შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოურჯულებელი სვანი (2)


20-04-2015, 16:58
ავტორი ნენე2
ნანახია 4 982

თავი2
ნიასთან ერთად მოდიოდა, რაღაცის გამალებით უმტკიცებდა დაქალს, როცა სვანი დაინახა ჩამუხლული.. ვიღაცას გამალებით ცემდა, ისეთი შეშლილი სახე ჰქონდა ვერ იცნო.. საწყალს სისხლი დიოდა თავ-პირიდან.. ხალხი კი გაუნძრევლად უყურებდა ამ სანახაობას, ადგილიდან არც კი ტოკდებოდა არც ერთი, პირიქით შეძახილებით ამხნევებდნენ.
სწრაფად მოსწყდა გოგონა ადგილს და ბრბოსთან მიირბინა. ვერც კი გაიაზრა ისე დაიყვირა.
_სვანო!-თვალები დახუჭული ჰქონდა. არ უნდოდა დაენახა, როგორ უყურებდა შეუგნებელი ბრბო, რომელსაც ადამიანის ცემა-ტყეპის ყურება სიამოვნებდა,_გინდა მოკლა? შეეშვი.
_ნენე, წადი აქედან!-დაუყვირა ბიჭმა, ისე რომ იმ საცოდავისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
_შეეშვი,-თვალები გაახილა და ბიჭის გაავებულ თვალებს წააწყდა, რომელიც მოშორებოდა უკვე ნაცემ ადრესატს და მისკენ მოიწევდა.
_ნენე, წადი..-კიდევ მშვიდად უთხრა.
_მოგწონს რასაც აკეთებ? ადამიანი მოკალი, კარგი სანახავია?-უყვიროდა გაავებული და მკერდზე ხელებს უშენდა.
_გოგო, ზედმეტი მოგდის!-დაუყვირა და ხელები გაუკავა.
_ე, ჩემი ძმა, შენ მოგდის ზედმეტი,-ნიას ისედაც კაცური ხმა ქონდა და მისმა გამოსვლამ სულ გადარია სვანი. ასეთ ხმას ნებისმიერი ბიჭი ინატრებდა, ნიას რომ ქონდა.
_ნია, მივდივართ.-სწრაფად დაიხსნა ბიჭისგან თავი გოგონამ და აცრემლებულმა ჩაკიდა ხელი დაქალს, რომელიც სვანის ცემით სურვილით იყო გაჟღენთილი.
მთელი გზა გაკვირვებული მოდიოდა.. ხმას გაოცებისგან ვერ იღებდა.
მიხვდა, ერთი შეხედვით რომ არ უნდა შეეფასებინა ადამიანები. გული დაწყვიტა სვანმა,არ იცის რატომ მაგრამ გული დაწყვიტა, ძალიან..
მთელი საღამო ვერაფერს დაუდო გული.. ძლივს იმეცადინა. დარწმუნებული იყო, ისტორიაში არც ერთი წელი არ დაამახსოვრდებოდა, მაგრამ მაინც ჯიუტად ჩაშტერებოდა კონსპექტს.
თავის თავზე ეშლებოდა ნერვები. რატომ ეშლებოდა თვითონაც არ იცის. ალბათ იმიტომ, რომ იმ ღამეს 10 თეთრი შეალია სვანს. ეს ხომ სისულელეა, მაგრამ ამით თავს იიმედებდა.

ეგონა იმ საღამოს ერთ მესიჯს მაინც მოწერდა, რამით აგრძნობინებდა, რომ ნანობდა ასეთ სიუხეშეს, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ იმედი იყო.. ამ იმედს კი ახდენა არ ეწერა..
საკუთარ თავზე გაბრაზდა რომ ელოდებოდა მისგან ერთ სიტყვასაც კი. ნიას და თეკლას კატეგორიულად აუკრძალა უაზრო დებატები სვანთან დაკავშირებით.. ამ ადამიანის სახელის გაგონებაც კი არ უნდოდა. როგორ შეიძლება სიამოვნებდეს, ადამიანის ტანჯვის ყურება, მისი სისხლით სავსე თვალების მზერა, რომელიც სიკვდილს უფრო ითხოვს ვიდრე შენს შეხებას? რა დონის სადისტი უნდა იყო ადამიანი ეს რომ გააკეთო?
ამაზე ფიქრიც კი აღარ უნდოდა, სწრაფად ჩაყარა კონსპექტები ჩანთაში და საწოლში შეგორდა.

* * *

_ნენეჩკა, რა სახით მოძრაობ?- გაკვეთილების დამთავრებისთანვე კითხა დათომ მეგობარს.
_რაღაც ხასიათზე ვერ ვარ, დავით.
_წამო მიგაცილებ, გინდა?-ხელი გადახვია და ლოყაზე აკოცა.
_არა, ჩემით მირჩევნია,-იუარა მაშინვე, რადგან დათოს ისედაც გრძელი გზა უნდა გაევლო სახლამდე და თვითონაც ვერ გადაამისამართებდა.
_კაი, რო მიხვალ მომწერე.-შუბლზე აკოცა და თვალებით მიაცილა ჭიშკრამდე.

გზაში ყურსასმენები ეკეთა და ისე მიდიოდა, გეგონებოდათ არაფერს უყურებდა, არადა ყველას და ყველაფერს აკვირდებოდა მისი თვალები. უცებ შეეჩეხა სვანს, მის მეგობრებთან რომ იდგა ხის ძირას, პატარა სკვერთან.იქეთ გახედვა არ უნდოდა, ამიტომ ფეხს მოუჩქარა და ეცადა უცნობის ხმას გაქცეოდა.
_ნენე, ნენე!-სულ უფრო და უფრო ახლოვდებოდა იგი._რომ გიძახი, უნდა გაჩერდე!-სწრაფად ჩაავლო ხელი მკლავში და მისკენ მიაბრუნა.
_რა გინდა?-კითხა სწრაფად და მისი ხელი მოიცილა.
_უნდა გელაპარაკო, მაშინ რომ მოხდა.. მოკლედ შენ რომ დამინახე...
_არაა ახსნა საჭირო, ამ ყველაფრის, თუნდაც სამი კვირის შემდეგ,-უპასუხა ცივად და აგრძნობინა, რომ არ აინტერესებდა მისი აზრი. მით უმეტეს, როცა ის თავის შეცვალს არ პირებდა.
_კარგი, რა..-თავი ვერაფრით რომ ვერ იმართლა ორი სიტყვა წამოისროლა.
_საერთოდ რატომ ვდგავარ აქ? წავედი.
_ნენე!-სიბრაზე შეერია ხმაში სვანს._მაცადე ახსნა.
_მე შენი სახელიც კი არ ვიცი, არ გგონია, რომ ჩემთვის უინტერესო იქნებოდა შენს შესახებ, ამის შემდეგ რამის გაგება?!-თვალებმოჭუტული ჩააჩერდა ბიჭს თვალებში.
_შენ.. ყველა გოგოს მოსწონს ჩემნაირი ბიჭები, ყველასთვის ვარ საინტერესო და შენთვის რატომ არ უნდა ვიყო?
_აჰა, ესე იგი, მე შენც სხვა გოგოების მსგავსი გგონივარ,-ნაწყენმა ჩაილაპარაკა და გაავებულმა გაუსწორა თვალი,_რაც გინდა ის იფიქრე, მაგრამ იმ გოგოებივით შენს თვალში ასი წელი არ დავეცემი! არ ხარ ჩემთვის საინტერესო, არც შენნაირი ბიჭები მომწონს!
_არ მოგწონს? მაშინ რატომ მელაპარაკები?-ირონია შეურია ხმაში ბიჭმა.
_იმიტომ რომ შეგასმინო რაღაც! და კიდევ იცი რატომ?-დაფიქრების ნიშნად ტუჩთან ხელი მიიტანა და წარბები მაღლა აზიდა,-იმიტომ რომ დაგიმტკიცო, თუ რამდენად არ მაინტერესებ!
_და შენ ხვდები, რომ შენი ინტერესის ეტალონი საზღვრებს ცდება?-ნიშნის მოგებით უთხრა სვანმა გოგონას, მისი სიბრაზით მოხიბლულ-გართულმა.
_და შენ თუ ხვდები, რომ შენნაირი ყოყოჩები არავის არასოდეს მოეწონება?-ხელები ერთმანეთში გადახლართა გოგონამ.
_შენ ხვდები, რომ ყველაზე ლამაზი ხარ როცა ბრაზდები?-თემა გადაიტანა ბიჭმა.
_ვხვდები!-უთხრა მისი კითხვით მაინც არდაბნეულმა და უკან მობრუნება გადაწყვიტა, ბიჭმა მკლავში რომ ჩაავლო ხელი და სიგარეტის ბოლი კიდევ ერთხელ მიაორთქლა სახეში,-უზრდელო, რამდ..ენჯ..ერ გთ..ხოვე, არ გ..აგე..კეთ..ებინა ეგ სა..სიზღ..რობა? ალერ..გია მაქ..ვს.._ ხველებ-ხველებით წარმოთქვა სიტყვები. სუნთქვა შეეკრა და თვალებიდან სიმწირს ცრემლები გადმოყარა.
_აუ, ტო..-ნერვიულად გადაისვა თავზე ხელი და სიგარეტი გადააგდო, გოგონა ხელში აიტაცა და მანქანაში ჩასვა იქვე რომ დაეყენებინა.._ხომ უნდა გეთქვა? ხომ უნდა გეთქვა, ნენე?-ნერვიულად ჩახვეულივით იმეორებდა ერთიდაიგივეს.
_როდის მეთქვა?-ხველებით წარმოთქვა გოგონამ და მზერა გაიწმინდა.
_დღეს, გუშინ, გუშინწინ.. რა ვიცი, როცა გინდა..
_გუშინ და გუშინწინ არ მინახიხარ. დღეს კიდევ ჩემი წვალებით იყავი გართული... ან რა უზრდელობაა ეს სახეში მიბოლება?
_არ არის უზრდელობა,-უთხრა მკაცრად._უბრალოდ, მიყვარს როცა ასე ვაკეთებ.
_მე არ გამიკეთო, თორე დამახრჩე ლამის..-მზერა გაიწმინდა და მოხერხებულად დაჯდა სავარძელზე._წამიყვანე სახლში.
_ექიმთან მივიდეთ ჯერ!-უთხრა მტკიცედ.
_არ მინდა ექიმთან, სახლში მიმიყვან!-არც გოგონამ დააკლო სიმტკიცე.
_ჯიუტი ხარ!-უთხრა გოგონას და მანქანა მოაბრუნა.
_არც შენ ხარ ნაკლები, სვანო.-წააქეზა გოგონამ და ტუჩები მობურცა.
ისეთი სასაცილო სანაყავი იყო საყვარლად გაბუშტული ნენე, ბიჭს მოუნდა მაგრად ჩაეკრა გულში, ტუმცა აჩერებდა ის ფაქტი, რომ გოგონა „ვერ იტანდა“.



№1  offline წევრი nuki-nuka

მომწონს ძააალიან, მაგრამ ცოტა თავები გაზარდე რა, მესმის რომ სწავლობ მაგრამ არ მყოფნის.
დანარჩენი კაი გოგო ხარ love

 


№2  offline წევრი Khaleesi

მაგარია გაააგრძელე

 


№3  offline წევრი vighaca

Ammm dzalian kargia dzalian momwons :* <3

 


№4  offline წევრი cancara

Ai bliv ai qen flai magari iyo

 


№5  offline წევრი კუსა ♥

ძალიან მაგარი იყო <3 ცოტა დიიდი თავები დადე რა

 


№6 სტუმარი nini

ეს ბიჭი ვინ არის? ძალიან მჭირდება მითხარით რა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent