ველური [თავი II]
*** გაშტერებული ათვალიერებდა მის წინ მდგომ სილუეტს,რომელიც ეჭვნარევი მზერით უყურებებდა.როგორ შეცვლილა,როგორ დაკაცებულა. „არა,რა ეხლა რომ შემიყვარდეს თავიდან“ გაიფიქრა გულში და რაღაც უსიამოვნო შეგრძნება დაეუფლა. თავი უსიამოვნო ფიქრრებისგან დასაღწევად გადაიქნია და გამოწვდილ ხელს თავისი ხელი შეაგება. -ნათია ჩიტიშვილი,ეს კი ლიკა ყაჩლაური,-უთხრა ნათიამ და გაუღიმა. -აჰ,ესეიგი ლიკა ხო?-ჰკითხა ღიმილით,ყაჩლაურმა უბრალოდ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად. -დაგავიწყდი?-თვალებ მოჭუტულმა შეხედა ნიკამ. -არა,-გაწითლებულმა უთხრა ლიკამ,-ჩემი კლასელი იყავი ხოლმე. -ხო,როგორ ხარ?-ჰკითხა მხიარულად ნიკამ. -რავიცი ვარ რა,შენ როგორ ხარ? -მე კარგად...უკვე.-დაამატა ბოლოს,თან ისე რომ მის თავის გარდა ვერავინ გაიგო. -უხ,იცნობთ ანუ ერთმანეთს?-ჰკითხა გაღიმებულმა მათემ. -ჰო,კლასელები ვიტავით.-უთხრა გადაბრულმა ნიკამ. -სადმე ხო,არ წავსულიყავით?-იდეა წამოაყენა სანდრომ. -არა,მეგობრები გველოდებიან.-უთხრა ნათიამ და გაუღიმა. -კარგი,სხვა დროს იყო,-უთხრა თომამ და ნიკას მხარზე ხელი დაჰკრა. -ნახვამდის,-გაიღიმა ნიკამ და ლიკას თვალი ჩაუკრა. -ადიო...ისა,ნახვამდის,-უთხრა აწითლებულმა ლიკამ და ზურგი აქცია. ცოტა ხანში ნათიაც ამოუდგა.ლაპარაკის დაწყება სურდა,მაგრამ რა ჯანდაბა ეთქვა არ იცოდა. -ლიკა...-ცოტა ხნის დუმილის და ფიქრის შემდეგ სიჩუმე ნათიამ დაარღვია,თვალებ მოჭუტულმა შეხედა,შემდეგ კი ისევ წინ გაიხედა,-როგორ ხარ? -ჩვეულებრივად.-მხრები აიჩეჩა და თვალები დახუჭა. -რა ადიოსები აგიტყდა ჰა?-სიცილით ჰკითხა და მას შეხედა. -აუუ,რა ვიცი მე,-ბოლოს და ბოლოს ლიკასაც გაეცინა. ნელა მიაბიჯებდნენ ტროტუარზე და ორივე რაღაცაზე ფიქრობდა,ან ვიღაცაზე. ყველაფერი ყოველთვის ისე არაა,როგორც ჩვენ გვინდა.ორივეს ცალმხრივად უყვარს.ლიკას ნიკა,ნათიას გიორგი.სასაცილოა არა? სულ რაღაც ცამეტი წლისები იყვნენ,რომ შეუყვარდათ და ისევ უყვარდათ.ლეკვეიშვილი და ჩადუნელი,ეს ორი გვარი და მათი სიყვარული. ნიკა-ლიკა,ნიკა-ლიკა.გიო-ნათო,გიო-ნათო. ყველაფერი რთულია,უყვართ გულით და მთელი ცხოვრებით.არა და პატარები იყვნენ,რომ შეუყვარდათ.ეუბნებოდნენ დავიწყებო მაგრამ აბა ?! დაივიწყეს ?! პირიქით ! უფრო მეტად შეუყვარდათ! ლიკას ეგონა,რომ დაივიწყა.არც მის სურათებს ათვალიერებდა და ცდილობდა მასზეც ნაკლები ეფიქრა.მაგრამ,რომ ნახა ისეთი შეცვლილი იყო,ისეთი გასიმპატიურებული,ისე მოუნდა მივარდნოდა,მაგრად შემოეხვია ხელები და ეგრძნო მისი სხეულის სიმხურვალე. -ლიკა,ლიკა გაიხედე.-ხელზე დაქაჩა ნათიამ და მაღაზიისკენ მიახედა,თვალები უმალ გაუფართოვდა როდესაც ჩადუნელი დაინახა. -დღეს რა დღეა?-ამოილაპარაკა გაკვირვებულმა.ცრემლ მორეულ,აწითლებულ და შეშფოთებულ ნათიას გახედა,რომელიც ჩადუნელს უყურებდა. -არ,იტირო!-გააფრთხილა ლიკამ და გოგონაზე ხელ გადახვეულ ჩადუნელს მზერა მოაშორა.ნათიამ თავი გააქნია და ლიკას შეხედა. -წამოდი,რა!-შეევედრა ცრემლიანი თვალებით და ისევ გიორგის გახედა,რომელიც სიცილისგან იგუდებოდა. ხელი მაგრად ჩასჭიდა და იქაურობას გაეცალნენ.ბოლომდე ცდილობდა,რომ ცრემლები არ წასკდომოდა.ბოლოს თავი ვერ შეიკავა და ცრემლებმა გზა იპოვეს მის ღაწვებზე.ლამაზი მწვანე თვალებიდან მდინარედ მოდიოდნენ ცრემლები,რომლებიც არ ჩერდებოდნენ.პირიქით უფრო და უფრო უმატებდნენ. ახლა,რომც ეცადა ლიკას ვერ შეაჩერებდა ნათიას ტკივილს.ესმოდა და იცოდა,რომ სანამ არ დაიცლებოდა ვერ შეჩერდებოდა. თითქოს ამინდიც მათ მხარეს იყო.წვიმამ წკაპუნი დაიწყო ასფალტზე.ჯერ ერთი წვეთი დაეცა,მერე მეორე. ნათიას შუბლზე დაეცა წვიმა და ნაცრისფერი ცისკენ გაიხედა. -ნახე,ლიკო ამინდიც ჩვენსკენააა,-გაიღიმა და წვიმას შეუშვირა თავი. -ხო,ნათო.-ლიკამაც გაიღიმა და მანაც წვიმას შეუშვირა თავი. წვიმაში იდგნენ,სახეები ზეცისკენ ჰქონდათ მიშვერილები და არც ერთი არაფერზე ფიქრობდა.მხოლოდ წვიმა ფიქრობდა,რომ არ შეჩერებულიყო. -ნათ დაუკარი!-გასცა ბრძანება ლიკამ.ნათიამაც მხარზე დაკიდული ფუტლიარი მოიხსნა,სადაც გიტარა ედო და ტიგინაშვილის „წვიმა დაიწყო“ ...წვიმა წამოვიდა,შენთან ერთად ყოფნა მინდა... წვიმაში იდგა ორი,სრულიად გიჟი ადამიანი და მღეროდა ამ სიმღერას.სიმღერას,რომელიც მთლიანად აღწერდა მათ გრძნობებს. ...ნაცრისფერი ყვავილებით მოგირთავ მინდორს, და გეტყვი,რომ მე შენ მიყვარხარ... თითქოს რაღაც იგრძნო ამინდმა და უფრო მაგრად წამოვიდა წვიმა,რომელიც სახეზე ეცემოდათ.უკვე არა მარტო სახეზე,მთელი სხეული გალუმპული ჰქონდათ წვიმის წვეთებისგან,მაგრამ ეს ისე სიამოვნებდათ არ აპირებდნენ წასვლას. არ გქონიათ ისეთი შეგრძნება თითქოს რაღაც კარგი ხდება შენს გარშემო,მაგრამ შენ ვერ გრძნობო.ზუსტად ესეთი განცდა ჰქონდათ ორივეს. *** პირველად ჩადუნელი ლიკამ და ნათიამ,რომ ერთად ნახეს.არა,კი არ უნახავთ დაინახეს. ნათიას დაბადების დღე იყო და მხოლოდ ლიკა,ნათია და ნათიას მამიდაშვილი და ლიკას მეგობარი ნინი იყვნენ.კაფეში წავიდნენ,ნაყინები ჭამეს წიგნებიც იყიდეს.მერე კი გასეირნება გადაწყვიტეს.ხან მღეროდნენ,ხან ცეკვავდნენ,ხან სურათებს იღებდნენ.ბოლოს ახალ ქუჩისკენ წავიდნენ,იქ საკანცელარიოში ბურთები იყიდეს და მთელი გზა ბურთებს ბერავდნენ.ჩიხიდან გადიოდნენ,ნათია წინ მიდიოდა რადგან ლიკა და ნინი რაღაცაზე შეჩერდნენ.უცბად ნათია უკან გამოხტა. -რა იყო?რა,შეშინებულივით გამოხტი,-სიცილით უთხრა პამიდორივით აწითლებულ ნათიას. -ლომაა,იქ!-უთხრა ჩუმი ხმით. რამდენი არ ეწვალეს მისკენ,რომ წაეყვანათ მაგრამ ისეთი ჯიუტი იყო არ წაჰყვა და დარჩა ხახამშრალი.მერე კი წუწუნებდა რატომ არ ვნახეო მაგრამ რა? *** ...ნაცრისფერი გრძნობით მოგიტან სითბოს, და გეტყვი,რომ მე შენ გცნობ... წვიმამ გადაიღო,მაგრამ მაინც იდგნენ ტროტუარზე და მღეროდნენ.სველები.გრძნობები დაეცალათ,აღარ ჰქონდათ ისევ ისე მონატრების შემოტევა. ისეთი ველური გრძნობა აღარ ჰქონდათ. -წავედით?-ჰკითხა ლიკამ და ნათიას გაუღიმა. -წავედით პანდუშ.-უთხრა ღიმილით ნათიამ და ხელი გადახვია.-ბედნიერი ვარ შენ რომ მყავხარ! -დამიჯერე,მესმის!-უთხრა ღიმილით ლიკამ ისე,რომ არც შეუხედავს. ჩუმი ნაბიჯებით მიუყვებოდნენ,სველ ტროტუარს. -იცი? ველური გრძნობა მაქვს!-დაბეჯითებით თქვა ნათიამ. წარბაწეულმა გადახედა ნათიას ლიკამ და ჩუმად ჩაიფხუკუნა. -როგორი? -აი,ასეთი ველური!-ისევ მტკიცედ თქვა. -ოჰო,კარგი.-უთხრა სიცილით და კორპუსში შევიდნენ. -კარგი. -ნაცრისფერი ყვავილებით მოგირთავ მინდორს...-წაიღიღინა ლიკამ. -და გეტყვი,რომ მე შენ მიყვარხარ...-დაასრულა ნათიამ და ღიმილიანი სახით შეაღო კარები. იმედია ვინმე კითხულობთ O.O არ ვიცი მაი და თუ კითხულობთ დააკომენტარეთ :დ გთხომთ რა :( |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.