მეცამეტე თვე (1)
თუ სიყვარული წრფელი და ნამდვილია, იგი არ ითვალისწინებს არანაირ გარეშე პირობებს. მთავარია, უყვართ და მორჩა! ამ ამბავმა, რომელიც თქვენ უნდა მოგიყვეთ, დამიმტკიცა, რომ არ არსებობს გარემოება, რომელიც შეძლებს სიყვარულის დამარცხებას! * * * ისევ თავჩაქინდრული დაუყვა დაღმართს. ამ წვიმაში, არანაირი სურვილი არ ჰქონდა ატალახებული ტროტუარისთვის ემზირა. ბევრს უყვარს წვიმა, მაგრამ ამ "ბევრში" ანაბელ კალანდაძე არ შედიოდა. საერთოდ, ის არც ერთ დაჯგუფებას არ მიეკუთვნებოდა, რომელსაც საერთო მიზნები და სურვილები გააჩნიათ. ეს მისი ინდივიდუალიზმი დიდად არავის სიამოვნებდა, რადგან მართლა ყველასგან გამორჩეული იყო. შეეძლო მოეთმინა სხვისი უაზრო შენიშვნების გროვა, მაგრამ შეურაცხყოფას არავის აპატიებდა.. თუ მარტო დარჩებოდა, არ დაიწუწუნებდა, მაგრამ ძალიან დიდი ეგოისტი იყო. ამ ეგოიზმს,რა თქმა უნდა, იმ ადამიანებთან, არ ამჟღავნებდა, ვინსაც "ფეხებზე ე*იდა", ან ეპირფერებოდა.. ვერ იტანდა უაზროდ სიცილს, ჩერჩეტ და გაუწონასწორებელ გოგონებს, რომლებსაც თავმოყვარეობა დაკარგული აქვთ და სხვის თვალში ნაცარივით გაჩხერას ექვემდებარებიან მხოლოდ. მოახლოვდა ახმაურებული შენობა და იმატა აურ-ზაურმაც. როგორ უყვარდა სიწყნარე! სკოლა კი, ამ სიამოვნებას მხოლოდ გაკვეთილზე აძლევდა. ჩანთა გვერდზე გადაიგდო, რასაც ნაწნავიც მიაყოლა და გაბედულად შეაბიჯა ეზოში. პატარა ბავშვები ძალიან უყვარდა, მაგრამ მათ ჭყავილს ჭკუიდან გადაყავდა. ზოგი პირველკლასელი ისე ედებოდა ფეხებში, ლამის ცხვირით გაახნევინეს ბეტონი. ფრუტუნით აირბინა კიბეები და თავი სამშვიდობოზე რომ დაიგულა ამოისუნთქა. ჩანთა მერხზე დადო და ქურთუკი გაიძრო, საკიდზე ჩამოკიდა და ისტორიის სქელი წიგნი მოწყვეტით დააგდო მერხზე. _ცოტა წყნარად, კალანდაძე!-გადმოძახა უკანა მერხიდან მატათამ, რომელიც ათასში ერთხელ იღებდა ხმას და თუ ამოიღო მტრისას. _ხელი შეგიშალეთ?-დაწვრილებული თვალებით ჩახედა ბიჭს ლურჯ თვალებში, ამ წუთას ბრაზისაგან რომ აუწითლდა. _კი, თან ძალიან.. მაგრამ ახლა შენმა გრძელმა ენამ უფრო მომშხამა,-ფეხზე წამოდგა და გოგონას მიუახლოვდა, მის წინ წამის მეასედში დადგა და თვალებში ჩააჩერდა. _ჩემი ენა შენთვის არა მგონია პრობლემას წარმოადგენდეს, ამიტომ შენს ადგილს დაუბრუნდი, თუ შეიძლება!-სიმკაცრე შეეპარა ხმაში ანაბელს და ადგილს დაუბრუნდა. _შენ, რამე ხომ არ გეშლება?- მის პირდაპირ მერხზე ხელები დააწყო აშკარელმა და ოდნავ დაიხარა. _არ..არაფერი,-ცოტა არ იყოს შეშინდა კალანდაძე. ჯერ ერთი ის, რომ ასე ახლოს იყო მატათა მასთან, მერე მეორე ის, რომ ასეთი გაავებული თვალებით უყურებდა. _მე რაღაც არ ვარ მაგაში დარწმუნებული! _მატათა, მომშორდი!-სწრაფად დაუყვირა და უკან გადაიხარა. _მაგაზე მაშინ უნდა გეფიქრა, ნერვებს რომ მიშლიდი, ანაბელ! _შენ თვითონ მოგეშალა ნერვები,-არ თმობდა პოზიციას გოგონა და თავისას გაიძახოდა. _ასეთი არ მახსოვხარ, კალანდაძე!-ირონიულად გაიმეორა ქიმიის მასწავლებლის სიტყვები, რომელიც სულ ამწარებს გოგონას. _რა გინდა?-ახლა მართლა არაფერი არ აინტერესებდა ამის გარდა. _მინდა რომ შემატყობინო, როცა ის ა*ვარი ნამიჭეიშვილი კიდევ ერთხელ მოგწერს, ან დაგირეკავს...-გოგონას საპროტესტოდ გაღებული პირი რომ დაინახა საჩვენებელი თითი დაუქნია და გაანაგრძო, _ყოველგვარი პროტესტის გარეშე მოვითხოვ ამას! _შენ.. შენ რა უფლებით ითხოვ მაგდენს?-მაინც ამოიბლუყუნა რასაც გულში ფიქრობდა და თვალები სიბრაზისგან ჩაუწითლდა. _დამიჯერე, ძალიან დიდი უფლებით!-კიდევ ერთხელ ჩატეხა ტუჩის კუთხე და თეთრი კბილები გამოაჩინა,_თუ ასე არ მოხდება, მაგ ა*ვარს ჩემი ხელით გამოვასალმებ სიცოცხლეს.-დაამატა ბოლოს გამწარებულმა და პასუხის მოუსმენლად დაუბრუნდა საკუთარ ადგილს უკანა მერხზე. "ეს არ უნდა იყოს ნორმალური, ან ნამიჭეიშვილთან რა უნდა? მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს." მთელი ისტორიის გაკვეთილის განმავლობაში ამაზე ფიქრობდა და სულ არ გაუგია, რას ლაპარაკობდა პატივცემული ნელი. რის ვაი ვაგლახით გადააგორა შვიდი გაკვეთილი და გასავათებულმა დატოვა სკოლის შენობა, ისე რომ უკან არ მიუხედავს. როგორც ყოველთვის, ახლაც მოუვიდა ბექასგან მესიჯი. დაფიქრდა, გაერისკა და მიეწერა მასაც? იქნებ, მართლა ეცემა იმ შეშლილ აშკარელს, მერე სადღა წავიდოდა? "როგორ ხარ ანუშკი?"-ყველაზე მეტად არ მოსწონდა "ანუშკის" რომ ეძახდნენ. არაჩვეულებრივი სახელი ჰქონდა და ყველა ვალდებული იყო ამ სახელით მიემართა. ნამიჭეიშვილს ხათრს ვერ უტეხავდა და სწორედ ამიტომ აძლევდა ამის უფლებას. "კარგად ბექა, შენ?"- მიწერა ბოლოს მანაც. თავი იმით გაიმხნევა, საიდან უნდა იცოდეს მატათამ, მე ვის რას მივწერო. "არამიშავს, ამ საღამოს რას აკეთებ?" მრავალგზის გაცვეთილი ფრაზის მოსმენა მასაც ხვდა წილად. ო, როგორ ვერ იტანდა ამ ოთხ სიტყვას "ამ საღამოს რას აკეთებ?''-ს. "სამეცადინო მაქვს, როგორც ყოველთვის." -ლამის ჩამოეძინა ტელეფონზე, ამიტომ ჯიბეში ჩაიდო და სწრაფად აიარა კიბეები. კიდევ რამდენიმე მესიჯი გამოუგზავნა ბექამ , თუმცა არც ერთში ეწერა მნიშვნელოვანი რამ. მოწყენილობისგან ლამის დაიხრჩო. ნამეცადინები ჰქონდა, დედ-მამა სახლში არ იყვნენ, ინტერნეტში ძრომიალი ეზარებოდა. სწრაფად მოიცვა ნაქსოვი ჟილეტი ყვავილებიან კაბაზე და შოკოლადების საყიდლად ჩავიდა მაღაზიაში.. მარტის თავისებური, ე.წ გიჟური სიცივე არასასიამოვნოდ ატანდა ძვალ-რბილში. სწრაფად გამოართვა გამყიდველს რამდენიმე შეკვრა და ისე ჩაიკრა გულში შოკოლადები თითქოს ვინმე ართმევდა. ყურები წივილ-ყვირილმა აატკივა და სწრაფად მიაბრუნა თავი მარჯვნივ, საიდანაც მოდიოდა ხმაური. ხალხის შეკრებილი ჯგრო დაინახა. წრეში რა ხდებოდა ვერ ხვდებოდა, თუმცა აშკარა იყო, ვიღაცეები ჩხუბობდნენ. მკვეთრად ისმოდა გინების ხმა, ქალები წიოდნენ, "გააშველეთო" გაიძახოდნენ. სწრაფად მიუახლოვდა გროვას ანაბელიც და თვალები შუბლზე აუვიდა სახეაშლილი აშკარელი და ნამიჭეიშვილი რომ დაინახა. ისეთი ველური მზერით უყურებდა მატათა ბექას, იმ მსუქან კაცს რომ არ გაეკავებინა, ალბათ მოკლავდა.. აშკარად მოკლავდა, ამას მისი სახის მიმიკაც ამტკიცებდა. _გაფრთხილებ, გაფრთხილებ!-დაუყვირა ბოლოჯერ აშკარელმა, _თუ მიეკარები, ან მიწერ, გეფიცები ჩემი ხელით დაგახრჩობ! გესმის? დაგახრჩობ! _შენ ვერ დამიშლი, ლაწირაკო!-დაუყვირა ბექამაც. _გამიშვით, უნდა მოვკლა!-დაიღრიალა მატათამ და კაცის მკლავებს დაეჯაჯგურა. _შვილო, გაჩერდით ახლა! როგორ შეიძლება ასე ჩხუბი?-სიტყვით გამოვიდა მოხუცი კაცი და ორივეს მკაცრად მიაჩერდა,_დაიშალეთ ხალხო! ასე კარგი საყურებელია ორი ახალგაზრდა ერთმანეთს რომ ცემს? _წამოდით, წამოდით.-აჩოჩქოლდა ბრბო და მალევე გაიფანტა. ანაბელი ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა მის თავს... მერე გაახსენდა აშკარელის სიტყვები და მიხვდა ეს ბიჭი არ ხუმრობდა.. _ანაბელ, საქმე მაქვს გამოდი, ერთი წუთით!-მკაცრი ხმით უთხრა მატათამ ერთ ადგილას გაშეშებულს, ისიც დაჰიპნოზებულივით გაყვა უკან. __________________________________________________________ დავბრუნდი! სულ სულ მალე... ვიცი რომ პატარა თავია და მომიტევეთ, თუ შეგიძლიათ, გუშინ დავწერე გადარბენაზე და ესეც საცდელია. იმედია, მოგეწონებათ. აზრი კომენტარებში დააფიქსირეთ, თქვენზეა დამოკიდებული განვარგძობ თუ არა წერას. (არ მიყვარს ასე რომ ვამბობ მარა ასეა ) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.