შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეტი ვიდრე სიყვარული


19-04-2015, 21:47
ავტორი qari
ნანახია 5 245

გამარჯობათ!
მე სანდრა ვარ...ჰმ!ზუსტად არ ვიცი ქართული სახელია თუ არა...არც ის არ ვიცი ვინ შემირჩია რადგან...რადგან მე...ჰმ...როგორ ძნელი ყოფილა ჩემს ცხოვრებაზე მოყოლა?!
(ფილტვებიდან ჰაერს ვუშვებ ვოხრავ და ვაგრძელებ...)
მე ობოლთა თავშესაფარში გავიზარდე...ჰო მე მძიმე ბავშვობა მქონდა ..,საერთოდ თუ ამას ბავშვობა ჰქვია...
მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ნიჯიერი და პატიოსანი ვარ რითაც ძალიან ვამაყობ...ფიზიკური მონაცემბი ისეთი მაქვს რომ როგორცკი წამოვიზარდე სულ იმის გრკვევას ვცდილობ ქართველი ვარ თუ უცხოელი ან იქნებ ორივე ერთად...მუქი გრძელი თმა მაქვს,ნაცრისფერი თვალები...და საკმაოდ ნორმალური სიგრძის და სისქის...ჰმ,ასეთ გოგოს რომ შევხვედროდი აუცილებლად ვიტყოდი რა ლამაზიათქო მაგრამ ჩემს თავზე მიჭირს ამის თქმა...ალბათ ჩემი ბავშვობის გადამკიდე არასრულფასოვნის კომპლექსი მაქვს...ალბათ არასასურველი შვილი ვიყავი და ამიტომაც მიმატოვეს...
თავშესაფარს ერთი წესი..არა ერთი არა უამრავი წესებიაქვს მაგრამ...ერთი წესიაქვს როგორც კი 18 წელი გისრულდება ალაგებ ჩემოდანს თუ რამე გაქვს და მიდიხარ...ჰოდა მეც ჩავალაგე ერთი წყვილი კეტი,ჯინსის შარვალი და ნაქსოვი სვიტერი...ჰო და ერთი პატარა ლითონის ნაგლეჯი რომელზეც არც არაფერია გამოსახული და არც არაფრის ფორმა აქვს...არცკი ვიცი რატომ ვინახავ ამას მაგრამ მახსოვს პატარაობიდან მაქვს....ამღზრდელებს ცრემლიანი თვალებით ვემშვიდობები და კარისკენ გავდივარ...რამდენიმე ნაბიჯს ვდგამ და დირექტორის ხმა მაჩერებს
-სანდრა!...შეჩერდი,აქედან წასვლას ისედაც მოახერხებ რატომ ჩქარობ ასე?
განცვიფრებული თვალებს ვახამხამებ და მისკენ ვბრუნდები...(ჰო ძაან მიხარია სად უნდა წაიდე ისიც კი არ ვიცი არსადაც არ მეჩქარება წასასვლელიც კი არამაქვს მეტიც საერთოდ ქუჩებიც კი არ ვიცი)
_მოდი რაღაც უნდა გითხრა კაბინეთში შევიდეთ...
მზრუნველი გამომეტყველებით მიღიმის და წელზე ხელს მიცურებს.მეც როგორც ყოველთვის მორჩილად მივყვები
-დაჯექი!(თვალებით მანიშნებს მის წინ მდგარ სკამზე და მეც გაოგნებული ვჯდები და თითებს ნერვიულად ერთმანეთში ვხლართა )
-სანდრა!როგორ მიხარია რომ აქედან მიდიხარ და როგორც იქნა შენს ცხოვრებას მიხედავ
(კი გემჩნევათ...აბა ახლა მე მიკითხე...)
-ხომ იცი შენს მიმართ როგორ ვართ ყველა განწყობილი..ხოდა ყველამ ერთად ამღზრდელებმა და მე ბინა გიქირავეთ 1წლის წინასწარ გადავიხადეთ...და საბუთებიც შევავსე სასწავლებელში...იმედია არ გამიბრაზდები შენს მაგივრად რომ მე ავირჩიე მაგრამ ვიცი რომ ნიჭიერი ხარ და...მინდა ეს ცოდნა აუცილებლად გამიყენო კაი?...და კიდევ ერთი რამ ...ეს ჩვენს განაწეს სასტიკად ეწინააღმდეგება და მინდა საიდუმლოდ დარჩეს....
(ჯანდაბა...ჯანდაბა..აი დაბადების დგეც ამას ჰქვიააა...ყოველთვის ვოცნებობდი რომ ერთხელ ტორტი მქონოდა ზედ სანთით და სულის შებერვის წინ სურვილი ჩამეფიქრა...რადგან 18წელია სე არ მომხდარა ვფიქრობდი მიტომ არ მიხდებოდა სურვილებიც...აი ეს კი ჩემთვის შოკი იყო....როგორ დავემშვიდობე ქალბატონ ლილის აღარცკი მახსოვს,არც ის მახსოვს სახლამდე როგორ მივედი...მე3ამე სარტულზე ქოშინით ავირბინე და ჩემი ბინის...ჰო ჩემი ბინნის წინ გავჩერდი.აკანკალებული ხელებით კარებს გასაღები ძვლივს მოვარგე და კარი როგორცკი გავაღე აღფრთოვანებისგან პირი ღია დამრჩა...2ოთახიანი კეთილ მოწყობილი ბინაა...ცხელი წყალიცკია..სარეცხის მანქანა...და კიდევ ბევრი რამ რაც კომფორტს ემსახურება...ემოციისგან სიცილს ვეღარ ვიკავებ დივანზე მოწყვეტით ვეშვები და ხარხარი ტირილში მეზრდება...
დილით მზის სხივებმა გამაღვიძეს...შიშით თვალებს ვერ ვახელდი მეშინოდა ეს ყველაფერი სიზმარი არ ყოფილიყო...მაგრამ როგორც იქნა გამბედაობა მოვიკრიფე და თვალების გახელის შემდეგაც, რომ ჩემს ბინაში აღმოვჩნდი შვებით ამოვისუნთქე...სასწრაფოდ აბაზანაში შევედი შხაპი მივიღე, ოჰ ღმერთო რამაგარი ყოფილა დუშის ქვეშ ყოფნა...ახლა მე ბინა მაქვს სასწრაფოდ სამსახური მინდა, რომ ვიარსებო..სამსახური ოღონდ მეორე სმენა რადგან უნდა ვისწავლო..ოჰო ქალბატონო სანდრა რა ბევრი მოინდომეთ...დამცინის ჩემი მეორე მე...არაფერიც ახლავე წავალ და ვიშოვნი რამეს....კი თქვენ ხომ გზაც არ იცით..ისევ ნერვებს მიშლის ჩემი ქვეცნობიერი..თავს ვაქნევ, რომ ჯანდაბაში მოვისროლო რადგან ახლა მე გამბედაობა მჯირდება და არა ეს საცოდავი არსება..საჩქაროდ ვიცვამ და სახლიდან გავდივარ....
მთელი მაღაზიები შემოვიარე და როგორც იქნა ვნახე...ზუსტად ისაა რაც მე მინდა მოლარედ ვიმუშავებ 6სის მერე 12ტამდე...
მენეჯერს აღბრთოვანებული ვესაუბრებოდი..
-...გასაგებია დღეში 17 ლარი...(ტუჩის კვნეტით ვეკიტხები)და როდიდან შემედძლება...?
-მუშაობას?...დღესვე...ჰო დღესვე შეგიძლია?
მაგარიაააა!რამდენჯერმე ნერწყვს მძიმედ ვყლაპავ რომ მოულოდნელობისგან გამშრალი ყელი გავისველი..მერე ძვლივს გასაგონად ვჩურჩულებ..
-დღეეეს?!..ახლავეე?
მენეჯერი მიხვდა ალბათ ჩემს განცვიფრებას და თბილი ღიმილით მიღიმის
-ჰო სანდრა ახლავე ზუსტად ნახევარ საათში...შეძლებ?(თავდაჯერებული გამომეტყველებით მიყურებს)მეორე ცვლა არ გვყავს და მე მიწევდა მუშაობა...(ამატებს ბოლოს რომ გამარკვიოს)
-აა..დიახ რათქმა უნდა დავრჩები მაშინ და...
-ესეიგი თანახა ხარ ხო?
თბილი ღიმილით ვუყურებ და თავს ვუქნევ...ისიც კმაყოფილი სახით მიდის...სადღაც 40 წლამდე იქნება მაგრამ ისეთი თავ მოვლილია 33 ზე მეტს ვერ იტყვი...ქერაა მოკლე თმით და სათნო გამოხედვა აქვს თამარიც ზედ გამოჭრილი სახელია სწორედაც რომ შეეფერება...
ღრმად ვისუნთქავ და მოლარესკენ მივდივარ
-გამარჯობათ!(თბილად ვუღიმი)
-პრივეტ!შენ ალბათ უკვე ჩემი შემცვლელი ხარ არა?(ისიც არანაკლებ თბილად მიღიმის)
-ჰო...(დარცხვენილი ვეუბნები და ჩემს ახლართულ თითებს დავყურებ)ძნელია?
-რა მუშაობა?!...(იცინის)არა!მთავარია კომპიუტერის ენას ფლობდე ესაა და ეს!
(ჯანდაბა კომპიუტერი...მეგონა აქ ჩემს ტვინს გამოვიყენებდი...რავქნა?)
-ჰეი!შენ რა არ იცი?(იცინის...დამცინის?)
-მ..მ მე..არა მასწავლი?იცი არ მინდა ამის გამო გადაიფიქრონ მე ეს ძალიან მჭირდება..სამსახური მჭირდება(ერთი ამოსუნთქვით ვთქვი და თითქოს დავიჩუტე ფილტვებიდან ჰაერიც ამოვაყოლე)
გაოგნებული მიყურებს და თავს მიქნევს
-ნუ ღელავ...დასაწყისისათვის მე მარიამი,მარი, მარიკუნასაც კი მეძახიან!
-ჰო ეს მართლაც დასაწყისია..მე სანდრა მქვია
-სანდრა ნუ გეშინია სულ რამოდენიმე ღილაკია კლავიატურაზე რომელსაც გამოიყენებ აი ნახე ვითომ ამას ვყიდულობთ..
მარიამმა მართლაც გულდასმით ამიხსნა და მგონი სულაც არაა ძნელი...კარგია კლიენტები არ გვყავს და დრო ძალიან ბევრიმაქვს უფრო კარგათ რომ ამიხსნას...ჩემს საქმეში ვარ ჩაფლული, რომ უცებ კარები იღება და 3 ახალგაზრდა ყურებამდე გაღიმებული ბიჭი შემოდის...
-პრივეტ მარიკუნა!
ერთერთმა ხელი აუწია და მაცივრებისაკენ წავიდა დანარჩენებიც თავის დაკვრით მიესალმნენ და თევზის განყოფილებისაკენ წავიდნენ...
-სანდრა გინდა ამათ მოემსახურო?
(შეშფოთებული და გაწიტლებული თავს უარის ნიშნად ვუქნევ)
-ჯერ ჩემი ცვლა არ დაწყებულა!
-მართალი ხარ და ჯერ მზადაც არახარ ასეთ სიმპატიურ მამაკაცებს გაუმკლავდე(ირონიულად მიღიმის)
თვალებ მოჭუთული გავხედე და მის ვიტომ გულუბრყვილო გამომეტყველებაზე მეც გამეცინა!
-მარიკუნა ეს ულამაზესი გოგონა ვინარის?
დახლთან შებოლილი თევზის შეკვრა დაალაგა და დაჟინებული მზერით მიყურებს,მე როგორც ყოველთვის ვწითლდები და ჩემს თითებს ნერვიულად ვხლართავ...
-გეგა..ცოდოა,შეიბრალეთ!(ვითომ ჩურჩულით და მკაცრი გამომეტყველებით ეუბნება მარი..ემჩნევათ ერთმანეთს დიდი ხანია იცნობენ და თანაც კარგათ)დახლს ერთ-ერთი მადგანი მოუახლოვდა ლუდის შეკვრა წინ დადო და გეგას მხარი სიცილით გაჰკრა
-ისუნთქე პატარავ! ყურში ჩაჩურჩულა ისე რომ თვალი არ მოუშორებია ჩემთვის
-დიტოო?!ოჰოო! ბიჭები პირდაპირ იერიშზე გადადიან?(სიცილს ვეღარ იკავებს მარიამი)რადღეში ხართ?ეს მშვენიერი გოგონა მოლარეა ღამის ცვლაში იმუშავებს...
-ესეიგი ღამე აქ სასიარულოდ მიზეზიც გაგვიჩნდა.უკვე მესამეც მოუახლოვდა და ჩიფსები დაალაგა...
-ესეიგი დღისით არ გქონდატ მიზეზი ხოომ?(მარიამი ვითომ გაბუტული გამომეტყველებით გახედა ბიჭებს და ტუჩები გაბუშტა)
-ოჰ ჩემო მშვენიერო მე ღამით ვთქვი დღეხომ სულ აქავარ არა?
-აკო შენს სარკაზმს საზღვარი არ აქვს(გამომწვევათ ეუბნება მარიამი)
-ჰოდა დავუწესოთ. ოღონდ, ახლა არა მშვენიერო ახლა პირი გვიშრება... გაგვიშვი თუ შეიძლება(როგორც იქნა ჩემიდან მზერა მარიამისკენ გადაიტანა დიტომ და თვალი ჩაუკრა)
-თან ეს გოგონაც გაგვაცანი...სახელი ხომ უნდა ვიცოდეთ...რომ შემოვიდეთ და მივმართოდ?(უცოდველი გამომეტყველებით წაიბურტყუნა გეგამ)
-აჰა ესეიგ სახელი რომ მიმართოდ არა?კარგი ეს სანდრაა,სანდრა ესენი კი,საშინლად სიმპატიური ახალგაზრდები,გეგა,აკო და დიტო!მაგრამ ყველაზე ცუდი იცი რაა ამათ მთელი ფანკლუბიჰყავთ ჩამოყალიბებული მთელი საძმო ასეთი და უარესი სიმპათიურები არაინ...(დანანებით გადაატრიალა მარიამმა თვალები და თითქოს ერთხანს ჩაფიქრდა,მერე ღრმად ჩაისუნთქა და საქმეს შეუდგა)
-ოჰო მარი შენ მე ახლა მაწყენინე..ჩემზე სიმპათიურს ვინმეს იცნობ კიდევ?(დიტო)
თვითკმაყოფილი იდიოტი...თუმცა უნდა ვაღიარო მართლაც ლამაზია...საერთოდ თავშესაფარში ბიჭები არ იყვნენ და ძალიან მძაბავს ეს სიტუაცია .ერთიანად აწითლებული ვარ და უკვე თითებიც მტკივა იმდენად ვხლართავ ერთმანეთში...
-თქვენზე 165ლარი და 70თეთრია ბიჭებო,მარიამი უღიმის და პროდიქტს ერთ დიდ ცელოფანში ათავსებს,ამას ისე მოხერხებულად აკეთებს ეჭვი მეპარება მე ოდესმე გამომივიდეს თანაც თუ ასეთი სიტვაცია მექნება...ბიჭები თანხას იხდიან თავს გრაციოზულად გვიკრავენ და უმშვენიერესი ღიმილით გვემშვიდობებიან...
-მაგარი ვინმე არა?(უცებ მარიამის ხმა მაფხიზლებს..და აწითლებული კითხვით სავე თვალებუთ შევყურებ)
-კარგი რა სანდრა დავინახე როგორ გიყურებდა დიტო და შენც არანაკლებ...პირველი კიარახარ ყველა მასე უყურებს ამ ბიჭებს..მარტლაც მაგრები არიან
-მარიამ მე არავისაც არ ვუყურებდი..უფროსწორად ვერ ვუყურებდი...მე მიჩვეული არავარ ასეთ რაღაცეებს
-კარგი რა სანდრა რატომ მატყუებ ულამაზესი ხარ და ასეთ სიტუაციებში სულ იქნები მე ის მიკვირს გამოცდილება რატომ ვერ შეიძინე თუ იმდენად სიმპათიურები იყვნენ შენც დაგაბნიეს?(მარიამი უკვე ხარხარებს...მე კი დაბნეული და გაწითლებული ძლივს გასაგონად ვჩურჩულებ)
-მე მართლა არ ვარ ასეთ...იქნებ მერე მოგიყვე კიდეც....(კაი გოგოა მინდა მასთან მეგობრობა და იქნებ მოვუყვე კიდეც როგორი ცხოვრება მაქვს)
-ჰო კაი კაი...ისე ეს ბიჭები აქაურები არიან..უბნელები და ხშირად შემოდიან
-აა აქედან იცნობ ასე კარგათ?
-ჰო ლამაზო მე აქ უკვე 5წელია ვმუშაობ..კაი ახლა ჩემი წასვლის დროა მოდი ფული დავითვალოთ და გადმოგაბარო....
მარიამი წავიდა და მეც საქმეს შევუდექი ბიჭებისა და მარიამის წასვლის შემდეგ ჩემს ფერს ძლივს დავუბრუნდი ეს თეთრი ფერმკრთალი გოგო არ ამაბრდღვიალეს...გამახსენდა ბიჭები და კიდევ წამოვწითლდი....
როგორც იქნა 12ტი გახდა და გადავაბარე თამარს ფული ჩემი ხელფასიც ავიღე...პური ზეთი და კვერცხი ვიყიდე და წამოვედი.
..........................
სწავლა ერთ თვეში მეწყება ამიტომ დილით საქმე არამაქვს...თუმცა მე ხომ რეჟიმსავარ მიჩვეული როგორცკი გამეღვიძა ავდექი არვარ მიჩვეული ლოგინში კოტრიალს...დილის რვა საათია.ცოტას გავისეირნებ ეზიში იქნებ წავივარჯიშო კიდეც მერე შხაპს მივიღებ.
.......
დრო ძლივს გავიყვანე ერთი სული მქონდა სამსახურსი წავსულიყავი როგორც იქნა მივედი 30წუტით ადრე
-სანდრა ასე ადრე რატომ მოხვედი?(თვალები გაუფართოვდა თამარს,მარი კი ეშმაკურად მიღიმოდა)
-აქვე ვიყავი და სახლში წასვლა აზრი აღარ ჰქონდა და...(ჯანდაბა რატომ მოვიტყუე?უბრალოდ მეთქვა რომ ძალიან ვნერვიულობდი არ დამეგვიანებინა)
-კაი...კაი გოგო ხარ მიყვარს პასუხისმგებლიანი ადამიანები(თბილად მიღიმის თამარი და მეც იგივეს ვაკეთებ.მერე გვტოვებს და მიდის)
-მე ვიცი რატომაც მოხვედი.(ეშმაკურად მიღიმის მარიამი)
-გაკვირვებული შევყურებ და თავს ვუქნევ
-ბიჭების გამო..დიტოს გამო არა?
-(ერთიანად წამოვხურდი და მივხვდი რომ გავწითლდი)მარიამ თვალები გადავუტრიალე და ჩამეცინა...არა...არა მართლა არა მასე ნუ მიყურებ...გეფიცები არა!
-კაი კაი ხო...ისე იმათმა უკვე მკითხეს შენზე...
-რაა?!
-ჰო აინტერესებდათ რაღაც რაღაცეები მაგრამ მეთვითონ არ ვიცი არაფერი და მაგათ რას ვეტყოდი
-ხოდა ეგრე...არავის ავაგდებინებ თავს მასხრად!
-სანდრა!რას ამბობ...უბრალოდ მოეწონე შენი გარეგნობის გოგოსც ეს როგორ გამოგეპარა?
-რაქენი დღეს ბევრი ხალხი იყო?(სასწრაფოდ ვცვლი თემას და გამომდის კიდეც ისე ოხრავს და თვალებს აბრიალებს)
-საყვარელო იცვი აქ რამდენი ხალხი დადის?რა გასაკვირვია ერთადერთი პრესტიჟული სავაჭრო ცენტრია ამ უბანში და...
-შენ გიჟი გოგოხარ...როგორ ახერხებ და ყველას შენი თბილიღიმილით უღიმი?
-მეე?!არა ყველას არა...
თვალებით კარებისკენ მანიშნებს და ვხედავ იმ სამიდან ერთერთია აკო თუ სწორად მახსოვს...ოღონდ ახლა ისინიც არ მოვიდნენ ამას კიდევ გადავიტან...
-ამას ვერ ვუღიმი არ შემიძლია მაბნევს...
-ოჰოო მარიამ შეყვარებული ხარ?
-ასე ძაან მემჩნევა?!(ოხრავს)
-გამარჯობათ გოგოებოო!
ნელა გვიახლოვდება და ვხედავ მარიამი როგორ წითლდება უცნაურია ეს გუშინ არ სემიმჩნევია ან იქნებ...
-მარიამ სიგარეტი მინდა თუ შეიძლება
-როგორც ყოველთვის ხომ?
-ჰო!სანდრა როგორ ხარ?
-მადლობთ კარგათ(მორცხვათ ვპასუხობ თან მარიამზე მეცინება)
-ძალიანაც კარგი თუ კარგათ ხარ...(ის ფულს იხდის და მიდის უცებ გასაგვლელთან ჩერდება და )სანდრა მართლა დამავიწყდა ბიჭებმა მოკითხვა დამაბარეს მიღიმის დსა ვითომც არაფერიო გადის...ერთიანად აწიტლებული მარიამს გავხედე რომელიც ხითხითს ვერ იკავებს მე ენას ვუყოფ და სავარძელში მოწყვეტით ვეცემი...
-ვიღაცა შეყვარებულიაა!
-ჰო და ის ვიღაცა მარიამიაა!
-არა მარტო მარი არა იმ ერთერთიდან ორონდ აკო არა და ეს მამშვიდებს!



№1  offline წევრი grifini

ქეთო დაბრუნდაო wink ველი ახალ თავს love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent