შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღმერთმა შენი თავი მაჩუქა (თავი 2)


20-04-2015, 18:20
ავტორი nini ko
ნანახია 2 195

გეგა ჩემს სახლში მივიყვანე და ჭრილობები დავუმუშავე, როცა მოვრჩი მადლობა გადამიხადა და წასვლა დააპირა, მაგრამ, როცა წამოდგომა სცადა არაფერი გამოუვიდა ამიტომ ჩემი საძინებელი დავუთმე მე კი დედაჩემის ოთახში დავწექი. ღამე ხშირად ვამოწმებდი რამე ხომ არ უჭირდა, ვუყურებდი და ვხვდებოდი რომ არც ისეთი საშინელი იყო როგორიც წარმომედგინა.
დილით ხმაურმა გამაღვიძა, ხმა სამზარეულოდან მოდიოდა. ხალათი შემოვიცვი და სამზარეულოში გავედი იქ კი გეგა საუზმეს აკეთებდა.
-დილა მშვიდობისა (ღიმილით მითხრა გეგამ)
-დილა მშვიდობისა, როგორ ხარ? (მე)
-შენი წყალობით კარგად (გეგა)
-და ახლა რას აკეთებ? (სიცილნარევი ხმით ვუთხარი)
-მადლობის გადახდას ვცდილობ და საუზმეს ვაკეთებ, მაგრამ აშკარად არ გამომდის (სიცილით მითხრა და გამტყდარ კვერცხებზე მიმანიშნა)
-ჰაჰ შენ დაჯექი და საუზმეს მე გავაკეთებ(ვუთხარი და ტაფა გამოვართვი)
5 წუთში უგემრიელესი საუზმე გავაკეთე, გეგამაც გემრიელად მიირთვა. ახლა კი დადგა ჩვენი დამშვიდოებბის დრო. საშინლად არ მინდოდა მასთან დამშვიდობება, რადგან ვიცოდი ვეღარ ვნახავდი. არადა წესით ერთი სული უნდა მქონდეს როდის წავა ჩემი სახლიდან, მაგრამ არ მინდა რომ წავიდეს, არ ვიცი რატომ მაგრამ ზუსტად ვიცი რომ არ მინდა.
-აი დადგა ჩვენი დამშვიდობების დრო, ალბათ ვეღარასდროს შევხვდებით (სევდიანი ხმით თქვა გეგამ)
-ასეთი დარწმუნებულიც ნუ იქნები რა იცი ცხოვრება რას გიმზადებს (ღიმილიანი სახით ვუთხარი)
-ეს იმედს მაძლევს (გამიღიმა გეგამაც)
შემდეგ კი გეგამ დატოვა ჩემი სახლი. მე ჩემს ოთახში შევედი და ავტირდი. არ ვიცოდი რატომ დამწყვიტა გული გეგას წასვლამ,მაგრამ ფაქტი იყო, რომ ბიჭი რომელსაც მთელი ქალაქის ეშინია ჩემთვის სულ ერთი არ არის. ვიცოდი რომ ვეღარასდროს ვნახავდი და ეს აზრი შინაგანად მანადგურებდა.

სამი კვირა გავიდა რაც გეგა გავიცანი. მენატრებოდა საშინლად მენატრებოდა, მაგრამ თავს უფლებას ვერ მივცემდი ერთი შეხვედრის გამო არ გამეცინა და არ მემხიარულა. ცხოვრებას ჩვეულებრივად განვაგრძობდი.

ერთ დღეს ნუკის სახლიდან გვიან ვბრუნდებოდი, როცა ჩემს სადარბაზოსთან მდგარი გეგა დავინახე. გამიკვირდა და გამიხარდა, არა გატყუებთ ძალიან გამიხარდა.
-როგორ ხარ? (ღიმილით მკითხა გეგამ)
-კარგად შენ? აქ საიდან გაჩნდი? (ვკითხე და გავუღიმე)
-რა ვიცი აბა მომენატრა ჩემი ექიმი (მითხრა და ხმამაღლა გაიცინა)
დავაპირე რაღაცის თქმა, მაგრამ სადარბაზოდან ჩემი მეზობელი სანდრო დავინახე და გავჩუმდი. მივედი მივესალმე და გადავკოცნე. გეგა მის დანახვაზე ერთიანად დაიძაბა.
-ვა გამარჯობა გეგა (ირონიული ღიმილით თქვა სანდრომ)
-მოიცა და თქვენ ერთმანეთს საიდან იცნობთ? (მე)
-გრძელი ისტორიაა (თქვა გეგამ და მანქანისკენ მიბიძგა)
-ჩაჯექი, გავისეირნოთ(ღიმილიანი სახით მითხრა) თავიდან ვყოყმანობდი, მაგრამ ბოლოს დავთანმხდი, სანდროს დავემშვიდობე და მანქანაში ჩავჯექი.
-აბა ახლა მეტყვი საიდან იცნობ სანდროს? (მე)
-ხომ გითხარი გრძელი ისტორიაა (მკაცრი ხმით თქვა გეგამ)
-არსად მეჩქარება (მეც მკაცრად ვთქვი და გეგას მივაჩერდი
-როგორც ჩანს არ დაიშლი შენსას (ღიმილით თქვა და მიმანიშნა მანქანიდან გადადიო)
-სად ვართ? (მე)
-პარკში (გეგა)
-ყურადღებით გისმენ(მე)
-სანდრო 5 წლის წინ გავიცანი სკოლაში და ჩვენი მტრობაც მაშინ დაიწყო
რა თქვა? რა მტრობა? რაზე ლაპარაკობს? ამ კითხვებით გაბრუებული ინტერესიანი თვალებით მივაჩერდი გეგას
-გაგიკვირდა არა? ხო მე და სანდრო მტრები ვართ.ეს ყველაფერი კი ერთი ჩვეულებრივი ჩხუბით დაიწყო და ასე გაგრძელდა და აღარ დასრულდა.
მე ხმას ვერ ვიღებდი მხოლოდ გეგას ვუყურებდი და მეგონა რომ ეს სიზმარი იყო და მალე გამეღვიძებოდა.
-ამოიღე ხმა გთხოვ რაა (სევდიანი ხმით თქვა გეგამ და მე შემომხედა)
-მე.. მე არ ვიცი რა ვთქვა (დაბნეულმა ვუთხარი)
ასე ვიდექით დიდი ხანი, არც მე ვიღებდი ხმას და არც ის შემდეგ სიჩუმე მან დაარღვია:
-წამოდი, სახლში წაგიყვან აცივდა უკვე თანაც გვიანია (გეგა)
-კარგი (მე)
მანქანაში ჩავჯექით და 10 წუთში ჩემს სადარბაზოსთან გავჩნდით, გადასვლისას სევდიანი ხმით ვკითხე:
-კიდევ როდის გნახავ? (მე)
-რუსა მისმინე, არ ღირს ჩემნაირთან რაიმე ურთიერთობა გქონდეს ეს ყველას დააზარალებს(გეგა)
-კი მაგრამმ... (სიტყვა აღარ დამამთავრებინა)
-კარგი ჰო, გპირდები ხვალ სკოლაში წაგიყვან, ახლა კი ადი სახლში ადი დაისვენე(გეგა)
-კარგი (მე)
სახლში ავედი და მაშინვე ჩემი ოთახისკენ გავსწიე, ლოგინზე დავეხეთქე და დღევანდელ საღამოზე დავიწყე ფიქრი. ვერ ვიჯერებდი რომ გეგა სანიკიძესთან ერთად ვიყავი მთელი საღამო, რომ ის ჩემი მეზობლის მტერია და გეგა ჩემთვის სულ ერთი არ იყო, რაღაცას ნიშნავდა ჩემთვის და ეს მაშინებდა თან მინდოდა რომ მალე გათენებულიყო, რადგან ვიცოდი გეგას ისევ ვნახავდი. ვერ ვხდებოფი როგორ შეიძლება ერთ სხეულში ცხოვრობდეს ორი სახის ადამიანი. სწორედ ასეთი იყო გეგა, ამ ფიქრებიდან დედაჩემის ხმამ გამომიყვანა:
-რუსა ხო კარგად ხარ? (შეშინებულმა მკითხა და საწოლზე ჩამოჯდა)
-კი დე კარგად ვარ, უბრალოდ დავიღალე, რატომ მკითხე? (მე)
-რა ვიცი უბრალოდ ისე შევარდი შენს ოთახში შემეშინდა (მითხრა და შუბლზე მაკოცა)
-არაფერია დე (ღიმილიანი სახით ვუთხარი)
-და სად იყავი მთელი საღამო? (მკაცრი ხმით მკითხა)
-ნუკისთან (შეშინებულმა ვუთხარი)
-კაი დე, ოღონდ როცა აგვიანებ დაგვირეკე და გაგვაფრთხილე, რომ არ ვინერვიულოთ (დედა)
-კარგი დე, ძალიან დავიღალე და უნდა დავიძინო(მე)
-კარგი, ტკბილი ძილი (დედა)
-დე მიყვარხარ (ვუთხარი და ჩავეხუტე)
-მეც რუსა, სიცოცხლეზე მეტად (მითხრა და სახე დამიკოცნა)
დედა გავიდა. მე კი დაღლილს მალევე ჩამეძინა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent