შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

The psychopath (II)


25-04-2015, 09:42
ავტორი ფსიქო.13
ნანახია 1 815

მართლაც გაკვირვებული დარჩა. არ მოელოდა ამას,მართლა... საჩუქარი უკვე 5 წელია არ მიუღია. ნელი ნაბიჯებით დაიძრა,გზადაგზა "შეშლილის პერანგს" ისწორებდა. ჯერ ბლოკნოტს გადახედა,წარწერა ისევ ისეთი,ლამაზი ხელით იყო დაწერილი.
"მომიყევი შენზე"-ამ კითხვამ გააცინა,ჯერ ოდნავ,მერე კი მთელი ძალით იცინოდა,ხარხარებდა,რა აცინებდა? მისი უნადრუკი ცხოვრება აცინებდა.
"მე გიჯი ვარ,შენ?" -სიმართლე უთხრა,ამისი არც რცხვენოდა. გიჯობა არ იყო ცუდი. სულაც არა. მერე ყუთს დახედა,გაჩერდა და კარგად დააკვირდა. უნდოდა წინასწარ ამოეცნო რა იდო პატარა ყუთში. ბოლოს ფიქრს თავი დაანება და გახსნა. სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა. გვირილა. ყურზე წამოიცვა და სარკეში საკუთარი თავი შეათვალიერა,დატრიალდა,გაიცინა და ლოგინზე დაებერტყა. რა კარგი დღე დაიწყო,თითქოს თავისებური,რაღაცით თავისებური... მალე ექიმიც შემოვიდა,ო,როგორ ვერ იტანს ამ ბებრუხანას. რაღაც უარყოფითს იწვევს მასში. წამალი აიღო,ხელით პირში ჩადების იმიტაცია გააკეთა და ექიმის შემოწმების მერე დაუყონებლივ დასრისა და წყალს შეურია. სულ ამ თეთრ ოთახშია. საერთო დარბაზში გავალ,გაიფიქრა კეტრინმა და გვირილა კიდევ ერთხელ შეათვალიერა. კარები გააღო და გავიდა,მნახველი ყავდა. როგორ მობეზრდა ეს ცრუ ნახვები. მაგრამ სხვა რა გზა აქვს,ექიმი აიძულებს,ეუბნება უფრო მალე გაგიშვებ აქედანო,როგორ მობეზრდა ყველაფერი.
-კეწრიიიინ-ესეც ჯოი,დივანზე მოისკუპდა.
-გამარჯობა-სულ ოდნავ გახსნა ბაგეები
-ჯულიეტა კიდევ მესიზმრა წარმოგიდგენია??-აღტაცებით წამოხტა და ტრიალი დაიწყო
-რომეოს ნუ აეჭვიანებთ,თავისი გასჭირვებია-თითქოს იხუმრა,მაგრამ შორიდან რომ შეგეხედათ იფიქრებდით სიკვდილ-სიცოცხლის საქმეს განიხილავდნენო.
-არა,თანახმაა-კვლავ აღტაცებით დაიყვირა და სირბილი დაიწყო,ხან ვის შეახტებოდა,ხან ვის. იფიქრებდი გიჯიაო (აი აქ უნდა გაგეცინოთ :დ )
ისევ საკუთარი ოთახი არჩია,უყვარს აქაურობა.თეთრ კედლებს თვალი გაუშტერა. ახლა მარლბოროს მეტი არაფერი უნდა. მაგრამ ამის უფლება არ აქვს. სიგარეტი აკრძალულია.რა მოსაწყენია არა მისი ცხოვრება? ალბათ თქვენც გეზარებათ კითხვა,აბა,რაა საინტერესო?! უცებ წარსული გაახსენდა და თვალები მთელი ძალით დახუჭა.
" 13 აგვისტო... სიცხე იყო. მამამისის დაბადების დღე. როგორ უყვარდა მამა... ყველაფერი კარგად იყო. თითქოს ყველაფერი კარგად. ხმაური იყო,ამიტომ ცოტა ხნით დასვენება არჩია. თავის ოთახში მიდიოდა,როცა კივილი მოესმა. ხმა დედის ოთახიდან მოდიოდა. ჯერ სწრაფი ნაბიჯებით მიდიოდამერე კი უკვე გაიქცა,ვერ ხვდებოდა რა უნდა მომხდარიყო. უცებ გაშეშდა. მამამისი ძირს ეგდო,დედამისი და კიდევ ერთი კაცი... აი აქ სტოპ,აი აქ სტოპ... მამა გარდაეცვალა,გულმა დაარტყა როცა... ხოლო დედა? დედის მოკვლა თვითონ სურდა)) დანით 7 სასიკვდილო ჭრილობა მიაყოლა,მაგრამ მაინც არ მოკვდა,წლების მერე აპატია ნინუცამ,სასოწარკვეთილებას მიაბრალა სულელმა ქალმა,მერე ბავშვთა გამოსასწორებელი კოლონია,მერე იქ მრავალი მკვლელობები და ახლა აქ,თეთრ ოთახში,ფსიქიატრიულში..."
ეზიზღება აქაურობა,მართლა გულს ურევს თეთრი ფერი... არადა რა კარგი,მართლა რა კარგი ცხოვრება ქონდა. წარსულზე არ იფიქრო,რაც იყო იყო,გაიფიქრა კეტრინმა და ბლოკნოტი აიღო,უნდოდა რამე ჩაეწერა,თუმცა რა? ვერაფერი... ისევ იქ დადო,სადაც ადრე იდო და საწოლზე მიესვენა,ვერ მოისვენა,ვერაფრით ვერ მოისვენა და ადგა,როგორ უნდოდა ახლა გარეთ გასვლა... მერე აღარაფერი ახსოვს.
დილას ისევ სისხლიანი ხელები,ამჯერად ფეხი ჰქონდა გაჭრილი,ამას მიჩვეული არ იყო და გაუკვირდა,სისხლი კი არ ჩერდებოდა... არაფერი ქონდა რომ შეეხვია. ცუდია. მართლაც. ექთნის კაბინეტისკენ წავიდა,ტკიოდა,მაგრამ ეს არაფერი იყო სხვა,შინაგან ტკივილებთან შედარებით...
მორჩა,ოთახში დაბრუნებულმა ბლოკნოტი გახსნა
"კარგია. მომიყევი,როგორ გრძნობ თავს გიჯად? გამოგიტყდები,მეც მიყვარს ადამიანების მოკვლა. მაგრამ შენსავით საკუთარ თავს არ ვისერავ ხოლმე"
რაო? საკუთარ თავს შენსავითო... ნუთუ,ნუთუ მართლა მაზოხისტია? არა,თუმცა რატომ გაუკვირდა.ეს მისთვის არაერთხელ უთქვამთ
"კარგია გიჯობა. არავინ მაწუხებს. ყველასგან იზოლირებური ვარ. ეს კარგია. მართლა. " მიჯღაბნა და გვირილა შეათვალიერა. როგორ დასვრილა სისხლით,მაგრამ მაინც არ მოიხსნა. სასაცილოა,არ ახსოვს როგორ კლავს,ამისგან ალბათ სიამოვნებასაც იღებს,მაგრამ მალევე ავიწყდება. ეს ცუდია ალბათ. სიახლე,რაღაც ახალი უნდა. მაგრამ როგორ? გამა კმაყოფილი არაა საკუთარი ცხოვრებით? თუ ამას ცხოვრება ქვია რათქმაუნდა.
დილაც ასეთი უნდა,აბა რა,როცა აღმოაჩენ რომ ბნელ ადგილას გდიხარ და თავი საშინლად გეწვის. ნამდვილად არაა სასიამოვნო გრძნობა. უსიამოვნოა. ნელა წამოდგა,ახლა რაღა მოხდა?! რატომ არაფერი ახსოვს? ეს უკვე მართლა ცუდია. ხოდა,უნდა გაარკვიოს რა მოხდა. გვერდით გაიხედა და სუსტად წამოიკივლა. მის გვერდით სისხლში მცურვალი თითქმის დაჩეხილი კაცი ეგდო. მერე "დაევასა" ასეთი სანახაობა. უყვარს სისხლი. მეტიც,გიჯდება. ნელა შეახო ხელი და ჩამოუსვა. სისხლი მის ხელს მალე შეერია. მერე ხელი აილოკა. კარგია. სახრჩობელაც კარგი იქნებოდა,მაგრამ ამასაც არაუშავს. "სრულფასოვანი გიჯი ვარ"-ხმადაბლა ჩაილაპარაკა და იმწამს მოშორდა უცხო სხეულს,მერე სიცილი აუტყდა. მის ყურთასმენას ექიმების ყვირილი მოესმა-ვიპოვეთ. მერე ხელებში გიჯებივით ეცნენ-"ვერ გავიგე,მე ვარ გიჯი თუ ესენი",გაიფიქრა და უფრო მეტად გაეცინა. საწოლს მიაჯაჭვეს და მერე... მერე ძალიან დიდი ტკივილი,ბოლო ხმაზე კივილი,ვერ იტანს ექიმებს. ტკიოდა,გაუსაძლისად ტკიოდა. პირში რაღაც ჩაუდეს. გაითიშა. ეს ალბათ გიჯური შოკი იყო. ჯერ შეტევა არ ჰქონია კეტრინს. ეს პირველი იყო. 27 ივნისი.
თვალები დიდი წვალებით გაახილა,სულ კანკალებდა. ასეთ შეტევებს ცუდი შედეგი მოყვება ხოლმე-გონების დაჩლუნგება,სრულიად გამოფიტვა... მაგრამ კეტრინის შემთხვევაში სულ სხვანაირად მოხდა. არაფერი ისეთი,უბრალოდ მაშინდელი ტკივილი ახსოვს კარგად. ექიმს მოკლავს,აუცილებლად. აბა ხომ არ აპატიებს. თავის ოთახში გამოეღვიძა,ეს კარგია. ბლოკნოტს ეცა.
"მაინც,რამ გაფიქრებინა საწყალი ბიჭის აკუწვა? მერე რა რომ გეი იყო,ნუთუ ასეთი დაუნდობელი ხარ,მე გიყურებდი."
აჰა,ესეიგი ის ბიჭი იმიტომ მოუკლავს,რომ გეი იყო,ესეიგი ეკუთვნოდა. ეს კარგია,მის ცოდვებს გამოაკლდება.
"ის საწყალი ბიჭი გეი იყო,თვითონ აღნიშნე." პასუხი არ დააყოვნა,ექიმიც შემოვიდა. ისევ იგივე,აბები მისცა და შეამოწმა,მერე გავიდა. აბებს ისევ იგივე ბედი ეწია. მაგრამ როცა წყალს შეურია,ონკანის უკან,საიმედოდ შენახული მალრბოროს კოლოფი და ასანთი დაინახა და გაოცებისგან ენა ჩაყლაპა. ეს კარგია,მართლა კარგია.
---
აბა,არ მითხრათ პატარააო,ძალიან გთხოვთ რა,მართლა ბევრი ვიწვალე,შეცდომები მგონი ბევრი არ იქნება... რას ფიქრობთ? ძაან ცუდია? თუ გავს რამეს?



№1  offline წევრი თაკუნია♥

Rogor momwons ^_^ nu didiatqo ver vityvi Mara araushavs *_- lodini ki momiwevs erti kvira mara girs love

 


№2  offline წევრი ფსიქო.13

თაკუნია♥
Rogor momwons ^_^ nu didiatqo ver vityvi Mara araushavs *_- lodini ki momiwevs erti kvira mara girs love

udidesi madlioba.
nu amboben jobs gvian vidre arasdroso :3
khoda shabats iqneba gpirdebi,sheidzleba iqamdec iyo,nu tu rame moxdeba da damsvamen pirdapir vglej axal tavs :dd
kidev ertxel madloba
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№3  offline წევრი თაკუნია♥

psychopath_013
თაკუნია♥
Rogor momwons ^_^ nu didiatqo ver vityvi Mara araushavs *_- lodini ki momiwevs erti kvira mara girs love

udidesi madlioba
nu amboben jobs gvian vidre arasdroso :3
khoda shabats iqneba gpirdebi,sheidzleba iqamdec iyo,nu tu rame moxdeba da damsvamen pirdapir vglej axal tavs :dd
kidev ertxel madloba



Arapers ^_^ kai iqneba tu moaxerxeb manamdec :3 :3 iseti gansxvavebuliaaa.... ^_^ ^_^

 


№4  offline წევრი ფსიქო.13

მადლობა მადლიოობაა :დდ
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№5  offline წევრი Only DrEAmer

საინტერესოა რავი მემაგრად მომწონს და love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent