შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვლელები (8)


20-04-2015, 18:54
ავტორი liziglonti
ნანახია 1 471

დათო რომ მოვიდა ჩემს ოთახში შემოვიდა პირდაპირ...
-უკაცრავად-დაიწყო მან-დაკაკუნება ისევ დამავიწყდა... ლიზა გღვიძავს??
მომიახლოვდა და საწოლის კიდეზე დაჯდა.
-მღვიძავს და სიმღერებს ვუსმენ.. რა დამაძინებს არ მეძინება...და შეიძლება მთელი ღამე მეღვიძოს...
-რომ არ გეძინება რაზე ფიქრობ?

-შენ რა რომ წვები მაშინვე გეძინება?
-არა.. გააჩნია...
-მე კიდევ იმაზე ვფიქრობ რომ ყველაფერი უაზრობაა ჩემს ცხოვრებაში...
-ჩემი ცხოვრებაც მასეა ლიზა,მაგრამ შენგან განსხვავებით უაზრობებზე არ ვფიქრობ...იმიტომ რომ უაზრობა არ არსებობს საერთოდ....ყველაფერს აზრი აქვს რაც ხდება..უმეზეზოდ არაფერია არ მოხდება...თავს მარტო გრძნობ არა?
მე დათოს შევხედე და შეწუხებული სახე მივიღე მერე საბანი ამოვწიე თავზე დავიფარე გვერდზე გადავბრუნდი..ისევ სიმღერები ჩავრთე.
-იმალები თუ რა არის .. გინდა ძაღლი მოგიყვანო?
-ძაღლი გადმოვბრუნდი მე და სახე გამიბრწყინდა...
-ჰო,ახალი ძაღლი
-კი მინდა მომიყვანე...გავზრდი და სულ თან მეყოლება.. ჩვენი ძაღლი გახსოვს.. რომ მოგვიკვდა მაგაზე რამდენი ვიტირე ვერ წარმოიდგენ ერთადერთი ეგ მახსენებდა ბავშვობას.. თან ძალიან ვუყვარდი და ჩემი დანახვა ძალიან უხაროდა...ჩემი პატარა...
-გინდა სურათები მოგიტანო ჩვენი ბავშვობის.. რამდენიმე მაქვს მე და შენი ერთად გადღებული.. ძალიან პატარა ხარ ოღონდ... და დაბალი...
-ჩემი მშობლებისაც ხომ არ გაქვს?

-შენი მშობლების... არა არ მაქვს.... ყუთი შემოიტანა და წინ დამიდო
-ამ ყუთს თუ გახსი.. მთელი ცხოვრება რაც გაგივლია აქამდე სულ თვალიწინ დაგიდგება... ამ სურათებს ძალიან ვუფრთხილდები.. რამდენიმე ვიდეოც მაქვს შენი სიმღერების .. და თუ გინდა შენთან იყოს.. რამე თუ დამემართება მომიგონებ ხოლმე გესმის .. თუ რამე შემემთხვევა ბოლო სურათი თან გამატანე იცოდე... დაიმახსოვრე და კიდევ, ყოველთვის გახსოვდე და არ დამივიწყო გესმის... არ დამივიწყო...
-რატო უნდა დაგივიწყო დათო ხომ იცი როგორ მიყვარხარ... თან შენ რომ რამე დაგემართოს თავს არ ვაპატიებ.. სულ შენს გვერდით ვარ იცოდე... შენთან და არ მოგშორდები...
-სულ ჩემს გვერდით...ჩვენ სულ ერთად ვიქნებით შენი აზრით? რაღაც არ მგონია.. შენ გაიქცევი და მე მარტო დამტოვებ გული მიგრძნობს...
და ამიტომ გთხოვ რომ ეს სურათები შენთან იყოს მოსაგონებლად..
-თუ გავიქცევი შენთან ერთად.. შენს გარეშე არსად არ მივდივარ იცოდე...შენთან ვარ სიკვდილამდე... თუ ასეთი რამე არსებობს..
და ჩავეხუტე. მთელი გულით. ვგრძნობდი გული როგორ უცემდა.მანაც ხელები შემომხვია მაგრად...
არვიცი ასე რამდენი ხანი ვიყავით..
ხანდახან ესეც აუცილებელია...სხვისი გულის ცემა იგრძნო მან კი შენი თან მითუმეტეს იმ შემთხვევაში თუ ვინმეს მარიონეტს წარმოადგენ და ისე გათამაშებენ ცხოვრებაში როგორც თვითონ უნდათ შენ კი ამის წინააღმდეგ ვერაფერს აკეთებ.. სხვა მართავს შენს ცხოვრებას.. მაშინ შვებას იმ ადამიანთან იპოვი ვისაც შენნაირი ბედი აქვს რადგან სხვა ვერაფერს ვე რ მიხვდება რაც გინდა აუხსნა..
ვერ მიხვდება.. იმიტომ რომ ყველას თავი ცხოვრება აქვს. ცხოვრება მაინც აქვთ თავის ოთხი კუთხით და 4 გვერდით. მე კი ჩემი ცხოვრება არ მაქვს თავისუფალი არ ვარ იმას ვერ ვაკეთებ რაც მინდა რომ გავაკეთო გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ ფართო საზღვრებში.. ამას მინდა სწორედ თავი დავაღწიო და ჯერ არ ვიცი ეს როგორ უნდა ვქნა...არაფერი არ მაკლია საერთოდ არც ფიზიკურად .. ია სულიერად კი ძალიან დაკნინებული ვარ და ძალიან მიჭირს...
-დათო ახლა მომისმინე..რომ გავიქცე დამიჭერენ ვკითხე დათოს

-გააჩნია სად გინდა გაქცევა..
-არ მინდა მკვლელი ვიყო.. ჩემი მშობლები დაიხოცნენ ასე ვიცი და ეს ვინ ქნა ის უნდა გავიგო ჯერ...მერე შური ვიძიო...
-შური იძიო კარგად ხარ .. მკვლელი გახდები მაინც და რა აზრი აქვს,,, მომისმინე ეხლა თავს გამოცდი თუ იმ 2ს მოკლავ მაშინ დაამტკიცებ რომ ძლიერი ხარ..
და ყველაფერი გამოგივა...
-ანუ ის 2 უნდა დავხოცო ჯერ.. კარგი და ინგლისში სახლი ისევ გაქვს დათო?
-კი მაქვს... ეგ რაში გჭირდება?
-არა მაინტერესებდა ჩემი მშობლების შესახებ ყველაფერი უნდა გავიგო .....
-შენ რა შურისძიებას აპირებ?
-ვერ მოვახერხებ არა? ვიცი ვეცდები მაინც ცოტა უნდა მოვძლიერდე დარწმუნებული ვარ ჯეიმ ყველაფერი იცის ...
-ეგენი იქნებიან შენი მშობლების საქმეში გარეულნი რაღაც არ მგონია...
-მაშ ვინ? რა თქმა ისინი ვინც კოლონიაში მიმიყვანა ჯერ პირველ რიგში მარია ანდრეევნა,,, საზიზღარი ქალი.. ახლა სად ცხოვრობს ისევ ინგლისში მაგას ეცოდინება ყველაფერი ნახე...

-ვიცი მაგის შესახებ მთელი დასტა ინფორმაცია მაქვს .. ოღონდ ინგლისში ჩემს სახლში სანდრას სჭირდებოდა ერთხელ და მოვიძიეთ.. მაგარამ უბრალო ფსიქოლოგია. კარგი რა..
-რა კარგი? საზიზღარი ფსიქოლოგი.. ერთხელ ოთახში გამომკეტა და მთელი 2 კვირა გარეთ არ მიშვებდა... ჩემი მშობლების სახლს ვიპოვი და ყველაფერს გავიგებ..
-2 კვირა გამოგკეტა რა სასცილოა სიამოვნებით მოვკლავდი უკვე დაბერდა ეგ საწყალი..
-მეც სიამოვნებით.. ინგლისში რომ დავბრუნდები ჯეისთან მივალ პირდაპირ ..თავს შევაყვარებ და ყველაფერს გავიგებ...
-შეგიყვეარებს ჩემო ლამაზო და მერე იმ დიდი საშინელების ნაწილი გახდები...
-არა,, არ გავხდები ინფორმაციები საიდან მოვიტანო ჩემს მშობლებს არაფერი არ დაუტოვებიათ.. მამას რომ მივყავდი ზღვაზე ეგეც მახსოვს და ერთად ვთევზაობდით.. დედა არ მახსოვს... ჩხუბი ხშირად მოსდიოდათ მე კი ვიმალებოდი ხოლმე ჩემს ძაღლთან ერთად
-17 წლისას გახსოვს? მაშინ 5ის იყავი.. ერთი ციდა..
- კი მახსოვს რა დამავიწყებს მამიკოს .. იცი რომ ვუყვარდი.. სულ მეფერებოდა.. იმ ბოროტმა ქალმა რომ წამიყვანა და მითხრა მამა აღარ გყავსო.. ვერ ვხვდებოდი ეს რას ნიშნავდა.. მე სულ ვკითხულობდი და ჩვენს სიმღერას ვმღერიდი ... ვხატავდი მე და მამას სურათებს.. მერე ამის საშუალებას აღარ მაძლევდენენ,,... სანამ ტირილი არ დავიწყე მერე შენც გამოჩნსი ჩემთან ძაღლიც კი წამართვეს .. მერე რომ ვიპოვე და კოლონიის ეზოსთან მოვოდა გახსოვს? რომ გითხარი ეს ჩემი ძაღლიაო.. მამასგან მარტო ის დამრჩა..
და ისიც მომიკვდა ახლა არავინ მყავს გესმის .. ძალიან უბედური ვარ...- -მე ვარ შენთან და ეს ბევრ რამეს ნიშნავს არ დაივიწყო..მითხრა დათომ და კიდევ ჩამეხუტა..
შუბლზე მაკოცა
-ასე ვიყოთ არ გინდა... და მე გიმღერებ ჩვენს სიმღერებს.. ჩვენი ბავშვობა გავიხსენოთ
სურათებიც დავათვალიერეთ.. ბევრი რამე გავიხსენეთ ჩვენ ორის ისტორიიდან... მერე ჩახუტებულებს დაგვეძინა როგორც და-ძმას.....




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent