შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამდენ ფიქრს, როგორ იტევს გული 2


24-04-2015, 00:46
ავტორი isterichka
ნანახია 1 868

მასწავლებლიდან გამოსულს მასზე ფიქრები არ მშორდებოდა (მართალია არც შესვლისას მყავდა დაიწყებული, რადგან...). ახლა ფიქრები კიდევ უფრო გამიმძაფრდა, რადგან სადარბაზოდან გავედი თუ არა შევხედე, რომ აღარ წვიმდა. ახლა როგორღა ვნახავ?! ამოიკვნესა ჩემმა მემ.. ბინის წინ ქუჩა გადავკვეთე და ნაცნობი სილუეტი შევნიშნე რომელიც მიყურებდა და მიღიმოდა..
–გინდა გავაწვიმოთ?–მითხრა და მხარზე გადაკიდებული ჩანთა გაისწორა. ნეტავ შიგნით რა აქვს?
–ახლა ხომ არ წვიმს?! რატომ მოხვედი?
–უნდა გავაწვიმოთ და იმიტომ!
–შენ ხომ არ აფრენ?!
–გინდა ვაფრენდე?!
–ისე რა.–ვუთხარი და თავდაჯერებული ნაბიჯების გადადგმას ვუმატე, როგორც მივხვდი ზედმეტად სწრაფადაც წავედი და გაოცებული დავტოვე ნიკო.
–მოდი გავაწვიმოთ!–წამომეწია და სიცილით მითხრა.
–შენ აფრენ!–ვუთხარი და ჩემი სიტყვებით გახარებულმა გავუღიმე.
–მოდი გავაფრინოთ და გავაწვიმოთ.
–კარგი. –ჩემი დათანხმება და მისი გაქცევა ერთი იყო, "მართლა აფრენს!" ამომძახა ჩემმა მემ და გაქცეულ ნიკოს გავეკიდე,რომელიც ვიღაც ბავშვს ესაუბრებოდა და 5 ლიტრიან "ბაკურიანი"–ს წყალს ხელში აწოდებდა, თან რაღაცას გამალებით უხსნიდა.
მივუახლოვდი თუ არა ბედნიერმა თვალი ჩამიკრა და თეთრი კბილები გამოაჩინა.. "მისი ღიმილი?! აღიარე მოგეწონა!" მგონი ჩემი მე შეეწირება დღევანდელ შეხვედრას.
–ანა, ქოლგა გაშალე სწრაფად!–იმდენად მოულოდნელი იყო მისი სიტყვები გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე ჩქარა მოვახერხე ქოლგის გაშლა და ვიგრძენი როგორ "გაწვიმდა" ჩემს ქოლგის ზემოთ და როგორ გაიწუწა მთლიანად მისივე ნაყიდი "ბაკურიანი"–ს წყლით.

გააწვიმა!! მართლა გააწვიმა! ბაკურიანის წყალი დაიცალა, ზემოდან კი წვიმის წვეთები არ წყდება. კოკისპირულად წვიმს და მე ამით ბედნიერი ვარ! როგორ მოახერხა?! უნდოდა მე გავბედნიერებულიყავი და გამოუვიდა კიდეც!

–მადლობა!–ბედნიერმა ამოვიჩურჩულე და ქოლგა დავხურე. ისევ წვიმს.
–გაგიჟდი?! გაცივდები, დაიხურე ქოლგა!–თვალები დამიბრიალა ნიკომ და მე გამომყვა.
–არ გავგიჟდი, ნიკო, მე გავაფრინე!
–ჰოდა როგორც გააფრინე ისე დააფრინე ეგ შენი ფიქრები და ქოლგა გაშალე.–დაბღვერილმა მითხრა.
–არ მინდა დაბღვერილო, ასე ადვილად არ ვცივდები მე.

ბევრი წვალების შემდეგ როგორც ჩანს დავიყოლიე, რადგან სახლში რომ მივედი სულ გალუმპული ვიყავი. კიდევ როდის ვნახავდი "დაბღვერილს" მხოლოდ წვიმამ იცოდა.. ამ მომენტში კი ამინდისთცის სათხოვარი მხოლოდ ის მქონდა, რომ კიდევ გაეწვიმა.

ადამიანები ამბობენ, რომ..(ვიცი ბევრ რამეს ამბობენ, მაგრამ მე ამინდთან დაკავშირებით მინდა გავიხსენო მათი მოსაზრება).. როცა ადამიანი ამინდთან დაკავშირებით იწყებს საუბარს ე.ი სასაუბრო თემა უკვე გამოელია, ჰოდა ადექი და წადიო. როგორც ჩანს ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი სხვაგვარად უნდა წარიმართოს, როგორც ჩანს მხოლოდ ჩემი ცხოვრება უნდა იყოს ქაოსური და მოულოდნელი. ნიკო, ნიკო, ნიკო.. რატომ არ ამომდის ეს სახელი ტვინიდან?! ვინ არის წვიმის კაცი ასეთი?! "წვიმის კაციო"?! ეს კარგს არაფერს მოასწავლებს. ამდენი ხანი რომ ერთზე ფიქრობდი, ასე ერთ დღეში ვიღაცამ როგორ აგირია გონება და ფიქრები?! (სიკვდილმა და არგადარჩენამ ამომძახა სულ სხვა ხმამ. ყოჩაღ'თ რამდენი ყოფილხართ ჩემში ) ჩემს ფიქრებზე ჩამეღიმა და ფანჯრიდან მოწმენდილ ცას ავხედე, რომელზეც აქა–იქ რამდენიმე ვარსკვლავი კიაფობდა.

–როგორც ჩანს ხვალ ჩემით გაწვიმება მომიწევს, რომ გნახო.. –ჩავიჩურჩულე და საწოლზე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დავწექი.(არ შეგეფერება აბიტურიენტ გოგოს ამაზე ფიქრი.. ოჰოო, კიდევ რამდენი ეგო ამოყოფს ჩემს ტვინში თავს , ხომ ვერ მიპასუხებთ?) ბევრი... ოსტატურად გავეცი პასუხი საკუთარ თავს და უფლება მივეცი ფიქრებს გამქრალიყვნენ, რომ მორფეოსის საუფლოში თამამად შემებიჯებინა.

სიზმრად დედოფალი ვიყავი, მე–17, მე–16 ან თუნდაც მე–15 საუკუნის დედოფალი. რომელი ქვეყნის ვერ გავარჩიე. დავაბიჯებდი სასახლის ეზოებში და რაღაც გულნაკლულობას ვგრძნობდი. ჩემი დედოფლობა, ზოგადად რა შუაში იყო არვიცი. ჰოდა, რომ არაფერ შუაში იყო, სწორედ ამიტომ გამომეღვიძა.. თან რამ გამაღვიძა?! მზის სხივებმა!
ჩემს ჯინაზე მოუნდა გამოდარება.. რა დროს ამინდია, იწვიმე რა!! ამოვიკრუსუნე საცოდავად და ხალათი მოვიცვი. როგორც ჩანს დღეს შენი დღე არ არის, ანა! ჰოდა ჩაიცვი გრილად და წადი მასწავლებლებთან, რა დროს ნიკოა!

ჩემს ფიქრებს ზედმეტად დავემორჩილე და მზადებას შევუდექი.. სარკეში საოცრება დავინახე, არის ჩემში რაღაც დედოფლური. არა, ამაყი და თავხედი არ გეგონოთ, უბრალოდ წინა დღის შემდეგ ვხედავდი ჩემში რაღაც ცვლილებას.. "ვისი დამსახურებით?" "რა თქმა უნდა , ნიკოს!"
–ოდესმე მოკეტავთ?! – დავიყვირე და მობეზრებულმა ყავის დიდი ყლუპი გადავყლაპე, მგონი ამ "ეგოებს" ვეღარ მოვიშორებ.. გავიფიქრე და გაქრობა განვიზრახე. ავორთქლდი კიდეც, ოღონდ მხოლოდ სარკის მიმდებარე ტერიტორიიდან და სახლის კარი ისე გამოვიჯახუნე, რომ საბრალო მეზობლებმა შიშისგან სული განუტევეს...

იცით, ყველაზე მეტად რა მომენტი გიშლით ნერვებს?! აი ის, მთელ ღამეს რაღაცაზე ოცნებაში რომ გაატარებთ და უცებ "ბრახ" და არ გიხდებათ.. ჰოდა მისი სიტყვები, " როცა არ იწვიმებს იოცნებებ რომ წვიმა მოვიდესო" ამიხდა და მინდა გითხრათ, რომ მგონი მთელი ზაფხული ცისთვის ყურება მომიწევს და წვიმის თხოვნა.. ან ბაკურიანის წყლის ჩანთით ტარება. რა როგორ იქნება ადამიანმა არ იცის. ჰოდა მოდი ნურც ჩვენ გვეცოდინება..

ავტ: ანა ბლიაძე
პ.ს პრინციპში აქ რა მოხდება მე კი ვიცი.. ნუ დაახლოებით მაინც.. მაგრამ მთავარია, რომ ვიცი..

დიდი მადლობა მათ, ვინც კითხულობთ, ვინც არ კითხულობთ.. კიდევ იცი მადლობას ვის გადავუხდი?! ჩემს სტიმულებს, ვინც ძალას მაძლევენ დავწერო..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent