ესეც გაივლის... (სრულად)
როდესაც ტელეფონს დავხედე გული შემეკუმშა, თითქოს ისე მიიწურა და დაპატარავდა რომ ვეღარც ვგრძნობდი მის არსებობას. ეს იყო ზარი რომელმაც გონებაში ამომიტივტივა წარსულის მიძინებული ტკივილი. მოგონებები სურათებივით იცვლებოდნენ ჩემს წინ და უამრავ სხვადასხვა ემოციას აღძრავდნენ გონებაში. ხელის ერთი გადასმა და: - ლიზი! - გაისმა ტელეფონში ნაცნობი ხმა რომელმაც სული ამიფორიაქა. - გისმენ! - უნდა გნახო და გელაპარაკო მეტი აღარ შემიძლია. ისე გამაცოფა ამ სითავხედემ, რომ უნებურად წარმოვთქვი: - საერთოდ როგორ გაბედე ჩემთან დარეკვა იმის მერე რაც შენ გამიკეთე! - იცოდე გული გამისკდება მეტი მართლა აღარ შემიძლია! - იქნებ ფიქრობ რომ დაკრძალვაზე შენ ცოლზე ხმამაღლა ვიტირებ? - სიტყვები ტყვიასავით მოხვდა მის გულს და მძიმე ამოსუნთქვის ხმა გავიგე, რომელმაც ტკივილი მომგვარა. - ნიკა... აღარ გაბედო ჩემთან დარეკვა! ტელეფონი გავთიშე და სკამზე დავეშვი. ყველაფერი ისევ აირია ჩემს თავში. რატომ დამემართა ასეთი რამ? რატომ მაინცდამაინც მე! ჩემი ფიქრი მოგონებებმა წაიღო... * * * ნია გაუთავებლად ტიკტიკებდა: - ლიზი წამიყვანე რაა, ერთხელაც და ვსიო. აი მეტს აღარ გთოვ, სამი-ოთხი გავფრინდები საქანელით და მორჩაა! - კარგი რაა ნია ყოველდღე ერთიდაიგივეს იმეორებ, ეგ შენი ერთხელაც და ვსიო აღარ მორჩა. -ვუთხარი ოდნავ გაღიზიანებულმა. ის ჩემი პატარა და იყო და უკვე ჩვევად ჰქონდა რამის თხოვნა, თუმცა ისე საყვარლად ტიკტიკებდა უკვე მეასედ დამითანხმა და აი ჩვენ ერთად მივუყვებოდით გზას რომელიც პარკისკენ მიდიოდა. იქ ხშირად იკრიბებოდა უამრავი ადამიანი საჭორაოდ, მუსიკის მოსასმენად, ბავშვის გასასეირნებლად და ზოგიც უბრალოდ დასასვენებლად. ნია საქანელაზე დავსვი და ნაცნობებს ვათვალიერებდი როცა ტელეფონმა დარეკა. ანი იყო. ყურმილის აღებისთანავე მომაჯახა: - აბა თუ იცი მე და ანა სად მივდივართ? - არა, სად? - ისეთი აჟიტირებული მეჩვენა აღარც მიცდია გამოცნობა. - შენთან, ტარარა რააამ! - წაიმღერა გახალისებულმა და ჩემს რეაქციას დაელოდა. - სად სოფელში? - ვთქვი გაოცებულმა. -ხო უკვე გზაში ვართ, მოემზადე დღეს უნდა დავთვრეთ! - ისე გათიშა ტელეფონი სიტყვის თქმაც ვერ მოვასწარი. ანი და ანა იყვნენ ის ადამიანები ვისაც მე დაქალებს ვუწოდებდი. ნამდვილ დაქალებს, რომლებთანაც არაფერი მაქვს დასამალი და ვსაუბრობთ ნებისმიერ თემაზე. ისინი არ გვანან იმ გოგოებს რომლებზეც ნათქვამია '' მიჭირს - სად ხართ? მილხინს - უი აქ ხართ?'' გადასული ვიყავი ლოდინის რეჟიმზე როცა შავი BMW შევნიშნე. საერთოდ მომწონს ეს მანქანა და ყოველთვის ობიექტურად ვაფასებ მის მძღოლს შეეფერება ეს თავზეხელაღებული მანქანა თუ არა. იქიდან მაღალი, ჩადგმული ტიპი გადმოვიდა რომელიც, მომეჩვენა რომ, სადღაც მინახავს. ღია ფერის თვალები და ძალიან ლამაზი ღიმილი ჰქონდა. ნამდვილად მე მიყურებდა თუმცა სხვას ელაპარაკებოდა, მეც ისევე ნაგლად არ ვაცილებდი თვალს როგორც ის, ვნახოთ სადამდე გაქაჩავს თქო გავიფიქრე ჩემთვის და გამეღიმა, მანაც გაიცინა და ამან ისე დამაბნია რომ მზერა მოვარიდე. ასე ჯერ არ დამმართნია. მომენტალურად ნიაზე გადავიტანე ყურადღება. რამდენიმე წუთში კი ისევ გავიხედე იმ მხარეს სადაც ის მეგულებოდა თუმცა იქ აღარ დამხვდა. '' ნეტავ სად წავიდა? მანქანა ხომ აქ აქვს'' გავიფიქრე ჩემთვის და ნიას ვუთხარი წავიდეთ უკვე დროა თქო. ამან მისი უკმაყოფილება და წუწუნი გამოიწვია. - კარგი რა ლიზი ვერთობი ხო ხედაავ? - სახლში გაერთობი, - ვუპასუხე და ისევ იმ მხარეს გავიხედე. - დავრჩეთ რა სულ ცოტაც რააა სამ ცალს კიდე გავფრინდები და ვსიო! - რა თქმა უნდა უნდა დარჩეთ, - მომესმა ზრგს უკან უცნობი ხმა, ''ის არის!'' გამიელვა მოულოდნელად, დაბნეული და გაბრაზებული მივტრიალდი ასე მოურიდებლად რომ ჩაება ლაპარაკში. მართალი აღმოვჩნდი, ინტუიცია არასდროს მღალატობს. -უკაცრავად მარა თქვენ ვინ ბრძანდებით ჩემს დარჩენას რომ წყვეტთ? - მე? არასდროს დაგსიზმრებივარ? გამიგია ახალგაზრდა გოგოებს თავისი მეორე ნახევრები ხშირად ესიზმრებათო. - არა არასდროს. - მივახალე მოზეიმე ხმით. - ესეიგი ტყუილი ყოფილა - გააქნია თავი მოჩვენებითი სინანულით. - არაუშავს, იცი რა? იმკაფეს ხედავ? - მიმითითა იქვე მყოფ შენობაზე, - ზუსტად 8-ზე იქ გელოდები. - მითხრა თუ არა გამიღიმა და წავიდა. გაოცებული ვიდექი. არანაირი გაცნობა, ნებართვა მიპატიჯებაზე ან რამე ამდაგვარი, "თავხედი! როგორ იფიქრა რომ მივიდოდი? უეჭველი ვიღაც ''მამიკოს ბიჭია" და ყველა გოგო თავისი ჰგონია. მაგას ვაჩვენებ!" ამ მუქარაში ვიყავი როცა ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა. - ხო - ვუპასუხე მექანიკურად. - სად ხარ? ან რატო არ თქვი სახლში რომ არ იყავი ჩვენ უკვე ჩამოვედით. - მაცადე რო მეთქვა? ნიას ჩამოვიყვან და ჩამოვალ. სახში მისულს დედაჩემი მოსული დამხვდა, უკვე მოესწრო გოგოების დაკითხვა და ახლა ყავას აკეთებდა. ჩემ გამოჩენას წივილ-კივილი მოყვა. - ამას უყურე კიდე გამხდარა! - რა ფერზეააა! მოგიხდა სოფლის ზაგარი ხო იცი! - სიცილით იგუდებოდა ანა. - ჰაა მიდი გაიხადე შორტი და კაფეში გავიდეთ უკვე 8 დაიწყო. საათის გახსენებამ გული ამიფორიაქა. თავიდან არ ვაპირებდი შემდეგ კი წარმოვიდგინე როგორ გაატარებდა საღამოს სხვა მაგიდასთან მჯდარი ჩემს ყურებაში და სასწრაფოდ გამოვიცვალე. 8 საათისთვის მივედით და ერთმანეთს ახალი ამბების მოყოლას ვარსწრებდით როცა კარი გაიღო და BMW-ს მძღოლი შემოვიდა. წვენი გადამცდა როცა ჩვენსკენ წამოვიდა და მაგიდას მიუპატიჟებლად მოუჯდა. - რას სვავთ გოგოებო? მარტო წვენს? ღადაობთ? - მიმტანს დაუძახა და არაყი დაამატებინა. ჩვენ გაკვირვებულები ვისხედით და ხმას არ ვიღებდით, ან მათ რა უნდა ეთქვათ განმარტებას ხომ ჩემგან ელოდნენ, მე კი ენაჩავარდნილი ვიჯექი. - ლიზის არ უთქვამს დაქალებთან ერთად მოვალო, - დუმილი დაარღვია მან და პასუხის მოლოდინში გამომხდა. - ლიზის არც ის უთქვამს მოვალო, - თვალი გავუსწორე მე და თან მომხდარს ვიხსენებდი მე ხომ არ მითქვამს სახელი? ალბათ ნიამ რომ დამიძახა მაშინ გაიგო. - მაგას არც უნდოდა თქმა, - მითხრა თავდაჯერებულმა და ისე გამღიმა დავჰიპნოზდი. - სახლში ხომ არ გეჩქარებათ? მაპატიეთ რომ არ გაგეცანით მე ნიკა ვარ. - კი! - ყველას დავასწარი მაგრამ მათმა შემოხედვამ მაგრძნობინა ენა გააჩუმეო და ნიკას მიუბრუნდნენ. - არა რა არის საჩქარო? ახლახანს მოვედით თან დალევას ისედც ვაპირებდით - თქვა ანამ და არყის ბოთლები შეათვალიერა. ნიკამ ხელი მოკიდა ერთერთს და დასხმა დაიწყო. ანამ ვეღარ მოითმინა გაურკვევლობაში ყოფნა და დაინტერესებულმა იკითხა: - დიდი ხანია ერთმანეთს იცნობთ? - არა საერთოდ არ ვიცნობთ! - ვთქვი გაბრაზებულმა და ნიკას შევხედე. ამან გოგოები სულ დააბნია, ვეღარ მიხვდნენ რა ხდებოდა. - ეგ შენ არ მიცნობ თორე მე ყველაფერი ვიცი შენზე! ლიზი ცხოვრებაძე, 19 წლის, სწავლობ თსუ-ში ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე, სკოლა აქ დაამთავრე, თბილისში ცხოვრობ ბიძასთან, კიდევ რა გაინტერესებს? ვცდილობდი ყველაფრისთვის ახსნა მიმეცა,"საიდან მიცნობს? ან საიდან მეცნობა დავიჯერო... ხო გამახსენდა ჩვენს სკოლაში სწავლობდა, ალბათ მაგიტომ იცის ყველაფერი" - კი მაინტერესებს! რა გინდა ჩემგან? - კითხვამ აშკარად დააბნია მაგრამ გამიღიმა და ისე მითხრა ჩვენს მომავალ ოჯახს გაუმარჯოსო რომ გულიანად გამეცინა, ეს კი მათ თითქოს დასტურად მიიღეს და ჭიქები მიაჭახუნეს, მეც ბოლო წვეთამდე დავლიე და შევეცადე დაძაბულობა მომეხსნა, გოგოებმა ნიკას კარგად გაუგეს, იცინოდნენ ხალისობდნენ ნელ-ნელა მეც შემიყოლეს და აი უკვე კარგად მთვრალები რაღაცას ვყვებოდით როცა კაფეში კელი კლარკსონის "BECAUSE OF YOU" გაისმა, ნიკამ მაგიდას მოუარა და ისე ამაყენა ნებართვა არც უთხოვნია. ცეკვის დროს ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვიყავით. თავი უჩვეულოდ მშვიდად ვიგრძენი. ჯიბეში ტელეფონი აწკრიალდა. "ვინ უნდა იყოს? ოღონდ ის იდიოტი არა!'' გავიფიქრე ჩემთვის და ტელეფონი ამოვიღე, ხომ ვთქვი კარგი ინტუიცია მაქვს თქო არა? ნიკას ხელი გავუშვი და გვერდზე გავედი. - რა გინდა? - ვკითხე გაღიზიანებულმა. - არ იცი რა კი არა ვინ მინდა? სად ხარ გოგო? - ისეთი მით მითხრა მეგონა სადმე იქვე იყო და მიმოვიხედე, პასუხად ნიკას მზერას გადავაწყდი რომელიც გოგოებს ელაპარაკებოდა და თან ჩემსკენ იყურებოდა. - კაფეში გოგოებთან ერთად და საერთოდ შენ ვინ გკითხავს? - ვაა ვაა რაღაც ძაან გაგაღიზიანა ჩემმა დარეკვამ ვინმე საინტერესოს ხომ არ გადააწდი და ხელი შეგიშალე? - მიზანში გაარტყა. - სწორედაც! აღარ დამირეკო ლევან თორემ ნომერს გამოვცვლი! - ვთქვი და ტელეფონი გავთიშე. რო მივიხედე ჩემსკენ მოდიოდნენ უკვე გვიანი იყო. ჩემდა გასაოცრად ნიკას არაფერი უკითხავს, ან რა უფლება ჰქონდა ეკითხა. სახლში ჩაგვიყვანა გადასვლისას კი მომაძახა სიზმარში დაგესიზმრებიო და ბეემვე ადგილს მოსწყდა. მიუხედავად იმისა რომ არცერთს ლაპარაკის თავი არ გვქონდა მათ მაინც მომაყოლეს რით დაიწყო ყველაფერი და დასკვნაც გამოიტანეს: - "იტოკში" შენი ბედია რა!-ამ სიტყვებზე სიცილისგან გადავყირავდი. - რა ბედი გოგო ხო არ გაგიჟდი სახელის გარდა არაფერი ვიცი. - ვუპასუხე სიცილით და დასაძინებლად დავწექი. იმ ღამეს არაფერი დამსიზმრებია. * * * დილით საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა. ანა უკვე ამდგარიყო ანის კი როგორც ყოველთვის ისევ ეძინა. წინა დღის ამბებს ვიხსენებდი, "მაინც ვინ იყო? ან რა უნდოდა და რატომ არის ასეთი თავდაჯერებული?" რამდენიმე დღემ ისე გაიარა არც კი მინახავს სადმე ერთ დღეს კი ტელეფონს დავხედე მესიჯი იყო მოსული უცხო ნომრიდან "ამას განანებ!'' წავიკითხე და გავოგნდი, ვინ უნდა ყოფილიყო?" ნიკას რომც გაეგო ნომერი ამ სიტყვებს რატო მომწერდა? ლევანს თავისი ტელეფონი აქვს და რომც არ ქონდეს რა მიზეზი მივეცი ამის სათქმელად?" უნდა გამერკვია ამიტომ მოცემულ ნომერზე დავრეკე, იქიდან ქალის ნამძინარევმა ხმამ მიპასუხა: - ვინ გნებავს? - იცით ამ ნომრიდან მესიჯია შემოსული ჩემს ტელეფონში და მაინტერესებდა ვინ მომწერა. - პასუხის მოლოდინში გავიტრუნე. - შენ ლიზი ხომ არ ხარ? - მკითხა თითქოს ბრაზმორეულმა. - კი მე ვარ. - გასაგებიაა. ლევანმა მოგწერა მგონი რაღაც ბევრი დავლიეთ წუხელ და არ მახსოვს მარა ლევანი იქნებოდა, - ისეთი ტონით მითხრა დავიბენი. - საერთოდ როგორ ბედავ ამ ყველაფრის მერე კიდევ რამე იკითხო მის შესახებ? - კითხვამ სულ გამომაშტერა. - რა ყველაფრის შემდეგ? - თავს ნუ იშტერებ ლიზი რაა! ისეთი ნაცემი იყო ენას ძლივს აბრუნებდა! მინდოდა მეჩივლა შენთვის და იმ BMW-ს პატრონისთვის უბნიდან რომ წაიყვანა და უკან ასეთ დღეში დაბრუნა მარა ლევანმა როგორც ხედავ დაგინდო! თავზარდაცემული ვიდექი, " საიდან გაიგო ნიკამ მის შესახებ? ან საერთოდ რატომ ცემა" სულ ავირიე ქალი კი განაგრძობდა: - უბრალოდ შეგეძლო გეთქვა რომ არ გინდოდა მასთან ურთიერთობა და სხვა გყავდა ცემა რა საჭირო იყო თან ასე! - ნელნელა ტონს უწევდა და ამან ისე გამაღიზიანა მეც ავყვირდი. - იცი რა? ჯერ ერთი მე არაფერი ვიცოდი ამის შესახებ! მეორეც შენ ეს არ გეხება და ნუ ერევი რაც შენი საქმე არ არის იმაში! და მესამე შენი მეგობარი თუ შეუგნებელია და არ ესმის ერთხელ ნათქვამი ეს უკვე მისი პრობლემაა და როგორც ხედავ უკვე დაუჯდა ძვირად! - ტელეფონი ისე გავთიშე პასუხს არც დავლოდებივარ. ახლა მხოლოდ მისი ნომრის გაგება მინდოდა რომ კარგად გამელანძღა ამისათვის მარა როგორ გამეგო როცა სახელის გარდა არაფერი ვიცოდი? მაღაზიიდან ვბრუნდებოდი როცა ვიგრძენი რომ უკან მანქანა მომყვებოდა, გავიხედე და ნიკა იყო. ისეთმა გაბრაზებულმა შევხედე ალბათ მაშინვე მიხვდა ყველაფრის აზრზე რომ ვიყავი, სიჩქარეს მოუმატა და ახლა უკვე ჩემს გვერდით მოასეირნებდა მანქანას. - ჩაჯექი სალაპარაკო მაქვს! - ხო? ლევანსაც ასე უთხარი რო ნახე? - ვუთხარი მისი თავხედობით გაბრაზებულმა და ფეხს ავუჩქარე. - მისგან განსხვავბით შენ შეგნებული გოგო ხარ და მაგ დღეში არ ჩავარდები. - და შეუგნებელი რომ ვიყო მეც ისე დამასისხლიანებდი ხო? - დაახლოებით, - მითხრა გაღიმებულმა და შემდეგ ისე გადაიხარხარა შემეშინდა არ დავყრუებულიყავი - წარმოიდგინე ცხვირგატეხილი და ტუჩგახეთქილი რა საყვარელი იქნები! - ისე იცინოდა მეც გამეცინა. ამან წაახალისა და ყელის გამოწევით მთხოვა - ლიზი დაჯექი რაა. კარი გავაღე და ჩავჯექი, მისი სუნამოს სუნი ახლაც დავბრუს მახვევს. - ახლა სადმე წყნარ ადგილს ვიპოვი სადაც კარგად მიგბეგვავ და მერე სახლთან ჩამოგაგდებ. - ისეთი ხმით მითხრა მართლა შემეშინდა, ალბათ შემატყო და ისევ გადაიხარხარა - რა სულელი ხარ მანიაკი კი არ ვარ! ასეთ საქმეებს მარტო ღამე ვაკეთებ! - ორივეს გაგვეცინა. მანქანა კი სვლას აგრძელებდა და ნელ-ნელა სოფელს ვშორდებოდით. გულმა ვეღარ მომითმინა. - სად მივდივართ? - ვკითხე ცნობისმოყვარე ღიმილით. - მალე ნახავ. - გამიღიმა მან და თან სიჩქარეს მოუმატა. - პრავა გაქვს? - კი, ამ ზაფხულს ავიღე თუმცა მას მერე მანქანასთან არც ვმჯდარვარ. ლაპარაკში ალავერდს მივადექით, ნიკამ მანქანა გააჩერა, მეც გადმოვედი, არ მეგონა თუ აქ მომიყვანდა, ყელზე მოხვეული შარფი თავზე მოვიხვიე, კაბად კი შესასვლელში გადაკიდული ნაჭრებიდან ერთ-ერთი შემოვიკარი. ნიკამ გაიცინა ჩემს დანახვაზე, მე კი ისეთი სახით შევხედე მაშინვე დასერიოზულდა. - წინა საუკუნეებშიც გამოდგებოდი, გიხდება გრძელი კაბა. - ეს იყო პირველი კომპლიმენტი რომელიც ეტყობა წამოსცდა! ტაძარში რამდენიმე მლოცველი იყო და მამაო, რომელიც ნიკას დანახვაზე გაიბადრა და ჩვენსკენ წამოვიდა. ნიკამ მეგობრულად გადაკოცნა, ის მართლაც ამხანაგად შეეფერებოდა ისეთი ახალგაზრდა ჩანდა. - მიხარია რომ მოხვედით, დიდი ხანია არ ყოფილხარ ნიკა! მარტო შემოწირულობა არაფერი არ არის. - უთხრა მან საყვედურით. - ვიცი ვიცი მამაო მარა რა ვქნა საქმეებს უნდა მივხედო ხომ იცი არა? - ჯერ შენს სულს უნდა მიხედო, სხვა დანარჩენი კი მოიცდის. ვინაა ეს გოგო? თითქოს ადრეც მინახავს. აქ ხშირად დადიხარ? - არა, მხოლოდ ალავერდობას. - ვთქვი და თავი დარცხვენილმა ჩავხარე. - სხვაგან? - მკითხა ისე რომ მივხვდი პასუხი უკვე იცოდა. - იშვიათად, - ვუპასუხე და თვალი ავარიდე. მოძღვარმა თავი გააქნია. - აბა საიდან მეცნობი? - თქვა და სახეზე მომაცქერდა, გახსენებას ცდილობდა. - ლიზი ჩვენი სკოლელი იყო და ალბათ იქიდან, - საუბარში ჩაერთო ნიკა. - ხო ხო გამასენდა, მაშინაც განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩეოდა, - თქვა მან და გამიღიმა, მე დარცხვენილმა გავიცინე და ვიგრძენი როგორ წამოვწითლდი. - გარეგნული სილამაზე არაფერია შვილო, სული ამაზე ბევრად ლამაზი უნდა გქონდეს! - შემდეგ ნიკას მიუბრუნდა - აღარ მოგაცდენთ ილოცეთ, ამისთვის არ ხართ მოსულები? - თქვა და შებრუნება დააპირა. - ხო ამისთვისაც და კიდევ მინდა ჯვარი დაგვწერო, - თქვა ნიკამ ისე რომ არც კი გაღიმებია, ისე გაოგნებულმა შევხედე მამაო მიხვდა რაშიც იყო საქმე და გაიღიმა. - მე ახლა სხვა გზას ვადგავარ ნიკა, მაგ მაიმუნობაში ვეღარ აგყვები. - ოო კაი რა მამაო რაა ცოტა ხანი მაინც მოგეტყუებინა ეს ხო ცუდი ტყუილი არ იქნებოდა, - თქვა ნიკამ წუწუნით და შემდეგ სერიოზულად დააყოლა - ერთ დღეს მართლა გეტყვი ამას და მერე ასე ადვილად თავს ვეღარ დაიძვრენ. - ღმერთმა დაგლოცოთ ნიკა და მაგ დრომდე კეთილად მიგიყვანოთ, - თქვა მოძღვარმა და გატრიალდა, მისი სიტყვები გულში თბილად ჩამეღვარა. - მე კი მაინც მინდა გავუსწრო დროს! - თქვა ნიკამ და ჯიბიდან ერთიციდა, ჯაჭვზე დაკიდებული კალიცო ამოიღო. ისეთი ლამაზი იყო გამეღიმა, კისერსზე შემიკრა და თქვა, - ჯვრისწერამდე! ტაძრიდან გამოსვლისას ნიკა დაწინაურდა და მანქანაში მარჯვენა სიდენიაზე ჩემს ადგილას დაჯდა. სიამოვნებისგან გამეღიმა როცა წარმოვიდგინე რომ საჭესთან მე უნდა დავმჯდარიყავი და სასწრაფოდ ჩავჯექი თითქოს შემეშინდა არ გადაიფიქროს თქო. ნიკამ ღვედი სასწრაფოდ შეიკრა რითიც მაგრძნობინა არ გენდობიო, მე კი ამაზე გაბრაზებულმა წივილ-კივილით მოვწყვიტე მანქანა ადგილს და თან ვიცინოდი ნიკას დაჭყეტილი თვალების შემყურე. - მე კი არა წინ იყურე! ასეთი შეცდომა ჯერ არ დამიშვია! - თქვა მან და გაიცინა. მე სიჩქარეს უფრო მოვუმატე ნიკამ სერიოზულად შემომედა. - ლიზი ნელა! - თქვი რომ შენზე მაგარი მძღოლი ვარ და შევანელებ! - ვთქვი დემონსტრაციულად და სიჩქარე არ შემიცვლია. - ლიზი სანამ დავილეწებით შეანელე მანქანა! - მითხრა მან სრული სერიოზულობით და მეც ნელნელა მოვუკელი სიჩქარეს. - არადა მართლა შენზე მაგრად ვმართავ საჭეს! - ვთქვი და გავუღიმე. - ხო შუმახერი შენთან მოგონებაა! - თქვა მან მოჩვენებითი სიბრაზით და თმა ამიჩეჩა. - დაბადების დღეს სად იხდი? არ დაიწყო ეხლა სადიდან იცი რომ ზეგ მაქვსო და რაღაცეები ხომ იცი მე ყველეფერი ვიცი - სიცილით მომაყარა მან როცა სახეზე განცვიფრება შემატყო. - აქვე რესტორანში, დაქალებთან ერთად ალბათ კლასელებსაც დავპატიჯებ, ისეთი უთავბოლოები არიან ქეიფს თავი ვერ მოაბეს და ასე მაინც შევკრიბავ - ვთქვი გულწრფელად და ძრავა გამოვრთე. უკვე სახლთან ვიყავით. - კარგი ზეგ შევხვდებით - მითხრა სიცილით და მანქანიდან გადავიდა, მეც მივყევი და სახლში შევედი. ფანჯრიდან დავინახე საჭეს რომ მიუჯდა როგორ აკრიფა ნომერი და ტელეფონზე ლაპარაკით წავიდა. * * * ჩემი დაბადებისდღე მსოფლიოში ყველა დღეს მირჩევნია. მგონია რომ ეს დღე სამყარომ უნდა იზეიმოს, ამიტომ დილიდან კარგ ხასიათზე ვიყავი და დაქალებთან ერთად ვარჩევდი რა ჩამეცვა. ნიკა ისევ არ გამოჩენილა, არც დაურკავს, უკვე მივეჩვიე იმას რომ როცა თვითონ მოეპრიანება მარტო მაშინ მნახულობს. მოკლედ გადავწყვიტე სტაფილოსფერი, მოკლე, წელში გამოყვანილი ნახევრად გიპიური კაბა უნდა ჩამეცვა, შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ამავე ფერის კლაჩი. შავი თმა კი შპილკებით ლამაზად უნდა მიმემაგრებინა თავის კანზე. ზუსტად 8 საათზე (ეს დრო უკვე შემიყვარდა) რესტორანში ვიდექი და კომპლიმენტებს და საჩუქრებს ენ რაოოდენობით ვიღებდი. სიმართლე გითხრათ ეს უკვე მოსაწყენად მეჩვენებოდა რადგან კარისკენ ყურებით დავიღალე, ყველანაირად ვცდილობდი მაგიდებთან დასხდომა გამეჭიანურებინა. ბოლოს სტუმრებმაც უკმაყოფილო სახეები მიიღეს და სხვა რა გზა მქონდა. ისე დავსხედით ჩემს გვერდით ერთი ადგილი თავისუფალი დავტოვე. 1 საათი გავიდა ის კი არსად ჩანდა. უკვე მეორედ მლოცავდნენ როცა გარეთ შეუწყვეტელი მანქანის სიგნალები გაისმა. ფანჯრიდან გავიხედე და გული ამიჩქარდა. ნიკა იყო. მანქანიდან გადმოსულიყო და ცალი ხელით ასინალებდა. მის გვერდით კი რაღაც შავი ყუთივით იყო რომელსაც დიდი ბანტი ესვა. ცნობისმოყვარეობისგან კინაღამ გავსკდი და დაფეთებული გავვარდი კიბისკენ, ყველას შეეშინდა და უკან გამომყვნენ. კარი გავაღე, ნიკამ ისეთი სახით შემათვალიერა მივხვდი მართლა კარგად გაოვიყურებოდი. ახლოს მოვიდა, ჩამეხუტა, დაბადების დღეს გილოცავო ყურში მითხრა და ხელში პატარა ყუთი ჩამიდო. თან იმ ბანტიანი რაღაცისკენ წავიდა. საჩუქარი გავხსენი და ელდა მეცა როცა მასში გასაღები დავინახე BMW-ს მარკის ბრელოკით, ნიკას გაკვირვებულმა შევხედე, მან ბანტის ბოლო მოქაჩა და ჩემს უკან ჩემი დაქალების წივილ-კივილი ატყდა, ზუსტად ისეთივე შავი ბეემვე როგორიც მას ჰქონდა ოღონდ იმ განსხვავებით რომ მის სერიაზე BMW ეწერა რაც მან ერთხელ ასე მითარგმნა "Be my wife" ანუ გახდი ჩემი ცოლი, მეორე BMW-ზე გამოსახული სერია კი ასეთი იყო - BMH, შესაბამისად ვივარაუდე მისი მნიშვნელობა - "Be my husband" - გახდი ჩემი ქმარი, თუმცა ეს ყოველივე ცოტა მოგვიანებით გავაანალიზე. ნიკასკენ წავედი და ისე ჩავეხუტე სიცილით მითხრა ასე თუ გააგრძელებ დამახრჩობო. ხელი გავუშვი. - ეს ჩემია? - ვკითხე ისე თითქოს პასუხი არ ვიცოდი. - რატო მეკითხები იმას რაც უკვე იცი? - თქვა და გამიღიმა მეც გამეცინა, მანქანაში ჩავჯექი და ძრავა მოვსინჯე, ხმამ გული ამიჩქარა. ცოტაც და ადგილიდან მოვწყდებოდი თუმცა სტუმრებს გადავხედე და მივხვდი რომ ძალიან ცუდად გამომივიდოდა და მანქანიდან გადმოვედი. ნიკას ხელი მოვკიდე და კიდევ ერთხელ ძალიან მაგრად ჩავეხუტე... * * * მას მერე რამდენიმე დღე გავიდა. ჩემს ახალ მანქანას აღარ ვშორდებოდი. საერთოდ არ მიყვარს გასაჯაროება მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, მშობლებისთვის ხომ უნდა ამეხსნა საიდან მოვიდა ეს მანქანა. მათაც ყველაფერი ნორმალურად მიიღეს რადგან იცოდნენ ვინც იყო ნიკა და მისი მდგომარეობა ყველანაირად აკმაყოფილებდათ. ხშირად ვიკრიბებოდით სხვადასხვა ადგილას. გოგოებიც მალმალე ჩამოდიოდნენ რადგან ანის ოჯახმა მანქანა უყიდა და ახლა უკვე შუაღამისასაც შეეძლოთ ჩამოსვლა. ანას კი დეიდამ გამოუგზავნა ამერიკიდან. ისე მოხდა რომ ანას და ნიკას ძმაკაც ლუკას ერთმანეთი ძალიან მოეწონათ. კარგი ბიჭი იყო, სანამ ანას გავაცნობდით მანამდევე ვუქე და ჩემი დაღლა დაუფასებელი არ დარჩენილა. მართლა გულით მინდოდა მას ვინმე სხვაზე გადაეტანა ყურადღება რადგან მისი ყოფილი შეყვარებული...... ნუ გამახსენებთ იმ გაუნათლებელს. მოკლედ ყველაფერი კარგად აეწყო. ერთად კარგად იყვნენ. მე და ნიკაც თითქოს უფრო დავახლოვდით და გვრჩებოდა ანი რომელიც ვერ იტანდა ასეთ რაღაცეებს, ერჩივნა FACEBOOK-ზე ეჭორავა და ეწვალებინა ბიჭები ვიდრე სერიოზულად ვინმე შეყვარებოდა. თუმცა ჩემი ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. ერთ დილითაც დედაჩემის აღელვებულმა ხმამ გამაღვიძა. - ლიზი ადექი ჩქარა და ეზოში გადი! ღმერთო ჩემო რომელმა ბოროტმა სულმა გააკეთა ეს დედიკო ვითომ მტერი არ გვყავს! - გაოგნებული სწრაფად ავდექი და ეზოში ნანახმა სურათმა კინაღამ გონება დამაკარგვინა. "He can't!" - მას არ შეუძლია! სქლად იყო ამოკაწრული BMW-ს კაპოტზე. - ლიზი რა წერია? - ვერ წყნარდებოდა დედაჩემი. - არ ვიცი. - ვუპასუხე ანგარიშმიუცემლად და ნიკას ნომერს ვეძებდი. - "მას არ შეუძლია" ამას არ ნიშნავს? რა შუაშია ეს წარწერა? -ნიკა სად ხარ? შეგიძლია ახლავე მოხვიდე? - ეტყობა შემატყო აღელვება და რამდენიმე წუთში იქ გაჩნდა. წარწერა რომ დაინახა შევატყე როგორ წამოწითლდა სიბრაზისგან და ჩაილაპარაკა: - მაინც არ ისვენებს ის ! - დედაჩემი დააწყნარა ტელეფონით დარეკა და მანქანა პროფილაქტიკაში წაიღო. "ლევანი! ლევანი! ლევანი!" არ წყნარდებოდა ჩემი გონება... "რა უნდა? მე ხომ მისთვის არაფერი დამიშავებია?" ტაქსში გავიცანი და მას მერე არ მაქვს მოსვენება... მართალია თავიდან მეც მომეწონა კაი ტიპი იყო მარა მისთვის არც იმედი მიმიცია ოდესმე და არც ის მითქვამს რომ მომწონდა. ჩვეულებრივი იყო, არავითარი მოულოდნელობა, ყოველდღე ერთიდაიგივე საუბარი ტელეფონზე და მოკლედ, რუტინა. ამიტომ მალე ვეცადე გამეწყვიტა მასთან კონტაქტი თუმცა ეს არც ისე ადვილი იყო. ის მაინც სულ რეკავდა. ახლა კი... ეს როგორ გააკეთა? რამდენიმე დღე სახლიდან არ გავსულვარ რადგან უკვე თბილიში წასასვლელად ვემზადებოდი სწავლა უნდა დამეწყო. უნივერსიტეტში კარგად ვსწავლობდი ამიტომ რამდენიმე სემინარს უკვე ვიბარებდი, და საერთოდ ისე მომწონდა ეს რომ გადაწყვიტე ლექტორი ვყოფილიყავი. თუმცა ჯერჯერობით არ მქონდა იმდენი თანხა რაც დამაკმაყოფილებდა და ბავშვებსაც ვამზადებდი ინგლისურში. ახლაც ახალი ბავშვები მემატებოდნენ რამდენიმე მშობელმა დამირეკა და გრაფიკის შედგენას ვცდილობდი. ნიკამ მანქანა მომიყვანა ისევ ისე პრიალებდა და გასეირნება მთხოვა. მეც რა თქმა უნდა დაუყოვნებლივ ჩავიცვი წინ კიდევ რამდენიმე დღე მქონდა. ადგილი სადაც მივედით საერთოდ არ მეცნო თუმცა ულამაზესი ბუნებით გამოირჩეოდა. მანქანიდან გადმოვედით და ერთი ხის ქვეშ დავსხედით. - თბილიში როდის წამოხვალ? - ვკითხე და ოდნავ მივეყრდენი. მან ხელი მომხვია. - მაშინ როცა შენ წახვალ. თბილისში ბინა მაქვს თუმცა იქ ჩემი ძმა ცხოვრობს მარა იქ მაინც ხშირად ვიქნები. შენ რამდენ წელში რჩები სწავლას? - 2 წელში, მარა თან მუშაობასაც ვითავსებ. - ანუ 2 წელი მაქ ყველა პრობლემის მოსაგვარებლად? - თქვა მან და შუბლზე მაკოცა. - ხო რა იყო არ გეყოფა? - ვუთარი სიცილით. - 2 წელიც და სულ ერთად ვიქნებით! არ ვიცი რატომ მაგრამ მომეჩვენა რომ ძალიან დასერიოზულდა და ფიქრებში წავიდა. ტელეფონის ზარმა კი უეცრად გამოარკვია. ეკრანს დახედა და სახე მოეღრუბლა. სანამ ვცდილობდ დამენახა ვინ რეკავდა ნიკამ ტელეფონი გათიშა და საერთოდ გამორთო. - ვინ იყო? - ვკითხე ამ ფაქტით დაინტერესებულმა. - საქმეზე რეკავდნენ, მე კი არ მიყვარს როცა შენთან ვარ და მაწუხებენ - ეს მითხრა თუ არა ძალიან ახლოს მოიწია ჩემთან. გულის სიღრმეში არ მჯეროდა რომ საქმეზე დაურეკეს, საერთოდ ძალიან სკეპტიკოსი ვარ თუმცა არაფერი მითქვამს, ეს უკვე აშკარა უნდობლობა იყო... მაგრამ მე მაინც ეჭვი მღრღნიდა. * * * თბილისში ახალი შემართებით დავიწყე ყველაფერი, სწავლაც და სწავლებაც. რამდენიმე ახალი ბავშვი უკვე ვნახე და წიგნებიც ჩავაწერინე. 2-ღა მეკლდა. გრაფიკებიც შევადგინე, მოკლედ ისე მოხდა რომ შაბათ-კვირა სრულიად თავისუფალი დავტოვე. მომდევნო დღეს ისე ერთიც ვნახე და თან ნიკას ჩამოსვლას ველოდებოდი. ქალაქში მანქანით მოძრაობა ცოტა მიჭირდა. ბოლო ბავშვი მყავდა სანახავი წერეთელზე და მომდევნო კვირიდან რეჟიმში ვჯდებოდი. საღამოს ექვსი საათი იყო რომ მივედი. კარი საკმაოდ ლამაზმა გოგომ გამიღო, იქნებოდა ასე 26-27 წლის. პატარა გოგონა ყავდა მეორე კლასელი ნატუკა. უსაყვარლესი ბავშვი იყო ღია ფერის თვალებით და მოქერაო თმით. ვიღაცას ძალიან ვამსგავსებდი მარა ვერ მივხვდი ვის. კარგად მოწყობილი ბინა იყო, ნატუკას დედამ, თეონამ ოთახიც მაჩვენა სადაც ბავშვს ვასწავლიდი. წამოსვლისას წიგნებს ვაწერინებდი როცა თეონას ტელეფონმა დარეკა. - ხო საყვარელო... კარგად შენ? ... კარგად არის რა უჭირს მასწავლებელი ყავს ეხლა მოსული შენ როდის ჩამოხვალ?... ხო მოხვალ აქ?... ბავშვს შენ სჭირდები და არა შენი ფული! - გაბრაზებულმა გათიშა ტელეფონი. მეც დავაჩქარე დედის ყურებაში გართული ნატუკა და წამოვედი. მეორე დღეს ნიკა ჩამოვიდა და პირდაპირ ჩემთან მოვიდა, მეც მაშინვე მომემზადე და მანქანაში ჩავჯექი. რომ შევხედე მივხვდი რა ძალიან მომნატრებია და ჩავეხუტე, ასე ალბათ კიდევ დიდხანს ვიქნებოდით უკნიდან მანქანას რომ არ დაესიგნალებინა. ლუკასთან ავედით, ანი და ანა უკვე იქ იყვნენ და ჩვენ გველოდებოდნენ. 5 წუთიანი ხვევნა კოცნის შემდეგ მაგიდასთან დავსხედით. - როგორც იქნა! - წარმოთქვა გახარებულმა ლუკამ - ახლა ყოველ დღე შევიკრიბებით ხოლმე გაიგე ქალბატონო? - ვერა ლუუკ იცი რამდენი საქმე მაქ ზეგიდან? მარტო შაბათ-კვირა მცალია ბავშვები მყავს ბევრი. - ეგ შენი ბავშვებიც აქ მოიყვანე და ისე დავათრობ ინგლისურად კი არა ჩინურადაც დაიწყებენ ლაპარაკს - გადაიხარხარა ლუკამ და არაყი ჩამოასხა. - გიჟი ხარ - მიაძახა ანამ და თან მის გვერდით მოიკალათა. 11 საათამდე ვსვავდით. ანი ანეგდოტებს ყვებოდა და ისეთ ხმაზე ვიცინოდით ჭერი რომ არ ჩამოიქცა დღემდე მიკვირს. ჩანთაში ჩემი ტელეფონი აწკრიალდა. ნიკამ მაშინვე შეწყვიტა სიცილი თუმცა მაინც გააგრძელა რაღაც ამბის მოყოლა და თან ცალი ყური ჩემსკენ ჰქონდა. დაფარული ნომერი რეკავდა და მაშინვე ცუდად მენიშნა. ამიტომ მეორე ოთახში გავედი. - გისმენთ! - კარგ დროს ატარებთ? - მომესმა ტელეფონიდან ლევანის ხმა და სუნთქვა შემეკრა. მაშინვე კარისკენ გავიხედე ნიკა ხომ არ გამოვიდამეთქი და რომ დავრწმუნდი არ იყო ლევანს მივუბრუნდი. - რა გინდა? შენ სართოდ შეიშალე? რითი ვერ შეიგნე რომ თავი უნდა დამანებო? - მე უნდა დაგანებო თავი გოგო თუ მაგ სირმა ა? იცი ვაფშე ვინაა? - კარის ხმა გავიგე და სასწრაფოდ გავთიშე ტელეფონი. შემოვბრუნდი და ნიკა იყო. ისეთი სახე მივიღე თითქოს არაფერი მომდარა და მისკენ წავედი. ხელი უნდა მომეხვია როცა მომიცილა ნიკაპის ქვეშ ხელი მომკიდა, თავი ამაწევინა და თვალი თვალში გამიყარა. - ლიზი ვინ იყო? - ეკა, ანუ ჩემი ბიცოლა. - ვუთხარი და თვალი მოვარიდე. - ლიზი ვინ იყო თქო! - მითხრა მან და უფრო დაკვირვებით ჩამაცქერდა თვალებში. - ხო გითხარი ვინც იყო - მისგან გათავისუფლება ვცადე და სახე ავარიდე. უეცრად ნიკამ მკლავებში მომკიდა ხელი და ისე შემაჯანჯღარა თავი მომენტალურად ამტკივდა. - ნუ მატყუებ! ის იყო ხომ ასეა? რა გითხრა? საერთოდ ასეთი ჩვევა მაქვს ერთი თუ მოვიტყუე რამდენიც არ უნდა ეცადოს ადამიანი ვეღარ გამომტეხავს. თანაც ისე ვიტყუები მე თვითონ მჯერა, არც ახლა იყო გამონაკლისი, დავიჯერე რომ მართლა ეკამ დამირეკა და შეტევაზე გადავედი. - ნუ მიყვირი და ხელი გამიშვი! უკვე გითხარი ეკა იყო თქო და თუ არ გჯერა ეგ შენი პრობლემაა! ნიკამ ხელი გამიშვა, ვგრძნობდი რომ არ სჯეროდა და გაცოფებული დამყურებდა თავზე. - ნარეკი მაჩვენე! - რაა? - აშკარად დავიბენი. - რაც გაიგე! ნარეკი მაჩვენე რომ ეკა იყო და ბოდიშსაც მოგიხდი! "რა უნდა ვაჩვენო? რა თქმა უნდა არ დაიჯერებს რომ ეკა იყო მას ხომ ადრეც დაურეკავს ნიკას თანდასწრებით და იცის რომ დაფარული ნომერი არ აქვს?" თუმცა როგორც უკვე გითხარით მაინც არ გავტყდი. - შენ რა ჩემი არ გჯერა? - ისეთი სახით ვუთხარი ალბათ მამაოც კი დამნაშავედ იგრძნობდა თავს. - არა! - მითხრა ისე რომ წარბიც არ შეუხრია. - მაჩვენე ნარეკი! - თუ არ მენდობი არაფრის მტკიცებას არ ვაპირებ შენთვის! - იმასთან შედარებით რაც დავლიე ბრწყინვალედ ვიმართლებდი თავს. მართალია ვატუებდი და ეს არ არის კარგი საქციელი მაგრამ ნიკამ ლევანს ცემით ვერ შეაგნებინა ვერაფერი და ვფიქრობდი მე თვითონ დაველაპარაკები და წყნარად ავუხსნი რომ ნიკა მიყვარს და არაფერს არ აქვს აზრი თქო. ამიტომ სიტუაციის დაძაბვა აღარ მინდოდა ნიკა ისედაც გაცეცხლებული იყო ჩემი მანქანის ამბავით. მან უცებ სწრაფი ნაბიჯი გადმოდგა ჩემსკენ და ხელები წელზე მომხვია, ვიფიქრე შემირიგდა თქო და ის იყო უნდა ჩავხუტებოდი რომ ისევ მომიცილა და უკან გაიწია. ძალიან გამაკვირვა ამ მანევრმა მაგრამ როცა მივხვდი უკვე გვიან იყო. ნიკას ჩემი ტელეფონი ეჭირა ხელში. ნარეკებში შევიდა და სიმწრით ჩაიცინა. - დიდი ხანია ბიცოლაშენს დაფარული ნომერი აქვს? - ამ დღეებში ჩართო! - ისევ არ დავიბენი და ტყუილს ტყუილი დავამატე. - ლიზი უკვე ძალიან ბევრს იტყუები! ხომ იცი მაგის გულისთვის შემიძლია ძალიან ცუდი რამ გავაკეთო! - ლევანისავით დამასისხლიანებ? შენ ხომ ყველა პრობლემას ასე აგვარებ! - არა, მასეთი ტყუილებისთვის ეგეც ცოტა იქნება შენთვის! - უკვე გითხარი რომ არ გატყუებ ეკა იყო, რა არ შეიძლება დაფარული ნომერი ჰქონდეს? და ლევანიც რომ ყოფილიყო ეს შენ არ გეხება მე შენი არც ცოლი ვარ და არც შეყვარებული! - არც შეყვარებული? მკითხა გაოცებული სახით - აბა ვინ ხარ? - შეყვარებულებს ერთმანეთი უყვართ შენ კი არასდროს გითქვამს რომ გიყვარვარ! - "რა ჭკვიანი ვარ! საუკეთესოდ გამოვიყენე მომენტი რომ მეთქმევინებინა როგორ ვუყვარვარ! თან თემაც შევცვალე." - ლიზი შენ ჭკვიანი გოგო ხარ და ასეთ სისულელეებს არ უნდა ამბობდე! - ჩემდა გასაოცრად მშვიდად მითხრა მან. - შენ ყველაზე კარგად იცი რას ვგრძნობ შენს მიმართ! მე გოგოს არასდროს ვყვები თან და არც არასდროს ვაჩუქებდი მანქანას თუ მასზე არ ვგიჟდები! არასდროს გავატარებდი ამდენ დროს მასთან ყოფნაში! არ ვუსახსოვრებდი კალიცოს ყელსაბამს! ერთი ორი ღამე და ეგაა. მაგისთვის სხვა ხოდები არსებობს! ნელნელა ისევ აუწია ხმას და ამ დროს ოთახში ანიმ შემოიხედა. - აღარ აპირებთ გამოსვლას? - ტონით შევნიშნე რომ დაახლოებით უკვე მიმხვდარიყვნენ სიტუაციას. - მალე მოვალთ. - ისეთი სახით თქვა ნიკამ ანიმ მე შემომხედა. მის თვალებში ყოველთვის ვკითხულობ რა უნდა. ამჯერად ის მეკითხებოდა რა ვქნა დაგტოვოთ მარტო თუ არაო. მე თავი დავუქნიე და ისიც უკმაყოფილო სახით გავიდა. - სხვა დროს ვილაპარაკოთ ამაზე - ვთქვი და კარისკენ წასვლა დავაპირე მაგრამ ნიკამ ისევ ძლიერად მომკიდა ხელი მკლავზე და შემაჩერა. - ლიზი იცოდე მაინც გავიგებ ყველაფერს და ამ ტყუილებისთვის პასუხს მკაცრად მოგთხოვ! - ისეთი ხმით მითხრა ტანში ჟრუანტელმა დამიარა. - მანამდე არაფერი გეტკინოს! - ვთქვი ირონიულად, ხელი გავითავისუფლე და სუფრასთან დავჯექი. იმ ღამეს ისე მიმიყვანა სახლში გზაში სიტყვაც არ უთქვამს. არც მე დამიძრავს კრინტი და ვლოცულობდი სახლში მალე მივსულიყავით. ძილისწინ კარგად დავალაგებდი ყველაფერს და ისე მოვაგვარებდი ამ საშინელ სიტუაციას. * * * რამდენიმე დღე გავიდა ნიკა არ შემხმიანებია, მე ჩვეულებრივ დავიწყე უნივერსიტეტში სიარული და ბავშვების მომზადება. რატომღაც განსაკუთრებულ სითბოს ნატუკას მიმართ ვგრძნობდი, მასთან ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს 6 საათზე მივდიოდი. თეონა ყოველთვის სახლში იყო თუმცა მისი ქმარი არასდროს მენახა, ალბათ გაყრილები არიან თქო დავასკვენი და აღარც ნატუკასთვის მიკითხავს არაფერი გული რომ არ სტკენოდა. უკვე მეოთხე მეცადინეობა გვქონდა როცა კარზე ზარის ხმა გაისმა. თეონამ შემოიხედა და შვილს გაბრწყინებული სახით უთხრა მამა მოვიდაო, მე კი ბოდიში მომიხადა ნატუკას დიდი ხანია ის არ უნახავს და წინააღმდეგი თუ არ იქნებით დღეს მეცადინეობა გადავდოთო. რა თქმა უნდა დავეთანხმე თან ძაან გამეხარდა გოგოებს გავუვლი თქო. თეონა ისე გავიდა კარი არ გაუხურავს, სანამ წასვლისთვის ვემზადებოდი ნატუკას ტიკტიკი მესმოდა : - ასე როგორ შეიძლება მამა დედამ ორი კვირისწინ თქვა ჩამოვიდაო და სულ გელოდებოდი, იცი მე ინგლისურში ვემზადები მასწავლებელი სახში მოდის და აქ ვსწავლობ იცი რა საყვარელია ლიზი? ახლავე გაგაცნობ. - თქვა და ჩემთან შემოირბინა, მე უკვე მზად ვიყავი და ღიმილით შევეგებე ნატუკას რომელსაც სიხარულით ანთებული თვალები ჰქონდა და მოუსვენრად დახტოდა. - ლიზი წამო რა მამაჩემი უნდა გაგაცნო იცი რა კარგი ბიჭია? ძალიან მოგეწონება აი ნახავ! - ბავშვს სიცილით უკან გავყევი. მამაკაცი ჩემსკენ ზურგშექცევით თეონას ეხუტებოდა, " რა ნაცნობი აღნაგობა აქვს!'' სწრაფად გამიელვა თავში და ელდა მეცა როცა ჩემსკენ ნიკა შემოტრიალდა. ღიმილი სახეზე მიმეყინა და ძლიერი თავბრუსხვევა ვიგრძენი, ისიც აშკარად დაიბნა და გაწითლდა. ნატუკა რაღაცას მხიარულად იმეორებდა მაგრამ მე უკვე აღარაფერი მესმოდა. ბოლოს თეონას ხმა ჩამესმა: - რა გემართებათ ცუდად ხომ არ ხართ? - თავში ძლიერი დარტყმა ვიგრძენი, გონს რომ მოვედი დივანზე ვიწექი. ბუნდოვნად გავარჩიე რომ ფეხებთან თეონა მეჯდა. წნევის აპარატით. - როგორ შეგვაშინეთ ლიზი - მითხრა მან ღიმილით. - წნევა გაგიზომეთ და ძალიან დაბალი გაქვთ ასე ხშირად გემართებათ ხოლმე? - არც ისე - ვუთხარი ისეთი ხმით რომ ჩემი არც მეგონა. თავი წამოვწიე, საშინელი ტკივილი ვიგრძენი და დავიჭყანე. ოთახს თვალი მოვავლე და იქვე სავარძელში ნიკა დავინახე რომელსაც თავი ჩაეხარა და სევდიანი მზერით მათვალიერებდა. - დაცემისას თავი ძლიერად დაარტყით. ვფიქრობ კარგი იქნება თუ ექიმთან მიხვალთ და ამ პრობლემაზე ესაუბრებით - განაგრძობდა თეონა. მძიმედ მაგრამ მაინც წამოვჯექი. - აუცილებლად, - ვუთხარი უკვე საკუთარი ხმით და ნიკას გავხედე. - ბოდიშს გიხდით ჩვენმა გაცნობამ რომ ასე ჩაიარა! - თვალი თვალში გავუყარე და წამოვდექი. - არაუშავს - ჩაილაპარაკა მოგუდული ხმით. - მე წავალ თეონა, მაპატიეთ რომ თქვენი ტკბილი შეხვედრა ჩაგიშხამეთ, ალბათ რამდენ რამეს გეგმავდით, - ვთქვი და კვლავ ნიკას გავხედე, რომელიც ზუსტად ისე იჯდა როგორც წეღან. - არა რას ამბობთ! მართალია ნიკა თვეში რამდენიმეჯერ მოდის მარტო ჩვენთან მაგრამ ჩვენი შეხვედრა მაინც ყოველთვის მხოლოდ ვახშმით შემოიფარგლება, - სინანულით გააქნია თავი ქალმა და ნიკას შეხედა. - კარგით მე წავალ ხელს აღარ შეგიშლით. ნატუკა კარგაად. - მივაძახე თითქმის კარებში. - მე წაგიყვანთ ისევ ცუდად გამოიყურებით, - მომესმა ნიკას ხმა და რომ მივიხედე უკვე საკმაოდ ახლოს მოსულა. - რას ლაპარაკობთ - მივუგე ღიმილით, - ასეთი მშვენიერი საღამო ჩემს გამო არ უნდა ჩაშალოთ! უკვე კარგად ვარ და სახლამდე მშვენივრად მივალ! - ვთქვი თუ არა თეონას დავემშვიდობე და კარი მოვიხურე. ლიფტი გამოვიძახე, თავს ისეთი გუგუნი გაქონდა ვეღარაფერს ვფიქრობდი. ლიფტში რომ შევედი არც კი მახსოვს იქ ვინ დამხვდა. - ცუდად ხომ არ ხარ გოგონა სულ გაფითრებულხარ! - მკითხა ასაკოვანმა ქალმა მზრუნველი ხმით. - არა - ვთქვი და ყელში ბურთივით მომებჯინა რაღაც. თავი ვეღარ შევიკავე და ცრემლები წამსკდა. მანქანა ისე გავიყვანე მოსახვევიდან ახლა მიკვირს როგორ არ გადავტრიალდი, მხედველობაში ცრემლები, რომლებიც ღაპაღუპით ჩამომდიოდა, ძალიან მიშლიდა. " როგორ მომატყუა! რამდენი ხანი მატყუებდა და მე ვერაფერი შევატყვე, მაშინაც თეონამ დაურეკა რომ მითხრა საქმეზე მირეკავენო და ტელეფონი გათიშა, თეონას კი მაშინ დაურეკა ნიკამ როცა მე ნატუკას წიგნებს ვაწერინებდი!" ყველაფერი ერთად გადავხარშე და და ისეთმა ისტერიულმა კანკალმა ამიტანა მეგონა გული საერთოდ გამისკდებოდა! "ცოლიც ყავს და შვილიც!" ვყვიროდი მანქანაში და მოთქმით ვტიროდი. უცებ ტელეფონის ხმა გავიგე, ნიკა იყო! მინას ჩავუწიე და ტელეფონი ფანჯრიდან კივილით ვისროლე. ნაგავო! ვყვიროდი იქამდე სანამ ხმა არ ჩამიწყდა და დაღლილობა არ ვიგრძენი. სპიდომეტრს შევხედე და მხოლოდ მაშინ გავაანალიზე რა სისწრაფით მივქროდი. წინ რომ გავიხედე უკვე გვიან იყო. ვიგრძენი როგორი ტკაცანი გაადინმა ძვალმა ჩემ ფეხებთან და როგორ აფრინდა მანქანა ჰაერში, როგორ გაიხსნა აირბაგები და როგორ ჩავეშვი წყვდიადში... * * * გონს რომ მოვედი ავარიიდან 2 კვირა იყო გასული. ფანჯარაში გავიხედე, ღამე იყო. ანი და ანა ჩემს გვერდით სავარძლებზე იყვნენ ჩამომსხდრები და ეძინათ, მეორე მხარეს კი ნიკა მეჯდა თავთან, სკამი მოედგა, თავი ჩემს საწოლთან ედო, მეგონა ეძინა მაგრამ რო გავმოძრავდი თავი აწია და გაბრწყინებულმა შემომხედა. თვალები სულ ჩაწითლებოდა და გამხდარი მეჩვენა. - ლიზი! აღარ გვეგონა თუ დაგვიბრუნდებოდი! - აღმოხდა სიხარულისგან, მის ხმაზე გოგოებმაც გაიღვიძეს და ბედნიერებისგან ტირილი დაიწყეს. - ხო დაგიბრუნდით, - ვუპასუხე ღიმილით, - ოღონდ შენს გარდა ყველას! - ვთქვი და თვალებზე ცრემლი მომადგა. - ლიზი დამიჯერე... - გაეთრიე! - სიტყვა გავაწყვეტინე და ისტერიკული ყვირილი ავტეხე. - გაეთრიე გესმის?! ახლავე! შენი დანახვა არ მინდა რომ იცოდე როგორ მეზიზღები! მატყუარა! ყვირილზე ექიმები და ჩემი მშობლები შემოცვივდნენ. როცა მიხვდნენ რატომ ვკიოდი ნიკას სთხოვეს გარეთ გასულიყო. - ყველა ხარჯს მე ვფარავ არაფერი დააკლოთ! - თქვა სევდიანი ხმით და გარეთ გავიდა. - შენი არაფერი მინდა გესმის? აქ მოსვლა აღარ გაბედო! - ისეთი ხმით ავტირდი ექიმებმა ზედიზედ ორი დამამშვიდებელი გამიკეთეს, გოგოები მაწყნარებდნენ თუმცა ვატყობდი ვერ გაეგოთ ჩემი გაცოფების მიზეზი და არაფერი იცოდნენ ნიკას ცოლის შესახებ. იგივეს განიცდიდნენ ჩემი მშობლებიც თუმცა მათთვის ამას უკვე აღარ ქონდა მნიშვნელობა, მთავარი ის იყო რომ გონზე მოვედი. რამდენიმე დღეც და თითქმის გამოვჯანმრთელდი, მხოლოდ ფეხი მაწუხებდა რომელიც თაბაშირში მქონდა ჩასმული. ნიიკა აღარ შემოსულა თუმცა გოგოებიგან ვიცოდი რომ სულ იქ იყო და სახლში მხოლოდ გამოსაცვლელად და საბანაოდ მიდიოდა. რა მოხდა ავარიის დღეს თითქმის ტაბუდადებული თემა იყო. ანა და ანი ერიდებოდნენ ჩემს განერვიულებას, თუმცა ვხვდებოდი რამხელა ინტერესს იწვევდა ეს მათში. საკმაოდ დიდ ხანს ითმინეს და ერთხელაც როცა მარტოები დავრჩით თავი ვეღარ შეიკავეს. - ლიზი რა მოხდა შენსა და ნიკას შორის? - ცოლი ყავს - თვალები ამემღვრა და ყელში რაღაც მომაწვა. - რააა? - თითქმის ერთად მკითხეს ისეთი სახეებით შემეშინდა ნიკასთვის ქილერი არ დაექირავებინათ. - შვილიც... - ჩავილაპარაკე ოდნავ გასაგონად და ცრემლები წამომივიდა. მძიმედ, მაგრამ მაინც დაწვრილებით მოვუყევი რა მოხდა იმ დღეს. გაოგნებულები ისხდნენ და ხმა ვერ ამოეღოთ. - ამდენ ხანს როგორ მატყუებდა ასეთი სულელი როგორ ვარ! - ვიმეორებდი უკვე მეასედ და ცრემლებს ვიწმენდდი. - რა უნდოდა საერთოდ რატო გამოჩნდა რატო? - კარგი დაწყნარდი! შენთვის ახლა ნერვიულობა მართლა ძალიან ცუდია. - მაწყნარებდა ანი. - დაიკიდე რაა! შენი ცრემლების ღირსი არ ყოფილა ხო ხედავ! - ვერ წყნარდებოდა ანა. - როგორ დავიკიდო მე ხომ ის... სამყაროს მერჩივნა... - ამ სიტყვებზე ანიმ თავი ვეღარ შეიკავა და ტირილი დაიწყო. ანასაც შევამჩნიე უკვე გასკდომაზე იყო მაგრამ მაინც შეიკავა თავი. - იცი რა? ორ დღეში გაგწერენ და პირდაპირ ქარელში მივდივართ! აქ იმ ვაჟბატონის ნერვები არავის არ აქვს, ამ ფეხით უნივერსიტეტში მაინც ვერ ივლი. მომდევნო დღეს მამაჩემმა ტელეფონი მომიტანა. - მზადაა! ნომერიც აღვადგენინე, მაინ ხო ჩემს სახელზე იყო, და ზუსტად ისეთივე გიყიდე! - კარგი რა მამა რო მდონმოდა... - მინდოდა მეთქვა ფანჯრიდან კი არ ვისვრიდი თქო მარა გადავაკეთე - მე თვითონ აღვადგენდი... - შენ არ გინდა ჩვენ გვინდა რომ გქონდეს! - ხოო ვიცი თუ არ გაიგეთ სად ვარ ხომ საქართველო მაპს ვერ მიიღებს! მომდევნო დღეს დიდი ჩანთით და ყავარჯნებით უკვე ჟუკას ეზოში ვიდექით. ფეხგაფშეკილი, წარბგახეთქილი და ოდნავ დალილიავებული რომ დამინახა ქალს ელდა ეცა. ჟუკა ანას ბებიაა, რომელიც დუმბაძესთან ( ქმართან) ერთად ცხოვრობს ქარელში, გჟდება როცა სამივე ერთად ჩავდივართ, ამჯერად კი თიკაც წამოვიდა. ის ანას და ანის დაქალი იყო რომელმაც იმდენად დაიმსახურა ჩემი პატივისცემა და სითბო თავისი უბრალოებით რომ არანაირ დისკომფორტს არ განვიცდიდი მის გვერდით. ჟუკასთან მისი და ვერიკო იყო ჩამოსული, მე მას პირველად ვხედავდი. ვერო განთქმული იყო თავისი ყავაში მკითხაობით. მართალია მაინცდამაინც არ მჯერა ხოლმე მაგრამ ვერიკოს ნათქვამი ყოველთვის მართლდებოდა, ამიტომ ერთი სული მქონდა ნალექიანი ყავა დამელია , რომელსაც სიმართლე გითრათ მაინცდამაინც ვერ ვიტან. ყავა ყველამ დალია, მეზობლების წასვლის შემდეგ ვერიკო ჩვენზე გადმოვიდა. ანას უთხრა რომ "ლ" ასოს ხედავდა და ამან ისე გამაოცა ერთი სული მქონდა ჩემი ჭიქა ხელში აეღო. ვერიკომ ანის ისეთი რამ უთხრა ყველა საგონებელში ჩავარდით, 2 დღეში, 2 კვირაში 2 თვეში ან 2 წელში იძულებით გათხოვდებიო. ჩემი ჭიქის ჯერიც მოვიდა და გული ამიჩქარდა. ვერიკომ ჩახედვისთანავე გაკვირვებით შემომხედა. - ამდენს როგორ გაუძელი ამ პატარა გოგომ? - თქვა მან სევდიანად და ისევ ჭიქაში ჩაიხედა. მე ისევ ამემღვრა თვალები. - რომ გამეძლო ასეთ მდგომარეობაში კი არ ვიქნებოდი, - ვთქვი და მოტეხილ ფეხს დავხედე. მერიკომ გამიღიმა და განაგრძო. - არ ვიცი რა გითხრა, თითქოს კარგი ჭიქაა მაგრამ ამავე დროს სულ სევდა დაყვება შვილო. უფრო ცივი გონებით თუ იმოქმედებ ყველაფერი კარგად გექნება. რაც შეეხება მომავალს... სამ ბიჭს ვხედავ. - სამს? სამს თუ ორს? - ისეთი გაოცებით ვთქვი გოგოებს გაეცინათ. - არა სამს! მართალია ამ მესამეს ჯერ არ იცნობ მაგრამ... ამ ორიდან ერთერთს ძალიან უყვარხარ ლიზი. ახლა ძალიან სევდიანია და თითქოს გეძებს. ყველაზე საფიქრებელი ეს მესამეა შვილო. მას ახლა ძალიან უჭირს. თუ არ ვცდები სიკვდილი უდგას გვერდით. არ ვიცი მასთან არის თუ ვინმე მის ახლობელთან... მოკლედ მასზე შენი ცხოვრების დიდი ნაწილია დამოკიდებული. - სულ ეს არის? - ვკითხე როდესაც ვერიკო გაჩუმდა. - ხო სხვა რაღა გითხრა. კარიერული წინსვლაა მარტო, მაგრამ მთლად ჩემს წინასწარმეტყველებას ნუ მიენდობი და არ მოდუნდე - მითხრა მან ღიმილით. - ახლა გული გახსენი. სხვების შემხედვარე ახლა უკვე ვიცოდი ეს როგორ გამეკეთებინა და ცერა თითი ჭიქის ფსკერს დავაჭირე. ვერიკომ წამით დახედა და მივხვდი რაღაც ცუდი დაინახა. - ვერაფერს ვხედავ. - მომაწოდა მან ჭიქა და თიკასას დასწვდა. - მატყუებ ვერო რა დაინახე მითხარი! - ვუთხარი აფორიაქებულმა. - ვერაფერი დავინახე თქო ხომ გითხარი. - თიკას ჭიქას დააკვირდა გულმოდგინედ. - ვერო ვიცი რომ რაღაც დაინახე მითხარი გთხოოვ! - ისეთი ხმით ვუთხარი მიხვდა რომ თავიდან ვეღარ მომიცილებდა. ერთხანს დაფიქრდა, შემდეგ ჭიქა აიღო და კიდევ ერთხელ შეხედა. - სისხლს ვხედავ ლიზი. ეს იშვიათი მოვლენაა იცოდე! თუ დავინახე არ არსებობს შევცდე! - გული შემეკუმშა მაგრამ მაინც ღიმილით ვუთხარი. - ალბათ ჩემია ვერო ავარიის დროს იმდენი სისხლი დავკარგე... - იმედია ასეა, - თქვა მან და მე მივხვდი რომ ეს მხოლოდ ჩემს დასამშვიდებლად თქვა... * * * ერთი კვირა რომელიც მე ქარელში გავატარე საკმარისი აღმოჩნდა ჩემს დასალაგებლადაც და გამოსაჯანმრთელებლადაც. თიკას როგორც იქნა ვასწავლეთ ჯოკერი და თავიდან თავს ამით ვიქცევდით, შემდეგ კი ანას რამდენიმე იქაური ახლობელი ბიჭები მოდიოდნენ და მოკლედ, საფიქრალად ნაკლებ დროს მიტოვებდნენ. არ მინდოდა თბილისში დაბრუნება, თუმცა სხვა გზა არ მქონდა. რამდენიმე მშობელს უკვე აეყვანასხვა მასწავლებელი, უმეტესობა კი ჩემდა გასაოცრად მაინც მელოდებოდა. თბილისში ჩასვლისთანავე ყველას გულწრფელად მოვუხადე ბოდიში და გაცდენილი დღეების ანაზღაურებას დავპირდი. მხოლოდ თეონასთან დარეკვას ვერ ვბედავდი და თითქმის ყველაფერი თავიდან დავიწყე როცა ტელეფონს მისი ნომერი დაეწერა. - გისმენ თეონა - ვუპასუხე ისე თითქოს არაფერი მომხდარა. - როგორ ხარ ლიზი გამოკეთდი? - როგორც ჩანს იცოდა ავარიის შესახებ... - კი ახლა უკვე ჯოხით დავდივარ - ვუპასუხე ღიმილით. - ნატუკა გკითხულობს, არ უნდა რომ სხვა მასწავლებელი ავიყვანო. - იცი თეო... მე ვეღარ ვასწავლი ნატუკას... ჯერჯერობით სანამ სრულად არ გამოვჯანმრთელდები ბავშვების მომზადება უნდა შევწყვიტო... - მხოლოდ ეგაა მიზეზი? - და მე მივხვდი რომ მან უკვე ყველაფერი იცოდა. - მხოლოდ ეგ არა... არის კიდევ სხვა პრობლემებიც... - ვიცი - თქვა თეონამ სევდიანი ხმით. - მაგრამ რა ვუთხრა ნატუკას ის ხომ ჯერ ბავშვია! ლიზი მე არ ვარ შენზე ნაწყენი ვიცი რომ შენ წარმოდგენაც არ გქონდა რომ ნიკას... - თეონა! - სიტყვა გავაწყვეტინე მე, - ეს თემა ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, ნიკა ახლა მხოლოდ მწარე მოგონებაა და მეტი არაფერი. შენი და ნატუკას დანახვა კი ამ მოგონებას ყოველდღე გამახსენებს. მაპატიე კარგი? ნატუკას უთხარი რომ სადმე წავედი და რამდენიმე წელი აღარ ჩამოვალ. ან იცი რა? მე თვითონ მივალ ხვალ მასთან სკოლაში და მე ვეტყვი. - კარგი.. - თქვა მან სევდიანად, თითქოს კიდევ უნდოდა სხვა რამის თქმაც მაგრამ აღარ დავაცადე. - კარგი თეო უნდა წავიდე სემინარი მაქვს, ნახვამდის! - ტელეფონი გავთიშე და აუდიტორიაში შევედი... * * * მეორე დღეს ხუთი გაკვეთილის შემდეგ უკვე ეზოში ვიდექი და ნატუკას ველოდებოდი. რომ დამინახა ისე გაეხარდა გამოიქცა და მაგრად ჩამეხუტა. - ლიზი დამიბრუნდი? - მკითხა აღტაცებულმა. რა რთულია ბავშვებთან ლაპარაკი, მათ ხომ ვერც სიმართლეს ეტყვი და ტყუილიც ძნელი სათქმელია. - ხო - ვუთხარი ნაღვლიანად და ჯოხი იქვე მივაყუდე. - სევდიანი ხარ! - მითხრა მოულოდნელად. - ხო, საზღვარგარეთ მივდივარ და ალბათ მაგიტომ... - სად? - მკითხა მოღრუბლულად. - ლონდონში, სწავლის გასაგრძელებლად... - ვიცრუე და გული შემეკუმშა. ნატუკას არაფერი უთქვამს. - მალე ჩამოვალ - ვუთხარი და გავუღიმე. მანამდე კი დედა სხვა მასწავლებელს აგიყვანს. - ნატუკა ისევ არაფერს ამბობდა. - კარგი რა ნუ მებუტები - ვუთხარი სიცილით, - წამო ნაყინი ვჭამოთ, - ხელი ჩავკიდე და მაკდონალდსისკენ წავიყვანე. ბევრი ვეცადე და ბოლოს მაინც მოვიყვანე ხასიათზე. სახლში რომ მივიყვანე ზემოთ აღარ ავყევი და რომ დავრწმუნდი სახლში შევიდა უნივერსიტეტში დავბრუნდი. დაახლოებით ცხრა საათისკენ სახლში შევდიოდი როცა ვიღაცამ დამიძახა. მივბრუნდი და ლევანი იყო. - როგორ ხარ? - მკითხა მან ძალიან მშვიდად. - გიხდება ჯოხი. - კარგად შენ? - წავუყრუე ბოლო კომპლიმენტს. - მე რა მიჭირს, - მითხრა და ირონიულად გამიღიმა. - იმ ღამეს ლაპარაკის დამთავრების საშუალება რომ მოგეცა ეგ აღარ დაგემართებოდა, - მოტეხილ ფეხზე დამხედა მან. - იცოდი? - გავიგე და თქმა მინდოდა, თუმცა ისე იყავი გატაცებული შენი პრინცით ალბათ მატო მასე თუ დაიჯერებდი სიმართლეს. - არ მინდა ამაზე ლაპარაკი! - ხო, არც მაშინ გინდოდა და ხო ხედავ რაც მოხდა! - ლევან... ძალიან გთხოვ, ისედაც არ მაკლია არც საფიქრალი და არც პრობლემები. - ვითომ ჭკვიანი ხარ და ამავე დროს რა სულელი ხარ! - მითხრა სინანულით და თვალებში ჩამხედა. - ლიზი მე და შენ ერთად მართლა კარგად ვიქნებით! - ლევან! არაფერი გამოვა გესმის? მაპატიე მაგრამ... მართლა დიდად დამავალებ თუ ყველანაირ კონტაქტს გაწყვეტ ჩემთან. - რა გაეწყობა... თქვა დანანებით და შებრუნდა. - ასეთ მშვიდ თანხმობას არ ველოდი და სახე გამიბრწყინდა. სახლში შევედი. ეკას მშვენიერი ვახშამი მოემზადებინა. " ესეც ლევანი... ნეტავ ის მესამე ვინ არის?" უნივერსიტეტის ბიჭებს თვალი გადავავლე და ჩემს მომავალში ვერცერთი მათგანი ვერ წარმოვიდგინე. " ხვალ ხომ შაბათია, გოგოებს გავუვლი" ამის გაფიქრებაზე სიამოვნებისგან გამეღიმა, "ვაღმერთებ პარასკევის საღამოს!" * * * ანი ჩემი დაქალი უფრო იყო ვიდრე ნათესავი ამიტომ არასდროს მიხსენებია რომ მამაჩემის ბიძაშვილის შვილი იყო. შაბათ-კვირას მასთან გავდიოდი ხოლმე, ანაც იქვე ცხოვრობდა. საკმაოდ შეკრული უბანი ჰქონდათ, უამრავი ახალგაზრდა იყრიდა თავს ხან ბესეტკაში ხან სტადიონზე, შუადღეს გავედი ისე რომ არც გამიფრთხილებია, სახლში ლევანი დამხვდა ანის მამა, ვგიჟდები ამ კაცზე! მიუხედავად იმისა რომ თითქმის დედაჩემის ხელაა მაინც ძმაკაცურად ვუყურებთ ერთმანეთს, ძალიან გაეხარა ჩემი დანახვა და ამბები გამომკითხა. ანის რა თქმა უნდა ეძინა, ჩემი განუყრელი ჟოხი მოვუთათუნე ფეხებთან და რომ დამინახა ბუზღუნით გადატრიალდა რომელი საათიაო. რაღა თქმა უნდა იცოდა რომ არ მოვასვენებდი სანამ არ ადგებოდა და არც მომისვენებია, თან ანას მივწერე და ისიც მაშინვე იქ გაჩნდა. ალა უკვე ერთობლივი ძალებით ავაგდეთ და კარებში ველოდებოდით მის გამზადებას, თან ლევანიზე ვუყვებოდი წინა დღის ამბავს. უცებ უბანში ერთი ბიჭი შევნიშნე, ჩვენსკენ ზურგშექცევით მიდიოდა, მაღალი იყო, საშუალო წონის, თმა დაახლოებით 0.6-ზე ჰქონდა. მანტო მუხლსზემოთ და ხელში ზუსტად ჩემნაირი ჯოხი ეჭირა. მსუბუქად კოჭლობდა. ისე მომეწონა ანა ეგრევე მისკენ გავახედე. - ეს ვინააა? - ეს? ეს ჩვენს უბანში ყველაზე მაგარი ტიპია, რუსია. - რუსია? ქართული არ იცის? - რუსია გვარია შე ტუპოი - სიცილისგან გაიფხრიწა ანა. - აა - მეც გამეცინა და მსუბუქად მოვქაჩე - მე რა ვიცოდი! ანიმ რატომღაც აიჩემა წრეშიბურთი ვითამაშოთ სტადიონზეო. უკვე ნოემბერი იყო თუმცა ძალიან არ ციოდა, ამიტომ დავეთანხმეთ და სანამ არ დავიქანცეთ მის უბნელ ბიჭთან ერთად ვთამაშობდით. მე ჩემი ფეხის გამო დავიჩაგრე და მარტო ვისროდი, გადაგდებული ბურთი კი ბავშვებს მოჰქონდათ ჩემთან. მათთან შედარებით მალე დავიღალე და ფეხში ტკივილი ვიგრძენი, ავარიამ თავი შემახსენა და უსიამოვნება მათაც შემატყვეს და ნება დამრთეს შემესვენა. ფეხი მსუბუქად დავიზილე მაგრამ ტკივილი არ გამიყუჩდა, სტადიონიდან გავედი და სკამზე ჩამოვჯექი, ფეხის დაზელვას განვაგრძობდი მუხლს ქვემოთ როცა გვერდით ვიღაც მომიჯდა, ავიხედე და ის იყო მე რომ უკნიდან მომეწონა. წინიდანაც ძალიან სიმპატიური იყო, მუქი ფერის თვალები, ღია წვერი, ცოტა მუქი თმა და დიდი ტუჩები. - ნატკენ ფეხს გაფრთხილება უნდა - გამიღიმა მან და სულ დამავიწყდა ფეხი თუ მქონდა. - რა დაგემართა? - ავარიის დროს მომტყდა - ვუთხარი მე და გახსენებაზე უსიამოვნოდ გამაჟრჟოლა. - ვინ იჯდა საჭესთან ასე რომ გაგიმეტა? - მე, - ვთქვი და თვალი ავარიდე. - ოო! თვითმკვლელი მძღოლი ყოფილხარ! - თქვა მან და ისევ გამიღიმა. - ხოო, მაგისტრალიდან გადავვარდი, სამაგიეროდ სხვა არავინ დამიშავებია! - ვთქვი ამაყად. - შენ რა დაგემართა? თავი სანატორიუმში მგონია. - მე დამჭრეს... - დანით? - არა, იარაღით. ისე რატომ მოგიხდა ავარია? - საუბარი ჩემზე გადმოიტანა მან, "თავისაზე არ სურს ლაპარაკი და ჩემზე ყველაფრის გაგება უნდა!'' - მე... - გახსენებაზე სევდა მომერია და ჩავფიქრდი. - გასაგებია, - თქვა მან და გამიღიმა. - რა არის გასაგები? - ვერ მივხვდი რა იფიქრა. - მაგ ლამაზ თვალებზე ტუშს ისვამდი და ისე გადავარდი ვერც მიხვდი! - თავისი მოფიქრებით კმაყოფილმა გამიცინა, მეც გამეცინა თუმცა ისევ ვიგრძენი ტკივილი და დავიჭყანე. - ექიმმა არ გასწავლა? აი ასე უნდა, - თქვა მან და ფეხის ზელა დამიწყო. მართალია მეხმარებოდა მაგრამ საკმაოდ თამამი ნაბიჯი მეჩვენა და და შევკრთი, ალბათ მიხვდა და ხელი გამიშვა. - მაშინ გტკიოდეს! - თქვა თუ არა ადგა და წავიდა. ისე მომეშალა ჩემ თავზე ნევები კინაღამ ფეხი სულ მოვიგლიჯე. - აბა დროზე მოყევი რა გითრა! - გამომძიებლებივით თავზე დამადგნენ გოგოები. - რა უნდა ეთქვა! ფეხიც კი არ დამიზილა ბოლომდე მე კიდე მტკივაა! - უნდოდა მარა აცადე? - "ფუუ ყველაფერი დაუნახავთ!" - ვაიმე უხერხულად მეჩვენა და იმიტომ! - ხოდა გტკიოდეს! - დედაა! თქვენ შეკრულები ხართ? - გამეცინა გაკვირვებისგან. - იმანაც ეგ გითხრა? - ეგრევე მიხვდა ანი. - ხოო და ეგრევე წავიდა! - ვთქვი გაბუტულმა. - გააბრაზე და! ნახე ბესეტკაში დაჯდა, ჯოკერს ითამაშებენ უეჭველი აუ წამო რაა! - გაგიჟდი? იფიქრებს რო მომეწონა და მე გთხოვეთ იქ მისვლა! - ამ სიტყვებზე წამოვდექი. - ოოხ! არ თქვა რომ მასე არ არის! - გაიცინა ანამ. - თან ნახე როგორ უცებ წამოხტა! ფეხი აღარ გტკივა? - ჩემ გამოტეხვას ცდილობდა ანი. ამასობაში ბესეტკასთან მივედით. მეოთხე კაცი აკლდებოდათ. - ითამაშებ? - ისე მოულოდნელად მკითხა დავიბენი და ეგრევე უარი ვუთხარი. - ანი შენ? - ანიმ თავი დაუქნია და მის გვერდით დაჯდა. ისე მოხდა რომ იქ ჩემთვის აღარ იყო ადგილი, სამაგიეროდ რუსიას გვერდით იყო თუმცა მე იქ არ დავჯექი და ისევ ანის ვთხოვე ჩაწეულიყო. უკმაყოფილოდ შემომხედა და ჩაიწია. ლაპარაკში გავიგე რომ გუგა ერქვა, ძალიან კარგად თამაშობდა, ცვეტებს ითვლიდა თუმცა კარტი იშვიათად მოსდიოდა. რაღაცნაირად გამეხარდა როცა პირველ ადგილზე გავიდა. როდესაც ტელეფონს დავხედე გული შემეკუმშა, თითქოს ისე მიიწურა და დაპატარავდა რომ ვეღარც ვგრძნობდი მის არსებობას. ეს იყო ზარი რომელმაც გონებაში ამომიტივტივა წარსულის მიძინებული ტკივილი. მოგონებები სურათებივით იცვლებოდნენ ჩემს წინ და უამრავ სხვადასხვა ემოციას აღძრავდნენ გონებაში. ხელის ერთი გადასმა და: - ლიზი! - გაისმა ტელეფონში ნაცნობი ხმა რომელმაც სული ამიფორიაქა... * * * თავი რომ ავწიე ბესეტკაში მხოლოდ ანი ანა და გუგა ისხდნენ. გოგოებს არ უნდოდათ მასთან ერთად რამე ეკითხათ მე კი... ისე მომინდა ახლა ამ ფიქრებისგან გათავისუფლება რომ თვალები ამემღვრა, თავი ისევ დავდე და ჩუმად, ოდნავ გასაგონად ჩემთვის ვთქვი. - მართლა ძალიან დავიღალე... - კაი რა ლიზი... გაივლის... - თქვა ანიმ ჩემს დასაწყნარებლად. ვერ იტანს რომ ვტირივარ მერე თვითონაც ცრემლები ერევა. - აუ წამო რა დავლიოთ! - თქვა ყველასთვის მოულოდნელად გუგამ. თავი ავწიე და გაბრაზებულმა შევხედე. "მე აქ მოვთქვავ და ამან კიდე დავლიოთო! შენ თუ მაგიდაზე არ დაგადებინო თავი მე ლიზი არ ვიყო!" გავიფიქრე ჩემთვის და ყველასთვის მოულოდნელად ფეხზე ავდექი. - წამო! უკვე საღამო იყო რესტორანში რომ დავსხედით. "ისევ ყველაფერი თავიდან იწყება" ვფიქრობდი ჩემთვის," სასმელი, ანი და ანა, ჩემთვის თითქმის უცნობი ბიჭი " - ცოლი გყავს? - უეცრად ვკითხე გუგას ყველა გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად. მას არყიანი ბოთლი ხელში გაუშეშდა და ირონიულად მითხრა: - ნუ ხარ დაიზმენებული ყველა კაცი მართლა ერთნაირი კი არაა. - გამეცინა და ჭიქას ხელი მოვკიდე. - ეს ნახე რა როგორ უნდა დალევა, - გადაიხარხარა მან, - კიდევ კარგი შემოგთავაზეთ, არადა ისე შემომხედა თავიდან მეგონა ცხოვრებაში წვეთი არ გაუსინჯავს. მიდი ჰა თქვი სადღეგრძელო! - მე გამიმარჯოს - ვთქვი უცებ, ჭიქა გადავკარი და გავუღიმე, - მადღეგრძელე მიდი! - ყოჩაღ ლიზი! რა გაეწყობა, შენ გაგიმარჯოს! - თქვა მან და სანამ რამეს ვიტყოდი უკვე იქსელს აყოლებდა. - სულ ეს იყო? - ვთქვი იმედგაცრუებულმა. - აა ბოდიში, ჭიქის მოჯახუნება დამავიწყდა, - თქვა და ცხვირით ჩემს ჭიქას შეეხო. - მასხარა ხარ! - ლიიზ გაგიმარჯოს ჩემო გოგო... ხომ იცი რომ ყველაფერს ძალიან მაგარს გისურვებ არა? - მითხრა ანიმ ძალიან გულწრფელად და ჭიქა მომირტყა, მას ანაც შეუერთდა და მანაც ოცნებების ახდენა მისურვა. ამ დროს გამახსენდა რომ ჩანთიდან ტელეფონი არ ამომიღია, მესიჯი დამხვდა, ჩემდა გასაოცრად ანა იყო, როდის მოასწრო ვერ მივხვდი, მესიჯით მიხსნიდა რომ გუგას უეჭველი მაგრად მოვეწონე იმიტომ რომ მათთან ერთად დაულევია კი არა არც კი უთამაშია არასდროს. ამაზე ოდნავ გამეღიმა და თავი რომ ავწიე გუგა დაჟინებით მიყურებდა. დემონსტრაციულად გავუღიმე და ტელეფონი ჩანთას დავუბრუნე. უკნიდან მენეჯერი წამოგვადგა თავს. - ბატონო გუგა შეიძლება ერთი წუთით? ბუღალტერმა რაღაც შეცდომები აღმოაჩინა გადარიცხვებში და... - გოგოებს კითხვით სავსე მზერა მივაპყარი. მათ მხრები აიჩეჩეს. - ახლავე მოვალ, - თქვა გუგამ და მენეჯერთან ერთად წავიდა. - გოგო ეს რესტორანი ამისია? - მე რა ვიცი აქამდე არაფერი მსმენია. - იგივე გაკვირვებით მიპასუხა ანამ, - ფული სულ ჰქონდა მარა მე მამამისის ამბები მეგონა, კი გადის ხოლმე უბნიდან საქმეები მაქვსო მარაა... სულ საჩკაობდა მე რა ვიცი. - თქვენი უბნელია არ უნდა იცოდეთ? - არასდროს არაფერი უთქვამს, საერთოდ არ უყვარს თავისთავზე ლაპარაკი. იცოდე დედამისს სიმსივნე აქვს თავში და ისეთი არაფერი თქვა რომ დაიგრუზოს! - სიმსივნე? - გულწრფელად შემეცოდა გუგა, - არ ეტყობა თვითონ რომ დარდობს... - ტირილს ხო არ დაიწყებს! აი მოდის. - ხომ არ მოიწყინეთ? - თქვა გუგამ და მაგიდასთან დაჯდა. გვიანობამდე ვსვავდით, მაგრად იტანდა, სულ ვერ შეატყობდი რომ დათვრა... მეორე დღეს სახლში გავედი, ისევ თავიდან იწყებოდა კვირა... როგორ არ მიყვარს ორშაბათი... მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა, უნივერსიტეტი, ბავშვები, სახლი, უნივერსიტეტი სახლი ბავშვები.... შუა კვირაში თოვლი მოვიდა. დაიწყო და აღარ გაჩერდა, ახლა უფრო მოუთმენლად ველოდი პარასკევს რომ გოგოებთან გავსულიყავი, ნატვრა მალე ამიხდა, უბანში რომ შევედი ძალიან ვფრთხილობდი ყინულზე არ წავქცეულიყავი, თოვლი ისევ მოდიოდა, შედარებით წვრილად მარა მაინც, ჩემი წითელი დუტის კურტკა ისე აჭყიტებდა ამ სითეთრის ფონზე რომ გუგამ მაშინვე შემამჩნია. ამას მაშინ მივვდი როცა მშრალი გუნდა ტუჩში მომხვდა და შეშინებული ისე გადავყირავდი ფეხი კინაღამ მეორედ მოვიტეხე. სასწრაფოდ ჩემთან გაჩნდა. - იტკინე რამე? - მკითხა შეშფოთებულმა. - შენ იდიოტი ხაარ? - დავუყვირე გაბრაზებულმა და ფეხზე ისე წამოვდექი მისი გამოწვდილი ხელისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. როგორც კი დარწმუნდა არაფერი ჭირსო იმხელაზე გადაიარხარა ყველამ ჩვენ შემოგვხედა. - რა გაცინეებს? - ვკითხე გაცოფებულმა და თან თოვლი ჩამოვიფერთხე, რაღაცის თქმა უნდოდა მარა ისე იცინოდა ლაპარაკს ვერ ახერხებდა. იქვე მდგარი მანქანიდან თოვლი ავიღე, ამან გაჭრა და სახე მაშინვე შეეცვალა. - ლიზი არც . . . - წინადადების დამთავრება ვეღარ მოასწრო და პირიდან თოვლი გადმოაფრთხა. ცოტა ხანში მე კისრიდან ვიღებდი თოვლს, ის მანტოს იფერთხავდა. - როგორ მინდა ახლა ბაკურიანში ვიყოთ და მაღალი ადგილიდან დაგაგორო! - შპილკები მოვიხსენი და ჩემი წელამდე თმა გავამარიაჟე. რომ დავრწმუნდი თოვლი აღარ მქონდა თმისამაგრები ჯიბეში ჩავიყარე. გუგა ძალიან ახლოს მოვიდა ჩემთან და ტუჩზე ხელით ნაზად შემოხო, მე ახლაღა მივვდი რომ მეწვოდა და დავიჭყანე. - მაპატიე, - თქვა მან და გუნდა მომაწოდა. - აჰა დაიდე თორე ისე გაქვს გასიებული გოგოებს ვეღარ დააჯერებ რომ არაფერი გიმაიმუნია. ტელეფონმა დაურეკა. - ხო... სასწრაფო გამოიძახეთ?... ახლავე მოვალ. ლიზი უნდა წავიდე, - თქვა მან და აჩქარდა. - რა მოხდა? ვინმე ხომ არ დაშავდა? - დედაჩემია ცუდად. - თქვა და ისე გავარდა შემეშინდა არ წაქცეულიყო. იმ საღამოს ანის ძმამ ცუდი ამბავი მოიტანა. გუგას დედა გარდაიცვალა და ახლა სახლში მოასვენესო. ლევანმა და ანიმ, რომლებმაც უკვე იცოდნენ ჩემი და გუგას თითქოს დაწყებული ურთიერთობის შესახებ მაშინვე გადმომხედეს. კურტკა შემოვიცვი და ანის ვთხოვე გამომყევი თქო. კარზე ზარი დავრეკე, შუახნის ქალმა გააღო და კითხვით სავსე მზერა მომაპყრო. - მე გუგას მეგობარი ვარ, შეიძლება ვნახო? - ის გვერდზე გაიწია, რითაც გვანიშნა შემოდითო, ოთახში შევედი და საშინელი სურათი დამხვდა. გუგა დივანზე იჯდა, არ ტიროდა, დედამისთან კი გუგას და იჯდა, მისი ხელი ეჭირა და ქვითინებდა. აქეთ-იქით სკამებზე მისი ძმა და მამა ისხდნენ თავჩახრილები. კარის ხმაზე ყველამ მე გამომხედა, დაბალ ხმაზე ვთქვი ვიზიარებ თქო და გუგას შევხედე. ადამიანის ფერი არ ედო, ტუჩები გალურჯებოდა და სიგარეტიანი ხელი უკანკალებდა. გვერდით დავუჯექი, ანიმაც იგივე გაიმეორა. არ ვიცი რატომ მოვედი, მე ხომ ისე ახლოს არ ვიყავი მასთან მაგრამ... მინდოდა მის გვერდით ვყოფილიყავი, მისი ტივილი გამეზიარებინა და დამემშვიდებინა. ეს ალბათ გუგამაც იგრძნო და ისე აუჩუყდა გული რომ თავი ვეღარ შეიკავა. გუგას, რომელსაც არასდროს უტირია, ყოველთვის მკაცრი და შეუვალი სახელი ჰქონდა, ერთიციდა ცრემლი ჩამოუგორდა სახეზე. - ლიიზ... თქვა მან და თვალებში ჩამხედა, - მე ხომ დაგეხმარე როცა გიჭირდა... ახლა მე მიჭირს! მტკივა... - თავი მუხლებზე დამადო და ბავშვივით ატირდა. არ ვიცოდი რა მექნა, სიტყვებს ვერ ვპოულობდი დასაწყნარებლად. მხრები ნერვიულად უკანკალებდა და უფროდაუფრო ვგრძნობდი სისველეს მუხლებზე. წინ გადავიხარე და თავზე ვაკოცე. - გაივლის... ესეც გაივლის აი ნახავ... - ვეჩურჩულებოდი და ცრემლები ღაპაღუპით ჩამომდიოდა. ჩემი ხელი აიღო, თავი ასწია, საკუთარ ხელებში მოიქცია და თავი ისევ ჩახარა. - მტკივა... - გაიმეორა დაღლილი ხმით, - არ წახვიდე კაი? - არ წავალ... - ვთქვი აკანკალებული ხმით. - სულ ჩემთან იყავი... - ვიქნები... - მპირდები? - გპირდები... ესეც გაივლის ნაწილი II გუგას დედიც გარდაცვალებიდან რამდენიმე თვე გავიდა. ნელნელა ისიც და მეც ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდით. ნიკასთან დაკავშირებული მწარე მოგონებები ხანდახან თუ შემახსენებდა თავს ძილისწინ, თვითონ არ გამოჩენილა. დანარჩენი ჩემი დრო კი სწავლაზე, ბავშვებზე და უმეტესწილად გუგაზე იყო განაწილებული. ბოლოსდაბოლოს მივაღწიე იმას რომ ლექტორი გავხდი და ახლა უკვე თამამად შემეძლო მეთქვა რომ სწავლის წლებს უკვალოდ არ ჩაუვლია. რაც შეეხება გუგას მასთან თავს აბსოლუტურად კარგად ვგრძნობდი, რაც მთავარია ვენდობოდი, ვხედავდი სულ ჩემზე რომ იყო გადმორთული და სხვა არავინ აინტერესებდა. იმ წელს დაბადების დღის გადახდა არ მინდოდა თუმცა ანი და ანა ამას გამაზავდნენ? ხანგრძლივი დებატების შემდეგ გადავწყვიტეთ რომ მხოლოდ გუგა, ლიკა (ჩემი თოთხმეტი წლის და) თიკა, ანა და ანი იქნებოდნენ, თან რესტორანში კი არა - თბილისის ზღვაზე, არაყი, ლუდი, გასართობი საჭმელები და კოცონი. ადგილი რა თქმა უნდა ჩვენმა გენიოსმა ანამ მოიფიქრა, რაღაც თითქოს ორიგინალური იყო და ყველას მოეწონა იდეა. ზუსტად თორმეტ საათზე, როდესაც ჩემი დაბადების დღე დადგა გოგოებმა გარეთ გამიყვანეს, უბანში თითქმის ყველა გამოსულიყო ვისაც ეღვიძა. ამას ორი მიზეზი ჰქონდა - გუგას დანთებული უზარმაზარი ცეცხლის გული და ფეიერვერკი, რომელიც მისმა ძმაკაცებმა მოაწყეს. ამ ყველაფერმა ისე ამაღელვა კინაღამ სიხარულისგან ტირილი დავიწყე. დაახლოებით ღამის პირველი საათი ხდებოდა ზღვაზე რომ ავედით, დაბლა ცოტა ტალახი იყო და მოშორებით ბუსნოზე დავსხედით, პრობლემა მაშინვე შეგვექმნა - სანამ ვფიქრობდით ცეცხლი რით დაგვენთო გუგამ ხმელი ტოტები მოათრია, ხან რით ხან რით და ბოლოს საკმაოდ დიდი კოცონი ავაგიზგიზეთ. ანი რო მიხვდა საიდან მოჰქონდა გუგას ტოტები თვითონაც მოინდომა მოზიდვა და ისე გაერთო ამით რომ რომელ ხეზე ჩამოკიდებულიყო აღარ იცოდა. საკმაოდ ბევრი დავლიეთ, თუმცა ჩემმა გოგოებმა ყოველთვის იციან ზომა და ცუდად არ ხდებიან, აღარ მოვყვები როგორ დამლოცეს და რა სურვილების ახდენა მისურვეს, ანის ერთი კარგი ჩვევა აქვს, ყოველთვის სხვაზე ფიქრობს, ახლაც არ დაუშვა გამონაკლისი და რასაც ქვია გაგვყარა, წადით ცალკე ილაპარაკეთო, ზღვასთან ჩასვლა დავაპირეთ, მაქსიმალურად ვფრთხილობდით მაგრამ გუგას ფეხი ჩაუცურდა, რა თქმა უნდა, მეც გამიყოლა და ცოტა ხანში ამოტლაპულები, უკვე დილის 6 საათზე, ზღვასთან ვიდექით და ვუყურებდით როგორ გვათენდებოდა თავს. - სად მიდიან ღრუბლები? - მკითხა მან მოულოდნელად სრული სერიოზულობით. - არ უნდათ რომ წვიმად იქცნენ და სიკვდილს გაურბიან... - ვუთხარი მე ასევე სერიოზულად. - შენც გაურბიხარ? - კი... - რატომ? ის ხომ მაინც მოვა? - მკითხა და გამიღიმა. - იმიტომ რომ მიყვარს! - სიცოცხლე? - ადამიანები რომლებიც ჩემს ირგვლივ არიან... მე რომ ამ სამყაროში მარტო დავრჩე და არავინ მყავდეს სიკვდილი გამეხარდება კიდეც. წარმოიდგინე მხოლოდ ძილისა და ჭამის რეჟიმი... თქვენთან ერთად კი მე განვიცდი გესმის? შევიგრძნობ, მიხარია, ვწუხვარ... მიყვარხარ იცი? - ვიცი - მითხრა ღიმილით. - მზემდე მიყვარხარ! - ვთქვი ჩემი მოფიქრებით კმაყოფილმა და გამეცინა. - მე ვარსკვლავებამდე! - მმმ... მე კიდე... ყველაზე შორამდე. - უსასრულობამდე! - თქვა და ისე ჩამეხუტა მიწას ვეღარ ვგრძნობდი. - მინდა ვიყვირო. - იყვირე! - იცოდე მართლა ვიყვირებ და დაყრუვდები! - დაიყვირე რომ გიყვარვარ და არ დავყრუვდები! - წამით შემომხედა, შემდეგ კი თავი მაღლა აწია და ბოლო ხმაზე დაიყვირა მიყვარხარო. - ვგიჟდები შენზე - ვუთხარი სიცილით და გოგოებისკენ წავედით. შორიდანვე გავარჩიე ლიკა და ანი ხელს გვიქნევდნენ. ორი წამით მოვაცილე თვალი და რომ გავიხედე ჰორიზონტზე მხოლოდ ლიკა ჩანდა და იგუდებოდა სიცილით, ახლოს რომ მივედით ანი ტალახში იწვა და ბჟირდებოდა. - წავიქეციიი - კისკისებდა ხმამაღლა და ტალახს იწმენდდა. - ხოო? - ვკითხე სიცილით - მეგონა წამოწოლა მოგინდა! არ მინდოდა გათენებულიყო, მინდოდა ეს დრო სამუდამოდ გაგრძელებულიყო და სულ ასეთი ბედნიერი ვყოფილიყავი... თუმცა დაუსრულებელი არაფერია. * * * იმ დილით კარგად გამოვიძინეთ სახლში და დაახლოებით შუადღეს უკვე გვეღვიძა. უბანში ვისხედით როცა გუგა მოვიდა. - მევასება რა გოგოებთან დალევა! მეორე დღეს არასდროს მაქვს პახმელია. - თქვა და გვერდით მომიჯდა. - ზომა თუ იცი ისედაც არ გექნება - ვუთხარი და დავეჭყანე. - მაგ ენას მოგაჭრი! - დანით? - ვუთხარი და გამომწვევად გავუღიმე. - არა, შენივე გრძელი ენის ბასრი წვერით. სიცილი სახეზე მიმეყინა და მათაც მეტი რა უნდოდათ ჩასაბჟირებლად. უბანს თვალი მოვავლე და შესასვლელში შავი BMW მომხვდა თვალში. მომენტალურად სერიას შევხედე. BMW ამოვიკითხე მარკის დაბლა და ვიგრძენი როგორ გამეყინა სხეული. გუგამ თვალი გააყოლა ჩემს მზერას, გოგოებმაც დაინახეს და სიცილი წამიერად შეწყვიტეს. არ მინდოდა გუგას ჩემი აღელვება შეემჩნია და პირველი რაც მოვიფიქრე ის იყო რომ სახლში შევალ წყალი მინდა თქო მოვიმიზეზე. - წყალი აგერ მოდის ლიზი! - მე ცივი მინდა! - ვთქვი და წამოვდექი. სახლამდე ისე მივედი უკან არ მომიხედავს. "ტელეფონი! დარეკავს!" გამიელვა მომენტალურად და ზარის ხმაც გაისმა. - რა გინდა? - მაგ ბიჭთან ხარ? - შენ შენ ცოლთან ხარ? - ისე მივახალე არც დავფიქრებულვარ. - გიყვარს? - რა თქმა უნდა! არაჩვეულებრივი ბიჭია და რაც მთავარია ვენდობი! - ლიზი ძაან არ მომწონს ეგ შენი დვიჟენიები! ვიფიქრე ცოტა გაუვლის და დაველაპარაკები თქო შენ კიდე უკვე ვიღაც... - წესიერად! - ხმას ავუწიე მოთმინებადაკარგულმა როცა მივხვდი შეურაცხყოფის მიყენებას აპირებდა, - სიმართლე გითხრა მაგრად მოგწონს თუ არა, რაც შეეხება გავლას - კი, ნამდვილად გამიარა, თან ცოტა კი არა სრულიად! - ლიზი მე შენ ლევანი არ გეგონო, ერთი მანქანის გაკაწვრით რომ იძია ვითომ შური! - ნუ მემუქრები! - არ გემუქრები! მე შენ მიყვარხარ რით ვერ შეიგნე და მეყვარები ბოლომდე! ამიტომ... - ვინც უყვართ ისე არ ექცევიან როგორც შენ მომექეცი! - გავაწყვეტინე კვლავ. - ამიტომ... - გააგრძელა მან, - ლიზი თუ არ გინდა ძალიან ცუდად მოგექცე ნელ-ნელა შეეშვი მაგ სიყვარულობანას, თეონას მალე გავეყრები და... - შენ მართლა ხომ არ გაგიჟდი მიყვარს თქო ვერ გაიგე? - გადაგიყვარდება! - დაელოდე! თითქმის ყვირილით გავთიშე ტელეფონი. სარკეში ჩავიხედე სულ გაწითლებული ვიყავი. საღამოს გოგოებთან ერთად გუგასთან მივედით. რაღაცნაირად თითქოს მაიგნორებდა, მეუხეშებოდა, "ნუთუ მიხვდა? მაგრამ ასე მარტივად როგორ?" სამზარეულოში გავიდა და მეც დრო ვიხელთე და გავყევი. ანი ჭიქებში ყავას ყრიდა. - მე გავაკეთებ კაი? - ასეთი სურვილი რადგან პირველად გამოვთქვი ანი მიხვდა რაც მინდოდა და მაშინვე გავიდა. მისი საქმე გავაგრძელე, გუგამ ტელეფონი შეაერთა და გასვლა დააპირა. - გუგა რა გჭირს? - ნერვები მომიშალე! - მომახალა დაუფარავად და ჩემთან ახლოს მოვიდა. - რით? - ვითომ არ იცი რით! ის იყო არა? - ვინ ის? - ისევ გამოვიშტერე თავი. - ლიზი გეყოფა! - რა მეყოფა? რა გინდა რა ხასიათზე ხარ! - აუ ბიჭი რო იყო მაგრად გტკიცავდი ეხლა ერთს რა! - არ გაგიმართლა, გოგო ვარ! - დაგირეკა კიდეც? - არა... - მთლად არ გამოვტყდი. - რა გითხრა რა მინდაო? ისევ მიყვარხარ და ცოლს ვეყრებიო? - საიდან იცი? - აღმომხდა გაოცებულს. მასთან ნიკა არასდროს მიხსენებია, მან კი უბანშიც იცნო და როგორც ჩანს ისიც კი იცოდა რომ ცოლს ეყრება. - არ გიმართლებს! ყოველთვის ისეთი ბიჭები გიყვარდება წინასწარ რომ იციან შენზე ყველაფერი! - სანამ გამიცნობდი სტადიონთან მანამდეც იცოდი? - მე გოგოსთან ისე არ მივალ თუ ყველაფერი არ ვიცი მასზე! მომენტალურად აღვიდგინე ჩვენი საუბრები, გაცნობა. - აბა რაღატო მეკითხებოდი სად მოიტეხე ფეხიო და რაღაცეები? - აბა რა მეთქვა უკვე ვიცი შენზე ყველაფერი თქო? ეს დაგაფრთხობდა! - რა მნიშვნელობა აქვს მერე მაშინ დამაფრთხობდი თუ ეხლა! - მაშინ შეიძლება ახლოს აღარ გაგეკარებინე და ახლა ამას ვეღარ მოახერხებ! - ძალიან ცდები!... - არანაირად! - აღარ გამაგრძელებინა მან და ისე ახლოს მოვიდა მისმა სუნთქვამ სახე ამიწვა, - მართალია ოცდაერთი წლის გოგოსთვის უკვე საკმარისად მეტი მოახერხე, მაგრამ ახლა ჩემს გვერდით ხარ! თუ კიდე დაგირეკავს ხომ იცი რომ გავიგებ არა? ამიტომ გირჩევნია თვითონ მითხრა! თავი თუ არ დაგანება ლიზი იცოდე დავანებებინებ! - აუ ძალიან დავიღალე იცი? - ჭიქები ავიღე და მისაღებში გავედი სადაც გოგოებთან ერთად გუგას ძმაკაცებიც იყვნენ. - არაუშავს, ერთ თვეში ქორწილი გვექნება და მერე დაისვენებ! - რა? - გაგიმეორო? - ჩემთან ძალიან ახლოს მოვიდა და ხელი ხელზე მომკიდა. კინაღამ გავგიჟდი როცა არათითზე ბეჭედი გამიკეთა. - კი, - ვუთხარი დაბნეულმა. - ერთ თვეში ქორწილი გვექნება და მერე დაისვენებ! - ვთხოვდები? - გაგიმართლა! - გიჟოო! - ვუთხარი და კისერზე ჩამოვეკიდე, - არ მჯერა! - დაიჯერებ! * * * თეთრ კაბაში გამოწყობილი, მსუბუქად დამაკიაჟებული და თმაგაკეთებული ვიდექი ჩემ ოთახში სარკის წინ და მღელვარებისგან თუ არ მოვკვდებოდი არ მეგონა. ანამ დარეკა პირდაპირ ეკლესიაში მოვალ თმის გაკეთებას ვეღარ ვასწრებო, ანი კი ჩემს გვერდით იდგა და არ ჩერდებოდა. - აუ გუგა გააფრენს რო დაგინახავს რა ლამაზი ხარ იცი? იმენა ყველაფერი მაგრად დავსვით რააა თმაც, მაკიაჟიც, კაბაც! საღოლ რა! გუგას რესტორანში იხდით ხო? - აუ აან სამზარეულოში კონიაკი და ჭიქები უნდა იყოს მოიტანე რაა შეიძლება გული წამივიდეს! - ისე სწრაფად მოიტანა მგონი მართლა შევაშინე. - ტაქსი გამოვიძახე 20 წუთში მოვალ მეტი ადრე ვერაო! წავედით ჩვენ ყველა და შენ და ანი ტაქსით მოდით დღეს ყველა სახლში ტოვებს მანქანას რო უნდა დალიონ გაიგე? - მეძახდა კარებსუკნიდან დედაჩემი, არ უნდოდა ჯერ რომ ვენახე. - კაი! ჩვენ გაგვიმარჯოს! - ვთქვი ხმადაბლა და გადავკარი. - სითხემ უცებ გამითბო სხეული, ანიმ მეორედ შეავსო ჭიქები. - შენს ბედნიერებას გაუმარჯოს! - თქვა მან და ხელებით მანიშნა გვეყოვო. თან ბოთლი და ჭიქები წაიღო. ისევ ჩავიხედე სარკეში, რაღაც იყო ზედმეტი! რაღაც მამძიმებდა! ანიმ, რომელსაც უსიტყვოდ ესმის ჩემი მაშინვე ხმადაბლა თქვა: - ყელსაბამი! - მე მონუსხული მივაშტერდი ერთიციდა კალიცოს რომელიც ჩემს ყელზე ბრწყინავდა, სასწრაფოდ მოვიხსენი და ფანჯრიდან ვისროლე. - ვინმე გაჭირვებული იპოვის და გაეხარდება... აან რამდენი ხანია გასული რაც დედაჩემი წავიდა? - რავი ჯერ ათი წუთიც არ იქნება. რა არის? - ტაქსი მოსულა. წამო მალე! სუნამო მივისხი და სახლი დავკეტე. ორივე უკან დავსხედით, ტაქსი დაიძრა. - აუ აან ვნერვიულობ რა მაინც, ვთხოვდები აზრზე ხარ? - დაწყნარდი მართლა არ წაგივიდეს გული! - იცით სამებაში გვინდა ჩვენ! - შევახსენე მძღოლს როცა საპირისპირო მიმართულებით წავიდა. - არამგონია იქ რამე გესაქმებოდეს! - მომესმა ნაცნობი ხმა, მძროლმა სარკეში ამომხედა და... - ნიკა! - გააჩერე მანქანა! - თქვა გაბრაზებული ტონით ანიმ. - ჯერ ბევრი გვაქვს სალაპარაკო! - თქვა მან და გეზი ქალაქგარეთ აიღო, - კულონი მოგიხსნია! - ცივად შენიშნა მან. - ნიკა გთხოვ! - წარმოვთქვი აკანკალებული ხმით. - არათითზეც გიკეთია კალიცო რომელიც მე უნდა გამეკეთებინა! - მოაბრუნე გთხოვ! - ვუთარი როცა თბილისიდან გავიდა. - უკან ორი მანქანა მოგყვება! - შენიშნა ანიმ. - ერთი შენ დაგაბრუნებს თბილისში! მეორეში ჩემი ძმაკაცია. - უთხრა ნიკამ ანის. - მე? - შენ ბევრ საქციელზე გაქვს პასუხი გასაცემი ჯერ და მერე ვნახოთ! - გააჩერე თორემ გადავხტები. - გადახტები და გონს რო მოხვალ მაინც ჩემ აგარაკზე იქნები და აზრი? - უსუსურობის შეგრძნებამ წყობილებიდან გამომიყვანა. - გააჩერე გესმის? - ავყვირდი მოულოდნელად და ნიკას მკერდზე მუშტები დავუშინე, მოგერიების დროს ნიკამ ხელი გაუშვა რულს და ხელი ისე მკრა რომ უკენ გადავვარდი. - წიინ! - მომესმა უცებ ანის დაყვირება. " ისევ ავარია! ოღონდ ახლაც გადავრჩეთ!" გამიელვა თავში და დაბნელდა... * * * გონს რომ მოვედი რაღაც ოთახში ვიწექი, საავადმყოფოს არ გავდა თუმცა ექიმის უამრავ ხელსაწყოებს მოვკარი თვალი. "სად ვარ? რა მოხდა? ან საერთოდ ვინ ვარ?" ვერაფერს ვიხსენებდი. "რა მქვია ღმერთო რამ დამავიწყა!" ძლივსძლიობით წამოვდექი და სარკეში ჩავიხედე. შუბლზე ნაკერები, ფეხებზე სილურჯეები, მუცელზეც აშკარად ნაკერები მქონდა. - ლიზი! ღმერთო ჩემო დაწექით ჯერ ადგომა საშიშია! - ოთახში შემოსულმა ექთანმა დაფეთებულმა წამიყვანა საწოლისკენ. - თქვენ ვინ ხართ? - მე შენი ექთანი ვარ. - უკეთ ხარ? - მომესმა კარიდან და მისი მიმართულებით გავიხედე, კარებში ტანმაღალი, ჩადგმული ტიპი იდგა ღია ფერის თვალებითა და საყვარელი ღიმილით. - დიახ! - გავუღიმე უცნობს, ის კი რატომღაც გააოცა ჩემმა თბილმა პასუხმა. - ეს ჩემი ექიმია? - ვუჩერჩულე ექთანს მარა უცნობმა მაინც გაიგო. - რა გჭირს ლიზი? - მკითხა შეშფოთებულმა და ჩემსკენ წამოვიდა. - რაღა რა მჭირს ახლაღა გავიგე ლიზი რომ მქვია! - ვუთხარი სიცილით. - რა ჭირს? - ექთანს მიუბრუნდა ის. - ალბათ ამნეზია ნიკა! ხომ გითხრა ექიმმა საავადმყოფოში გავაკეთებ ოპერაციასო! ახლა აქ რა ვუშველო? - წამლები დაუნიშნე! საერთოდ არაფერი გახსოვს? - მომიბრუნდა სასწრაფოდ. - არა, - თავი გავაქნიე მე. - არ იცი მე ვინ ვარ? მარტო დაგვტოვე! - მიუბრუნდა ექთანს და თვალებში შემომხედა როცა ის გავიდა. - ხომ გითხარი ისიც არ ვიცი მე ვინ ვარ, - ვთქვი მოწყენილმა. - შენ ჩემი ცოლი ხარ! * * * ნიკამ ყველაფერი მომიყვა ჩემს შესახებ, რომ დავიბადე თბილისში და გავიზარდე რუსეთში მშობლებთან ერთად, ახლა ისინი იქ იყვნენ და ნიკამ არაფერი უთხრა ავარიის შესახებ რომ არ ენერვიულათ. ერთი სული მქონდა მენახა, მაინტერესებდა როგორები იყვნენ მაგრამ ნიკამ მთხოვა სანამ არ გამოჯანმრთელდები სრულად არაფერი ვუთხრათო. მოკლედ უკვე ერთი კვირა გავიდა და მე კიდევ ვერაფერს ვიხსენებდი, საშინელებაა როცა არ იცი რა ადამიანი ხარ და რა გაქვს გაკეთებული. ნიკა ძალიან თბილად მექცეოდა ზუსტად ისე როგორც ქმარი უნდა მოექცეს ცოლს მაგრამ... რაღაც არ მაძლევდა საშუალებას მეც იგივე სითბო გამომეხატა მის მიმართ და ეს არ მასვენებდა... დილა ჩვეულებრივ დაიწყო, მიუხედავად ნიკას თხოვნისა მაინც სხვა ოთახში დავწექი, თავი იმით გავიმართლე რომ დრო მჭირდებოდა თავიდან შევჩვეოდი. გაღვიძებისას ისევ ჩემს საწოლზე ჩამომჯდარი დამხვდა. - დილამშვიდობის - მითხრა და გამიღიმა. - ისევ აქ ხარ? - გავუცინე მეც. - შენი ყურება არ მბეზრდება. - ოთახში თინა შემოვიდა, ის აგარაკზე ცხოვრობდა რადგან სახლი არ ჰქონდა, სამაგიეროდ ყველაფერს ასუფთავებდა და საჭმელსაც ამზადებდა. - ნიკა შვილო, ლუკა მოვიდა - თქვა მან და ოთახიდან გავიდა. ნიკას წასვლის შემდეგ ავდექი, ჩვეულებრივ ჩავიცვი და რომ მოვწესრიგდი კიბეებზე დავეშვი. - ასე არ შეიძლება ნიკა ყველა გაგიჟებულია ანი კომაშია, ვინ იცის კიდევ რამდენ ხანს იქნება ასე ან გამოვა თუ არა! - მომესმა უცნობის ხმა. - სხვა გზა არ მაქვს! - გულგრილად მიუგდო ნიკამ. - იცი რომ დაღუპული გონიათ? - ხოდა ეგონოთ! - ვისზე ამბობთ? - ოთახში შევედი, ისინი დაბნეულები მომაჩერდნენ. - ვინმე ჩვენი ახლობელია? - ლიზი გაიცანი ეს ჩემი ძმაკაცი ლუკაა. - მითხრა ნიკამ, მე მას შევხედე, ისე მიყურებდა თითქოს მოჩვენება დაინახა. - გამარჯობა - გავუღიმე საყვარლად. - მაპატიე ვერ გიხსენებ, ნიკა გეტყოდა ჩემს ამბავს. - ხო ვწუხვარ... - თქვა მან და თვალი ამარიდა. - ნიკა წავედი მე იცოდე რამე ქენი! - რა მოხდა? - ვიკითხე დაინტერესებულმა. - არაფერი ისეთი, მოდი ჩემთან! - თქვა და ახლოს მიმწია. - გავისეირნებ კარგი? - მაშინვე ვცადე თავის დაძვრენა. - ლიზი შენ ჩემი ცოლი ხარ თუ ვინ ხარ! - მითხრა და ტონს აუწია. - მაშინ ვიქნები როცა ყველაფერი გამახსენდება! - არ დავუთმე მეც. - მოდი აქ! - მითხრა მოულოდელად და ხელი მკლავში წამავლო. - რამდენიმე დღეს გაძლევ გასაგებია? შემდეგ კი ან ისე მოიქცევი როგორც ცოლს შეეფერება ან... - ან?! - ან მერე მე ვიცი! - თქვა და ხელი გამიშვა. ბაღში ვსეირნობდი და ჩემთვის ვფიქრობდი, " ერთი მხრივ მართალია ნიკა მაგრამ მეორე მხრივ ხომ უნდა გამიგოს არაა? მის მიმართ არაფერს ვგრძნობ, არ მიყვარდება! ვერ შევეჩვიე და რა ვქნა!" სეირნობაში მდინარეს მივადექი და ქვემოთ დავუყევი, აქამდე არასდროს ჩამოვსულვარ. " ამდენი დრო თუ მაქვს გატარებული ამ აგარაკზე რატომ არ მახსენდება არაფერი? აი თურმე სად ყრის ნაგავს თინა! ამხელა გზაზე ჩამოდის ყოველთვის?" მდინარის პირას საკმაოდ დიდი ნაგვით სავსე გროვა იყო, რაღაც თეთრს მოვკარი თვალი და ახლოს რომ მივედი ფითქინა ნაჭერი მოჩანდა, როგორც ჩანს დიდი ხანი არაა რაც გადააგდო, ისე დავინტერესდი რომ ნაჭერს დვეჭიდე და საკმაოდ მარტივად გამოვაძრე სანაგვედან. ნანახმა თავზარი დამცა. საქორწილო კაბა მუცელთან დაფლეთილიყო და სისხლით იყო მოთხვრილი. აქა-იქ კაბის ბოლოებიც დასვრილიყო. "ჩემ ტანზეა!'' გავიფიქრე შეშფოთებულმა. "მუცელზე მეც მაქვს ნაკერი მე ხომ ავარიაში მოვყევი! მაგრამ ნიკამ ხომ თქვა ერთი წელია რაც ცოლქმარი ვართო?" სულ დავიბენი, "ნიკამ მომატყუა? მაგრამ რატომ? თანაც ეს სისხლი... ვერიკომ ხომ მითხრა ყავაში ჩახედვისას სისხლს ვხედავო... ვინაა ვერიკო?" გონება სასწრაფოდ დავძაბე როგორც კი მივხვდი რომ რაღაც გამახსენდა. "ის ხომ ჟუკას დაა... ჟუკა კი ანას ბებია... ანა? ვინ ანა? ანა და ანი! გამახსენდა ისინი ხომ ჩემი დაქალები არიან! მათ უბანში არ გავიცანი გუგა?!" გუგას სახელმა ყველაფერს ნათელი მოფინა, თითქმის დეტალურად აღვიდგინე ყველაფერი ავარიამდე და ისტერიკული ტირილი ამივარდა, მიწაზე დავჯექი საქორწილო კაბა მივიხუტე და ავქვითინდი... - ჩემი ქორწილი... - ვიმეორებდი ხმადაბლა, - მან ჩაშალა! ნიკამ ჩაშალა! და ისევ მომატყუა! ისევ მომატყუა ჩემი ცოლი ხარო! ნაგავი! - ვყვიროდი გულამომჯდარი და ვსლუკუნებდი. - არ მეგონა ასე მალე თუ გაიხსენებდი... - გველნაკბენივით წამოვხტი, ცრემლიანი თვალები მოვიწმინდე და... - მეზიზღები! - დავუყვირე ბოლო ხმაზე. - რომ იცოდე როგორ მეზიზღები! მთელი ცხოვრება დამინგრიე! - მაპატიე... - თქვა მან და ამღვრეული თვალებით შემომხედა. - არაფერს არ გთხოვ, უბრალოდ მინდოდა სანამ გაიხსენებდი მანამდე მაინც მქონოდა შენთან ყოფნის საშუალება ლიიზ ძალიან მიყვარხარ! - ეგოისტი ხარ და მეტი არაფერი! ვინც უყვართ ასე არ ექცევიან! ქორწილის დღეს არ იტაცებენ დაქალთან ერთად... ანი... სად არის ანი? ღმერთო ლუკამ ხომ თქვა კომაშიაო! - მოწყვეტით დავეცი მიწაზე... აღარ ვიცოდი რაზე მეფიქრა. მუხლებზე ვიდექი და მხოლოდ ანი მედგა თვალწინ. - უნდა ვნახო! ახლავე უნდა ვნახო! - ორიენტაციაარეული წამოვდექი. - მძღოლს ვეტყვი და ჩაგიყვანს... არ მახსოვს როგორ ჩავჯექი მანქანაში, ვიხსენებდი ჩვენი ერთად ყოფნის დეტალებს და ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა... - რესპუბლიკურთან ვართ! - ჩამესმა მძროლის ხმა. ჩანთა გადმოვიღე და გადავედი. რამდენიმე წუთიც და უკვე იმ სართულზე ვიქნებოდი სადაც ანი იწვა. ლიფტიდან მარჯვნივ გავუხვიე. დერეფანში სკამზე ანა და ლუკა ისხდნენ, წინ კი გუგა. სამივე ერთ წერტილს მიშტერებოდა. ანას ადამიანის ფერი აღარ ედო, თვალები ჩაცვენოდა უძილობისაგან ისევე როგორც გუგას, რომელსაც წვერი მოეშვა, ეტყობოდა რომ სარკეშიც აღარ ჩაუხედავს, სამივეს შავები ეცვათ. " მათ ხომ დაღუპული ვგონივარ!'' გამიელვა თავში უეცრად და ნელ-ნელა ნაბიჯი შევანელე. ლუკამ ჩემსკენ გამოიხედა და თვალები გაუფართოვდა. - ლიზი! - ორივემ მას შეხედეს და შემდეგ მის მზერას თვალი გამოაყოლეს. - როგორ მომენატრეთ... - ვთქვი და კიდევ ერთი ცრემლი ჩამომიგორდა ლოყაზე. - ლიიზ! - ყვირილით წამოხტა ანა. - მეგონა დაგკარგე! მეგონა ორივე დაგკარგეთ! - მეხუტებოდა და უამრავ კითვას მაყრიდა. - აქ ვარ! თქვენთან ვარ! - ვამშვიდებდი მას და გუგას შევხედე. აქმდე ჩამქრალი თვალები გაბრწყინებოდა, ფეხზე იდგა და ისე მიყურებდა თითქოს უნდოდა დარწმუნებულიყო მართლა მე ვიყავი თუ არა. ანამ ხელი გამიშვა და მანაც გუგას შეხედა. ის უეცრად მომვარდა და ისე ჩამიხუტა როგორც არასდროს და ბავშვივით ატირდა. * * * რამდენიმე კვირა გავიდა, ანისთან შესვლას ვერ ვბედავდი. თუმცა ისე მენატრებოდა ერთ დღესაც როცა არავინ იყო მასთან შევედი და გვერდით დავუჯექი. ისევ ისეთი იყო... უბრალოდ ძალიან ფერმკრთალი... ხელზე ხელი მოვკიდე და ავტირდი... ისეთი ცივი იყო... - აან... - დავუძახე ხმადაბლა და ხმა ამიკანკალდა. - მაპატიე კაი?... შენ აქ ჩემს გამო ხარ! მე უნდა ვიყო შენს ადგილას! - ვტიროდი და ხელზე ვკოცნიდი. - მე რომ იმ საღამოს კაფეში არ წამოგყოლოდით ნიკას არ გავიცნობდი და ეს არ მოხდებოდა... მე რომ ქორწილის დღეს ტაქსში შემეხედა ნიკას ვიცნობდი და შენ აქ არ იწვებოდი... არ მიმატოვო თორემ მოვკვდები გესმის? სულ აქ ვიქნები და გეჭორავები ოღონდ არ დამტოვო!... არ მიგატოვებ გესმის? - ვთქვი და შუბლზე ვაკოცე, - არ მიგატოვებ და არ მიმატოვო! ოთახში ექთანი შემოვიდა. - უკაცრავად თქვენ?... - მისი დაქალი ვარ... ის რამოდენიმე წუთი ანის უტრიალებდა და რაღაცეებს ამოწმებდა. - რამე უთხარით? - შემომხედა გაკვირვებულმა. მე დავიბენი და ვერაფერი ვუპასუხე. - იცით უკეთაა... შუადღეს რომ შევამოწმე ასე არ იყო! - ცოტა ველაპარაკე... - ვთქვი და ცრემლები მოვიწმინდე. - როგორც ჩანს თქვენმა ლაპარაკმა იმოქმედა. მე თუ მკითხავთ მუხედავად იმისა რომ კომაშია ყველაფერი ესმის... მაპატიეთ ნახვის საათები ამოიწურა უნდა გახვიდეთ. საავადმყოფოდან პირდაპირ მშობლებთან წავედი. - ლიზი! ესე მალე ჩამოხვედი? დედამ თქვა სხვაგან წავიდა და ბეევრი ხანი არ მოვაო, - ატიკტიკდა ნია როგორც კი ჩახუტებითა და კოცნით გული იჯერა. ლიკამ ერთხანს მიყურა, ეტყობა გადახარშა ყველაფერი და ცრემლები წამოუვიდა. - ჩვენ გვეგონა რომ... - ვიცი, - ვთქვი და მაგრად ვაკოცე. - კაი რა როგორ გეგონა ხო იცი შენ მაინც რა ბედი მაქვს! კატის ცხრა სიცოცხლე ჩემთან მოგონებაა! - გავუღიმე და სახლისაკენ წავედი. მამა სახლში არ იყო. დედა კი დივანზე წამოწოლილიყო და გულში ჩემი სურათი ჩაეხუტებინა. ტირილისგან დასიებული თვალები მოეხუჭა და მძიმედ სუნთქავდა. მივუახლოვდი და გვერდით მივუჯექი, ხელი ხელზე მოვკიდე, მას კი ჩვენი მეზობელი ეგონა და ისე ალაპარაკდა თვალი არც გაუხელია. - აღარ მოდის ლია აღარ! ჩემი გოგო... ჩემი ლამაზი გოგო... სიცოცხლეს მივცემდი ოღონდ დაბრუნდებოდეს! - დედაჩემის კვნესამ გული მომიკლა. - სიცოცხლის გაღება საჭირო არაა დეე აქ ვარ შენთან ვარ.... არ მოვმკვდარვარ... - დავაყოლე როგორც კი დედაჩემმა ფართოდ გაახილა შეშინებული თვალები. - ლიზი! ჩემო ლამაზო! - შეჰკივლა უცებ და ჩამეხუტა. სიხარულისგან ცრემლების მოწმენდას ვეღარ ახერხებდა. რა მოხდა დეე ეს როგორ დაგემართა ჩემო ცხოვრება? რამდენსღა გაუძლებ! - ყველაფერს დეე ხო იცი რა მაგარი ვარ! - ვუთხარი სიცილით. - მშია მაჭამე რაა და თან მოგიყვები! * * * უნივერსიტეტიდან მოვდიოდი უცხო ნომერმა რომ დარეკა. - გისმენთ! - ლიზი ნიკა ვარ არ გათიშო გთხოოვ! - რა გინდა? - დღეს მივდივარ უკრაინაში და მერე იქიდან სადმე რაა... საქართველოში ვეღარ დავრჩები, სანამ წავალ მნახე რა... - რააა?! - ლიზი გთხოვ... მაინც მივდივარ და მინდა ადამიანურად დავილაპარაკოთ, ძალიან გთხოვ სულ ცოტა ხანი... მის მიერ მითითებულ რესტორანთან მალე მივედი. შესასვლელიდანვე დავინახე და მაგიდასთან დავჯექი. - მადლობა რომ მოხვედი... - არაფრის. დიდი ხნით მიდიხარ? - ხო ძალიან, არ ვიცი საერთოდ ჩამოვალ თუ არა. მომენატრები. - ამაზე სალაპარაკოდ თუ მომიყვანე წავალ! - არა უბრალოდ გითხარი... ისე ახლა უცებ ისეთ რამეს გეტყვი კიდე გაგაგიჟებ და არამგონია მესამე ავარიას ასე ადვილად დაუძვრე! - თქვა და გადაიხარხარა. - ეს ნახე რაა! დაჟე ბოდიშსაც არ იხდის ორი ავარია შენს გამო მომიხდა! - მიხარია რომ ისევ იღიმი! - საკმარისი ვიტირე! დაახლოებით ნახევარი საათი ვილაპარაკეთ, შემდეგ დამემშვიდობა მაგვიანდებაო და წავიდა. სახლში შევიარე რომ წყალი გადამევლო და შემდეგ ანისთან წავსულიყავი. 2 წუთის შესული ვიყავი კარზე გაბმული ზარი რომ მომესმა. კარი გავაღე გუგა იყო წაშლილი სახით. სწრაფად შემოვიდა და კარი ჩაკეტა. - შენ გოგო სულ გაუბერე? - რა მოხდა? - სად წავიდა რესტორნიდან ის ვერსად რომ ვერ ვიპოვე? - საზღვარგარეთ... - რატო ნახე? - თითქმის ყვიროდა აჭარხალებული გუგა. - მთხოვა ბოლოჯერ მნახეო და მეც... - და შენც ეგრევე ნახე ხო? შენ დაგავიწყდა ვისი საცოლე ხარ? თუ ისევ გევასება? - გუგაა! - რა გუგა რა გუგა ა? - ნელნელა მიახლოვდებოდა და მეც უკან უკან მივდიოდი იქამდე სანამ კედელს არ მივეყუდე. - თავს რის უფლებას აძლევ? - გუგა ის ხომ წავიდა... უბრალოდ ვილაპარაკეთ რამდენიმე წუთი და მორჩა... - შენ არ გესმის რას გელაპარაკები? - ხელი უეცრად აწია და კედელს მიარტყა. - იტოკში რა! არც კი დამირეკო! - თქვა და მოწყვეტით გავარდა გარეთ... "რა დავაშავე?" ვფიქრობდი ჩემთვის და თან წასასვლელად ვემზადებოდი. ანი ისევ იმ მდგომარეობაში იყო. ყოველდღე დავდიოდით მასთან მე და ანა და ახალ ახალ ამბებს ვუყვებოდით, გუგა აღარ მეხმიანებოდა, ნარეკებზეც არ მპასუხობდა, მისი დაბადების დღე ახლოვდებოდა მე კი არ ვიცოდი რა მექნა. ანამ მითხრა თორმეტ საათზე მისი დაბადების დღე რომ დაიწყება დაადექი სახლში ტორტი მიუტანე და იქნებ შერიგდეთო, ასეც მოვიქეცი, თორმეტს ეკლდა 5 წუთი რომ მის კართან ვიდექი, გამახსენდა რომ სახლის გასაღები მეც მქონდა და კარი ჩუმად გავაღე, შუქი ოდნავ ბჟუტავდა მისაღებში, საძინებელში შევედი და შუქი ავანთე. გული ჩამწყდა როცა საწოლში გუგას გვერდით ვიღაც გოგო დავინახე. სინათლემ გამოაფხიზლა და ნამძინარევი თვალებით შემომხედა, მომენტალურად გააანალიზა მომხდარი და წამოჯდა. - ლიზი? - დაბადების დღეს გილოცავ... - ვთქვი თითქმის ჩურჩულით და ტორტი იქვე დავდე. - ლიზი მოიცადე! - ჩაცმა დაიწყო როგორც კი გავბრუნდი მაგრამ მისი ახსნის მოსმენა ახლა ნამდვილად არ მინდოდა. ლიფტს არც დავლოდებივარ ისე დავეშვი კიბეზე და ტაქსი გავაჩერე. - რესპუბლიკურში! მანამდე კი სადმე მაღაზიაში გამიჩერე. პალატაში ისე შევიპარე არავის დავუნახივარ, არყის ბოთლი ამოვიღე ჩანთიდან და ანის გვერდით დავჯექი. დაახლოებით ხუთი წუთი ხმა არ ამომიღია, ჩუმად ვსვავდი და მალევე ვიგრძენი როგორ გამითბო სითხემ სხეული, როგორ დაუარა ყველა ორგანოს და ტვინთან გაჩერდა. - აან... - დავუძახე მოღლილი ხმით... - იცი დღეს გუგას დაბადების დღეა, ის კი ვიღაც გოგოსთან წევს... დავიღალე გესმის? ამდენიც არ შემიძლია... ასეთი მაგარიც არ ვარ რომ ყველაფერს გავუძლო... ძალიან მიჭირს, შენ კი... შენ კი უძრავად წევხარ და არაფერს მეუბნები... შენი დარიგება მჭირდება გესმის? ახლა ყველაზე მეტად მჭირდები აან... - თავი მხარზე დავადე, ცოტა ხანი ასე ვიყავი, - ჩვენი პირობა გახსოვს? გახსოვს მე შენ და ანამ ხელები ერთმანეთს რომ დავადეთ და ჩვენი ოცნებების ასრულების პირობა დავდეთ? უნდა გამოხვიდე ამ მდგომარეობიდან გესმის? პირობა ხომ არასდროს დაგირღვევია ახლა რა გჭირს? უნდა გამოძვრე გესმის? უნდა გამოკეთდე და პირობა აასრულო! გესმის? ანნ... მითხარი რამე! გთხოვ... მეორე დილით ტელეფონის ზარმა გამაღვიძა, ანა იყო "როგორ მისკდება თავი!" - ხო აან! - ლიზი გონს მოვიდა გესმის? ექიმმა დარეკა დილას კომიდან გამოვიდა და ლაპარაკს ცდილობსო! შენ გკითხულობს... - მოვდივარ! სიხარულისგან კი არ მივდიოდი ან მივრბოდი, - მივფრინავდი! პალატაში რომ შევედი ყველა გარს ეხვია ანიმ მზერა ჩემსკენ გადმოიტანა. ისე გამიხარდა რომ მიყურებდა, ისე გამიარდა რომ ცრემლები წამომივიდა. - აან - დავუძახე ძველებურად და გავუღიმე, - დაგვიბრუნდი? - ხო აბა პირობა ხომ უნდა შეგისრულოთ! - მითხრა და გამიღიმა. - კრეტინო! მარტო მაგისთვის მოხვედი ხო აზრზე! - მოჩვენებითი სიბრაზით ვუთხარი და საწოლზე ჩამოვუჯექი. - არა, კიდევ იმიტომ რომ მარტოს აღარ დაგელია და მარტო შენ აღარ გელაპარაკა, - ისევ გაიცინა და ვიგრძენი რომ ძალიან ძალიან ბედნიერი ვიყავი. - საზიზღარი გოგო ხარ რაა! ყველაფერი გესმოდა? - ხო აბა! იმდენს ჭორაობდით ხმას რო ვერ ვიღებდი და დამახინჯებულ სიტყვებზე ვერ დაგცინოდით ჩემი მემართებოდა! - მერე აქამდე ვერ უნდა მოსულიყავი გონს? - გავუცინე და ცხვირზე ნაზად მოვუჭირე. - აქამდე არ გითქვამს რომ ესე გჭირდებოდი... - წუხანდელი ჩემი მონოლოგი გამახსენდა, " ყველაფერი ესმოდა! ამიტომ მოვიდა გონს" გამიელვა თავში და ისე ჩავეხუტე მგონი თავიდან ჩავაგდე კომაში. - ჩვენ შენ მთელი ცხოვრება დაგვჭირდები! - ვუთხარი და თვალებში ჩავხედე. - ხოდა მთელი ცხოვრება თქვენთან ვიქნები! არ მიგატოვებ და არ მიმატოვო! - ბოლო სიტყვები ისე სევდიანად თქვა ვერც კი მივხვდი რაღა აწუხებდა. პალატაში ექიმი შემოვიდა. - იცით ახლა გავარკვიე, შვეიცარიაში აკეთებენ ასეთ ოპერაციებს. - რა ოპერაციებს? - ძალიან ცუდად მენიშნა მისი სიტყვები და წამოვდექი. - ხერხემლის. - და ანის რა პრობლემა აქვს ხერხემალზე? - ვთქვი და მხოლოდ ახლა შევამჩნიე ის მოწყენილი სახეები რისთვისაც აქამდე არ მიმიქცევია ყურადღება. - როგორ აგიხსნათ... მოკლედ მას წელს ქვემოთ დამბლა აქვს... - სიტყვები ტყვიასავით მომხვდა... ის ის იყო ლოდი მოვიხსენი მხრებიდან რომელიც ანის ავარიიდან ტვირთად მეწვა რომ ახლა ორჯერ მეტი სიმძიმე ამეკიდა მხრებზე. მომენტალურად შევხედე, მან ოდნავ გამიღიმა და ეტყობა ჩემს თვალებში ამოიკითხა რას ვფიქრობდი. - შენი ბრალი არაა! - აბა ვისია? - ვკითხე და თვალები ამემღვრა. - ლიზ ჩვენ ხომ ერთნაირები ვართ! ჩვენ ორივეს გვჯერა რომ რაც უნდა მოხდეს მაინც მოხდება! არ გაბედო და შენი თავი არ დაადანაშაულო ამაში გაიგე? აღარაფერი მითქვამს, პალატიდან გამოსვლისას ექიმს დაველაპარაკე და ყველაფერი გავარკვიე, საქმე დიდ ხარჯებს ეხებოდა თუმცა ახლა მეც ვმუშაობდი, ანაც და... მოკლედ ყველაფერს თავის მობმა უნდოდა. საავადმყოფოს გასასვლელში გუგა შემხვდა. - როგორ ხარ? - კარგად... - ანის ოპერაციას რამდენი ჭირდება? - ბევრი. - მოკლედ აი ეს კარტა გამომართვი, აქ იმდენია რომ ამაზე მეტი არცერთი ოპერაცია არ ღირს, წაიყვანე და ფეხზე დააყენე! - მისმა საქციელმა იმდენად იმოქმედა ჩემზე, იმხელა იმედი ჩამისახა რომ მომინდა ჩავხუტებოდი, სულ აღარ მახსოვდა რაც დააშავა, მაგრამ თავი შევიკავე. - ამ ფულს აუცილებლად დაგიბრუნებ ოდესღაც... - ვუთხარი და კარტა გამოვართვი. - ჩათვალე რომ დაბრუნებული გაქვს იმ წუთებით რაც შენთან ერთად გავატარე! - თქვა და გაბრუნდა. " რა დებილი ვარ! როგორ ვუყვარვარ მე კიდე! მარა თუ ვუყვარდი თავის დაბადების დღეს სხვასთან როგორ დაწვა!" მოკლედ გუგზე მერე ვიფიქრებდი ახლა მთავარი ანი იყო. ჩემს გამო დაემართა ყველაფერი და ვალდებული ვიყავი მევე გამომესწორებინა მისი მდგომარეობა, თუმცა სხვა რამის გულისთვისაც რომ დამართნოდა ასეთი რამ მაინც ხომ ასე მოვიქცეოდი? მოკლედ შვეიცარიაში დავრეკე თანხა გადავრიცხე ბილეთებიც ვიყიდე და პალატაში შევვარდი. - აან იცი ექიმმა რა თქვა? - რაო? - მითხრა მოწყენილმა და ფანჯარას თვალი მოაცილა. - რაო და ანის ტრანსპორტირება უკვე შეიძლება და დავაი აახვიეთ შვეიცარიაშიო! - ვუპასუხე მოზეიმე ხმით. - კაი რა სად მაქვს მაგის ფული! - გუგამ მასესხა... - რა? - ხო, აუცილებლად ჩავასესხებთ მაგრამ მაგას ახლა მნიშვნელობა არ აქვს ამაღამ მივფრინავთ! - ამაღამ? აუ ლიზ კაი რა... - თქვა და ცრემლიანი თვალები ისევ ფანჯარას მიაპყრო. - რა იყო ფეხზე დადგები არ გიხარია? - ექმიმმა თქვა გრძნობის დაბრუნების შანსი ორმოცდაათი ორმოცდაათზეაო არ გახსოვს? არ მინდა ტყუილი იმედი მქონდეს და თანაც ამდენი ფული ტყუილად დამახარჯოთ... - რას ნიშნავს დაგახარჯოთ? შენ სუ გაგაგიჟეს ამ ექიმებმა! რაც შეეხება შანსებს იცი ყოველდღე ჩვენი ქუჩაში გამოსვლისას სიკვდილის შანსი რამდენია? მარა ამის გამო სახლში არავინ რჩება! ან რას გიხსნი საერთოდ შენ ვინ გეკითხება! - ვუთხარი სიცილით. - წავალ დრამინას გიყიდი თვითმფრინავში არ მარწყიო. * * * დრო ისე იწელებოდა მეგონა შვეიცარიაში უკვე მეასედ გათენდა, ნერვიულად დავდიოდი საავადმყოფოს დერეფანში და საათზე ყოველ ხუთ წუთში ერთხელ ვიყურებოდი. უკვე ექვსი საათი გავიდა და საოპერაციოდან მხოლოდ რამდენიმე ექთანი გამოვიდა რომ შეცვლილიყვნენ, ყველა მხოლოდ ერთიდაიგივეს მიმეორებდა - " ოპერაცია სტაბილურად მიმდინარეობს" როგორც იქნა ექიმები გამოვიდნენ. - ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ლიზი! ახლა მხოლოდ მასზე და მის ორგანიზმზეა დამოკიდებული, ჩვენი საქმე წარმატებით გაკეთდა! ამან იმხელა იმედი მომცა უკვე თვალწინ დამიდგა როგორ ჩამეხუტებოდა ანი რამდენიმე დღეში ფეხზე მდგარი. მაღაზიაში გავედი და ძალიან საყვარელი სარაფანი ვუყიდე. ის ღამე იქ გავატარე სკამზე მწოლიარემ, მეორე დღისით კი ანი ნარკოზიდან გამოვიდა და მისი ნახვის საშუალებაც მომცეს. - აბა როგორ გრძნობს თავს ჩემი სიცილის დედოფალი? - კაბის ფრიალით შევედი პალატაში და გვერდზე დავუსკუპდი. - როგორც კი ფეხზე დადგები უნდა ჩაგაცვა! - რავი მგონი კარგად... ეე რა კაია! - მითხრა და გამიცინა. ოთახში ექიმი შემოვიდა. - აბა ახლა ვნახოთ რამდენ ხანში გაივლით ფეხზე! - მიმართა ანის და შემოწმება დაუწყო. - ასე გტკივა? - არა... - ასე? - საერთოდ ვერ ვგრძნობ რომ მეხებით... - თქვა მან და თვალები აემღვრა. ექიმმა კიდევ რამდენიმე ადგილას შეამოწმა და ანიმ შეხება მხოლოდ წვივზე იგრძნო. - ძალიან ბევრი ვარჯიში ჭირდება... ამას შეიძლება წლები დაჭირდეს... ანიმ მზერა სარაფანზე გადაიტანა რომელიც იქვე სკამზე იყო მიკიდული, შემდეგ თვალები დახუჭა და ლოყაზე ცრემლი ჩამოუგორდა... * * * თვითმფრინავში ორივე გაჩუმებულები ვისხედით, აეროპორტში ანა დაგვხვდა. არც მას უთქვამს არაფერი. სახლში როგორც კი მივედი მაშინვე გავარკვიე სად უნდა მეტარებინა მასაჟებზე და ვარჯიშზე. შემდეგ კი ისეთი დაღლილი ვიყავი დივანზე რომ მივწექი ტანსაცმლიანად მიმეძინა. მეორე დღეს უნივერსიტეტის შემდეგ გაუარე, ეტლში იჯდა და თავის კატას ეფერებოდა. ვცდილობდი თავი შემეკავებინა რომ არ მეტირა და მხიარული ვყოფილიყავი. - ადექი ჰაა მივდივართ ვარჯიშზე! - ვთქვი და მაშინვე ენაზე ვიკბინე. - ვერ ვდგები ლიზ... - გამიღიმა და თვალი ამარიდა. - ადგები! - კაი რაა რამდენი იმედიღა უნდა მომცე დავიღალე... - იმდენი რამდენიც მე მექნება! - ეტლზე ხელი მოვკიდე და ნახევარ საათში უკვე დანიშნულების ადგილას ვიყავით მე ის და ანა. მასაჟების დროს ანა ხან ახალ ამბებს ყვებოდა ხან ანეკდოტებს, ყველანაირად ცდილობდა მის გამხიარულებას. ანიც ვითომ გვყვებოდა... ვამჩნევდი რა ძალით იღიმოდა და გული მიკვდებოდა. ისე გავიდა რამდენიმე თვე ვერც გავიგეთ, ყოველდღე დავდიოდით სამივე ერთად და ვამჩნევდი რომ ანი ნელნელა აზრზე მოდიოდა. გრძნობა დაუბრუნდა მარა ფეხებს ვერ ამოძრავებდა. ფსიქოლოგმა მითხრა ეს უკვე ფსიქიკის ამბავიაო და მეც დღედაღამ ვფიქრობდი რა საშუალებით მიმეღწია საუკეთესო შედეგს. - ან ზღვაზე წამოხვალ? - გააფრინე? რა ზღვა აგიტყდა ეტლით ვიგორაო იქ? თან ცურვა არ იცი! - მერე რა კამერა ხო მაქვს! წამო რააა! თხუთმეტ წუთში უკვე წყლის ნაპირას ვიყავით. ანიმ კენჭების მიტანა მთხოვა და მეც კალთაში ჩავუყარე, სანახევროდ გაბერილი კამერა წელზე ჩამოვიცვი და საკმაოდ ღრმად რომ შევედი კამერას საცობი მოვუშვი და დავაწექი რომ მალე ჩაფუშულიყო, საკმაოდ სარისკო იყო ცურვა მართლა არ ვიცოდი მაგრამ ვგრძნობდი რომ ეს უნდა გამეკეთებინა. ირგვლივ არავინ იყო. კამერაც საკმაოდ ჩაიფუშა, კენჭების სროლაში გართულმა ანიმ მხოლოდ მაშინ შემომხედა როცა ყვირილი დავიწყე მიშველე კამერა გასკდა თქო და ავფართხალდი. ანიმ ყვირილი დაიწყო ვინმემ დაეხმარეთო მაგრამ როცა მიხვდა ირგვლივ არავინ იყო ინსტიქტურად ჩემსკენ გამოიწია ეტლით. მე ცალი ხელით კამერას ვიყავი ჩაჭიდებული, ცალს კი ვაფართხალებდი და დროდადრო ვყვინთავდი. დავინახე როგორ გაიხსნა ღვედი და წყალში შემოხოხდა. კამერა საბოლოოდ ჩაიფუშა და ახლა უკვე მართლა ანის იმედად ვიყავი, ფსკერისკენ დავეშვი და ბუნდოვნად გავარჩიე როგორ მოცურავდა წყალქვეშ და ფეხებს იქნევდა, ძლიერად ჩამეჭიდა და ზედაპირზე ამათრია. როგორც კი ნაპირას დამაწვინა თავი წამოვყავი, მუხლებზე იდგა და შეშინებული მომშტერებოდა. - აან ფეხებს ამოძრავებ! - ვუთხარი და წამოვხტი. მან ახლაღა გააანალიზა რაც მოხდა მუხლებზე მდგარი ეტლს დაეყრდნო და ფეხზე რომ წამოდგა გაბრწყინებულმა შემომხედა. - გამოიარე! - არა ლიიზ მეშინია! - სწრაფად მივვარდი და ეტლი გამოვაცალე. ფეხზე იდგა, აღარ იცოდა შეშინებოდა, გახარებოდა თუ ეტირა. წონასწორობას ინარჩუნებდა. - გამოიარე თორემ წაიქცევი! - ლიზი მომეცი ეტლი! - ჰაჰ დაემშვიდობე. ეტლს ვეღარ ეღირსები ფეხზე დგახარ დაგავიწყდა? გამოიარე! მშვენივრად იცოდა რომ სანამ არ გაივლიდა არც კი მივეკარებოდი, რომ დამჯდარიყო იქვე დავტოვებდი, დავინახე როგორ გადაიტანა მთელი ძალა ერთ ფეხზე და მეორე ოდნავ აწია, წინ გადმოდგა და წაბორძიკდა, მაშინვე შევაშველე ხელი, მაგრად ჩამეჭიდა და ახლა მეორე ფეხი გადმოდგა, რამდენიმე წუთში გაჭირვებით მაგრამ მაინც დადიოდა, შემდეგ კი დაიღალა და მეც უკვე კმაყოფილმა დავუთმე ეტლი. - სპეციალურად გამიკეთე ხო? - მითხრა და ამომხედა. - ხო! - ვუთხარი მოზეიმე ხმით და ენა გამოვუყავი. - რომ ვერ გამომეცურა? - გამოცურავდი! - და მაინც... ხომ დაიხრჩვებოდი? - კაი რა! ვიღას ჯერა მაგის! - ვუთხარი და გადავიკისკისე. - ექვსი სიცოცხლე კიდევ დამრჩა! - გიჟი ხარ! - მეც მიყვარხარ! - ვუთხარი თუ არა ეტლში ჩავუხტი და ჩავეხუტე. - აა! მტკივა დაგავიწყდა რო ვგრძნობ უკვე? - სასწრაფოდ წამოვხტი. - კაი ხო ნუ წიკვინებ. ადექი! - ავდგე? - ხო აბა ამ ეტლის თრევას არ ვაპირებ მე! - სადაა ის სარაფანი შვეიცარიაში რომ დამპირდი ფეხზე რომ დადგები მაშინვე ჩაგაცმევო? * * * რამდენიმე კვირაში ანი უკვე ჩვეულებრივ დადიოდა, გამხიარულდა, ყველას უყვებოდა რაც გავუჩალიჩე და ყოველ მოყოლაზე თმაში მქაჩავდა. გუგას ძმაკაცებისგან გავიგე რომ იმ დღეს საზღვარგარეთ მიდიოდა და მასთან სახლში ავედი. კარი რომ გააღო გვერდზე გაიწია რომ შევსულიყავი. მისაღებში ჩემოდნებს მოვკარი თვალი. - ანი უკვე დადის იცი? - ვუთხარი და ფანჯარას მივაშტერდი. - ვიცი. - რამდენი ხნით მიდიხარ? - არ ვიცი... ვფიქრობ... სულ... - მერე მე? - შენ გაიზრდები. - რას მელაპარაკები! - მართლა! - ანუ აღარ გიყვარვარ? - ლიზი... - ახლოს მოვიდა და თვალებში ჩამხედა. - ჩვენ ორივემ დავაშავეთ გესმის? ჯერ შენ, მერე მე! ამით კი ჩვენ სიყვარულს დიდი ბზარი გაუჩნდა! მიყვარხარ მაგრამ.... - ტყუი... - ვუჩურჩულე და ცრემლიანი თვალებით ავხედე. - რომ გიყვარდე ფეხებზე დაიკიდებდი ყველაფერს და დარჩებოდი! მე და იმიტომ ვარ ახლა აქ და გთხოვ რომ დარჩე! ნუ გარბიხარ იმ ღრუბლებივით!!! - არ შემიძლია... - მისმა სიტყვებმა გული მომიკლა, ცრემლები მოვიწმინდე, თავი დავხარე და ქუჩაში გამოვედი. სადმე მინდოდა წასვლა, სადმე კარგ ადგილას, უკვე საღამოვდებოდა და გუგაც წავიდოდა... სამუდამოდ წავიდოდა და მე მის გარეშე უნდა მესწავლა ცხოვრება... * * * უკვე შებინდებული იყო, ზღვის ნაპირას ვიჯექი და კენჭებს ვისვრიდი. ზურგსუკან ნაბიჯების ხმა გავიგე მაგრამ არ მიმიხედავს, გვერდით ვიღაც დამიჯდა, ისევ არ შევხედე... ვგრძნობდი რომ ის იყო რადგან გული ამიჩქარდა. - სად მიდიან ღრუბლები? - ვიკითხე მოულოდნელად ისე რომ ცისთვის თვალი არ მომიშორებია. - არ უნდათ რომ წვიმად იქცნენ და სიკვდილს გაურბიან... - ჩემი პასუხი გამცა მან. - შენც გაურბიხარ? - ვკითხე და მხოლოდ ახლა შევხედე თვალებში. - კი... - რატომ? ის ხომ მაინც მოვა? - მის კითხვებს ვიმეორებდი და ვუღიმოდი. - იმიტომ რომ მიყვარხარ! იცი? - ვიცი! - მზემდე მიყვარხარ! - მე კიდე ვარსკვლავებამდე! - ვუთხარი და ისე ჩავეხუტე როგორც არასდოს! - წამო დავლიოთ! - წამო! ნაწილი III აბაზანიდან გახარებული გამოვვარდი. "ვუთხრა გუგას? თუ არა? არა ჯერ არ ვეტყვი... თუ ვეტყვი?" ტელეფონს ვეცი და მის ბუღალტერს დავურეკე რომელიც ამასთან ერთად გუგას ახლობელი იყო მაგრამ ვერ ვხვდებოდი რა ნათესაობა აკავშირებდათ რაც მთავარია სულ გვერდში ედგა. - ნატა შენ ხარ? - კი ლიზი! - ნატა გუგა ოფისშია? - ხო კაბინეტშია გინდა მივაწოდო ტელეფონი? - არა, არა! მისმინე დღეს აქვს რამე შეხვედრა დანიშნული? საღამოს მინდა რესტორანში ვივახშმოთ. - კი თავისივე რესტორანში ხუთ საათზე. - კარგი მაშინ მაგ დროს მეც მოვალ, არ უთხრა რომ დავრეკე და მისვლას ვაპირებ კაი? - რამე მნიშვნელოვანი ხდება? - ნაატ ორსულად ვარ! - რა? - ხოო მეც ახლა გავიგე სამჯერ შევამოწმე და ნამდვილად ორსულად ვარ, იცოდე არ უთხრა და არ შეიმჩნიო კაი? ხო იცი სამი წელია უკვე ცოლ-ქმარი ვართ და რამდენი ხანია ბავშვი გვინდა! - ხო რა თქმა უნდა! ძალიან მიხარია ლიზი გილოცავთ! - მადლობა, კარგი წავედი გავემზადები და წამოვალ. ექიმთან შევიარე, ყველაფერი დავაზუსტე და ხუთ საათზე უკვე რესტორანში ვიყავი, იმ რესტორანში სადაც მე, ანიმ, ანამ და გუგამ პირველად დავლიეთ. მაღლიდანვე დავინახე როგორ გადმოკვეთა ქუჩა გუგამ ნატასთან და დაცვასთან ერთად. ზემოთ ამოიხედა და რომ დამინახა გაკვირვებულმა ხელის მოძრაობით მკითხა აქ რა გინდაო მე მხოლოდ გავუღიმე და ის იყო რესტორანს მოადგა რომ მის უკან ორმა მანქანამ საბურავების წუილით დაატორმუზა. გუგამ ხელი იარაღისკენ წაიღო რომელსაც ბოლო დროს სულ ატარებდა, დაცვამაც იგივე მოიმოქმედა მაგრამ დამიზნება ვერც მოასწრეს რომ ტყვიამ ორივეს მკერდი შეუნგრია, გუგა გვერდზე გადახტა თუმცა ტყვიამ მაინც დაასწრო და როგორც მე დავინახე მხარში მოხვდა, ის მოწყვეტით დაეცა ასფალტზე. ეს ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა მხოლოდ ერთხელ მოვასწარი დაყვირება და კიბეზე დავეშვი, იქიდან დავინახე როგორ ასწია ორმა ადამიანმა და გუგა მანქანაში შეაცურა, შეშინებულ ნატას კი ხელი წაავლეს და მეორე მანქანაში იარაღის მუქარით ჩატენეს, რესტორნიდან კივილით გამოვვარდი, თუმცა აზრი აღარ ჰქონდა, მანქანები უკვე წასულიყვნენ, ერთ-ერთ გამვლელს მანქანის ნომრის ჩაწერა მოესწრო. სანამ პოლიცია მომხდარს არკვევდა მე უკვე ხელში მქონდა მანქანის სერია, პროკურატურაში გუგას ბიძასთან ვიყავი და მფლობელს ვადგენდით როცა მისი თანამშრომელი შემოვიდა. - ბატონო გია არ ვიცი ამას კავშირი აქვს თუ არა თქვენს ძმიშვილთან მარა ამადაამ სერიის მქონე მერსედერსი რამდენიმე წუთის წინ ქალაქიდან ათ კილომეტრზე აფეთქებული იპოვეს მგზავრებმა და პოლიციას შეატყობინეს, შიგნით ხუთი გვამია, ახლა ექსპერტიზაზე მიაქვთ თუმცა მეეჭვება ვინმემ ამოიცნოს, ჩვენი თანამშრომლები რომ მივიდნენ მანქანაც და სხეულებიც უკვე დიდი ხნის დამწვრები იყვნენ, ამასთან არცერთ მათგანს არ აღმოაჩნდა იარაღი. ამიტომ ვფიქრობ რომ ამას გუგასთან კავშირი არ აქვს... - სერია გაიმეორე! - თქვა გიამ და ჩემ მიტანილ ფურცელს დასწვდა. მონუსხულმა შემომხედა როცა თანამშრომელმა სერია გაუმეორა. სკამზე დავეშვი და თავი ხელებში ჩავრგე. "არ მოკვდებოდა! ღმერთი ასე არ გამწირავს! იქნებ მეორე მანქანა იყო რომელშიც ნატა ჩასვეს?" ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამომარკვია. - გისმენ!... გუგას ბუღალტერი?... აქ მოიყვანეთ. - ტელეფონი გათიშა. - ლიზი ნატა იპოვეს, გზაზე ჩამოუსვიათ... იმედი მაქვს ეგ მანქანა აფეთქდა. თხუთმეტ წუთში ნატა კაბინეტში შემოიყვანეს ერთიანად კანკალებდა, ყველაფერი მოყვა. - შენს მანქანაში რამდენი კაცი იჯდა? - კითხა ბოლოს გიამ. - სამი. - ხომ არ გეშლება? - შევეკითხე ჩურჩულით და ცრემლები უკვე თავისით მომდიოდა. - არა, ორი წინ იჯდა ერთი უკან. ეგონათ ლიზი ვიყავი და რომ დარწმუნდნენ მხოლოდ ბუღალტერი ვიყავი ჩამომსვეს... ექსპერტიზაზე შესვლა ვერ გავბედე, გიამ მითხრა რომ ერთი უკან მჯდომი ზუსტად გუგას სიმაღლის და აღნაგობის იყო, სხვა ნიშნით ამოცნობა შეუძლებელი იყო რადგან გვამები თითქმის ბოლომდე იყო ჩამწვარი. კედელს მივეყრდენი და ჩავცურდი... ეს ჩემი ბოლო იმედი იყო რომელიც მომესპო და აღარაფერი მქონდა ხელჩასაჭიდი. მანქანა მოპარული აღმოჩნდა, ამის მიხედვით გამტაცებლები ვერ დაადგინეს. მეორე მანქანა საერთოდ ვერ იპოვეს, პროკურატურაც ეჭვიც კი არ ჰქონდა ვინმეზე. რატომ შეეჯახა მანქანა ხეს და აფეთქდა მხოლოდ ერთი ახსნა ჰქონდა, გუგა აზრზე მოვიდა, გაიბრძოლა, სიტუაცია აურია, შესაძლოა მძღოლს ჩაარტყა და მანქანა დიდი სისწრაფით ბარდიულზე ავარდა და ხესთან შეჯახების შემდეგ რამდენიმე წუთში აფეთქდა. გუგას გვამს კრემაცია ჩაუტარდა. გია კიდევ რაღაცეებს მეუბნებოდა თუმცა უკვე აღარაფერი მახსოვდა, თავში მხოლოდ გუგას სახე მიტრიალებდა. "ასე რატომ მოხდა? არ იქნება მკვდარი არ უნდა მომკვდარიყო... ჩემი შვილის მამა... ჩემი ცხოვრება..." - ლიზი! ლიზი!... * * * სახლში მისაღებში ვიჯექი, გვერდით ანი მეჯდა, გარშემო უამრავი ხალხი ირეოდა და ყველა მხოლოდ ერთსა და იმავეს იმეორებდა "ვიზიარებ". ვერ ვხვდებოდი რა მდგომარეობაში ვიყავი, არ მჯეროდა რომ დაიღუპა და მხოლოდ პატარა შავ ყუთს მივშტერებოდი სადაც გუგას ფერფლი იყო მოთავსებული... მკლავდა ნელნელა იმის გაცნობიერება რომ ის ჩემს გვერდით აღარ იყო და ცრემლები თავისით მომდიოდა. ანი მახსენებდა რომ უნდა მეჭამა და მეც მხოლოდ იმიტომ ვჭამდი რომ მუცელში ახალი სიცოცხლე მეზრდებოდა, ყველაზე ძვირფასი რამ რაც კი გუგამ დამიტოვა. სადარბაზოში გამოსვლისას მანქანა დავინახე რომელიც დიდი სისწრაფით შემოვარდა, დაცვა მაშინვე ამეფარა და ხელები იარაღისკენ წაიღეს, მანქანა გაჩერდა და იქიდან შავებში ჩაცმული ნამტირალევი ანა გადმოვიდა. - ლიიზ... ვიზიარებ... - მითხრა მან და ჩამეხუტა. - სად იყავი აქამდე? - ვუთხარი და ცრემლები მოვიწმინდე. - პორდაპირ ვოშინგტონიდან არ იყო ფრენა და დიდი დრო დამჭირდა... - აან მიშველე რა... - ვთქვი ჩურჩულით და ხმამაღლა ავქვითინდი. დაკრძალვიდან სახლში მომიყვანეს და რომ შებინდდა ყველა წავიდა. სრულმა სიჩუმემ კინაღამ ჭკუიდან გადამიყვანა. "აღარ დარეკავს ზარს... აღარ მეტყვის - ლიიზ მაჭამე რამე რაა... როდის ისწავლი საჭმლის კეთებას... დავწვეთ რაა... ისევ სიჩუმე და მხოლოდ საათის წიკწიკი!" მექანიკურად ავდექი და გარეთ გამოვედი, არ მახსოვს როგორ ავედი კორპუსის ბოლო სართულზე, როგორ შევდგი ფეხი სახურავის კიდეზე "ერთი ნახტომი და ტკივილი დასრულდება! ისევ ტელეფონი!" ქალაქის უცხო ნომერი იყო. - ლიზი როგორ ხართ? - ვინ ბრძანდებით? - ლეილა ვარ თქვენი გინეკოლოგი, მაინტერესებდა რამე ხომ არ გართულდა რომ აღარ შემოიარეთ, როგორ არის პატარა? - კარგად... - კარგით, გატყობთ დაღლილი ხართ აღარ შეგაწუხებთ, კარგად იკვებეთ და მეტი დაისვენეთ რომ ჯანმრთელი შვილი გეყოლოთ. კიდეზე ჩამოვჯექი და ავტირდი. "ჩემი შვილი! არ მაქვს მისი მოკვლის უფლება! არც თავის მოკვლის... უნდა გავარკვიო ვინ წამართვა ცხოვრება... უნდა გავარკვიო..." რამდენიმე კვირა ისე გავიდა სახლიდან არ გავსულვარ, ანი და ანა სულ ჩემთან იყვნენ, ჩემს გულის რევებს თავიდან არასწორ კვებას აბრალებდნენ შემდეგ კი... - აუ ლიიზ ორსულად ხომ არ ხარ? - კი... -რა? მერე რატო არ თქვი? - არ ვიცი... -რა არ იცი გოგო! ლიიზ... ჩვენთვის მაინც გეთქვა! - კარგით რა! - რამდენი ხნის ხარ? - თითქმის ერთი თვის... - რა მაგარია! - შეჰკივლა ანამ. - ხოო ხო იცი როგორ ვგიჟდები ბავშვებზე! თან შენი შვილი რა იქნება! - თვალები გაუბრწყინდა ანის. - ხოო... - ლიიზ კაი რააა! მოდი აზრზე! ცხოვრება უნდა გააგრძელო გესმის? პატარას გულისთვის მაინც! - სწორედ მის გამო ვცოცხლობ... - იცი რა? რამეს უნდა გადააყოლო გული, - არ ჩერდებოდა ანი, - გუგას კომპანია და რესტორნებიც ასეა მიტოვებული! ეგ ნატა განა რამდენ საქმეს მოაგვარებს! შენ და გუგამ თითქმის ერთად გააკეთეთ ყველაფერი და შენ უკეთ იცი მისი მართვა, თანაც ის ახლა შენს მფლობელობაში გადმოვა და თუ არ მიხედავ... - მივხედავ! უკვე ორჯერ დარეკა მყიდველმა მაგრამ ვერ გავყიდი... ვერაფერს ვერ მოვიშორებ გვერდიდან რაც გუგასი იყო! რამდენიმე დღეში კომპანიაში მივედი და პირდაპირ ნატასთან შევედი. - ლიზი? არ გელოდი! - როგორ ხარ? - მე კარგად, გამხდარხარ! რატომ მოხვედი კომპანიის გაყიდვა ხომ არ გადაწყვიტე? - შენ რა იცი რომ მყიდველი მყავს? - მე? ანუ ჯერ აქ დარეკეს და... - მერე არ იცოდი რომ არ გავყიდიდი? - რა ვიცი რაც გუგა გარდაიცვალა... - მისი სიკვდილი არაფერს ცვლის, კომპანია გააგრძელებს იგივე სტაბილურ მუშაობას. - მე უკვე დავურეკე გეგას და სათავეში ჩადგომა ვთხოვე. - მე რატომ არ დამირეკე? ნატა კომპანია ახლა მე მეკუთვნის! - ხო მაგრამ ისიც ხომ ძმაა? წილი არ ეკუთვნის? - ნატა ეს ყველაფერი ჩემი და გუგას ხელითაა შექმნილი და მეტი არავისი! - ჩემი საქმეში ჩართვა არ მოგწონს? - ოთახში გეგა შემოვიდა. - საქმეში საჭირო რომ ყოფილიყავი და გცოდნოდა გუგა აქამდე მოგანდობდა, საქმის კეთება თუ გინდა იქიდან უნდა დაიწყო საიდანაც იცი, პირდაპირ მმართველი ვერ გახდები, მითუმეტეს რომ ამ კომპანიაში ერთი სკამი არ გადაგიდგავს მეორეგან. - ვატყობ გუგას სიკვდილს შენთვის არაფერი დაუკლია! ისეთივე ხოდზე ხარ! - ისევე როგორც შენთვის! დიდი ხანი ყოფილა რაც აქ მოსულხარ! - რამდენიმე დღეა, ნატამ მითხრა და... - ნატა აქ ბუღალტერია მე კი მფლობელი ხედავ განსხვავებას? მოკლედ კომპანიის გაყიდვას არ ვაპირებ, იმ საქმეებს და საბუთებს მე ჩავიბარებ რასაც გუგა აკეთებდა, თუ რამე კითხვა გაჩნდება თათბირზე დამისვით რომელიც თორმეტ საათზე შედგება! კაბინეტში შევედი და გუგას ბიძას დავურეკე. - გია როგორ ხარ? - კარგად ლიზი თავად? - ვცდილობ გადავრჩე. ახალი არის რამე? - ფაქტიურად არაფერი, გუგას იმდღეს ისეთ ხალხთან ჰქონდა შეხვედრა დანიშნული რომლებშიც ეჭვს ვერ შევიტანთ, თან მისი სიკვდილი არც აწყობდათ... ლიზი მარტო ერთი რამ ვერ გავიგე... შენ რა გინდოდა იქ? - სიურპრიზს ვუკეთებდი, მინდოდა იქ მეთქვა რომ ორსულად ვიყავი.. - ღმერთო ლიზი... როგორ ვწუხვარ... - მეც... - იქვე ახლოს ლომბარდი იყო, ვცდილობთ მისი კამერების საშუალებით დავაზუსტოდ მეორე მანქანის ნომერი, მოკლედ თუ რამეს გავარკვევ დაგირეკავ. - კარგი. საქმემ მართლა მიშველა თუმცა ისეთი საშინელი ორსულობა მქონდა იქ გაჩერება აღარ შემეძლო, ბოლო დროს ჩემმა დაცვამ ერთიდაიგივე მანქანა ჩემთან ახლოს რამდენჯერმე შეამჩნია და ამან ძალიან შემაშინა, იარაღის ტარების ნებართვა ავიღე, გიამ გუგას პისტოლეტი მომცა რომელიც ასფალტიდან აეღო პოლიციას, ძალიან კარგად ვერ ვისვროდი მაგრამ რაც გუგამ მასწავლა არ დამვიწყნია, მიზანს უფრო ხშირად ვარტყავდი ვიდრე ვაცელდი, მაინც ვგრძნობდი რომ საფრთხეში ვიყავი და ბილეთი დავჯავშნე რომ ვოშინგტონში ანას დეიდასთან წავსულიყავი სანამ ბავშვს გავაჩენდი და აზრზე მოვიდოდი, მანამდე კი ერთ-ერთ ჩემს დაცვის წევრს დავავალე გუგას საქმისთვის თვალი ედევნებინა, ყველაფერი შეეტყობინებინა ჩემთვის და თუ საქმე მოითხოვდა დამოუკიდებლად გამოეძიებინა ყველაფერი. ისე წავედი მარტო მშობლებს, ანის და ანას ვუთხარი. რა ვქნა სხვა ვეღარავის ვენდობოდი, რამდენიმე თვე ანას დეიდასთან ვიყავი, საქმეებს იქიდან ვაგვარებდი, შემდეგ ცალკე ბინა ვიყიდე და დედაჩემიც ჩამოვიდა, ბოლო თვე მაინც ძალიან გამიჭირდა, ხშირად მქონდა ტკივილები, სულ ექიმის კაბინეტში კი ვიყავი მაგრამ მაინც მეშინოდა რამე ცუდად არ წასულიყო. ერთ დილას კი... - ლიზი რაც ადექი ჭამე? - ნწ... არ მშია. - შენ არ გშია ბავშვს შია მოდი! ლიზი არ შეიძლება ერთი ღამე გავიდეს რომ არ იტირო? - შენ რა იცი? - თვალებზე გეტყობა! არ შეიძლება ბავშვისთვის! - დე მენატრება... - ვთქვი და თვალები ამიცრემლიანდა. - ჩემი გოგო... - მაშინვე ჩამეხუტა დედაჩემი, - როგორ დაიტანჯე დე... - აა! მტკივა! - ფეხი დაგადგი? - მუცელი მტკივა! - თვის ტკივილი იქნება ისევ... - არა ესე არ ამტკივნია არასდროს! ბავშვის ტირილმა ისე იმოქმედა ჩემზე მეგონა გული ამომივარდებოდა, მთელი ყურადღება მასზე გადავიტანე, ისეთი პატარა იყო, ისეთი უსუსური... შავი ლამაზი თვალები და დიდი ტუჩები... იქვე შემეძლო სიკვდილი მის გამო. სხვა დედებს ქმრები ესხდნენ გვერდით და შვილის მოტანილი სიხარულით ტკბებოდნენ... მე კი გუგა მედგა თვალწინ და ბალიშს ცრემლით ვასველებდი. - თქვენი მეუღლე მალე მოვა? - მკითხა მოულოდნელად ექთანმა, - გვარის საკითხი უნდა გავარკვიოთ. - არა... - აქ არ არის? - არა... - როდის მოვა? - არასდროს... - ვთქვი და პატარა გულზე მივიკარი, ჩემმა ცრემლმა ეტყობა მიახვედრა ექთანი. - ცხოვრებაძე დავწერო? - კი... - სახელი? - ნინი! გუგას პატარა გოგონა უნდოდა... ნინი უნდოდა... * * * - ნი მოდი ჩემთან დე! - რა მალე! - შეჰკივლა ნინიმ და ჩემსკენ გამოიქცა. - პირველი ხარ დეე მგონი ვისაც ასე მოსწონს ბაღი, - ისე მაგრად ჩავეხუტე და ვაკოცე კინაღამ გაიჭყლიტა. - დე მინდა გკითხო... - ყოყმანით მითხრა მან როცა მანქანა დავძარი. - მკითხე. - ბავშვებს რო ყავთ მამები... მე? - თქვა და ისე შემომხედა თვალზე ცრემლი მომადგა. მანქანა გადავაყენე. - ახლაც? - მკითხა მოწყენილმა, - მეგონა ღამე იმაზე ტიროდი ხოლმე რო გაგაბრაზებდი ხოლმე... - ის ღრუბლებშია დე... - ღრუბლები რომ მირბიან მამაც მირბის? - არა მას ჩვენთან უნდა ყოფნა და წვიმასთან ერთად მოდის... - რატო წავიდა დე მე ხო მინდოდა მამა? - ნი როცა გაიზრდები მერე გეტყვი ყველაფერს კაი? - საქართველოში რო წავალთ ხვალ არც იქ ჩამოვა? - არა... - დე უკვე სამი წლის ვაარ! მითხარი რა... მეტი მართლა აღარ შემეძლო, არ მინდოდა ნინის ენახა როგორ ვტიროდი მაგრამ თავი ვერ შევიკავე, კალთაში ჩავუდე თავი და ავტირდი... - დე არ იტირო რა... - თქვა და პატარა ხელები თმაში შემიცურა. - არა... - აღარ ვახსენებ მამას აი გპირდები... - თქვა და ნეკა თითი გამომიშვირა. - მოდი ჩემთან! - ვუთხარი და ძლიერად ჩავეხუტე. ანა და ანი აეროპორტში დაგვხვდენ, ისინი რამდენჯერმე იყვნენ ჩამოსულები ჩემთან, ანი ჩემი ნდობით აღჭურვილ პირად გავაფორმე და კომპანიას ის ხელმძღვანელობდა, ხშირად ჰქონდა დაპირისპირება გეგასთან თუმცა თავს მშვენივრად ართმევდა ყველაფერს, ანა კრიმინალისტიკას მორჩა და ახლა უკვე ამ სფეროში მუშაობდა და თავის მხრივ მისი ავტორიტეტი ხშირად კომპანიას ხელს უწყობდა, გიაც ყოველთვის კითხულობდა ჩემი და ნინის ამბებს, აღმოჩნდა რომ პროკურატურამ მეორე მანქანის სერია დაადგინა თუმცა ისიც მოპარული აღმოჩნდა და დამნაშავეებბზე ვერაფრით გავიდა, სამაგიეროდ ჩემი დაცვის წევრი გავიდა მათ კვალზე, ამ ყველაფერში ნატა ძალიან დახმარებია მაგრამ როცა სოსო თავის ბიჭებთან ერთად მათ ასაყვანად მივიდა ისინი ცოცხლები აღარ იყვნენ, შესაბამისად შემკვეთის ვინაობა ვერ დადგინდა, ამიტომ თავს ისევ საფრთხეში ვგრძნობდი, დაცვა ისევ დამყვებოდა და ისევ ვვარჯიშობდი იარაღით სროლაში. ახლა უკვე მიზანს არასდროს ვაცელდი... - ლიიზ რა მაგარ ფორმაში ხაარ! ორსულობამ ვერაფერი დაგაკლო მოკლედ! - აღფრთოვანდა ანი. - ვვარჯიშობდი და იმიტომ, - ენა გამოვყავი და ჩავეხუტე. ნინი ხელში აიტაცეს და უამრავ კითხვებს აყრიდნენ. - სხვა ახალი არაფერია, დედა ისევ ტირის ღამეობით და ისევ თოფით დადის! - გოგოების მზერამ სახე ამიწვა. - ლიზი ოთხი წელი გავიდა! - დრომ სიყვარულიც არ დაინდო და მე დამინდობს? - ვუთხარი ღიმილით და მანქანაში ჩავსხედით. - წამო რა სადმე დავსხდეთ, - საუბრის თემა შეცვალა ანიმ. უსიტყვოდ დავემორჩილეთ და ნახევარ საათში უკვე პატარა კაფეში ვისხედით. მომიყვნენ ყველაფერი რაც მათი ბოლო გამგზავრების შემდეგ მოხდა კომპანიაში, რესტორანში და პირად ცხოვრებაში. ნინიმ აიტეხა საქანელებზე მინდაო და გარეთ გამოვედით, ჩვენ სკამზე დავსხედით და ჭორაობაში ისე გავერთეთ მხოლოდ მაშინ მოვედი აზრზე როცა უცებ მოირბინა და კალთაში ჩამიხტა. - დე შენი მეგობარი ვნახე იცი? - ვინ? - მაშინვე დავიძაბე და ირგვლივ მყოფი ხალხი მოვათვალიერე. - სახელი არ მითხრა მარა ძალიან კარგი ბიჭი ჩანდა წავიდა უკვე. - ბიჭი? - ხო ისეთი საყვარელი... - რა გითხრა? - ეგრევე ეცა ანი. - რამდენი წლის ხარო, რა გქვიაო, როდის გაქვს დაბადების დღეო... - რა უთხარი? - როგორც დამარიგე ისე ვუთხარი, რომ ორი წლის ვარ. დანარჩენი სიმართლე. - ლიზი რატომ ორის? - მე მომიბრუნდა ანა. - არ მინდა იცოდნენ რომ მისია, ამით საფრთხე უფრო შემცირდება. გახსოვს მანქანები რომ მისატკავებდნენ? - ხოო... - დე როგორი იყო ის ბიჭი? - რავიცი დიდი წვერი ჰქონდა და სათვალე ეკეთა. - ვინ უნდა იყოს? - წარმოდგენა არ მაქვს... - კიდე რა გკითხა? - რა ქვია მამაშენსო. - რა უპასუხე? - გული ამიჩქარდა. - ნიკა მეთქი. - რააა? რატო? - სხვა სახელი არ მომაფიქრდა. საქანელებზე პატარა ბიჭი გავიცანი ნიკა ერქვა და ეგ ვუპასუხე. ეგ რომ ვუთხარი ადგა და წავიდა არც დამმშვიდობებია... საგონებელში ჩავვარდით, რამდენიმე კვირა გავიდა მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა, კომპანია წინ მიდიოდა, გეგა ისევ ყველგან ეჩხირებოდა. კაბინეტში ვიყავი როცა შემოვიდა და წინ დამიჯდა. - როგორ ხარ? - კარგად შენ? - კარგად. ბავშვი ვისია? - შენი აზრით? - ისეთი სახით შევხედე თვალი ამარიდა. - რა ვიცი აბა... - რას ნიშნავს რა ვიცი აბა? - მართალია გუგა გიყვარდა მარა მისი სიკვდილი დიდად არ განგიცდია! - ზედმეტი მოგდის! - წამოვდექი და ფანჯარასთან მივედი. - მე მომდის ზედმეტი? - გაოცებულმა მკითხა და ისიც ფანჯარასთან ჩამოდგა. - ხო აბა რის უფლებას აძლევ თავს? - გატაცება შენ მოაწყე ხომ ასეა?! - შენ ხო არ გაუბერე რეებს ბოდავ? გეგა ჩემს მოთმინებას ნუ ცდი! - იცოდე ყველაფერს გავიგებ და თუ ამ საქმეში შენი ხელი ურევია... - გაეთრიე აქედან! - რაღაც ძაან გაბრაზდი არა? - თქვა და ირონიულად გამიღიმა შემდეგ კი ლოყებზე ცალი ხელი მაგრად მომიჭირა და სახე სახესთან მომიტანა, - გირჩევ იქ დაბრუნდე საიდანაც მოხვედი და ანიც თან გაიყოლო თორემ... - ისევ გამიღიმა, ხელი გამიშვა და კარი გაიჯახუნა. სახლში ახალი მისული ვიყავი როცა სოსომ დამირეკა. - ხო სოსო! - ქალბატონო ლიზი რაც ჩამოხვედით სულ ერთიდაიგივე მანქანა გითვალთვალებდათ მე არ ვიმჩნევდი ვითომ ვერ ვხედავდი. ახლაც თქვენს სახლთან იყო გაჩერებული. უკნიდან მივეპარე და იარაღის მუქარით ჩემს მანქანაში ჩავტენე ახლა წყნეთში გვყავს თქვენს აგარაკზე მოხვალთ? - რა თქმა უნდა, ვინმე ხომ არ ურეკავს? - ორჯერ დაურეკეს, ორივეჯერ ვაპასუხებინე რომ სახლში ხართ და ყველაფერი რიგზეა. - გამოვდივარ! უჯრაში ჩადებული იარაღი ამოვიღე და წყნეთში გავვარდი. ის კაცი სკამზე მიებათ შუა ოთახში და სოსო კითხვებს აძლევდა. - როგორ ხართ? - მკითხა სოსომ და ჩემსკენ წამოვიდა. - კარგად. რა თქვა ამან? - მოკლედ ლიიზ... ვერც კი წარმოიდგენ... - ვინ? - გული ამიჩქარდა. - ნატა! - ნატა? - ჩავფიქრდი და ყველაფერს გადავხედე... - ის ხომ გუგასთან ერთად მოიტაცეს? - როგორც ჩანს ყველაფერი სწორად გათვალა ისე რომ მასზე არავის ეეჭვა, თავი მოატაცებინა, შემდეგ სადღაც გზაზე ჩამოვიდა... მე რომ მეხმარებოდა და ისენი მოკლულები დამხვდნენ ალბათ მან დაახოცინა რომ არაფერი ეთქვათ... - ხო მაგრამ მიზეზი? გუგა ხომ მისი ძმიშვილია, მისი სიკვდილით მისი მდგომარეობა მაინც არ შეიცვლებოდა! - მისი სიკვდილი არც უნდოდა თორემ ქუჩაშივე მოკლავდნენ, როგორც ჩანს მისგან სხვა რამე უნდოდა მაგრამ მოკვდა... ახლა კი ჯერი შენზე მიდგა. ვფიქრობ ეს კომპანიას უკავშირდება... - ხო მაგრამ... მეც რომ დავიღუპო ის მაინც ვერაფერს მოიგებს კომპანია გეგას გადაეცემა... - ყველაფერი სწრაფად გადავხარშე, - მასაც ეს უნდა! ამიტომ დაურეკა ეგრევე გეგას გუგას სიკვდილის შემდეგ! მაგრამ რატომ გეგა? ისიც ხომ ისეთივე ძმიშვილია როგორც გუგა... - ამაზე პასუხს თვითონ გაგვცემს! - არა, მასთან მხოლოდ მე უნდა მივიდე. დაურეკე ნატას და უთხარი რომ სახლიდან გამოვედი და უკან მომყვები! - კაცმა უსიტყვოდ შეასრულა ჩემი ნათქვამი. გვიანი იყო როცა მის სახლს მივადექი. იარაღი უკან შარვალში ჩავიდე და ზარი დავრეკე. ნატამ განცვიფრებულმა გააღო კარი. - ლიზი? ასე გვიან აქ რა გინდა? შემოდი. - ხო რაღაცეები მაინტერესებს... - შევატყვე სახე როგორ შეეცვალა. - კარგად ამიხსენი რა გითხრეს გამტაცებლებმა მანქანაში რომ ჩაგსვეს? - ახლა ეგ საიდან გაგახსენდა? არაფერი შენ ვეგონე და რომ დარწმუნდნენ... - უკვე ისე მეზიზღებოდა რომ პირდაპირ მივახალე. - რაში გჭირდებოდა გუგას მოტაცება? - რა? ლიზი ეგ საიდან მოიტანე ხვდები მაინც რამხელა შეურაცხყოფას მაყენებ? - შენ ხვდები ვინ წამართვი?! - ლიზი არ ვიცი ეგ ჭორი საიდან მოიტანე... - მოკეტე! - სახეში გაუცნობიერებლად დავუმიზნე იარაღი, - როგორ გაბედე შე ნაგავო! ან რაში გჭირდებოდა! - ლიზი დაწყნარდი ყველაფერს აგიხსნი! - მომენტალურად მოტყდა ნატა, დივანზე ჩამოჯდა და ატირდა. - შენ რას იზავდი შენი შვილი რომ წაერთმიათ და ვიღაცისთვის მიეცათ გასაზრდელად? რას იზავდი რომ ხედავდე როგორ ჩაგრიან მხოლოდ იმის გამო რომ ახალგაზრდობაში სიყვარულის გამო დიდი შეცდომა დავუშვი! - გეგა შენი შვილია? - შეშფოთებულმა დავუშვი იარაღი. - იცის? - ხო... - და ეს ყველაფერი ერთად დაგეგმეთ?! - გამწარებულმა კვლავ ამოვიღე მიზანში. - ჩვენ მხოლოდ ის გვინდოდა რომ გუგას კომპანია დაეთმო ჩვენთვის! მისი სიკვდილი არ გვინდოდა ლიზი დამიჯერე! - სულ არ გაწუხებს ნამუსი? - რატომ უნდა შემაწუხოს? - შენ და იმ ნაბიჭვარმა გუგა წამართვით! ჩემს შვილს მამა წაართვით! თანაც იმ დღეს გითხარი რომ ბავშვს ველოდებოდი! შენს გამო გუგა აფეთქდა! - ცრემლები მომაწვა და კონტროლი დავკარგე. - ან აფეთქდა ან არა! - რა? - გული ისე ამიჩქარდა მეგონა სადაცაა ამომიხტება თქო. - მანქანაში რომელშიც გუგა ჩასვეს ხუთი ადამიანი იჯდა მის გარდა! პოლიციამ ზუსტად ხუთი გვამი იპოვა! მეექვსეზე კი არავის არაფერი უთქვამს! ჩემი ბიჭებიდან ვინმე რომ ყოფილიყო დამიკავშირდებოდა! - გუგა რომ ყოფილიყო კი გამოჩნდებოდა! - ვითომ არ იცნობდე! დარწმუნებული ვარ სადმე აქვეა და სიტუაციას არკვევს! - ნატა რეებს ბოდავ! - აბა ვინ არის ის მეექვსე? - ექსპერტიზამ გუგას აღნაგობის ადამიანი იპოვა მანქანაში! - გუგას აღნაგობის ადამიანი ჩემს ბიჭებშიც იყო! წამიერად იმედი მომეცა. "იქნებ მართლა ცოცხალია? მაგრამ რატომ არ გამოჩნდა! ოთხი წელი გავიდა აქამდე როგორ არ გამოჩნდა!" - ლიზი! - ფიქრებიდან ნატას ხმამ გამომარკვია. - რა გინდა? - გპირდები აქედან ორივე წავალთ! ხვალვე წავალთ! ოღონდ პოლიციას არაფერი უთხრა! - კანკალი აუვარდა ქალს და თავი ხელებში ჩარგო. - ვნანობ გეფიცები! ძალიან ვნანობ! გამიგე გთხოვ შენც ხომ დედა ხარ! - მე ასეთ საზიზღრობას არ ვიკადრებდი! გუგას შენთვის არაფერი დაუშავებია! - გამწარებული დედა არ იცი შენ როგორია ლიზი! - შენ კი არ იცი როგორია ქალი! დედა! რომელსაც საყვარელი ადამიანი მოუკლეს! - ლიზი გემუდარები! - მუხლებზე დადგა ნატა. - ხვალვე წავალთ! ორივე წავალთ და აღარასდროს დავბრუნდებით! - ილოცე რომ გუგა ცოცხალი დამხვდეს თორემ საიქიოშიც რომ გაემგზავროთ იქაც გიპოვით გასაგებია? - იარაღი შევინახე და სახლიდან გამოვედი. თავში უამრავი აზრი მიტრიალებდა. " სად იქნება თუ ცოცხალია? სად წავიდოდა?" რატომღაც თავში მხოლოდ ერთი სახლი მიტრიალებდა, რომელიც ბათუმში შევიძინეთ. სახლში გავიარე და ძიძა გავაღვიძე. - თამუნა ნინი გააღვიძე და გაამზადე რა ბათუმში უნდა წავიყვანო! - ნამძინარევი ქალი წამოდგა და გაკვირვებულმა შემომხედა. - ახლა არაფერი მკითხო გთხოვ. მალე დავბრუნდები მანამდე კი მოამზადე. გეგას სახლს მივადექი და ზარი დავრეკე, კარი რომ გააღო გაკვირვებულმა შემომხედა. - ლიზი? - რა იყო არ მელოდი? - ვუთხარი გამომწვევად. - ჩემთან არასდროს მოსულხარ რას მივაწერო? - სახლში შემიშვა და კარი გადაკეტა. - პრინციპში გუგას ისე ვგავარ... ყოველდღე რომ მომაკითხო არ გამიკვირდება - ირონიულად გაიღიმა, ვისკი დაისხა და დივანზე გვერდით მომიჯდა. - ნეტა მართლა გავდე... - ვთქვი სინანულით და თვალი თვალში გავუყარე. - ასე რამ გაგაბოროტა? - გაბოროტებული არ ვარ მარა ვერც გუგასავით კეთილი და საყვარელი ვარ. - თქვა და უკვე მეორე ჭიქა დაისხა. ისე მელაპარაკებოდა მიკვირდა თვალებში როგორ მიყურებს თქო. - ისე უკვე ცხრა საათია ამ დროს მართლა არ გელოდი! თანაც გაცნობის დღიდან ვერ მიტან... რა მოხდა აზრი ხომ არ შეიცვალე ჩემზე? - არანაირად! - კარგი რა ლიზი! არ დალევ? - უკვე მესამე ჭიქა დაასხა. - რატომ არ მითხარი ნატა რომ დედაშენი იყო? - ვინ გითხრა? - თვითონ! - არ ჩავთვალე საჭიროდ. ეს ჩემი ცხოვრებაა! ვალდებული არ ვარ რამე გითხრა! - ისევ დაასხა და უკვე შემეშინდა, შეუმჩნევლად იარაღი მოვსინჯე და გული მომეცა. - ყოველთვის ვამჩნევდი რომ გშურდა გუგასი! - მშურდა? არა ლიზი არა! მაცოფებდა! ყველაფერი საუკეთესო - გუგას! ფული - გუგას! მშობლების სიყვარული - გუგას! - ფეხზე ადგა და სიგარეტს მოუკიდა. - შენც კი გუგა შეგიყვარდა! - ბოთლი ერთიანად დაიყუდა და თითქმის ნახევარი ჩაცალა. - აბა ვინ უნდა შემყვარებოდა შენ? ქორწილში გაგიცანი! - გაოცებული ფეზე წამოვდექი. - ხო რა იყო ვერაფერს ამჩნევდი? გუგას დედის დაკრძალვაზე რომ დაგინახე ბრაზისგან კინაღამ ისიც მოვკალი! უბანში მყავდი ნანახი და ყოველთვის მაგრად მევასებოდი! თუმცა ვერცერთხელ ვერ ჩავიგდე შანსი გამეცანი! - ეგ შენს თავს დააბრალე გუგა რა შუაშია? - იმ შუაშია რომ ყოველთვის ყველაფერს ის იღებდა! თუმცა ახლა მკვდარია და შესაბამისად შენც აღარ ეკუთვნი მას! - ამ სიტყვებზე ბოთლი დადგა და ჩემთან ძალიან ახლოს მოვიდა. ხელი იარაღისკენ წავიღე თუ არა გეგა მკლავებში მეცა. - შენ ყოველთვის ამჩნევდი როგორ მომწონდი! მაგრამ არ იმჩნევდი, გუგას შიშით არ იმჩნევდი ხომ ასეა? ასე გვიან იმიტომ მოხვედი რომ ჩემთან გინდა ასეა? შენც მოგწონვარ! - ამ სიტყვებზე წელზე მომხვია ხელი და მაგრად მიმიკრა. თავს შეძლებისდაგვარად ვარიდებდი და ვცდილობდი იარაღი ამომეღო. - გეგა გამიშვი რას აკეთებ გააფრინე? - ისე დამაგდო დივანზე თავი კინაღამ ხეს ჩამოვარტყი, ის კი არ ჩერდებოდა, ტელეფონის ხმამ გამოარკვია და შეიგინა, ხელი გამიშვა. - გისმენ!... როგორ? - ამ სიტყვებზე ისე შემომხედა მივხვდი ნატა ურეკავდა და მაშინვე წავავლე იარაღს ხელი. - გამგზავრება არაა საჭირო მე მოვუვლი! - ტელეფონი გათიშა და მომიბრუნდა. - ყოველთვის მაოცებდი! ამდენი ხანია აქ ხარ და არ გითქვამს ყველაფერი რომ იცოდი! თუმცა ახლა მნიშვნელობა აღარ აქვს რა იცი! - თქვა და გამიღიმა. - შენ აქ დარჩები, ჩემს სახლში! გინდა ეს თუ არა! ჩემი გახდები და როცა მომბეზრდები გუგას გვერდით მიგიჩენ ადგილს! - ამ სიტყვებზე გამოიწია და მაშინვე იარაღი დავუმიზნე. - არ გაბედო და არ მომეკარო! - ჩემმა საქციელმა ღიმილი მოჰგვარა, მისი უშიშარობა სასმელს დავაბრალე და მეტი დამაჯერებლობისთვის იარაღი გადავტენე. - მესროლე! - ამ სიტყვებზე ჩემსკენ წამოვიდა. მოულოდნელად ამიკრა ხელი იარაღზე და შეეცადა წაერთმია. ისე დავიბენი, ისე შემეშინდა რომ გავისროლე... გეგა უკან გადავარდა და სისხლით მოსვრილი ფეხი დავინახე. ტელეფონს ვეცი და გიას დავურეკე რომელიც მაშინვე წამოვიდა და გეგა დააკავა... დაახლოებით ღამის 11 საათი იყო რომ წავედით, ნინიმ მანქანაში გააგრძელა ძილი. ყოველი შემთხვევისთვის მანქანაში მისი და ჩემი საბუთები ჩავყარე სადმე გამგზავრება რომ დამჭირვებოდა. უკვე თენდებოდა სახლს რომ მივადექით. - ნი გაიღვიძე დე! - მოვედით? დე ესე ღამე რატო წამოვედით? - კარგად რომ დავიძინოთ და დილით ზღვაზე გავიდეთ. - ვუთხარი და საჩქაროდ გადავედით მანქანიდან. გული გამალებით მიცემდა. დაცვამ მაშინვე გაიღვიძა და კარი გამიღო. - ქალბატონო ლიზი! როგორ ბრძანდებით? - კარგად ზვიად შენ? - გმალობთ კარგად, მობრძანდით! - თქვა და ბავშვი შეათვალიერა. სახლში რომ შევედი ნაცნობი სუნი მეცა. გუგას სუნამოს სუნი იყო. ფეხებში სისუსტე ვიგრძენი. - გელოდებოდი! - მომესმა ნაცნობი ხმა და გონებაში მხოლოდ ერთი სიტყვა აგუგუნდა - "გუგა!" უკან რომ მივიხედე... ის იყო! ზუსტა ისევ ისეთი. ცრემლები წამომივიდა და მისკენ წავედი. ხელები გავშალე, ჩავეხუტე და ავტირდი. - გუგა! ჩემო ცხოვრება... ღმერთო სად იყავი რატომ არ გამოჩნდი? - და რაში გჭირდებოდი რო? - თქვა და ხელით მომიცილა. ნინის უცნაურად შეხედა. - რას ნიშნავს რაში მჭირდებოდი? ხომ იცი რომ ყოველთვის ჰაერივით მჭირდებოდი! თუ ცოცხალი იყავი რატომ არ მნახე? სად იყავი მაშინ როცა ბავშვს ვაჩენდი?! სამშობიაროში ქალებს რომ ქმრები ეხვეოდნენ ირგვლივ და ესიყვარულებოდნენ მე მაშინ ნინის ვიკრავდი გულში და თავს მისით ვინუგეშებდი! სად იყავი მაშინ საად?! - თითქმის ვყვიროდი და ხმამაღლა ვტიროდი. - სად იყავი როცა შენმა შვილმა პირველად ამოიდგა ენა! სად იყავი როცა ბაღიდან მოსულმა მკითხა მამა რატომ არ მყავსო? სად იყავი რომ პასუხი გაგეცა მისთვის?! რატომ არ მოხვედი... - უეცრად თავში საშინელმა აზრმა გამიელვა და განცვიფრებულმა შევხედე - შენ რა... შენ გგონია მე გავეცი შენი მოტაცების ბრძანება? - დაწყნარდი და ნუ ყვირი! თავს კრავად ნუ მაჩვენებ ლიზი მე ყველაფერი ვიცი! როგორ ბედავ იმ ნაბიჭვრის შვილის ჩემად გასაღებას! მასთან მღალატობდი შე ძუკნა! - თქვა თუ არა ძლიერად გამარტყა სახეში. - ერთად გადაწყვიტეთ ჩემი მოკვლა? - მიყვიროდა და მაჯანჯღარებდა. ნინიმ ტირილი დაიწყო, პირველად ატირდა მას მერე რაც წამოიზარდა. ამან იმდენად იმოქმედა რომ გუგას ხელი ვკარი და უკნიდან იარაღი ამოვიღე. - არ მომეკარო! - დავუყვირე და ნინის მივვარდი. - ნუ ტირი დე კაი? ყველაფერი კარგადაა. აქ იყავი ახლავე მოვალ კაი? მანქანიდან რაღაცას მოვიტან. - დე ეს იყო პარკში! - მითხრა მან სლუკუნით. - იცოდე მამაჩემი ციდან წვიმასთან ერთად მოვა და გეჩხუბება! - ფრაზამ თავზარი დამცა, ლიზიმ ხომ უთხრა 2 წლის ვარ და ნიკაა მამაჩემიო? შუბლზე ვაკოცე და მანქანისკენ წავედი. ვიცოდი გუგა ბავშვს არაფერს დაუშავებდა. რამდენიმე წუთში უკან დავბრუნდი. - კი მაგრამ პარკში რატომ მითხარი ორი წლის ვარო? - ნინის ეკითხებოდა გუგა. - დედამ დამარიგა მასე თქვი ეს საფრთხეს აგარიდებსო. მამაჩემს გუგა ქვია... ის ღრუბლებშია! მამაშენი სად არის? - ტიკტიკებდა ნინი. გუგას თვალები ცრემლით აევსო და ნინი გულში ჩაიკრა. - ჩემო გოგონა! ჩემო პატარა! მაპატიე კარგი? მაპატიე მაა! - ეგ დედას უთხარი... მამას გამო ისედაც ყოველღამე ტირის, როგორც კი ვუხსენებ თვალებიდან ბევრი ცრემლი მოსდის... მეც იმიტომ დამარქვა ნინი რომ მამას უნდოდა. მოგწონს ჩემი სახელი? - ძალიან... - ნუ ეჩხუბები დედას კაი? ის გიჟდება მამაზე მაგრამ მამა წავიდა... დედამ მითხრა მამაშენი ყველაზე კარგი იყო და ღმერთმა მაგიტომ წაიყვანა ღრუბლებშიო... იცი როგორ მიყვარს? - არ ჩერდებოდა ნინი და გუგას მაზოლზე ფეხს აჭერდა. მივუახლოვდი და ნინის საბუთები გუგას მივუგდე, ზედ არც შეუხედია რითიც მაგრძნობინა უკვე მივხვდიო. - ნინი წამო დე აქ აღარაფერი გვესაქმება! - ლიზი მოიცადე! კიდევ ბევრი კითხვა მაქვს! - აზრი? თუ ნდობა არ არის ესეიგი არაფერი არ არის! - რა გინდოდა იმ დღეს რესტორანში? - მინდოდა იქ მეთქვა რომ ორსულად ვიყავი! ჩვენ იქ დავლიეთ პირველად, იქ ვიყავით ოთხივე! სამი წელი ველოდებოდით ბავშვს და მინდოდა სხვანაირად მეთქვა ეს შენთვის. ამდენი წლებია მიცნობ როგორ იფიქრე რომ მე არ მიყვარდი! გიღალატებდი! შენს მოკვლას შევეცდებოდი! ნინი წამო დაგაწვენ რა... - დე ეს მამაჩემია? - სიხარულისგან თვალები გაუბრწყინდა მას, - ღრუბლებიდან ჩამოვიდა? ჯერ რომ არ უწვიმია? - ხო დე... - ნინიმ სწრაფად შეხედა გუგას და მისკენ გაიქცა, ყელზე შემოეხვია და მაგრად ჩაეხუტა. ამ სცენის შემხედვარეს ყველაფერი დამავიწყდა. ჩემი ქმარი და შვილი ერთად იყვნენ და ერთმანეთს ეხუტებოდნენ. - პარკში რატო არ მითხარი მამაშენი ვარო? - სახეში ჩაცქერდა გოგონა და თან პატარა ხელებში მისი ლოყები მოიქცია. - შენ არ მითხარი სხვა მამა მყავსო? - ცხვირზე აკოცა გუგამ. - მერე ვერ იგრძენი? თან ნახე როგორ გგავარ შენ ფერი თმები მაქვს! - თმა გაიწეწა ნინიმ. გუგას გაეცინა და ბავშვს შუბლზე აკოცა. - მე და დედამ უნდა ვილაპარაკოთ! - ბავშვი ზემოთ აიყვანა და დააძინა. რომ ჩამოვიდა დივანზე ვიჯექი. ვიღაცამ დაურეკა. უსმენდა და მე მიყურებდა. მაშინვე მივხვდი გეგას ამბავი რომ უთხრეს. გვერდით მომიჯდა და გულზე მიმიკრა. - მაპატიე კაი? ლიზ მაპატიე გთხოვ! - თქვა და ლოყაზე მომეფერა. - მწყინს რომ არ მენდე... - ჩემს ადგილას ეჭვი შენც შეგეპარებოდა. - აღარ წახვიდე კაი? - არ წავალ... - თქვა და უფრო მაგრად ჩამეხუტა. - სულ ჩემთან იყავი... - ვიქნები... - მპირდები? - გპირდები... - მზემდე მიყვარხარ... - მე ვარსკვლავებამდე - მითხრა და თმა ამიჩეჩა. - წამო ნინის მივუწვეთ რა! რა ცხოვრებაა! ის უფრო გიყვარს თუ მე? - მე თვალები მოვჭუტე თითქოს ბევრს ვფიქრობდი. - ის მიყვარს... შენ გაღმერთებ... - ვუთხარი სერიოზულად და ნინისთან წავდით. ოთხი წელია ასე მშვიდად არ მიძინია... დასასრული ავტორი - მარი მაყიშვილი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.