ვარდისფერი სათვალე (2 თავი)
აინშტაინი ამბობდა : „ორი რამ არის უსასრულო: ეს სამყარო და სისულელე“-ო. ეს სამყარო არ ვიცი, მაგრამ ჩემი სისულელეები რომ უსაზღვროა არაერთხელ დავრწმუნდი. მაგალითად დღეს: დილა, 8 საათი. ჯანდაბა! კვირას ყოველთვის რვაზე მეღვიძება. ჩემ მიკიმაუსებიან ზედას და ჯინსს ვიცვამ და სამზარეულოში გავდივარ. -როგორც ჩანს ეგ თაგვები ძალიან გიყვარს_ირონიულად მეუბნევა მამაჩემი. თაგვებიო? რაო? თაგვები გიყვარსო? არაარაარა! მძულს! ვერ ვიტან! -არა! ეს უბრალოდ თაგვი არაა, ეს მიკი მაუსია. -ქრის, ვფიქრობ 15 წლის გოგო მეტისმეტად დიდია იმისთვის, რომ მიკი მაუსი უყვარდეს. -მაგით რისი თქმა გინდა? -ქრის, უკვე დიდი ხარ. -და მაღალ ქუსლებზე უნდა დავკაკუნობდე? -არა, უბრალოდ იცი... როგორ გითხრა... ძალიან ბავშვური ხარ. -შეიძლება ეგ კომპლიმენტად მივიღო? -არ ვიცი... ჯანდაბა ქრის, შეიძლება. გავიღიმე და მაგიდას მივუჯექი. სულაც არ მშიოდა, თუმცა მოიცა... ლიმნიანი ჩაი. მმმ... ვგიჟდები. კიდევ ვგიჟდები შემწვარ კარტოფილზე, მარილიან ჩხირებზე და ლიკაზე. უი, აი დღის გეგმაც: 1.წავიდე ლიკასთან. 2.ვისეირნოთ 3.ვისეირნოთ 4.ვისეირნოთ... და ასე, დაუსრულებლად. ფინჯანში ჩავიხედე და და მივხვდი, ჩაის დალევას თუ ასეთ ტემპში გავაგრძელებდი ლიკას კარგა ხანი ვერ ვნახავდი. გადავწყვიტე ჩაი სწრაფ ტემპში დამელია და აი შედეგიც: საუზმე ჩემს მაისურზე აღმოჩნდა. -უფს. დროებით მიკიმაუსო. -მოუხერხებელი ბატი ხარ_შემიღრინა დედამ. -ნეტავ ვის ვგავარ_ჩავილაპარაკე ნიშნის მოგებით. -მგონი ლიკასთან გაგვიანდებოდა შენ. -აჰამ... გამოვიცვლი. და დროებით დე. სულელი ხარ ქრისტინე! ს უ ლ ე ლ ი ! ეს იყო სისულელე N123445354... აი რატომ არ მოვწონვარ თანასკოლელებს! ყველაფერს ვაფუჭებ... მაგრამ რა ჩემი ბრალია. -ლიკა! ადექი მივდივართ! -აა ეს სამაგიეროა? -რაღაც მსგავსი -შოკოლადს მიყიდი? -უკვე გიყიდე_ვუთხარი და მწვანე ალპენგოლდი ხელებში ავათამაშე. -მიყვარხარ -შოკოლადი რომ არ მეყიდა მაინც გეყვარებოდი? -რათქმაუნდა. -კარგი, მაშინ მეც მიყვარხარ. დაუსრულებლად დავდიოდით ხელჩაკიდებულები და უბრალოდ ვერ აღგიწერთ რას ვგრძნობდი იმ დროს. ბედნიერი ვიყავი. აღარ მახსოვდა ის, რომ სულელი ვარ. მე ლიკა მყავს. ჩემი ლიკა. იცით რა ბედნიერებაა? გყავდეს ადამიანია, რომელსაც შეგიძლია შენი სიცოცხლე მიანდო. რომელიც არასოდეს გიღალატებს. რომელთან ერთადაც არაფერია მოსაწყენი და დამღლელი. სუფთა, წმინდა და ბავშვურია. აი ისეთი, მე რომ მინდა. ის მე ვარ. მის გარეშე ჩემი ცხოვრება არ იარსებებდა... ქრისი არ იარსებებდა... თუმცა მე ის მყავს! -გუშინ იცი ვინ ვნახე? -ვინ? -‘ის’ -რომელი ‘ის’? -კარგი რა ქრის... -ჰო კარგი, მერე? -რა მერე? არაფერი. უბრალოდ ვნახე. -მეც მინდა, რომ ვნახო. -გაჩუმდი. არ მომწონს ეგ ბიჭი? -რატომ? -არ მომწონს და მორჩა! -რატომ არ მოგწონს? ყველაფერს აქვს მიზეზი. -არ მინდა, რომ გეტკინოს. -არ მეტკინება. მხოლოდ შენ შეგიძლია მატკინო! მეტს არავის! -კარგი... და ის კიდე.. მიყვარხარ. -ჩემი გოგო ხარ. ხელები გაშალა და ჩამეხუტა... არ მინდოდა, რომ გამეშვა. ყველაფერს დავთმობდი ასე სამუდამოდ დგომის უფლება, რომ მოეცათ. თუმცა ბედნიერების წუთები დიდხანს არ გრძელდება. დედამ დამირეკა და მე, როგორც მორჩილი გოგო სახლში წავედი. სახლში ყოფნა არ მიყვარს, თუ მარტო არ ვარ(რაც იშვიათად ხდება). როცა მარტო ვარ შემიძლია იმდენი დავუკრა, რამდენიც მინდა... და არ მეშინოდეს იმის, რომ ვისნმე მოისმენს. ჰო... ვკომპლექსდები და არ მომწონს როცა სხვების თანდასწრებით ვმღერი. გიტარა ავიღე და radiohead-ის creep-ის სიმღერა დავიწყე. ვმღეროდი... და მივხვდი როგორ წამომივიდა ცრემლები. არ ვიცი რატომ... რისთვის... მაგრამ უბრალოდ წამომივიდა... უმიზეზოდ... არ მინდა რომ ვიფიქრო! არა! არ მინდა და მორჩა! მაგრამ... ჯანდაბა!!! მგონი შ ე მ ი ყ ვ ა რ დ ა ! მორიგი სისულელე... სულელი მე... ხვალამდე... და მაინც: მერე რა... გაიღიმე! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.