას. -ამან ყველაფერი ხო უნდა ამიკრძალოს რა... ჩაიდუდღუნა უფროსმა. ნინას სახეზე ცეცხლი წაეკიდა, როცა დემეტრეს ცალწარბაწეული ღიმილი დაინახა, მიმიკით რომ ეუბნებოდა რომ არასდროს დაავიწყებდა დილანდელ სიტყვებს სახელი რომ მაინც ვერ მოუძებნა გოგონამ. -სად სწავლობ? იმდენად მოულოდნელი იყო კითხვა რომ რამდენიმე წამით დაფიქრდა პასუხზე. -აკადემიაში... სამხატვრო აკადემიაში. -საინტერესოა, დაჩი, შენ? -მე სად თუ არა თეტრარულზე, აბა ჩემო დემეტრე შენ რას ფიქრობ? -კი, კი ნამდვილად. ნინა, ხატავ? -არა, სამხატვრო აკადემიაში ვინ ხატავს საერთოდ! ენას რომ კბილი დააჭირა, მართლა დააჭირა, უკვე გვიანი იყო. „ჯანდაბა, ნინა, რა გჭირს, გადარიე ადამიანი“ -ბოდიში, უბრალოდ ხანდახან ენა მისწრებს, უხერხულად გაუღიმა ჯერ კიდევ ახალ სტუმარს გოგონამ. -ხო შევამჩნიე, წარბშეკრულმა უპასუხა და ნინამ პირი ლამის დააღო, „თვითონაც უზრდელი ეგ“ გაიფიქრა და მზერა ვეღარ მოაშორა გაბრაზებულმა. „აბა ასეთ სულელურ კითხვას ვინ სვამს ახლა, რა თქმა უნდა, ხვატავ, ოჰჰჰჰჰჰ.....“ არადა რა კარგად დაიწყო დილა... კიდევ უფრო გაბრაზდა, დემეტრეს და ნიკას მშვიდ საუბრს რომ დაუგდო ყური, თითქოს ამ წუთას მისთის შერაცხყოფა არ მიეყენებინოს ამას. ალმაცერად გახედა დევდარიანს და ფეხზე წამოდგა. დაემშვიდობა ყველას და სწრაფად წავიდა თავისი ოთახისკენ. მაგრამ ძილის წინ, ყველა ჩვენ თავთან ყველაზე მართლები რომ ვართ აი იმ მომენტში, ნინამ ვერაფრით გაიხსენა ერთი მიზეზი მაინც თუ რამ გამოიწვია მისი გაღიზიანება ან დილით თამაშის დროს, ან საღამოს. *** -ნინა, ადექი, ნინა, ჩამოდი ძირს სწრაფად, ბარბარე მთელი ძალით არყევდა გოგონას და მანაც თვალები ჭყიტა. -იმედია მართლა მიწისძვრაა, თითქმის ღრენით წარმოთქვა ნინამ. -უარესი, ჩქარა ჩამოდი, თითქმის დარწმუნებული იყო რომ ესეც მორიგი ბრძოლა იყო მათ ომში. განათებულ ოთახს თვალი შეავლო და სააბაზანოში შევიდა. პირველ სართულზე არავინ იყო და ფანჯრიდან დაინახა როგორ შეჯგუფებული იდგა ყველა, უცნაური სანახავი იყო, რაღაცას წრეებს ურტყამდა ნიკა და დაჩი შეუჩერებლად იცინოდა. ხო ისიც სტუმარი, ჰმ, დემეტრე, რა თქმა უნდა, იღიმოდა. -ოჰ მობრძანდა ქალბატონი აქ, დაჩიმ ერთი ამოისუნთქა და ისევ გაიცინა. ნინას ჯერ კიდევ ეძინებოდა, და პასუხის გაცემისთვის თავი ნამდვილად არ შეუწუხებია უბრალოდ ერთი ამოიოხრა და ნიკას მიაშტერდა. ისიც გახალისებული ჩანდა და ლიზიკოც იღიმოდა. -რა არის მანდ? -ჩემი და გიჟდება რომანტიკოს ბიჭებზე, ჩაილაპრაკა ნიკამ და ნინას თითქოს ერთი ვედრო ცივი წყალი გადაასხეს ისე უცებ გამოფხიზლდა. -ღმერთო, შენ მიშველე, თითქმის სასოწარკვეთილი ხმით ამოხეთქა გოგონას მკერდიდან სიტყვებმა და ყვავილებისგან დაწნულ გულის ფორმის უშველებელ ფიგურას დააშტერდა მიწაზე. დაჩის დაუბღვირა. -მომეცი, ხელი გაუწოდა და ძმამ ოთხკუთხა ფორმის თეთრი ფურცელი დაუდო ხელის გულზე. -ანონიმურია დაიკო. -ვიღაც შენმა დამ მოაჯადოვა, დემეტრემ ღიმილით ჩაილაპარაკა და ვერ დაიჯერა რომ ყვავილებისგან შეწნულ გულს უყურებდა. -ხო, აი რა მატყუარაა ლამაზი თვალები და ღიმილი, დაჩის ხარხარი ნინას მუშტმა შეაწყვეტინა. - საოცრად ორიგინალურია, ნინასაც გაეღიმა. -დარეკავს რამდენიმე წუთში ავტორი, ხელი ჩაიქნია და ყვავილებს დააშტერდა. სიტყვა დასრულებული არ ქონდა, ჯიბეში მობილურმა ხმების გამოცემა რომ დაიწყო, -აი, ხომ ვთქვი, სასწაულად ორიგინალური, ღიმილი შეიკავა და მწვანე ღილაკს დააწვა. -წავედით, ბავშვებო, საუზმე, დაიძახა ლიზიკომ და პერიფერიულად დაინახა ნინამ როგორ შევიდნენ სახლში ოჯახის ფაქტობრივი თინეიჯერები. -გისმენთ? -ნინიკო, როგორ ხარ? ხმაზე გააჟრიალა ნინას, ისეთი თვითკმაყოფილი იყო. დაჩის თითით ანიშნა მოდიო და მობილური ხმამაღალ რეჟიმზე ჩართო. -ძალიან კარგად, კოტე, შენ როგორ ხარ? -მეც კარგად, შენი ხმა რომ მესმის, ნინამ ენა გამოუყო ძმას დაჩიმ თვალები რომ დაუფახულა. -შენი კარგი ხასიათის მიზეზი რა არის, ნინა? თვითკმაყოფილი ტონი არ შორდებოდა ვიღაცას. -შენი აზრით, კოტე? -ვიცოდი, რომ ყვავილები მოგეწონებოდა, დაჩი მოგუდული სიცილისგან გაწითლდა, ნინამ ჟესტით აჩვენა ვერ არისო. -რომელი ყვავილები, კოტე? რაც შეეძლო გაკვირვებულმა ჩაილაპარაკა და ტუჩი მოიკვნიტა რომ არ გაცინებოდა. -აი წყნეთში რომ გამოგიგზავნე არ გინახავს? ხმას როგორც იქნა თვითკმაყოფილება მოშორდა და შეშფოთება დაეტყო. -უი, არა, კოტე, მე ბათუმში ვარ, მაგრამ არ ინერვიულო, წყნეთში ჩემი ძმები არიან და აუცილებლად მეტყვიან როგორია, ნინამ „ახარა“ და პარალელურად დაჩის გამოწვდილ ხელს ხელი დაარტყა. -შენი ძმები? -ხო, იქ არიან ამ წუთას. -კარგი, ნინა, მერე დაგირეკავ, შეშფოთება გაიზარდა ხმაში. გოგონამ მობილური გათიშა და ისევ ყვავილებს დააკვირდა. -საწ....ბი, რა ტყუილად მოკვდნენ. თავი გააქნია და დაჩის ანიშნა დამშვიდდიო. -აუ, რა ჯიგარი ხარ , ბიჭი ვერ ჩერდებოდა. -კაი გვეყო, ნინას მზერა გაუშტერდა უცხო სტუმარზე თურმე მთელი საუბრის განმავლობაში რომ იქ იდგა და ყველაფერს ისმენდა. რომელსაც ოდნავადაც კი არ ჰქონდა ღიმილიანი სახე, არადა სიტუაცია აშკარად სასაცილო იყო. ნერწყვი ისე მძიმედ გადაყლაპა ნინამ თითქოს რაღაც დანაშაულში გამოიჭირესო. ისევ მიშტერებოდა დემეტრე გოგონას, მაგრამ ამჯერად მისი წარბშეკრული სახე არც ისე კარგი სანახავი იყო. -არასწორი იყო, ძალიან არასწორი, მძიმედ ჩაილაპარაკა და ნინას მოუახლოვდა, თან საჩვენებელი თითი მაღლა ასწია, თითქოს პატარა ბავშვს რაღაცას ასწავლისო. გოგონამ კითხვისნიშნიანი მზერა მიაპყრო და დემეტრამაც არ დაიშურა ახსნა-განმარტება. -არ ყოფილხარ ამის ღირსი, ნინა სისხლის მოძრაობას გრძნობდა ვენებში, ამ ბიჭის... კაცის... ზუსტად ვერ მიხვდა როგორ უნდა მოეხსენიებინა ის თავის ფიქრებში, გამომეტყველება ლაპარაკის უნარს უკარგავდა, ისევ ვერ ხვდებოდა რატომ ან როგორ ბოჭავდა ასე. -მხოლოდ იმიტომ, რომ ბანალური და უვარგისი სიურპრიზია, გასაგებია ისიც რომ არანაირ გრძნობებს არ აღგიძრავს, მაგრამ... -ოოჰ, ახლა შენ არ აპირებ რომ მასწავლო როგორი დამოკიდებულება მქონდეს ადამიანებთან ხომ მართალია, ნინამ უხეშად გააწყვეტინა. -არ ფიქრობ რომ ზედმეტი მოგივიდა იმ ბიჭთან ? -არა, მტკიცედ ჩაილაპარა ნინამ. -ცუდია უპატივცემულობა, მას მხოლოდ თავის მოწონება უნდოდა... უთხრა და გვერდით ჩაუარა, ნინა თანდათან უფრო ხურდებოდა სახეზე. -უსუსურობააა... ამით ცდილობდე ვინმეს თავი მოაწონო, მზერა არ მოუშორებია დემეტრესთვის ისე გაიშვირა თითი ყვავილებისკენ. -კიდევ უფრო ამაზრზენია რაიმე გრძნობებს ელოდო ამის საპასუხოდ, ისევ მტკიცედ ჩაილაპარა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაბნეული იყო. და არ იცოდა რატომ უხსნიდა ამ ყველაფერს მისი უმცროსი დის კლასელის არამკითხე ძმას. -მართალი ყოფილა შენი ძმა, იტყუებიან თურმე, თითქოს დანანებით ჩილაპარაკა დემეტრემ და უკან მოუხედავად წავიდა სახლისკენ. საუზმის თეფშს მიშტერებულმა მილიონჯერ მაინც დაატრიალა თავში დემეტრესთან საუბარი. არა, თავს დამნაშავედ არავითარ შემთხვევაში არ გრძნობდა. არც უპატივცემულოდ მოქცევია ცხოვრებაში ვინმეს და ალბათ კოტესგან ოდნავ მაინც რომ ეგრძნო რეალური გრძნობები ღამეებს გაათევდა იმაზე დარდში რომ მისი უსიყვარულობა ვინმეს ტკენდა. ღმერთო ისე აბსურდული იყო ამ სიტყვის იმ ადამიანთან ერთად განხილვა, ვინც რომანტიკას მხოლოდ ყვავილებსა და შოკოლადთან აიგივებს, რომ კიდევ ერთხელ ვერ დაიჯერა ნინამ ამაზე რომ ფიქრობდა. თუმცა რეალურად მას მხოლოდ ფაქტის არასწორი შეფასების გამო, მისი ხასიათის არასწორი შეფასება აწუხებდა. „თვითონ არის უზრდელი და ხეპრე, აზრზე არ იყო სიტუაციის ისე განმსაჯა, ან ვინ მისცა ამდენის უფლება...“ უკვე იმდენ კონტექსტში დაატრიალა ეს ფრაზა რომ სათვალავიც აერია, მაგრამ თავიდან ვერაფრით ამოიგდო ის საშინელი მზერა „თურმე იტყუებიანს“ რომ ახლდა თან. -ნინა, ხო მშვიდობაა?? სკამზე შეხტა ნიკას ხმა რომ გაიგონა. -რა.. მე.. კი, რატომ მეკითხები? -ბავშვებმა რაღაც გკითხეს და თავიც არ გაანძრიე, თან არაფერს ჭამ, და რაც მთავარია, დაიკო, მთელი საუზმის განმავლობაში ჩუმად ხარ, ნიკამ ისევ გაიცინა, ნინამაც როგორც შეეძლო გაიღიმა. -უბრალოდ... არაფერი, სულ ხომ არ ვილაპარაკებ? -ვითომ რატომ ვერა? დაჩიმ თვალები დაუწვრილა -იმიტომ, რომ, ძამიკო, მერე შენნაირი ვიქნები. -ვითომ არ გინდა რომ ვიყო. -აბა შემომხედე ერთი თუ მჭირდება რამეში?! ნინას ახლა მართლა გაეცინა. -იტყუებიან, დაიკო, შენი თვალები იტყუებიან, დაჩიმ თითი დაუქნია და ადგილზე შეხტა ნინამ ისეთი ხმით დაიყვირა. -არაფერსაც არ იტყუებიან!, გაბრაზებული, გაღიზიანებული, აღშფოთებული და ძალიან შეურაცხყოფილი ხმა ჰქონდა. სიტუაციისთვის აბსოლუტურად შეუფერებელი. დაჩის გაოცებულმა თვალებმა დაუბრუნეს რეალობას და ისე ძალიან მოუნდა თავისი თავი ეცემა, რომ წამით გაიფიქრა ნეტავ ეს თუ ისჯებაო. ძალიან ეცადა, დაემუქრა კიდეც ფიქრებში მეორე მეს, რომ არ გაეკეთებინა, სტუმრისკენ არ გაეხედა, მაგრამ ამაო იყო ყველაფერი ნინა პირისპირ შეეჩახა კიდევ ერთ გაოცებულ მზერას და კიდევ ერთ მიზეზს საკუთარ თავზე შური ეძია. უხერხულად გაუღიმა დაჩის და თვალებით პატიება სთოვა. დაჩის ჯერ კიდევ ხელში ჰქონდა გაშეშებული ჩანგალი და გაოგნებული უყურებდა უმცროს დას. რომელიც ყოველთვის თრგუნავდა საკუთარ თავში ემოციას და თითქმის არ გამოხატავდა მას. სასაცილოა ნინასნაირი აქტიური ადამიანისთვის, მაგრამ მისგან ემოციურ ჟესტებს არავინ ელოდა. ცინიზმი, ირონია, ხუმრობა შენიღბვის არაჩვეულებრივი საშუალებები იყო ნინასთვის. ამიტომ დაჩი უფრო დაინტრიგებული იყო ახლა, შეიძლება ითქვას ნინაზე ანერვიულდა კიდეც, რომ ასე სახალხოდ გამოავლინა შენიღბული ემოცია. მიზეზი რომ არ იცოდა ეს მეორე უკიდურესობა იყო და უფროსმა იცოდა რომ უმცროსთან სერიოზული საუბარი მოუწევდა ამ თემაზე. ეს თვითონ ნინამაც იცოდა, თითქოს ყველა მისი ახლობელი ადამიანის თვალებში ხედავდა ფრაზას „ჩვენ აუცილებლად ვილაპარაკებთ ამაზე“. ლიზიკოსა და ბარბარესგან თავის დაღწევა იოლი აღმოჩნდა მხოლოდ იმიტომ, რომ უამრავი საქმე ჰქონდათ, ლიზიკოს სამზარეულოში, ბარბარეს მეგობრებთან. დაჩის და ნიკას ცდილობდა თვალში არ მოხვედროდა. ამიტომ სახლის უკან ბაღში გავიდა და მილიონჯერ გადადებულ საქმეს მიჰყო ხელი. უკვე თითქმის ამთავრებდა მზეც გადაწეული იყო დასავლეთისკენ და იმაზე ფიქრობდა ახლა რაღა ეკეთებინა რომ როგორმე ვახშმამდე დრო გაეწელა ისე რომ მის ძმებს მარტო არსად გადაყროდა. -ყვავილები გიყვარს? ამჯერად საკუთარი ემოცია აკონტროლა და არ შეხტა, მხოლოდ ოდნავ გაბრაზებულმა ამოხედა სტუმარს. -გააჩნია როგორ გავიგებთ სიტყვა სიყვარულს, მშვიდად უპასუხა ნინამ და მომდევნო ყვავილს მიუახლოვდა. -შენ როდესმე ნორმალური დიალოგი აგიწყვია ადამიანთან?! გაოცება იგრძნობოდა დემეტრეს ხმაში, -კითხვა დაგისვი შეგეძლო კი ან არა გეპასუხა, სიცილით წარმოთქვა სიტყვები და მასზე ერთი თავით დაბალ გოგონას დახედა. -თუ კითხვას მხოლოდ იმიტომ მისვამენ რომ პასუხი მიიღონ და შინაარსი ოდნავადაც არ აინტერესებთ მაშინ არა, არ შემიძლია. ისევ მშვიდად უთხრა ნინამ, ამჯერად არც შეუხედავს ისე. ჯერ კიდევ იგრძნობოდა მის ხმაში დილანდელი წყენა. დემეტრემ გადაიხარხარა და გოგონას ახლა უფრო მხიარულად შეხედა. -მე უბრალოდ სიყვარული ვიგულისხმე, აი როგორც ქალებს უყვართ ყვავილები, ღიმილნარევი ხმით უთხრა. -არა, მაგ სიყვარულით არ მიყვარს, რატომ უნდა მინდოდეს ჩემ გამო მილიონობით ყვავილი მოკლან, დილის სიურპრიზზე ანიშნა ნინამ, დედაჩემი და ლიზიკო რომ არა ეს ბაღიც არ იარსებებდა ალბათ. ისე მიყვარს როგორც დანარჩენი ყველა ცოცხალი არსება, სიკვდილისგან გადავარჩინე, რადგან ჩემს იქით გზა არ ჰქონდათ. ლიზიკოს ამათთვის არ სცალია, დედა აქ არ არის. სულ ეს არის. ამჯერად ახედა ნინამ კაცს და ის ისევ ღიმილით უყურებდა. აი, პატარა ბავშვი რომ რაღაც ჭკვიანურს იტყვის და უფროსები კმაყოფილი სახეებით შეჰყურებენ იმ ღიმილით. ნინამ ხელთათმანები იქვე დადო და სახლისკენ წავიდა. დემეტრე, როგორც იქნა გამოერკვა და გოგონასკენ დაიძრა. -ნინა, მოიცა, ლიზიკომ გამომიშვა შენთან. დაჩი და ნიკა რაღაცას აკეთებენ სახლში და არ სცალიათ. ამიტომ მე უნდა გაგიყვანო საყიდლებზე. -რა საყიდლებზე ?! ჩვენ ყველაფერი მოვიტანეთ. -ხვალ თბილისში ბრუნდებიან ბავშვები და ლიზიკომ პატარა წვეულება მოვაწყოთო. რაც სჭირდებოდა დაწერა და მითხრა ნინა წაიყვანეო. გოგონა წამში მიხვდა რომ ეს იქნებოდა საშუალება თავი აერიდებინა დაჩის სერიოზული მზერისთვის და მაშინვე დათანხმდა. იმის მიუხედავად რომ არ უნდოდა დემეტრესთან ერთად დიდი დროის გატარება, თითქოს მისი სუნთქვა აწუხებდა გოგონას და ბოჭავდა. -კიდევ დაგვრჩა რამე? მობეზრებულად იკითხა დემეტრემ და სიას ჩახედა. -ეს ბოლოა, კიდევ ერთი შოკოლადი ჩააგდო კალათში ნინამ და სალაროსკენ წავიდა. -ჰეეეიიი, ნინაჩკა, სწრაფად მობრუნდა უკან ნაცნობი ხმის გაგონებისას და ფართოდ გაიღიმა. -ერეკლე, როგორ ხარ? მეგობარს გადაეხვია და ლოყები გაუწელა. -შე ჭინკა, რამდენი ხანია არ შეგხმიანებივარ, შენი ძმა რას შვება? -რომელი უჭკუო თუ უფრო უჭკუო? ნინამ გაიცინა და მეგობარიც აიყოლია. -გამარჯობათ, ერეკლემ ახლაღა შეამჩნია დემეტრე. -გამარჯობა. -მმ, ერეკლე ეს დემეტრეა ჩემი უმცროსი დის კლასელის უფროსი ძმა, „ღმერთო, რატომ დავიბადე“ უმალვე მიაყოლა ფიქრი წარმოთქმულ წინადადებას და გაცილებით უფრო წვრილი ხმით მიმართა დემეტრეს. -ერეკლე ჩემი მეგობარია. სასიამოვნოაო თქვა დემეტრემ და, საოცარია, რომ ნინამ მხოლოდ ახლა შეამჩნია როგორი ბოხი და მკაცრი ხმა ჰქონდა მის ახალ სტუმარს. ისევ საცოდავად ახედა მას და ერეკლეს დაემშვიდობა. უკანა გზაზე, ისევე როგორც წინაზე ხმა არც ერთს არ ამოუღია. წვეულება სასიამოვნო იყო, თანაც ძალიან. იხუმრეს, იცინეს, იცეკვეს, იმღერეს უფრო მეტად დაჩიმ და ნინამ, ვიდრე ბავშვებმა, მაგრამ სხვებს გასართობად ესეც ჰყოფნიდათ. დემეტრე გაოცებული იყო მათი ენერგიით და უნარით ემართათ ირგვლივ მყოფების ხასიათი. ამას ბავშვებზე დაყრდნობით კი არ ამბობდა. თვითონ მთლიანად ნინას გავლენის ქვეშ მოექცა. ამდენი ცხოვრებში არ მიცინიაო რომ ეთქვა ფაქტობრივი სიმართლე იქნებოდა დემეტრეს შემთხვევაში. და მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ადამიანებში,მით უმეტეს ზრდასრულ ადამიანებში არ მოსწონდა, მეტიც აღიზიანებდა კიდეც ზედმეტი აქტიურობა ამ პატარა გოგონას შემთხვევაში ფიქრობდა რომ მას უხდებოდა კიდეც ლამაზი მწვანე თვალების ეშმაკურად ბრიალი და ჰო, ღიმილიც არ უნდა დაემალა ნამდვილად არასდროს ისეთი კარგი ჰქონდა. და მაინც მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ იმაზე ეფიქრებოდა მართლა იტყუებიან თუ არა. საბოლოოდ ყველა ძალიან დაიღალა აქ ყოფნით. იმდენად რომ ბავშვებს უკვე დივანზეც ჩაეძინათ. ამიტომ ნახევრად მძინარე თვალებით საძინებლებისკენ გაემართნენ და მშვიდ ძილს მისცეს თავი. *** დილის რიტუალი უცვლელი იყო. ჯერ შავი ილუზიიდან გამოერკვა, თავს აუძულა ჩუმად გაეხილა თვალები და მოელოდა, რომ როგორც კი მზის სხივებს დაინახავდა სიშავეც გაქრებოდა, მაგრამ შეცდა... ჯერ გულის რიტმული ცემის დარღვევა იგრძნო, ორჯერ უფრო სწრაფად მიედინებოდა ვენებში სისხლი, მერე თავქვეშ ამოდებული ხელი აუკანკალდა და ნათლად შეამჩნია ხელის მტევნებიდან როგორ გადაეცა კანკალი მთელს სხეულს. ვერ დაიჯერა, არ დაიჯერე ისევ ეს საზიზღარი რეალობა და თვალები მაგრად დახუჭა. იმედები ისევ საშინლად გაუცრუვდა, როცა მზის ერთი სხივიც კი ვერ დაინახა. უკვე სუნთქვაც გაუჭირდა. წამოჯდა და აკანკალებული ხელები მოაფათურა მის ახლოს. მიწა იგრძნო და მასთან ერთად ისიც თუ როგორ მოედო მისი სხეულის თითოეულ უჯრედს შიში და სხეული დაუმძიმდა. გამორიცხული იყო ახლა ხმა ამოეღო სუნთქვაც კი აშინებდა. მერე თანდათნ სუნთქვაზეც უარი თქვა, შეუძლებელი იყო იმ სურნელის არ შემჩნევა,რომელიც ჰაერის ყველა ნაკადს ახლდა თან. მხოლოდ თვალებს ატრიალებდა უმიზნოდ და უმისამართოდ, რადგან უკუნით სიბნელეში გამორიცხული იყო, რაიმე ფორმის ან ფერის გარჩევა. ვერც გაიგო საიდან მოესმა ხმა. ბათქი იყო, თითქოს რაღაც მინის საგანი იატაკზე დავარდა და დაიფშვნა. ახლა უკვე უმოქმედობამაც გააღიზიანა. ფეხზე დაუფიქრებლად წამოიჭრა და პირდაპირი მიმართულებით გაირბინა. რაღაც ცივ საგანს თავი მიარტყა და ინერციით რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია. ხელებით მოსინჯა ცივი საგანი და ვერაფრით მიხვდა რა იყო. ბოლოს გაღიზიანებულმა ხელი დაარტყა, შემდეგ ისე და ისევ. ბოლოს თითქოს მიხვდა საკუთარ უსუსურობას ამ საგნის ძირს დაჯდა და მზერა იმ ერთადერთს გაუსწორა რასაც ამჩნევდა, რეალურ სიშავეს. ღრჭიალის ხმამ გამოაფხიზლა, თვალების წვა იგრძნო და მიხვდა დიდხანს ჰქონდა ღია. ხმის მიმართულებით გაიხედა და შემოსულმა სინათლემ თვალი მოჭრა. გაუხარდა, მართლა ძალიან გაუხარდა, მაგრამ სხეული ისევ მძიმე ჰქონდა, ახლა უკვე ცივიც. თვალებიც ისევ ეწვოდა. ყველაფრის და არაფრის კონკრეტულად ტკივილს გრძნობდა. რამდენჯერმე ზედიზედ დაახამხამა თვალები სინათლეში შემოსულ სილუეტებში ადამიანები რომ ამოეცნო. პირველი მომღიმარი დაჩი დაინახა, მერე მის უკან ნიკა და დემეტრეც გაარჩია. ისეთი დაღლილი იყო პირის გაღებაც ვერ მოახერხა, რომ რამე ეთქვა. ეუცნაურა მათი მხიარული სახეები. აზროვნებაც არ შეეძლო ახლა. მხოლოდ წასვლა უნდოდა, თითქოს სურნელიც სიშავის ჰქონდა ამ ადგილს. ფეხზე წამოდგა, ძლივს აიტანა დამძიმებული სხეული და გაოგნებულ დაჩის გვერდი ჩაუარა. თითქოს მთვრალი იყო ნაბიჯებს ისე არეულად ადგამდა. გულის ცემაც და სუნთქვაც ისევ გაუხშირდა და როგორც იქნა გარეთ გააღწია. ახლა ამოიცნო თავისი სახლის ეზო, სინათლე დაინახა და მისი ჰაერი ჩაისუნთქა. უკან მოხედვისას აღმოაჩინა, რომ მთელი ღამე ავტოფარეხში გაუთევია. სამი სილუეტი უკვე გაოცებით რომ მიშტერებოდა ბრაზით შეათვალიერა. -ნინა, რა მოგივიდა, ეს უბრალოდ ხუმრობა იყო. ერთ-ერთი... არა, არა ახლა მართლა არ შეეძლო ამის მოსმენა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ მტკივნეული იყო დაჩის ახლაც მხიარული ხმა. უსიტყვოდ მიბრუნდა უკან და თავის სააბაზანომდე სირბილით მივიდა. თბილი წყალი ესიამოვნა გაყინულ სხეულს. ბოლო საათების მთელი სასოწარკვეთა მხოლოდ ახლა იგრძნო სიცხადით და გულიდან საცოდავი კვნესა ამოუშვა. აბაზანაში მუხლებს ხელი მოხვია და ცრემლები გაბედულად გამოუშვა თვალებიდან. უკვე წყალიც რომ აღარ იყო ძველებურად თბილი და ცრემლებიც აღარ ცდილობდნენ წამოსვლას აბაზანიდან ამოვიდა. ესიკვდილიანებოდა ახლა ოთახიდან გასვლა, მაგრამ დღეს ხომ ბოლო დღე იყო და ბავშვებს აუცილებლად უნდა დამშვიდობებოდა. მუდამ აქტიური სხეული ენერგიას საერთოდ ვერ გრძნობდა და ნელი ნაბიჯებით დაეშვა კიბეებზე. -ნინა, შენი ოთახის კარი ლამის ჩამოვიღე, დაჩის ნერვიულად დაძაბული სახე ჰქონდა. -არ მესმოდა, არც შეუხედავს ისე უთხრა. უფროსმა ვეღარაფერი თქვა უმცროსს ისეთი ხმა ჰქონდა. -ბავშვები სად არიან ? -ემზადებიან წასასვლელად, ნინა, ხო კარგად ხარ? ფერი საერთოდ არ გადევს. -კი, ლიზიკო, გუშინ ვერ დავიძინე უბრალოდ, უმიზნოდ ჩაილაპარაკა და დივანზე ჩამოჯდა. -რა კი, შუბლზე რა გჭირს ან მაჩვენე ხელები რას გიგავს, ხმა გაუმკაცრდა ნიკას და უმცროსს მიუახლოვდა. ნინა გაკვირვებული დააჩერდა საკუთარ ხელებს და გაოცდა. რამდენიმე ადგილას სისხლჩაქცევა შეამჩნია ორივე ხელის გულზე და ყველგან ნაკაწრები ჰქონდა კანი დაფარული. -შემახედე, ისევ ის მკაცრი ხმა რომ გაიგონა მზერაც მას მიაჯაჭვა. დემეტრემ დეტალურად შეისწავლა ყველა ნაკაწრი. ნინას უნდოდა ხელი რაც შეიძლება მალე გაეშვა მისთვის, არ ტკენდა, მაგრამ არ უნდოდა შეხებოდა. -სერიოზული არაფერია, მაგრამ ასე ძლიერად რას დაარტყი თან... -ალბათ გუშინ ღამით, ისევ არ უნდოდა ლაპარაკის მოსმენა. ნერვები ეშლებოდა საყვედურნარევ ტონზე და ფრთხილ თითქოს ნერვიულობაზე. -ნინა, გცვივა? სითბოთი შეინიღბა მკაცრი ხმა და მის ხელებში ადვილად მოაქცია ნინას ორივე მოიისფრო ხელი. მართლაც გათბა, მაგრამ ჯერ კიდევ უნდოდა ხელი გაეშვა მისთვის. -არა, ისევ მზერის გარეშე ჩაილაპარაკა და ხელი გაუშვა სტუმარს. ყველას ღიმილით დაემშვიდობა. ბავშვებს აშკარად არ უნდოდათ წასვლა. ერთხმად გადაწყვიტეს წყნეთი ყოველწლიურ ტრადიციად ექციათ და მხოლოდ ამ პირობით დამშვიდებულნი ჩასხდნენ მშობლების მანქანაში. -ანუკი, ჩვენც უნდა წავიდეთ ახლა, სადაა შენი ჩანთა? -დემეტრე, ლიზიკოს უკვე მზად აქვს სადილი, წამოდი და მერე ჩვენც მოვდივართ. -ბარბისთან ერთად წავიდეთ რა, ანუკიმ თვალები თხოვა და უფროსი ძმაც დაითანხმა. -ნინა, შენ არ ჭამ? -არა, ლიზიკო არ მშია ჯერ. კიდევ უფრო მოიკეცა დივანზე და მაგიდისკენ გაიხედა. -დილასაც არ გიჭამია, ცუდად გახდები, მოდი რა. ახლა ვერ აიტანდა ზედმეტ ყურადღებას მის მიმართ. სხეული ვერაფრით აიმჩატა მთელი დღის განმავლობაში. რამდენიმე ნაბიჯში მიხვდა, რომ ადგომა ყველაზე სულელური გადაწყვეტილება იყო. უკან მიბრუნებაც დააპირა, მაგრამ წამში ისე დატრიალდა ირგვლივ ყველაფერი საგნების გარჩევა გაუჭირდა, ბოლოს კი ისევ ის საშინელი სიშავე იგრძნო და რაღაც მაგარი სხეულს ქვემოთ. *** ძალიან არ უნდოდა თვალების გახელა, მაგრამ ეს მძაფრი სუნი საშუალებას არ აძლევდა მშვიდად ყოფნა გაეგრძლებინა. შეწუხებულმა გაახილა თვალები და დემეტრეს სახის გარჩევა უფრო გაუკვირდა, ვიდრე გაუჭირდა. -კარგადაა, მხოლოდ გული წაუვიდა. შეგიძლია დაიძინო, ნინა. თითქოს ნებართვას ელოდაო ისევ დახუჭა თვალები და სიშავის აღქმაც ვერ მოსწრო ისე სწრაფად დაეძინა. *** -თქვენ მე გამაგიჟებთ, რას ნიშნავს ვიხუმრეთ და ინერვიულა, მთელი ღამით ხუმრობა... თან ასე, ნიკა შენ მაინც სად გქონდა თავი? დაუნდობლად აფხიზლებდა მამამისის მაღალი ხმა. ერთი ამოისუნთქა და თვალებიც გაახილა. -ნინა, როგორც იქნა. თავს როგორ გრძნობ? ლიზიკომ გაუღიმა და სახეზე მოეფერა. -კარგად, მამას აქ რა უნდა? თვითონაც გაეღიმა და საწოლიდან გამოძვრა. -დარწმუნებული ხარ რომ ადგომა შეგიძლია? -კი, კი მართლა კარგად ვარ ახლა. კარისკენ წავიდა და მეორე სართულიდან გადაიხედა. სიცილი ვერ შეიკავა დაჩი და ნიკა ისე დატუქსულები ისხდნენ და დემეტრეც, მოიცა, ის ხომ უნდა წასულიყო. ბარბარეს და ანისაც მოკრა თვალი სამზარეულოში, მაგრამ მამამისის და დედამისი დანახვამ მართლა გააოცა. თან ასე... -მა, ამოხვედით? კიბეებზე დაეშვა თან თვალებით ამოწმებდა დაჩის და ნიკას. -ნინა, ჩემი გოგო, ნატა ლამის ტირილით წამოვიდა შვილისკენ და გულში ჩაიკრა. -დედა, კარგად ვარ მართლა, მხოლოდ გული წამივიდა ან შეიძლება უბრალოდ ფეხზე დამეძინა. -დარწმუნებული ხარ? დემეტრემ საავადმყოფო საჭირო არ არისო, მაგრამ მე მაინც მინდა გაესინჯო. -ექიმი ხარ? სულ სხვა დიალოგი გააბა ნინამ დედის უკან მდგარ კაცთან, დასტურიც მიიღო და მართლა გაუკვირდა, არ მოელოდა. არც უფიქრია არასდროს მის საქმიანობაზე, მაგრამ ექიმი მაინც... -თავზე რა გჭირს, ნინა? მამის გაბრზებულ ხმას ვერ ეგუებოდა. -მივარტყი, შემთხვევით რაღაცას... მამა, კარგად ვარ მართლა. გაუღიმა და თვალები დაუწვრილა. -არ მაინტერესებს მე, მოეშვებით ამ უაზრო კინკლაობას ორივე გასაგებია? მეორედ გული არ გამიხეთქოთ არც ერთმა. -არის სერ, უპასუხა ნინამ და მოწყვეტით ჩაჯდა ძმებს შორის. -არ გშიათ? უდარდელად გადახედა ყველას და მომღიმარი სახეების დანახვისას თვითონაც გაეცინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.