აი... რა მაკლდა ჰავაიზე [3]
უშველეთ ! იხრჩობააა !!! დაიწყო კივილი და ხელების სავსავი! -მალე არ გესმით ?! უკან მიტრიალდა და გემზე რომ ვერავინ შენიშნა მის გარდა ნერიულად აათამაშა თმაში ხელები.. მერე მალევე გაახსენდა ობიქეტი, რომელიც წყალში "იხრჩობოდა" და ისევ წყლისკენ შეტრიალდა...ბიჭს კი წყლიდან ამოეყვინთა და გაკვირვებული უყურებდა ანერვიულებულ გოგონას... თავი აქეთ-იქით გააქნია წვეთების მოსაშორებლად და გაშტერებულ ალექსანდრას ინგლისურად ჰკითხა: -რამითი დაგეხმაროთ ? რატომ ყვირით მისს? თან მზეს იჩრდილავდა ხელით და თვალებმოჭუტული უყურებდა წყლიდან გემზე მდგომ გოგონას.. ალექსანდრა კი დაიბნა და არ იცოდა რა ექნა.. წეღან თურმე ეს ვაჟბატონი წყალში ტივტივებდა და ისვენებდა უბრალოდ, ამას კი დამხრჩვალი ეგონა და პანიკებში ჩავარდა...ვინც ცურვა იცით, ისიც გეცოდინებათ რა სასიამოვნო შეგრძნებაა როცა აჩერებ ხელსაც, ფეხსაც.. უბრალოდ დუნდები.. და წყალს მიენდობი მთელი სხეულით მოთენთილი.. ეტყობა ეს ბიჭic განცხრომაში იყო . მაგრამ ვინ აცადა.. ისტერიჩკა გოგომ ,რომელსაც ეგონა რომ ბიჭი იხრჩობოდა კივილით აიკლო იქაურობა... გოგონას გაკვირვებულ სახეს რომ შეხედა, მიხვდა რაშიც იყო საქმე და თან რომ ვერც პასუხობდა ალექსანდრა და არეულად ეუბნებოდა: -ისაა.. მე.. თქვენ.. მეგონა... ო მოხვდა რაშიც იყო საქმე და უნებირად გაეღიმა... გარეგნობა ჰქონდა სუპერ! ისეთი სუპერ რომ ალექსანრასაც კი ნერწყვები აყლაპინა.. წვრილი წვეთები დაკუნთულ სხეულზე დასდიოდა ,რაც უფრო მიმზიდველს ხდიდა, თმა, დაბალი და წინ ოდნავ "აპრეხილი" , დიდი ყავისფერი თვალები, სწორი ,გამოყვანილი ცხვირი და ულამაზესი ნაკვთები, სიმაღლითაც დაიტრაბახებდა აშკარად... ღიმილი ჰქონდა სა უცხოო.. ფართოდ იღიმოდა, რის შემდეგაც მარგალიტივით ქათქათა, ჩაწიკწიკებული კბილები "იჭყიტებოდა" ბაგიდან... გამოხედვა ჰქონდა საოცრად გამჭოლი და მიმზიდველი... ალექსანდრა ჯერაც უხმოდ იდგა და შუბლს ისრესდა სირცხვილისაგან აწითლებული.. ტყუილები არ უყვარს ამიტონ ძალა მოიკრიბა და რაც შეეძლო სერიოზულად უთხრა: -მე მეგონა იხრჩობოდით... და სახე უხერხულად შეჭმუხნა.. უცნობმა გემრიელად გაიცინა , თავისი "გემრიელი" სიცილით და ჩაილაპარაკა, ალექსანდრასაგან გასაკვირად ქართულად: - ზოგი რა შტერია... და ის იყო უკან გატრიალებას და გაცურვას აპირებდა , რომ დოინჯშემორტყმულმა და სირცხვილისაგან აწითლებულმა ალექსანდრამ მიაძახა: -ქართველი ვარ კრეტინო! და გაბრაზებულმა აქცია ზურგი.. ბიჭს ჩაეცინა... თავიდანვე მიხვდა იერზე რომ ქართველი იყო, მაგრამ ლაპარაკი გაუგრძელა და "წაეთამაშ-წაეცუღლუტა"... დარწმუნებულია ამ გოგოს კიდევ გადაეყრება, ეს გემი ჰავაის მიმართულებით მიდის. თვითონაც იქ გახლავთ ჩამოსული... ასე რომ ხელი მოუსვა და სახეზე ღიმილაკრულმა გაცურა წყალში... ******** ჰავაიმდე არცისე შორი მანძილი იყო, მაგრამ ღამემ მოუწია გემზე.. გარემო იყო ? რაღაცა შესანიშნავი.. წარმოიდგინეთ... ზიხართ გემის მოაჯირთან... ზემოდან ვარსკვლავებით მოჭედილი ცა დაგყურებt. ოდნავ გრილი ნიავი გიბერავს და ზღვის ხმაური ჩაგესმის.. გარშემო სილით დაფარული ნაპირები, პალმის ხეებითა და სხვადასხვა ტროპიკული მცენარეებით გადაჭედილი.. ტანზე ეკალი გაყრის ოდნავ გრილი ნიავისა და სიამოვნებისაგან.. გგონია ზღაპარში ხარ, რომელიც არასოდეს გინდა რომ დასრულდეს.. და აიი იძირები ამ სიამოვნების მორევში და კაპიტანი ლოუდ სპიკერით მთელს გემს ჩამოსვლას ამცნობს...გაღიპული კაცი გეზს ნაპირისაკენ იღებს და გემის საჭეს მძლავრად ატრიალებს... უსიამოვნო ყვირილზე უჟმურად ახელ თვალებს.. წყლის ჩხრიალის ხმას ხალხის ხმაური ფარავს ... ***** -დიახ... ზუსტად ისაა რაც მინდოდა... ჩაილაპარაკა კმაყოფილმა და ოთახს თვალი მოავლო, რომელიც მთლიანად ღია ფერის ხისაგან იყო გაკეთებული... ყველაფერი ნათელი ფერის იყო, და რაც მთავარია სანაპიროსთან ძალიან ძალიან ახლოს... ფანჯრიდან სასიამოვნო ხედი იშლებოდა.. მოხუც შავკანიანს ქირა გაუწოდა და გასული დაიგულა თუ არა ვარსკვლავივით გადაწვა ლოგინზე.. ღრმად ამოისუნთქა და სიამოვნებისა და მგზავრობისაგან რაღაცნაირად დაღლილმაც და ნასიამოვნრბმაც თვალები მინაბა... გადაწყვიტა ჯერ ცოტა დაისვენოს და მერე გავიდეს სანაპიროზე... ცოტა შეჭამოს,ძალები მოიკრიბოს და მერე მიეფიცხოს მზეს და კამკამა ტალღებში გაცუროს... უნდა აღიაროს კლიმატთან შეგუება ცოტა გაუჭირდა.. ჰაერი იმდენად ცხელია თავიდან სუნთქვაც კი გაუჭირდა და რამის ცუდად გახდა, მაგრამ ნელნელა მიეჩვია. გრილი ზედა და შორტი ამოიღო ბარგიდან და ლოგინზე დაყარა, სააბაზანოში ტილო შეიყოლა და გრილი ჭავლის ქცეშ დადგა იასამნისფერით გაწყობილ სააბაზანოში.. გრილმა წყალმა ცოტა აზრზე მოიყვანა და თვალები გადაეწმინდა თითქოს სიცხისგან გაბრუებულს...თეთრი ტილო ტანზრ შემოიკრა და ტყაპა-ტყუპით გავიდა საძინებელში.. ტანსაცმელი მალევე მოირგო, სახეზე დამატენიანებელუ გადაისვა. მოწესრიგდა. თმები ჩამოივარცხნა,მაგრამ სველი დაიტოვა მაინც წყალში უნდა ჩავიდეს სულ რამდენიმე წუთში და... ვარდისფერ ჩანთაში ლოსიონი და რამდენიმე საჭ ირო ნივთი ჩაილაგა. შავი რეიბანი მოირგო და გასასვლელში გავიდა... სულ რამდენიმე მეტრი გაიარა და უკვე ცხელ სანაპიროზე აღმოჩნდა, "შლოპანცებში" (არვიცი სწორად როგორ დავწერო ქართულად) ცხელი ქვიშა ეყრებოდა და უსიამოვმოდ უწვავდა ტერფებს.. მზემ იმდენად დააცხუნა ცოტაც და ოფლის აბაზანას მიიღებდა ალბათ წყალში თუ არ ჩავიდოდა.. დათუთქული მივიდა შეზლონგამდე და როგორც კი ქოლგის ჩრდილს შეაფარა თავი ამოისუნთქა... კამკამა , ხალხით არცისე სავსე წყალს გაჰხედა და კიდევ ერთხელ დარწმუნდა თავისი გადაწყვეტილების სისწორეში, ჰავაიზე წამოსვლასთან დაკავშირებით...შორტი და მაიკა გადაიძრ შორტი და მაიკა გადაიძრო.. ლურჯსა და თეთრში გაწყობილი საცურაო ლიფისა და ტრუსის ამარა გატანტალდა წყლისაკენ.. თითის წვერით მოსინჯა ტემპერატურა და თამამად შეაბიჯა თბილ წყალში... წყალი უყვარს.. მაგრამ არასოდეს უთამამდება...ვერც ბედავს.რამდენჯერმე რამის დაიხრჩო და ამის გამო ერიდება სიღრმეს... მაგრამ ცოტა ღრმა წყალი ისე ბრჭყვიალებდა მზეზე ცდუნებას ვერ გაუძლო და თამამად მოუსვა ხელები, მერე ფეხების ჩქარი მოძრაობაც მოაყოლა და სიღრმისაკენ გაცურა.. ისე სიამოვნებდა ტალღებში ნებივრობა ვერც კი მიხვდა როგორ შეცურა და შეცურა სიღრმეში...სიამოვნებისაგან გატრუნულს ხელზე უხეშად მოედო ვიღაცის ძლიერი მკლავი, რომელიც ხელზე ექაჩებოდა და უკან სწევდა.. უკმაყოფილოდ ამოყვინთა წყლიდან და წყლისგან დაბინდული თვალები რამდენჯერმე დაახამხამა...უტიფარი ქართველი უცნობი ,რომ შერჩა ხელში, გაკვირვებისაგან რამის შუბლზე აუვიდა თვალები.. ბიჭი მიხვდა რომ ალექსანდრა არ აპურებდა საუბრის დაწყებას..- აქეთ ცურვა საშიშია...აუხსნა სიტუაცია და თვალებით მათ წინ მოლივლივე წყალზე მიუთითა... -ცურვა ვიცი.. მოკლედ მოუჭრა ალექსანდრამ და მყუდროების დამრღვეველს ზურგი აქცია.. -კიბატონო.. უთხრა ბიჭმა და ირონიული ღიმილით აქცია ზურგი.. ხმადაბლა გადათვალა 1..2... და... 3.. და ალექსანდრას წიკვინმაც არ დააყოვნა - აუ... წყალმცენარეში გამეჭედა ფეხი... ბიჭმა გამარჯვებული ღიმილით ჩაიღიმა და ალექსანდრასკენ მიტრიალდა... -რამე გინდა ? ვითომდა არ ესმოდა წყლის ჩხრიალში რას ეუბნებოდა ალექსანდრა -ფეხითქო... წყალმცენარეში გამეჭედა..უფრო ხმამაღლა გაუმეორა ალექსანდრამ და შეწუხებული სახით ჩაიხედა წყალში, ფეხს უიმედოდ "ახვანცალებდა" და მგონი მცენარე თან მსუსხავიც იყო... ცოტა კი უნდოდა გაეწვალებინა გოგონა ,მაგრამ ისეთი შეწუხებული იყო და თან მგო ნი დასუსხულიც, რომ ვეღარ მოითმინა, სწრაფად ჩაყვინთა სიღრმეში და დიდი წვალებით გაგლიჯა მცენარე.. გადაღლილმა წყლიდან ამოყვინთა და ღრმად ამოისუნთქა... -მადლობა.. უნდოდა გულწრფელი ღიმილით ეთქვა. მაგრამ ისე ეწვოდა ფეხი ესეც ძლივს ამოთქვა და რომ არ ჩაძირულიყო უნებურად ბიჭის ხელს "ჩამოეკონწიალა" .. მიხვდა რომ ალექდანდრა ცურვას ვერ შეძლებდა და უთხრა : - მოდი მომეჭიდე. მე გაგიყვან... და ხელები დაძარღვულ კისერზე შემოაწყობინა სიფრიფანა გოგონას. ალექსანდრამ უჩუმრად დაუქნია თავი და ძლივს იკავებდა თავს რომ არ ეტირა ისეთი გაუსაძლისი ხდებოდა უკვე ტკივილი.მთელი კისერი ეწვოდა ისეთი გახურებული იყო ალექსანდრა..მგონი მცენარემ დასუსხვასთან ერთად ალერგიაც მისცა და გოგონას ტემპერატურამ აუწია..ჩქარა მიაპობდა ტალღებს, გოგონა კი ხან წელზე ეკონწიალებოდა, ხან კისერზე.. ცოტა კი ეუხერხულებოდა,მაგრამ ახლა მხოლოდ იმაზე ფიქრობდა ნაპირამდე გაეღწია და დასუსხული ფეხი მოერჩინა.. ნაპირამდე გააღწიეს... - გავლას შეძლებ თუ კიდევ ზედ უნდა დამეკონწიალო? ჰკითხა სამშვიდობოს გასულ ალექსანდრას და ირონიული სახით მიაჩერდა.. "ფუ კრეტინი, უტაქტო" ჩაილაპარაკა ალექსანდრამ და ცივად უშვა ხელი... სიმწრით გადადგა ნაბიჯი და ისედაც დასუსხული ფეხი მთლად აეწვა ცხელ ქვიშაზე... ბიჭმა აქეთ-იქით გადააქნია თავი, ჩქარი ნაბიჯით დაეწია და ხელებში ბუმბულივით აიტაცა -ხელი გამიშვი, თვითონ ვიზამ! გაბრუნჩულმა და აწიწმატებულმა ამოთქვა მის მკლავებში მოთავსებულმა და "გაიბრძოლა".. - -ნუ ფართხალებ რა ! უთხრა ცხელი სხივებისაგან შუბლშეკრულმა და შეწუხებულმა და ალექსანდრას შეზლონგისაკენ გასწია..გოგონამ მზერა აარიდა და ცხვირაბზუებულმა გაიხედა გვერძე..."დაზარალებული" შეზლონგზე დააწვინა.. თვითონ გვერდითა შეზლონგზე ჩამოჯდა და ღიმილით მიაჩერდა გოგონას რომელიც ნატკენი ფეხის შესწავლით იყო დაკავებული -რა ?! მისი მზერით დამწვარმა მოჭუტული თვალებით შეხედა ბიჭს... გოგონას ნათქვამი დააიგნორა და ჰკითხა: - რა გქვია ?! თან თვალს არ აშორებდა.. -ალექსნდრა.. ამოილაპარაკა ისე რომ თვალი არ მოუშორებია დასუსხული ფეხისთვის და მის ზელვას განაგრძობდა, თითქოს ამით იამებდა ტკივილს., -ვაჩე... ღიმილით ჩაილაპარაკა ბიჭმა და ხელი გაუწოდა... ___________________________ დიდი მადლობა ვინც კითხულობთ <3 ველი კომენტარებს , შეპირებისამებრ ყოველდღე გიდებთ და თანაც რომ იცოდეთ როგორი წვალებით ვბეჭდავ <3 დამიფასეთ თავდადება და გამათბეთ კომენტარებით |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.