შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წვიმს, წვიმს, მასველებს...5


21-04-2015, 19:55
ავტორი sopiko
ნანახია 2 173

-ანდროო გვიანი ხომ არაა?-ვეკითხებოდი ანერვიულებული.
-ოოო კარგი რა რა განერვიულებს-დამამშვიდა ანდრომ და დედამაც გაგვიღო კარი. ისეთი გაოცებული გვიყრებდა ლამის ეზოში ჩავბრუნდი.
-შემოდით შვილებო, რატომ შეწუხდი ანდრო-როგორც იქნა დედა გონს მოვიდა და ანდროს ტკბილეულით სავსე პარკი გამოართვა.
-არაფერია, მინდა თქვენი ქალიშვილი წაგართვათ და ეს ტკბილეული ამასთან შედარებით არაფერია.-გაიღიმა ანდრომ , დედას გაოცებულ მზერას ყურადღება არ მიაქცია და განაგრძო:
-დიახ , მინდა თქვენი ქალიშვილის ხელი გთხოვოთ...
-თუ თქვენ ბედნიერები იქნებით მე კი თანახმა ვარ მაგრამ დათოსაც ხომ უნდა კითხოთ, მე მის გარეშე ვერაფერს ვერ გეტყვით-ჩაილაპარაკა დედამ. დათო ჩემი მამაა და რა თქმა უნდა დედა მის გარეშე ასეთ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა.
-დიახ, ჯერ თქვენი თანხმობა გვჭირდება და ხვალ კიდევ ამოვალ, ეხლა კი არ გტაცებთ ლილეს-ჩამიხუტა ანდრომ და წასვლა გადაწყვიტა. დედა ბევრს ეხვეწა დარჩი, სუფრა გავშალოთო მაგრამ ანდრომ ხვალ იყოსო და საჩქაროდ დატოვა ჩემი სახლი. მე აქამდე ჩუმად რომ ვიყავი დედას ჩავეხუტე.
-დეე შენ არ იცი რა ბედნიერი ვარ. ხო იცი როგორ მიყვარს ანდრო.
-ვიცი შვილო. იმედია სიცოცხლის ბოლომდე ასეთი ბედნიერი იქნები ძვირფასო.
ოთახში შევვარდი თუ არა skype ჩავრთე და ქეთის დავურეკე:
-ქეთუუ გაგიჟდები ისეთ რაღაცას გეტყვი...-სიცილით ვუთხარი არანაკლებ გაოცებულ ქეთის.
-გამოვიცნობ, თხოვდები არა?-ღიმილით მითხრა მან...

ქეთის ჩემი გათხოვების ამბავი დიდად არ ახარებდა. რომ ვკითხავდი რამე ხდება მეთქი, არაფერიო. ნუთუ არაფრის გამო იყო ასე ცხვირჩამოშვებული. ხალხი ჭორაობდა, ქეთის ლილეს ბედნიერება შურსუ თუცა ნამდვილად ვიცოდი რომ რაღაც სხვა მიზეზი იყო თორემ ქეთი ჩემი ბედნიერებით თავადაც გაიხარებდა. გათხოვება რომ ნდომებოდა ათასი თაყვანისმცემელი ყავდა და მისი ერთი სიტყვა იყო საჭირო როგორც ამბობენ ’’გაბედნიერებისთვის’’, ამ ყველაფერზე ვფიქრობდი მაგრამ ქორწილის სამზადისი ხელს მიშლიდა და ’’გამოძიება’’ სხვა დროისთვის გადავდე.

ხვალ ქორწილი მაქვს და უკვე ძალიან გადავიღალე. გვიან დავიძინე და დილით ქეთიმ ძვლივს გამაღვიძა. საპატარძლო კაბა ძალიან მიხდებოდა. ანდრო რომ მოვიდა კინაღამ გაგიჟდა. თვალები გაუფართოვდა , გიჟივით მომვარდა და კიბეებზე ხელით ჩამიყვანა. რესტორანში ბევრი ვიცეკვე. როცა ერთ ჩემს კლასელს ვეცეკვებოდი ანდროს გაბრაზებულიუ მზერა შევნიშნე და გავიფიქრე:
’’ ნეტავ მისი ეჭვიანი ხასიათი ჩვენს იდილიას ხომ არ დაარღვევს?!’’ თუმცა მალე ყველაფერი დამავიწყდა. ქორწილმა ყველანაირი ჩხუბისა და აყალმაყალის გარეშე ჩაიარა რაც ყველაზე მეტად მახარებდა. მერე იყო პირველი ღამე... თუმცა მას ჩემთვის სიამოვნება არ მოუნიჭებია. ასე დაიწყო ჩემი ახალი ცხოვრება უამრავი დაბრკოლებით სავსე.

მეორე ნაწილი...

თაფლობის თვიდან რომ ჩამოვედით ანდრო სულ შეიცვალა. ძალიან უცნაურად იქცეოდა. სახლში ხან შუაღამისას ხანაც გამთენიისას ბრუნდებოდა. თითქოს გული გაუცივდა... მოვბეზრდი... იმ დილით საჭმელი რომ გავუმზადე ვკითხე:
-ანდრო დღესაც დაიგვიანებ?-გაუბედავად ვკითხე მე
-რა ვიცი ლილე როდის მოვალ... ან რაში გაინტერესებს-საჭმლისთვის თავი არ დაუნებებია ისე მითხრა მან და უკმაყოფილო სახე მიიღო.
-რაში მაინტერესებს?-ფეხზე წამოვხტი მე-არ შეიძლება ვიცოდე ჩემი ქმარი სად არის, რატომ იგვიანებს, ამ შეკითხვებით არ გაწუხებ და კიდევ დიდ გულზე ხარ?-არ ვიცი ასე როგორ გავთამამდი, აქამდე მორჩილი ლილე სად წავიდა...
-მომისმინე! არ გაბედო აქ სკანდალების მოწყობა და მსგავსი სისულელეები. მე სახლში სიმშვიდე მჭირდება. გასაგებია?-და ეს კითხვა კი არა ბრძანება აიყო, ხმა ვეღარ ამოვიღე. ანდრო ფეხზე წამოდგა და გარეთ გავარდა. მე სავარძელზე მოწყვეტით დავეშვი და ავქვითინდი.
-ღმერთო ასე რამ შეცვალა... რა დაემართა... ო ღმერთო-ვეღარ ვჩერდებოდი, ძალა გამომელია და თვალთ დამიბნელდა...

........................................................
დაგვიანებისთვის ბოდიში, უბრალოდ გუშინ თავს ცუდად ვგრძნობდი. იმედია მოგწონთ, თქვენი აზრი დააფიქსირეთ




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent