შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წვიმს, წვიმს, მასველებს...4


19-04-2015, 13:11
ავტორი sopiko
ნანახია 2 157

დილით ცოტა უკეთესად ვიყავი, სააათის ნახვა მინდოდა და ამღვიძარას ხელი მოვკიდე, დასუსტებული ვიყავი, საათი დაბლა დამივარდა, ხმაურზე დედა შემოვარდა და მითხრა:
-საყვარელო გაიღვიძე?შენთან სტუმარია.-იმის გაფიქრებაც ვერ მოვასწარი ვინ იყო რომ ოთახში ანდრო შემოვიდა. დედამ მარტო დაგვტოვა.
-როგორ ხარ ძვირფასო?-ლოგინის ბოლოში ჩამოჯდა.
-ძვირფასო?!-ირონიულად შევხედე-მაშინ ვინ ვიყავი იმ წვიმაში რომ გამომიშვი და წარბიც არ შეგიხრია, ეგ რა იყო?
-ვიცი ცუდად მოვიქეცი, ძალიან გთხოვ მაპატიე ლილე...
-არ ვიცი... ასე უბრალოდ ვერ გაპატებ-უკვე ღიმილი შემეპარა.
-ხო ვიცი, აი გამოკეთდი და სურპრიზი მერე იყოს...-გამიღიმა მანაც და უცბად გონებაში უცნობის ღიმილი წარმომიდგა.
-იმ დღეს როგორ წამოხვედი?-თითქოს ჩემი ფიქრები წაიკითხაო დაეჭვებით მკითხა მან. მე გავწითლდი.
-რა ვიცი... ვიღაც ცოლ-ქმარმა ჩამოიარა და იმას გამოვყევი-უცბად მოვიგონე ტყუილი.
ბევრი ვილაპარაკეთ. ანდროს ჩემი საყვარელი ტკბილეული მოეტანა. მისი ეს მცირედი ყურადღებაც ძალიან მესიამოვან. ანდრია რომ წავიდა ჩავფიქრდი... ჩავფიქრდი იმაზე თუ არტომ არაფერი ვუთხარი მას უცნობ მამაკაცზე. ჩვენ ხომ ცუდი არაფერი გავიკეთებია. ბოლოს მივხვდი... ანდროს საშინელი ხასიათის გამო როემლსაც აკრგად ვიცნობდი. ამ ფიქრებში ჩამეძინა.]


ერთი კვირავ გავიდა და მეც გამოვკეთდი. იმ საღამოს ანდრომ რესტორანში დამპატიჟა.
-აბაქეთი მითხარი ეს შავი კაბა ჩავიცვა თუ მწვანე?-უკვე მერამდენე კითხვას ვუსვამდი არ ვიცი.
-მწვანე იყოს და გამანებე თავი...-მუდარით შემომხედა ქეთიმ.
-აუუ მართლა მითხარი-აქეთ შევემუდარე მე.
-მართლა გეუბნები, მწვანე ჯობია...
-მართლა?
-გამოიცვალე და გაიგებ...მიდი ნახე-მიყვირა ქეთიმ.
-კაი-წამოვიყვირე მე და კარადაში შევვარდი. რომ გამოვედი ულამაზესი ვიყავი...ნუ თუ ქეთის თვალებით ვიმსჯელებდით. კაბა მუხლებამდე მქონდა, მაკიაჟი ხომ საერთოდ მხატავდა.
-ჩემი უმშვენიერესი ფერია ხარ შენ და არ მემეტები ანდროსთვის-მითხრა ქეთიმ.
-კაი რა... კი არ ვთხოვდები-აგდებით ვუთხარი მე.
-გული მიგრძნობს რომ...-თუმცა წინადადება ვეღარ დაამთავრა. დედა შემოვიდა ანდრო დაბლა გელოდებაო.
მაშინვე ჩავირბინე კიბეები და ბიჭს კისერზე ჩამოვეკიდე.
-მომენატრე-ჩავჩურჩულე მე. მომენატრებოდა აბარა. იმ ერთხელ რომ მნახა იმის მერე არ მინახია.
-მე უფრო-ცივად მითხრა მან და ჩემი თმების სურნელი შეისუნთქა.
მანქანაში ჩავჯექით და წავედით.
რესტორანში მხოლოდ ემ და ის ვიყავით. ამგიდას მივუჯექით. თან ვვახშმობდით და თან ვსაუბრობდით, უმეტესწილად საუბარს მე ვიწყებდი ის კი ჩაფიქრებული იჯდა. ლამაზი მუსიკა ჩაირთო, ანდრომ ცეკვა შემომთავაზა და მეც დავთანხმდი. შუა ცეკვის დროს შეჩერდა. ჯიბიდან რაღაც კოლოფი ამოიღ, გახსნა და იქიდან ბეჭედმა გამოიბრწყინა. გულმა ფრთხიალი დამიწყო.
-ძალიან მიყვარხარ და მინდა ჩემი ცული გახდე-ყურში ჩამჩურჩულა მან. არც მიფიქრია ისე ჩავეხუტე.
-ეს თანხმობად მივიღო?-გამიღიმა მან ისე როგორც მე მიყვარდა.
-როგორც გინდა-ეშმაკური ღიმილით ვუპასუხე მე.
რესტორნიდან რომ გამოვედით ცოტა გავისეირნეთ, მერე კი ანდრომ შემომტავაზე:
-წამო შენთან ,მოდი ბარემ შენს ხელს ვთხოვ შენს მშობლებს...
-აუ ჯერ ადრე ხომ არაა... თანასც გვიანია-ავირიე მე.
-ნუ ღელავ, ჩემს გვერდით არაფერზე არ იდარდო-ჩამეხუტა ის და ყველა შიშმა გამიარა.

.........................................................

თქვენი თხოვნით გავაგრძელე, რამდენიმე თავს კიდევ დავდებ, კიდევ ერთხელ გეკითხებით ’’გავაგრძელო?’’




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent