შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Barman (8)


23-04-2015, 20:10
ავტორი elenika.13
ნანახია 3 452

სააბაზანოდან სანდრო წელსზემოთ შიშველი გამოვიდა. ქვევით კი მხოლოდ პირსახოცი ჰქონდა შემოხვეული. ასეთ ფორმაში რომ დავინახე კინაღამ გავუტევე სული, მაგრამ არაფერი შევიმჩნიე და ბაგრატიონს ცხვირი ავუბზუე. -შეგეძლო ჩაგეცვა და ისე გამოსულიყავი.-ვუთხარი მკვახედ. -არაუშავს ახლა ჩავიცვამ. შეგიძლია მარტო დამტოვო. ან თუ გინდა დარჩი და მიყურე.-მითხრა და ირონიულად გამიღიმა. -არა იყოს. ამ ოთახში შენს დანახვას მირჩევნია გველი დავინახო, შხამიანი. ისე შენც კაი გველი ხარ. მართლა ამ ოთახში ვერ გაჩერდები. მე შენთან ერთად ძილს არ ვაპირებ. შეგიძლია ქვევით დივანზე დაწვე.-გავანდე ჩემი ფიქრები, მაგრამ რატომღაც საერთოდ არ მინდოდა მისი ამ ოთახიდან გასვლა. -ასე თუ გაწუხებ, შეგიძლია იმ დივანზე შნ თვითონ დაიძინო. -რატომ მე? მე ეს ოთახი სანამ შენ ჩამოხვიდოდი მანამდე მივისაკუთრე, თან მე გოგო ვარ და უნდა დამითმო-ვთქვი გამწარებულმა. -სხვათაშორის ეს სახლი ჩემია. ეს კი ჩემი ოთახი იყო სანამ შნ არ “მიისაკუთრებდი“. ასე, რომ... -კაი მეღადავებით?-ეს რა გამოდიოდა? მე მეგონა ეს სახლი ბიჭებმა დაიქირავეს თქვა. მე კი რამდენს ვეტლიკინებოდი,მაგრამ ამ ოთახიდან გასვლას საერთოდ არ ვაპირებდი. -კაი ხო შეგიძლია დარჩე. ნებას გრთავ.-მითხრა ცინიკურად. სხვა რა გზა მქონდა. ერთი დავუბღვირე და ქვემოთ ჩავედი. ჩემი მეგობრები უნდა მომეკლა. -გიო რატომ არ გამაფრთხილე, რომ ეს სახლი სანდროსი იყო?-დავიწყე გაცხარებულმა. -შენ არც დაინტერესებულხარ ამ ამბით.-მითხრა მშვიდად. -მე არ ვაპირებ მასთან ერთად ერთ ოთახში ყოფნას. -აბა რა გინდა რომ გავაკეთოთ?-გამომეხმაურა საბა. -არ ვიცი, მაგრამ ჩვენ ამ ყველაფერზე არ შევთანხმებულვართ. -კარგი რა ლილე. ნუ იქცევი უაზროდ. ორი კვირით არაფერი მოგივა მასთან ერთად ერთ ოთახში. -ხო ნუ გეშინია არ ვიკბინები.-მოულოდნელად ოთახში გაიჟღერა სანდრო ხმამ. ამას უნდა ალბათ ერთხელაც გამიხეთქოს გული ასეთი მოულოდნელობებით. -სხვა ოთახი არ არის?-ვიკითხე იმედგადაწურულმა. -არა.-მკაცრად მითხრა ბაგრატიონმა. რას გავაწყობდი?! ერთი დავუბღვირე ყველას და გარეთ გავედი სასეირნოდ. ძალიან მიყვარს ღამით ბათუმში სეირნობა. სიმშვიდე. ტალღბის ხმა. სხვა რა მინდა სრული რელაქსაციისთვის? არც არაფერი. მაგრამ ერთი რაღაც გამომრჩა. მარტო ყოფნა. მაგრამ გაცდის ვინმე? ვიღაცის ნაბიჯების ხმა გავიგე. უკან გავიხედე და ლევანის სახეს რომ წავაწყდი გაოცება და გაკვირვება ერთად აღმებეჭდა სახეზე. -აქ რა გინდა?-ვერ შევიკავე თავი და და ჩემთვის საინტერესო შეკითხვა დავსი. -დაწყნარდი პატარავ, უბრალოდ შენი ნახვა მინდოდა.-ხმის ტემბრზე მივხვდი, რომ მთვრალი უნდა ყოფილიყო. მისი ხმა და სიტყვები საშინლად არ მომეწონა. -მაპატიე, მაგრამ მარტო მინდა ყოფნა.-ვერ ვიტან მთვრალ ადამიანებს და განსაკუთრებით მათთან ურთიერთობას, ამიტომ ვცადე უპრობლემოდ მომეგვარებინა საკითხი. ხო რაც მართალია მართალია. ვცადე, მაგრამ როგორც შევატყვე არაფერი გამომივიდა, რადგან ლევანი ისევ მომყვებოდა და ორ ნაბიჯში უკვე გვერდით ამომიდგა. -შენ რა ვერ გაიგე რა გითხარი?-მითხრა და მკლავში ისე მაგრად მომკიდა ხელი მეგონა, რომ სადაცაა მომტყდებოდა. -არა ეს მე კი არა, მგონი შენ ვერ გაიგე. მე მგონი უკვე გითხარი რომ მარტო მინდოდა ყოფნა. ასე, რომ ხელი გამიშვი და დამანებე თავი. -როგორ მიბედავ გოგო. წესიერად მელაპარაკე გაიგე?-ახლა კი მგონი მართლა მომტყდა ხელი. ისეთი ძლიერი ტკივილი ვიგრძნი, რომ კინაღამ ჩავიკეცე, მაგრამ გაჩერება ვინ მაცადა? ლევანი მთელი სისწრაფით მიმათრევდა სადღაც. მე კი ხმის ამოღებაც ვერ მოვასწარი ისე აღმოვჩნდი ბნელ ჩიხში. ლევანი წაშლილი სახით დაჰყურებდა ჩემს სხეულს და ტუჩს ილოკავდა. რომ მივხვდი რასაც აპირებდა, კინაღამ გული ამერია. აი როცა კოცნა დამიწყო მაშინ უკვე მართლა ძალიან ცუდად გავხდი. ეს უკვე მერამდენედ მეორდება. აღარ შემიძლია ამდენის გაძლება. ყველა მთვრალი კაცი ცდილობს ჩემზე ძალა იხმაროს. ეს ყველაფერი რომ გავაანალიზე ტირილი ამიტყდა. ვტიროდი მთელი გულით და ალბათ პირი თავისუფალი რომ მქონოდა ისეთ ხმაზე ვიბღავლებდი მეტი რომ არ შეიძლება. უკვე ვგრძნობდი, რომ ძალა მეცლებოდა. გული მიმდიოდა. როცა ლევანი შარვლის შესაკრავს დაეჯაჯგურა. აი იქ კი გული წამივიდა. მერე აღარაფერი არ მახსოვს. იყო მხოლოდ უკუნითი სიბნელე...

ინტერნეტი არმქონდა და ვერ დავდე..



№1  offline წევრი cancara

Male dadeee

 


№2  offline წევრი SaLoOme

Vaaimeeeeee ..... Rooogoooot viiiinerrrrviuuleeeee .... Maleee daaadeee raaa ❤❤❤❤❤❤❤❤

 


№3  offline წევრი elenika.13

Interneti ar mkonda amitom ver davde akamde da did bodishs gixdit. Axlac telephonit momicia dadeba da dzalian gavcvaldi. Vecdebi male davdo <3 <3 <3

 


№4  offline წევრი wonDer

male dade ra

 


№5  offline წევრი NataShka()()()

male Dade ra gtxov ...
dzalian magariaa rrogor momrwonaa :* '*
rodis daideba erti suli maqvs :*
pantastiuri xar shesanishnavia :*
--------------------
ნ.ორბელაძე

 


№6  offline წევრი -tiko))

Vaimr dedaa... maleee

Vaimeeeee... maleeee
--------------------
იქ... სადღაც ... შორს...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent