შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქორწილების ორგანიზატორი 6


24-04-2015, 17:03
ავტორი Tiiko ^.^
ნანახია 2 531

მთელი გზა დიტო და საბა არ გაჩერებულან, ტელეფონში კატას ელაპარაკებოდნენ და ხან ერთი იდგა რიგში ხან მეორე, ბოლოს დაჩაგრულ დიტოს ჩემი ტელეფონი მივაწოდე და იქ განაგრძო თამაში
-არასდროს ყოფილან ასეთი აჟიტირებულნი დღეს რა დაემართათ არ ვიცი.- თმისს სწორებით მითხრა ანასტასიამ და სარკეში გამომხედა
-ბავშვი იმისაა რო ან აჟიტირებული იყოს ან გიჟი.
-კი ეგეც მართალია, რაც მამა მიატოვათ მითუმეტეს სულ შეიცვალნენ.- არ ვიცოდი ქმარს გაშორებული თუ იყო და ცოტა გავოცდი, ასეთ ქალს ვინღა ტოვებს
-არაუშავს ანასტასია, იცი ბევრჯერ მიფიქრია ასეთ შემთხვევაზე და იმ დასკვნამდე მივედი რომ ასეთი ბავშვები უფრო ერთგულები იზრდებიან ვიდრე ისინი ვინც კარგ ოჯახში გაიზარდა და არცერთი მშობლისგან სითბო არ მოჰკლებიათ, მე მჯერა რო შენ არცერთს ცივ ნიავს არ აკარებ და მიყვარს ისეთი ქალი რომელც ამ ყველაფერს არ უშინდება.- ამ სიტყვებზე ნიკამ გამომხედა და გაეღიმა
-ხო ეგ ყოველთვის მასეა, მათ გარეშე არ შემიძლია.
ლაპარაკ ლაპარაკში კი ჩავაღწიეთ სოფლემდე, გადმოვედი და ვიგრძენი ეს იყო ის რაც ამდენი ხნის განმავლობასი მჭირდებოდა... სახლის ეზო უზარმაზარი იყო და ხეივნით დაფარული, კუთხეში ორ კაციანი საქანელა იდგა, მთელ სიგძეზე ჩაყოლებული ვარდები და ორ სართულიან ულამაზესი სახლი იყო, წინ ბებია და პაპა შეგვეგებნენ და ორივეს გულიანად მოეხვივნენ, მერე ბავშვებსაც, ბებია ისეთი თბილი ქალი იყო მათანახვაზე ცრემლები წამოსცვივდა, ბოლოს ჩემი გაცნობის ჯერიც დადგა
-ბებო ეს ჩემი მეგობარია, მონიკა დიდიხანია საქართველოში არ ყოფილა და იმედი მაქვს ისე დახვდებით როგორც ქართველებს და ნამდვილ კახელებს შეგვეფერება
-ბებია ეგ არ გვეშლება შენ ხო იცი, მე ზენარი მქვია.- პირველად გავიგე ეს სახელი და ცოტა მეუცნაურა, თუმცა მაინც მივედი და მაგრად მოვხვიე ხელები
-ეს ბაბუაჩემი ზურაბი
-გამარჯობა.- მასაც ხელი გავუწოდე
-კაი ნიკა დანარჩენს მერე გაიგებს, ამხელა გზა გამოვიარეთ, წამო მონიკა შენს ოთახს გაჩვენებ.- ანასტასია წინ გამიძღვა და მე კიბეზე ჩემი ჩემოდნით ავირბინე. პატარა მაგრამ ჩემთვის საკმარ ოთახში შემიყვანა და იქ დამტოვა
-აი აქ იქნები შენ კარადა თავისუფალია და გამოიყენე.- ფანჯრები გამოაღო და სუფთა ჰაერი შემოუშვა, ფარდები გადაწია, მერე თეთრეული შემომიტანა გვერდითა ოთახიდან და გაშლა დაიწყო
-ანასტასია იყოს მე დავალაგებ
-არა მიჩვეული ვარ უკვე ამიტომ შენს ნივთებს მიხედე შენ.- არა რა სასწაულია ეს გოგო.

***

ნახევრ საათში ყველა ერთი მრგავლი მაგიდის გარშემო ვისხედით და იმ წვადს მივირთმევდი რაც 16 წელი არ მეჭამა
-კაია?.- მკითხა ნიკამ და ერთი ნაჭერი მთლიანდა "ყბაში" გადაუშვა
-უგემრიელეს, როგორ მომენატრა ეს ყველაფერი ახლა მივხვდი
-ეს რა არის, ხვალ ალაზანზე წავიდეთ და თევზი დავიჭიროთ, შენ თუ გინდა იბანავე მე უნდა ვითევზაო.- არა რა როგორ შეუძლია ყველაფერი ასე მალე აკეთოს ამ ბიჭმა
-თევზაობა კაია, მაგრამ თევზი არ მიყვარს.- თვალები დავბრიცე და ისევ მწვადს მივუტრიალდი
-შეგიყვარდება.- პირგამოტენილმა მითხრა და ღვინის ჭიქას დასწვდა.- მთელი საღამო სუფრაზე მომიწია ჯდომა, მეზობლები შემოდიოდნენ და შმეოდიოდნენ ბავშვების სანახავად, მერე მეც მოვხვდი კითხვების კორიანტელში. იქიდანაც ნიკამ დამიხსნა
-წამომყევი რა მაღაზიაში?
-კაი შორსაა?
-არც ისე.- მეც ოთახში ავირბინე სარკის წინ "დავტრუალლდი" და ისევ დაბლა ჩამოვირბინე, შორს მართლაც არ იყო მაგრამ ნელა მივდიოდით და მაინც დავიღალე, გზის ჩაყოლებაზე რუ იყო და იმაზე მიყვებოდა ნიკა რაღაცეებს
- ასე 6 წლის ვიქნებოდი ბიჭებთან ერთად ამ რუში შიშველი ფეხებით ვდგებოდი, ერთხელ ფეხი გამეჭრა და ქალივით ვწიოდი, შუშები ეყარა თურმე და ვერ შევამჩნიე
-და ქალის წივილს რას უწუნებ შენ?.- გავხედე "ჯინაობის" ხასიათზე ვიყავი
-ნუ რავი სიტყვის მასალად
-სიტყვის მასალად არასდროს არ უნდა დაჩაგრო სუსტი სქესის წარმომადგენელი
-აუ კაი რა.- ამ დროს მაღაზიაშიც შევაბიჯეთ
-რომელი ნაყინი გინდა?
-შოკოლადის
-კაი.- ნაყინებთან ერთად წვენებიც იყიდა და უკან წამოვედით, გზაში ბავშვობის მეგობარი შეხვდა და მას ელაპარაკებოდა მე არც ვაქცევდი ყურადღებას ნაყინს ვჭამდი, თუმცა მის მეგობარს რაღაცა უკითხავს ჩემთვის და ყურადღება არ მიმიქცევია
-მონიკა.- ნიკამ შემაჯანჯღარა და გონებაზე მაშინ მოვედი
-ჰო.- გაოცებულმა გავხედე, ნიკამ ჩემი სახისკენ ხელი წამოიღო და თითი ტუჩთან გამისვა
-ნაყინი გისვია
-აა ჰო.
-ჰო კიდე გიოს აინტერესებს დიდი ხნით თუ აპირებ აქ დარჩენას
-არ ვიცი.- გავუღიმე და დებილივით ვუპასუხე
-აი ხო გითხარი, მაგას გეტყვის თქო.- სიცილით გაკრა გიორგის მხარი
-წამო ტასო ნახე, ბავშვებიც აქ ყავს
-არა სახლსი უნდა ავიდე, ხვალ იყოს
-უი ხვალ,ალაზანზე მივდივართ სათევზაოდ წამოხვალ?.- ბოლოს გაახსენდა და კითხა
-კი ხვალ წამოვალ
-ჩემთან ჩმოდი და წავიდეთ მაშინ.- მოკლედ იქამდე ილაპარაკეს სანამ ნაყინები არ დადნა და მეორედ არ გამოუშვეს დიტომ და საბამ.

ღამის 3 საათამდე აივანზე ვიჯექით და ვლაპარაკობდით მე და და-ძმა, მთვარე ისეთი დიდი და ლამაზი იყო თან მთელ აივანს ანათებდა
-კიდე ერთი საათი და ზენარი გამოვა ბოჩოლას მოსავლელად
-რაა ასე ადრე დგება?.- გავიკვირვე და შეწუხებულმა გავხედე
-ჰო აბა, მერე ქათმები იხვები პატარა გოჭები
-ვაიმე, როგორ იღლება მგონი
-თუ გინდა მიეხმარე.- სიცილიდ გამომხედა
-ნუ დამცინიხარ რა და ისე რო იცოდე ქათმებისთვის ბევრჯერ მიჭმევია საჭმელი.- ენა გამოვუყევი და ამაყად დავიჭირე თავი
-რა პატარა ბავშვებივით ხართ.- მობეზრებულმა გადააქნია თავი ანასტასიამ და ოთახში წავიდა
- ბალი მინდა.- პრეტენზიულად წარმოვთქვი და გავხედე
-აი ბაღი.- მოშორებით დამანახა თითით
-მერე
-წადი და ჭამე, მე უნდა დავიძინო.- ისიც წამოდგა და ოთახისკენ წავიდა
-აუ იდიოტი ხარ.- ადგილზე ავბაკუნდაი და მეც ჩემ ოთახში გავედი.


-ახალი თავი იმედია მოგეწონებათ



№1  offline წევრი S.likuna

kiii kaiaa dzaan

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent