სიმპატიური უფროსი (11)
კარები ისე მივაჯახუნე მეგონა ჩამოვიღებდი, ლოგინზე აბღავლებული დავჯექი, თუმცა რა მატირებდა ვერ გავიგე... ალბათ ზუკა რომლის გაშვებაც ძვირი დამიჯდა... ჩემ გარდა არავინ იცის რა დამიჯდა ის სიტყვები რაც წასვლის ქინ ვუთხარი... ნახევარი სიცოცხლე დავლიე... -სალომე!!! სალომე!!! გააღე კარი!!! სალომე!!! ფიქრებიდან თოკოს ღრიალმა გამომიყვანა, მის ღრიალს დაემატა ბექასი და გოგოების განწირული კივილი... -სალომე გააღე თორემ შემოვანგრევ... სალომე!!! თოკოს ხმა ბექას ღრიალზე უარესმა ხმამ შეცვალა... ზანტად წამოვდექი და გასაღებად წავედი.. -სალომე რა ხდება? რა გჭირს? რა ხდება შენსა და ზუკას შორის? დილის მერე ნერვებ აშლილი ხარ და ის კიდე საერთოდ არ ჩანს.... ოთხივემ ერთად დაიწყეს კივილი, ყვირილი, ჩხუბი.... -აუ ნუ ყაყანებთ... არაფერი არ ხდება... კარგად ვარ.. შეგიძლიათ წახვიდეთ?? ყველაბაირად ვცდილობდი ჯავრი მათზე არ მეყარა... ჩვეული ხმის შენარჩუნებას ვცდილობდი, რაც ნაკლებად გამომივიდა.. -სალომე!!! ბექას მკაცრი ხმა განაჩენივით გაისმა დადუმებულ ოთახში... -რა გინდა ბექა? რატო არ მასვენებთ? -სალომე!! ბექას სიტყვა თოკომ გააგრძელა, რაც ხმამაღალზე ხმამაღლა მოუვიდა... -ვუჩხუბეთ.... რის გამო? აი ამის გამო.... ტელეფონი ცხვირწინ ავუფრიალე... ბექამ ტელეფონინი გამომგლიჯა და "უცნობის" შეტყობინებები წაიკითხა -ამის დედა შევ**ი..... -ბექა... ბექა რა ხდება? გაშეშებული ერთ ადგილას ვიდექი ვერც ხმას ვიღებდი და ვერც ნაბიჯს ვადგამდი... -ეს იმ ნაბი*ვარის ჩადენილია.. არ ვაცოცხლებ უნამუსო ვიყო... დერეფანში წინდაუკან დადიოდა ბექა და სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა.... როგორც იქნა გონზე მოვეგე და გარეთ გავედი -შენ მაინც გამაგებიე რა ხდება? ზუკამ არაფერი მითხრა... -სწორადაც მოიქცა... გაიგებ მერე... -ბექა!!! -სალომე მე ვთქვი, მორჩა!!!! შეწინააღმდეგებას აზრი არ ქონდა.. გადავწყვიტე გარეთ გავსულიყავი სასეირნოდ... კედები ამოვიცვი და სვანეთის დასათვალიერებლად, ნუ უფრო გულის გადასაყოლებლად წავედი.... ულამაზესი იყო იქაურობა... კოშკბი ერთმანეთზე ულამაზესი იყი... სანახაობით გატაცებულმა ვერც შევამჩნიე დათო, რომელიც ჩემთან ერთად ათვალიერებდა აქაურობას.. -დათო.. დიდიხანია მომყვები... -დაახლოებით 15 წუთია და ისე რომ არცერთხელ არ შეგიმჩნევივარ ესეთი სიმპატიური ბიჭი... ნუ დათოს "ცოტა" თავის ქება გამოუვიდა, თუმცა მართლა სიმპატიურია... დაბალზე შეჭრილი, მუქი წაბლისფერი თმა, ყავისფერი თვალები, ოდნავი წვერი , ბიჭისთვის დამახასიათებელი პატარა და აპრეხილი ცზვირით და თხელი მოვარფისფრო ტუჩებით.... სიმპატიურია, მაგრამ ზუკას ვერ ჯობია.. ზუკა........ იქნებ მართლა ჯობდა ცოტახანი დამეცადა მერე ხო თვითონ მომიყვებოდა ამ ყველფერს... -სალო... სალომე... სალომე!!. ფიქრებიდან დათოს უკვე ყვირილმა გამომიყვანა -ა რა ჰა რა მკითხე? -ზუკა სადაა არ იცითქო... -არა დილის მერე არ მინახავს.. უცება გამახსენდა უცნობის შეტყობინება და თავი ისე მოვაჩვენე ვითომც არაფერი ყოფილიყო... -კაი სალ წავდი და დღეს თუ ნახავ უთხარი მნახოს.. -კაი კარგად.... დათოს დავემშვიდობე და ტელეფონზე სმს მოვიდა, გავხსენი და კვლავ უცნობი "კაი გოგო ხარ პირობა რომ გახსოვს, რაც არ უნდა მოხდეს არ შეგეშინდეს...." -რისი უნდა შემეშ...... გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე დამიბნელდა თვალებში... ----ზუკა----- მთელი დღე მდინარის პირას გავატარე... ტელეფონი მთელი დღე არ გაჩერებულა.... ბექას 120 გამოტოვებული ზარი და 80 შეტყობინება იყო, თითქმის ერთი და იგივე შინაარსის "სად ხარ??... გამაგებიე შე*ემა... ეს არაფერს გვეუბნება..." და ასე შემდეგ.... საათს რომ დავხედე თორმეტი ხდებოდა, წასვლა გადავწყვიტე თუმცა სად წავსულიყავი არ ვიცოდი... სალომეს ნახვა ჩემთვის ყველაზე მძიმე იქნებოდა... კიდევ ერთი ზარი ბექასგან -სად აგდიხარ? მთელი დღეა გირეკავ.... -აუ შემეშვი რა ძმურად.... -შენ შე*ემა შ*გ ხო არ გაქვს? სად დაიკარგე.... მთელი დღეა გეძებთ ... სალომე ოთახიდან არ გამოსულა, ეხლაც გოგოები ეხვეწებიან კარების გაღებას..... ----სვანეთში--- -სალომე სად არის?? სამზარეულოში დაფეთებული შევარდა ეკა და იქ მყოფთ თვალი მოავლო... -ოთახშია ეკა სად უნდა იყოს... (თოკო) -ოთახში არაა.... კიბეებზე ანერვიულებული თიკო ჩამოვიდა და ბექას გვერდზე დაჯდა... -რას ქვია არ არის? წეღან ჩემი თვალით ვნახე.. აშკარა ანერვიულება დაეტყობექას, სიგარეტი ამოიღო და ღერს ღერზე ეწეოდა.... -თიკო ცადე და კიდე დაურეკე იქნებ ამჯერად მაინც აიღოს... ანარვიულებული ბექა როგორც იქნა დაჯდა, თუმცა მაინც ცქმუტავდა.. ერთ ადგილას ვერ ისვენებდა.... ----სალომე----- გონზე რომ მოვედი უცხო ოთახში ვიყავი.... თავბრუ დამეხვა და იძულებული გავხდი თავი ისევ ბალიშზე დამედო... საშინელი ნესტის სუნი იდგა ოთახში... ისედაც ამწვარი ცხვირი უარესად ამწვა ამ საშინელმა სუნმა... ქუთუთოები მძიმედ დავაშორე ერთმანეთს და კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი ოთახს... მზერა კარებზე შევაჩერე... ნელა ავდექი და კარებისკენ წავედი, რატომღაც მეგონა რომ ღია იქნებოდა... სახელური ჩამოვწიე და შენც არ მომიკვდე... ალბათ ერთი 10 საკეტით იქნებოდა ჩაკეტილი... ჩემს ფიქრებზე მეთვითონ გამცინა. რა დონის სულელი უნდა იყოს ადამიანი, როდაიჯეროს მოიტაცეს და კარები ღია დაუტოვეს.. სულელივით ვიცინოდი. მთელ ოთახში ჩემი გამაყრუებელი ხმა ისმოდა, შიგადაშიგ წამოვიტირებდი, მაგრამ მალევე გავჩერდებოდი... დაახლოებით ღამის ცხრა საათი იქნებოდა კარებზე საკეტის ხმა რომ გაისმა, ელდანაცემივით წამოვხტი ფეხზრ და კარების წიმ ვაზა მომარჯვებული დავდექი, პირველივე შემომსვლელისთვის თავში უნდა ჩამერტყა.. გაისმა ბოლო საკეტის ხმაც, მეც მოვემზადე ჩასარტყმელად და უცებ.... ----ზუკა---- ბექას ზარმა ამანერვიულა... ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი.. გადავწყვიტე სახლში წავსულიყავი და ჩემი თვალით მენახა რომ სალომე კარგადაა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი მე ძალიან დიდ ტკივილს მომაყენებდა... ამ ფიქრებში როგორ აღმოვჩნდი მოტოციკლთან არ მახსოვს, ჩაფხუტი გავიკეთე და მთელი სიჩქარიათ მოვწყდი ადგილს.. მთელო გზა სალომეზე ვფიქრობდი, არ ამომდიოდა თავიდან მისი თვალები, რომელიც სიგიჟემდე მიყვარდა... -ზუკა... რაღაც უნდა გითხრა... ფიქრებიდან ტელეფონის გაბმულმა ზარმა გამომიყვანა, მოტო გავაჩერე და ვუპასუხე.. ბექას საშინლად ანერვიულებული ხმა ქონდა... -რა ხდება? სალომე ხო კარგადაა? -სწორედ სალომეზე უნდა გელაპარაკო...სახლში არაა.. -რას ნიშნავს სახლში არაა? -ეკამ ოთახში შევედი და არიყო... ბექას ხმა იმაზე მეტად შეეცვალა ვიდრე მანამდე ქონდა... -ამის დედა შევ**ი... იკ ახ*რის გაკეთებულია ყველაფერი... არ ვაცოცხლებ... ყველაფერს ვფიცავარ არ ვაცოცხლებ.... ----სალომე---- -ეეეეე გოგო რაებს ჩალიჩობ საღ გონებაზე ხარ?? ოთახში ნიღბიანი ტიპი შემოვარდა და ვაზა ხელიდან გამომგლიჯა... -ვინ ხარ? რა გინდა? გამიშვი... -მე შენი "უცნობი" ვარ... აჰაჰაჰაჰაჰ სასაცილოა ხო? მე ყველაფერი ვიცი... და ხო სახლში მანამდე ვერ წახვალ სანამ შენი "სოცოცხლე" პასუხს არ აგებს ყველაფერზე..... იმედია მოგეწონებათ... ვეცადე დიდი ყოფილიყო.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.