შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცვლილებები... ნაწილი პირველი თავიII


20-04-2015, 14:47
ავტორი Dippie
ნანახია 1 470

II. ცვლილებები
დღეები როგორც ყოველთვის მალე მიილია. საშინლად არ მინდოდა ლაშქრობაზე წასვლა და ვნატრობდი ორი კვრია ნელა გასულიყო. ასე იყო თუ ისე ლაშქრობის წინა დღეს ჩემს ოთახში შევიკრიბეთ გოგოები და დავიწყეთ ბარგის ჩალაგება.
-თი ამ ჩანთას მე წავიღებ რა,-ძალიან თავაზიანად ეუბნება ენი და ეშმაკურად უღიმის
-წაიღე ჰო, წაიღე შენ სულ ჩემი ნივთები რომ არ ატარო ისე ხომ არ შეგიძლია,-ღიმილითვე პასუხობს და მერე ხვალინდელ დღეზე ლაპრაკს იწყებენ. მე ყურსასმენები გავიკეთე და ძველი შემორჩენილი „პინკ ფლოიდის“ ალბომი ბოლო ხმაზე ჩავრთე. ყველაფერზე ვფიქრობ წარსულზე,ხვალინდელ დღეზე,ედის სიტყვებზე „ლაშქრობა ყველაფერს შეცვლის“ არ ვიცი მაგრამ ეს ყველაფერი არ მომწონს. ჩვიდმეტწლიანთა ჯგუფს, როგორც მის ლიმ თქვა, არ აქვს უფლება გასცდეს „კომანდოს სასწავლებელს“. ასე უეცრად ლაშქრობაზე წასვლა? შემდეგ ედის სიტყვები...შეიძლება ბანალური ფრაზაა მაგრამ გული ცუდს მიგრძნობს.
-ჰეი ნინა ! დაყრუვდი? - ელენა რაღაცას მესვრის და გაბრაზებული ჩურჩლებს,
-მუსიკას ვუსმენდი და არ მესმოდა რა იყო?
-ჩუმათ ! მოდი აქ,-მეუბნება ნენსი და ფანჯრიდან ვიხედებით
-გარწმუნებთ მის რუტ ყველაფერი კარგად იქნება, ქალაქიდან მოვიდა დასტური,რომ „კა17“
მზად არის...-ეუბნება ედი ტეილორს და თან სეირნობენ
-რაო?-გაკვირვებული ვამბობ ჩურჩულით,-ვერაფერი გავიგე რა ჯანდაბაა „კა17“?
-არ ვიცი „კომანდოს ქალაქს“ გულისხმობდნენ , მაგაზე არც არაფერი გამიგია,-ფანჯარას ფრთხილად კეტავს ენი და ჩუმდება.
-ვიცოდი ! კარგს არაფერს მოგვიტანს ხვალინდელი დღე, ყოველშემთხვევაში ჩვენ ! არ უნდა წავიდეთ იქ, კარგი პირი არ უჩანს ამ ყველაფერს -ვიძახი გაბრაზებული და ჩანთიდან ვყრი ყველაფერს რაც ჩავალაგე.
-კარგი რა ნინა იქნებ ლაშქრობას არ ეხება ეს ყველაფერი და სხვა თემაზე ლაპარაკობდნენ?
-გეყოფა თი როდემდე უნდა იყო ასეთი გულუბრყვილო? ტეილორი ედისთან სხვათემაზე სალაპარაკოდ არ მოვიდოდა მაგისთვის პიერები ყავს. დამიჯერეთ კარგი არაფერი გამოვა ამ საქმიდან.
-მაინც წაგვიყვანენ,-უემოციოდ ერთვება საუბარში ნენსი,
-უნდა ვეცადოთ რომ ესე არ მოხდეს და თუ მოხდება ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ,ბრმად აღარავის არ უნდა ვენდოთ...-აღელვებული ვასრულებ საუბარს და საწოლში ვწვები,გოგოებიც ჩემ ოთახში დარჩნენ, ამ თემაზე კი საერთოდ სიტყვა არ დასცდენია არავის.
სასწავლებელში ყველას ფრომა აცვია. მოსწავლეებს მუქი წითელი სამოსი, მასწავლებლებს ყავისფერი დაცვას კი მუქი ლურჯი. ფერების ეს კომბინაციაც „კომანდოს“ გერბისაა. ღრმა ძილი არ მაქვს მაგრამ ამ ღამეს ვერაფერი გავიგე. გოგოებიც დაწვნენ თუ არა ეგრევე ჩაეძინათ. სახეზე ღია კარებიდან შემოსული თვალისმომჭრელი შუქი მანათებს, ვხედავ ადამიანების ლანდებს როგორ გაჰყავთ ჯერ ენი,მერე თი,ნენსი,ელენა და ბოლოს როდესაც ჩემთან მოდიან ვხვდები რომ ისინი დაცვის წევრები არიან. არ შემიძლია ფეხზე დგომა,ან ლაპარაკი, თალებსაც ძლივს ვახელ. დროთა განმავლობაში გონებას ვკარგავ, შემდეგ ისევ ვახელ თალებს და მერე ისევ სიბნელე შთანთქავს ყველაფრეს.
-ნინა , ნინა გაახილე თვალები,-სახეზე ნაზად მეხება ენი და ჩურჩულით მელაპრაკება,-მართალი იყავი, მე მეგონა შუადღეს წავიდოდით, ადამიანურად მოგვეპყრობოდნენ და გაგვაცილებდნენ სასწავლებლიდან, ეს ყველაფერი კი ძალიან უცნაურია.- თვალებს ვახელ თუ არა ენის აცრემელებულ თალებს ვხედავ, უზარმაზარ დარბაზისმაგვარ სივრცეში მხოლოდ აუტანელი შუქია რაც არ მაძლევს საშუალებას წესიერად დავინახო რაიმე. ვხედავ ბევრ ჯგუფელს ჩემს გარშემო, ყველას თეთრი საღამური აცვია მათ შორის მეც.
- ყურადღება ! - ნაცნობი ყვირილის ხმა მესმის, - აბა ყველამ ყურადღებით მომისმინეთ !
- მის ლი, ენი მის ლის ხმაა,ისიც გარეულია ამ ყველაფერში?-შეშლილივით ვეუბნები და ელი პირზე ხელს მაფარებს.
- დარწმუნებული ვარ ყველაფერი სხვანაირად წარმოგედგინათ,-აგრძლებეს ლი და შუქი ნელ-ნელა იკლებს, ვხედავ ყველა ჩემ პარალელურ ჯგუფელს, ყველა ცივ ,თეთრ ფილებიან იატაკზე ვზივართ. მის ლი ამაღლებულ ადგილზე დგას და მის წინ გადაშლილი ფურცლიდან კითხულობს ტექსტს. აი ედიც, მის გვერდზე რუტ ტეილორი დგას. სხვა მასწავლებებიც შეიკრიბნენ,გარშემო კი მემგონი მთელი „კომანდოს“ დაცვა დაუყენებიათ. რა უნდა ვქნათ? ყველას საჭმელში დამაძინებელი გაურიეს გუშინ, დარწმუნებული ვარ. წესიერად წონასწორობასაც ვერ ინარჩუნებს ზოგი და გათიშული გდია ძირს. - ცოტახანში გაიგებთ ყველაფერს,მოგაწესრიგებენ და წახვალთ ლაშქრობაზე მაგრამ ვშიშობ ყველაფერი არც ისე კარგად იქნება, - იძახის აცრემლებული ლი და ედის სასწრაფოდ გამოყავს მიკროფონიდან.ახლა ტეილორი ანაცვლებს მის ადგილს:
-მოგესალმებით ყველას სახელით,ვინც ამ პროექტში მიიღო მონაწილეობა! თქვენი კეთილდღეობა თავად თქვენზე იქნება დამოკიდებული. ვფიქრობ ყველაფრის ახსნა საჭირო არ არის ამიტომ პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ, ედუარდ ,- მიმართავს ედის და ადგილს უთმობს
-ახლა გამოვაცხადებ თქვენს მეწყვილეებს ვისთან ერთადაც იქნებით. დინ კუპერი და სარა ბრაუნი,-იწყებს გამოცხადებას და ენის ვუყურებ
-რაღაც პროექტის ნაწილები ვართ ენ, დაახლოებით ვხვდები რა შეიძლება მოხდეს და იმედია ვცდები. მისმინე ენი ! არავის ენდო,ამ ადგილიდან რომ წაგვიყვანენ აღარც მე მენდო არც თის, ელენას, და ნენსის გაიგე? იცოდე დაფიქრდი სანამ რამეს იზავ , შიშს არ მისცე უფლება რომ მოგერიოს, - თალებში ვუყურებ და ვეუბნები, ისიც თავს მიქნევს შეშინებული და მეხუტება. უეცრად ედის ხმა მაფხიზლებს,
- ენი გრინი და ტიმ ბატლერი, - ტიმი ალექსის სამეგობროდან არის. უეცრად ერთ-ერთი „კომანდოს“ დაცვის წევრი მოდის და ენის მგლიჯავენ ხელიდან.
-დაიმახსოვრე რაც გითხარი!-ვუყვირი და გაყავთ .-ედი აგრძელებს,
-ელენა მილერი და ჩედ რასელი,-ჯანდაბა! აი თურმე რას ნიშნავდა ედის სიტყვები. ალექსის და ჩემ სამეგობროს ერთად გააწყვილებენ.
-ელენა ! -ვდგები და ამოუცნობი მიმართულებით ვყვირი მის სახელს
-ნინა ! კარგად ვიქნები ნუ გეშინია სულ ერთად ვიქნებით.-მისმი ხმა ნელ-ნელა ილევა და აცრემლებული ძირს ვენარცხები.
-თიბი ვინსეტი და ბენ კლარკი,-ესეც მორიგი მეგობარი ალექსის სამეგობროდან,ვფიქრობ და ვხვდები ალექსი ჩემთან მოხვდება,-ნენსი ჰილი და რონ საიმონსი და ბოლო ამ ჯგუფიდან , ნინა მური და ალექს ბარნსი. - მეც უხეშად მიმათრევენ ლიფტის მაგვარ დიდ ოთახში და გონებას ისევ ვკარგავ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent