მუხის ძირას (თავი I)
თავი I 11.07.2006 დიდი ხანია არაფერი არ დამიწერია ჩემო დღიურო. ეხლა მატარებელში ვზივარ და ბაბუაჩემთან მივდივარ,ეჰ როგორ მესიკვდილება ნეტა იცოდე. მე კიდე რა ვერ შევეჩვიე ისე ყოველ ზაფხულს იქ ვარ და... ყველაზე კარგად ოცნება მატარებელში გამომდის,იხედები ფანჯრიდან და ხედავ მთელი სამყარო უკან რჩება. ნეტავ იცოდე როგორი მარტოსული ვარ... ერთი შეხედვით ყველაფერი მაქვს,მაგრამ მაინც ძალიან მარტოდ ვგრძნობ თავს. შეიძლება სისულელეა,მაგრამ ხანდახან ვზივარ ეულად და ვფიქრობ აი ეხლა შეყვარებული რომ მყავდეს ხომ დავურეკავდი-მეთქი და ჩემი მარტოობაც დასრულდებოდა. ვიცი ძალიან სისულელეა. ვერავისთან ვერ ვიხსნები,ბევრი რამ არის რასაც არ ვამბობ,გულში ვიტოვებ,ჩუმად ვებრძვი. ნეტავ ადვილი იქნებოდა ყველაფერი თუ ავლაპარაკდებოდი? ვინმეს მაინც ვეტყოდი რა მაწუხებს? თუნდაც ძალიან დებილობა იყოს? ეჰ მემგონი არა. ან მე მგონია რომ არა... მირჩევნია ისევ ჩემთვის ჩუმად ვიყო. 14 წლის ვარ ეხლა. უკან რომ ვიყურები კარგს ვერაფერს ვხედავ,ყველაფერი უფერულია... ეს ნორმალურია?......... აი ჩავედი... აქაც ყველაფერი ისევ ისეთია,როგორც 1 წლის წინ იყო... არაფერი არ შეცვლილა... აი მოვედით სახლში... ავირბინე მეორე სართულზე და დავეგდე ჩემ ლოგინზე,როგორ დავიღალე ამ ერთი და იგივე ზაფხულითაც კი... ყველაფერი ერთფეროვანი მაქვს ცხოვრებში,ესე არ შეიძლება! შეიძლება გავგიჟდე... აქ რომ ჩამოვდივარ სულ დეპრესია მემართება,მეტირება და სიცოცხლის ხალისს ვკარგად... ნეტავ კიდევ რამდენი ზაფხულის გატარება მომიწევს აქ,რამდენჯერ უნდა ვიტირო აქ ჩამოსულმა და დავიტირო ჩემი თავი. მინდა გავიქცე სადმე.... ფიქრებით მაინც.... 20.07.2006 შეიძლება ითქვას მთელი ერთი კვირა ტირილში გავატარე... არაფერი მნიშვნელოვანი არ მომხდარა,ზაფხული კი არა ტრაგედიაა ეს ყველაფერი,რაც ჩემს თავს ხდება... თბილისი თბილისი თბილისი თბილისი - ჩემი ოცნება! ______________________ ჯერ მხოლოს პატარა პირველ თავს დავდებ )) იმედია დაგაინტერესებთ... გაგრძელებით აუცილებლად გავაგრძელებ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.