უშენობა
ყველაფერი აირ–დაირია და ვეღარ ვადანაშაულებ ვერავის გარდა საკუთარი თავისა .. ვეღარ გავრკვეულვარ ვერაფერში და ვცდილობ დავამსხვრიო სტერეოტიპები თუმცა არ შემიძლია შენ არ მაძლევ ამის უფლებას .. არის მომენტები , როდესაც არ მიყვარხარ მაგრამ საკმარისია შენი ოდნავი ყურაღება , რომ მაშინვე მიყვარდები თავიდან .. მგონი ეს დასასრულია და არ ღირს ამდენი ტირილი ღამ–ღამობით , არ ღირს ნიღბის ტარება თითქოს ბედნიერი ვარ და არ მადარდებს არაფერი , თითქოს შენ დამთავრდი ჩემში , მაგრამ ეს ყველაფერი თითქოს .. ვიცი ამ ყველაფერს არ წაიკითხავ , მაგრამ ვწერ მაინც .. ჩემს ნაწერებში შენ უფრო მეტი ხარ ვიდრე დარდი , ვიდრე ტკივილი , ვიდრე მარტოობა .. დღეს , რომ გნახე სულ შეწყვიტა გულმა ძგერა და წამსკდა ცრემლები , სიმწრის და ტკივილის ცრემლები .. არაუშავს მე ვითმენდი და კვლავაც მოვითმენ ამ უშენობას , მოვითმენ და დაგელოდები .. ისევ მოვუცდი შენს ერთ მოწერილ " როგორ ხარ " – ს და ისევ მოგატყუებ , ისევ გაგცემ ბანალურ პასუხს " კარგად შენ ? " .. გთხოვ გამიგე , რომ ცუდად ვარ , მტკივხარ , მჭირდები და მიყვარხარ ! გამიგე , რომ უშენოდ მე ვკვდები , უშენობა მკლავს და ანადგურებს ყველა ნერვს ჩემს სხეულში .. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.