შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Barman (7)


21-04-2015, 20:01
ავტორი elenika.13
ნანახია 3 147

წყლიდან როგორც კი ამოვყვინთე მაშინვე თვალში ბაგრატიონის თვალები მომხვდა. ეს იმდენად მოულოდნელი და გასაკვირი იყო, რომ ვატყობდი ძალა მეცლებოდა. სანდრო კი იდგა და მიღიმოდა, ოღონდ მის ღიმილში არ იყო არც ადრინდელი ირონია და არც ცინიზმი, თითქოს იყო მასში რაღაც ადამიანური. მე კი ნელ-ნელა თვალები მეხუჭებოდა. ყველაფერი წამებში მოხვდა და თვალთ დამიბნელდა. არვიცი შემდეგ რა იყო და რა მოხვდა, მაგრამ როცა თვალები გავახილე და დავინახე 5 შეწუხებული. მგონი ჩემი გამოფხიზლება არავის შეუნიშნავს, რადგან ნინი და ელე თავიანთ შეყვარებულებზე აკრულები და ცრემლმორეულები ჩაფიქრებულიყვნენ. იქვე დავინახე სანდროც, რომელსაც საშინელი გამომეტყველება ჰქონდა. ამ დროს ვიგრძენი თუ რა გრძნობაა, როცა შენზე ზრუნავენ და შენზე დარდობენ. ბავშვების გამომეტყველებამ გულში სითბო ჩამიღვარა. ჩავახველე რომ ყურადღება მოექციათ. გამოფხიზლებული რომ დამიგულეს 5ივე მე მომვარდა.
-როგორ ხარ? ლილე როგორ შეგვაშინე. რა კარგია რომ გაიღვიძე-დამაყარა ნინიმ.
-კარგი ნინი კარგად ვაარ-ვუთხარი და ყველას თბილი მზერა მოვავლე. სანდრო თავჩაქინდრული იდგა. ალბათ თავს დამნაშავეს გრძნობდა. ალბათ რა, ყველაფერში მართლაც ის იყო დამნაშავე.
-თუ შეიძლება მე და ლილე მარტო დაგვტოვეთ.-ბოლოს ძლივს ამოიღო ხმა ბაგრქტიონმა. ყველა გარეთ გავიდა.
-იცი ლილე სალაპარაკო მაქვს და არ გამაწყვეტინო. ძალიან დიდ ბოდიშს გიხდი ამ შემთხვევის გამო. არ მინდოდა ასე გამოსულიყო. არ ვიცოდი ჩემი ნახვა ასე თუ გაგიხარდებოდა-და ირონიულად გამიცინა.-იმ დღეს მივხვდი რაზეც გაბრაზდი. ლიკას ზარზე შენ გიპასუხნია. სიმართლე გითხრა ის ნამვილი ბო**ია. ადრე მქონდა მასთან ურთიერთობა, მაგრამ შენ რომ გაგიცანი მას შემდეგ გავწყვიტე მასთან კავშირი...
-არ ვიცი ამ ყველაფერს მე რატომ მიხსნი..
-არ გამაწყვეტინო და გაიგებ.იცი ბარში რომ გნახე მას შემდეგ მიყვარხარ. ხო მართალს გეუბნები მთელი გულით შემიყვარდი. მერე აღმოჩნდა, რომ გიოს დასავით ხარ. შემდეგ რამოდენიმე თვით ამერიკაში მომიწია წასვლა. შენზე ფიქრი არც ერთი წამით მომიშორებია. როცა დავბრუნდი გადავწტვიტე რადაც არ უნდა დამჯდომოდა გამეცანი და მერე მგონი შენც იცი...
-და ამ ყველაფერს ახლა მარტო მეუბნები? ერთი თვის წინ არ გიყვარდი რომ ადექი და წახვედი. საერთოდ არ შემხმიანებიხარ, არც კი მოგიკითხივარ. წამივიდოდა გული აბა რა იქნებოდა ასე უცებ რომ დამადექი თავზე. იცი მგონი აჯობებს დამივიწყო...
-ლილე გთხოვ მომისმინე..
-იცი? მგონი საკმარისად მოგისმინე, მაგრამ შენს ქცევებს ახსნა არ მოეძებნება.
-კარგი ლილე. ახლა წავალ ოღონდ მხოლოდ ამ ოთახიდან და არც კი იფიქრო, რომ მე შენი ცხოვრებიდან როდრსმე წავალ, მითუმეტეს როცა შენც იგივეს გრძნობ ჩემს მიმართ.
-მე შენს მიმართ არაფერს არ ვგრძნობ. შენს მიმართ თუ ოდნავ მაინც ვგრძნობდი სიმპატიას შენმა საქციელებმა ეს სიმპატიებიც კი გააქარწყლა. ახლა კი წადი.
-კარგი ასე იყოს. ცოტახნით ლოდიმს მოვითმენ.-ეს თქვა და გავიდა. ოხ როგორ მეშლებოდა ნერვები. ლიკას ვანახებ მე მაგას. ალბათ ამ ხნის განმავლობაშიც ლიკუნასთან იყო. დებილი. არაუშავს ცოტახანი იწვალოს. არაფერი მოუვა. ამან ნახოს ლიკუნა და თიკუნა. ოხ ჯერ სად ხარ ბაგრატიონოო...
სანდრო როცა გავიდა გოგოები მაშინვე ოთახში შემოვიდნენ.
-იცოდით ხომ სანდროც რომ ჩამოვიდოდა?-ვთქვი ნაწყენმა.
-იცი? ლილე.. თუ გეცოდინებოდა, რომ ბაგრატიონიც მოდიოდა მაშინ აღარ წამოხვიდოდი და...-შემაპარა ნინიმ სათქმელი.
-თქვენი ბრალი არის რაც მომივიდა. მადლობა თქვით გული რომ არ გამისკდა.. ისე მოულოდნელად დამადგა თავზე...
-ხოო.. როგორც კი გაიგო რომ სანაპიროზე იყავი მაშინვე წამოვიდა. რა ვიცოდით თუ ასე მოხვდებოდა ყველაფერი.-მითხრა შეწუხებულმა ელემ.
-კარგი არაუშავს.
-და საბოლოოდ გავარკვიე თქვენს შორის რა ხდება?-ოთახში იმ კითხვამ გაიჟღერა მეც რომ მიღრღნიდა გულს.
-ვიცი? რა ვიცი. არ ვიცი -ვთქვი სიცილით-სიყვარული ამიხსნა, მაგრამ არ ვიცი რას ვიზამ. ცოტახანი ვაწვალებ ალბათ.
-აუუ რა მაგარიაა... ისე შენც კაი ეშმაკი ხარ რაა-მითხრა ელემ.
-კარგი წამოდით ქვევით ჩავიდეთ-თქვა ნინიმ.
ქვევით ჩასულებს მაგარი სცენა დაგვხვდა. ბიჭები საჭმელს ამზადებდნენ და საშინლად დასვრილები იყვნენ ფქვილში.
-რას შვებით?-სიცილით იკითა ნინიმ.
-რავიცი გოგოებს ლამაზ ვახშამს დავახვედრებთ თქვა, მაგრაამ...-აგვიხსნა გიომ და ეშმაკური ღიმილით გაემართა ნინისკენ. ნინი პირველად ვერ მიხვდა რაში იყო საქმე, მაგრამ როგორც კი ფქვილში მთლიანად ამოსვარა მერე მივხვდით რა ხდებოდა და დავიწყეთ ცომით გუნდაობა. საბა ელეს დასდევდა, გიო ნინის. მე და სანდრო კი ერთმანეთის პირისპირ ვიდექით და შემდეგ გუნდას ველოდით ერთმანეთისგან. მგონი ერთმანეთს თვალს ვეღარ ვაშორებდით. მე ამით ვისარგებლე და გამოშტერებულ სანდროს დიდი ცომის გუნდა ვესროლე. პირველად ვერ მიხვდა რაში იყო საქმე. მერე კი ჩმმა სიცილმა გამოაფხიზლა და ჩემსკენ დაიძრა.
-დღეს სამარისი ზიანი მომაყენე... სანდრო არ გინდა გთხოვ...-მაგრამ ბაგრატიონმა აღარ მომისმინა და ფქვილი მაჭამა. მერე კი გაბრაზებული დავიძარი ოთახისკენ. რამ გამაბრაზა არ ვიცი, მაგრამ ჩემს თავზე გავბრაზდი, რადგან ჩემს გეგმას გადავუხვიე და სანდროს შევურიგდისავით. არაუშავს მის გასამწარებლად ჯერ კიდევ მთელი ცხოვრება მაქვს.-ვთქვი და ჩემი ფიქრებით კმაყოფილი შევედი სააბაზანოში. არაფერი არ მირჩევნია ცხელ შხაპს. რამოდენიემ საათი შემიძლია ცხელი ჭავლის ქვეშ ვიდგე და ვიფიქრო ყველაფერზე. ახლა მგონი 2 საათი მაინც გავატარე სააბაზანოში. ოთახში პირსახოცშემოხვეული გავედი და როცა ბაგრატიონი დავინახე ოთახში კინაღამ მეორედ წამივიდა გული.
-ააააა.... სანდრო აქ რა ჯანდაბას აკეთებ? დროზე გაეთრიე ჩემი ოთახიდან.-და დავეჯაჯგურე, რომ ოთახიდან გასულიყო. ის კი იდგა და ჩემს სხეულზე დაკვირვებას აგრძელებდა.
-ერთი შესწორება მინდა შევიტანო. ჩვენს ოთახში და არა შენს ოთახში. გაიგე?-მითხრა ირონიულად და სააბაზანოში შევიდა. ახლა კი თამამად შემეძლო ჩემი მეგობრები დაუფიქრებლად მომეკლა, რომ ასეთ სიტუაციაში ჩამაყენეს...




იმედია დიდი თავია და არ გამიბრაზდებით <3



№1  offline წევრი SaLoOme

Raa kaargii googoo xaaar ❤❤❤❤❤❤ dzaliian moomewoonaa ❤❤

 


№2  offline წევრი elenika.13

Madlobaa <3 vecdebi ase gavagrdzeloo <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent