სულს მოგცემ - 2
ხელით ანიშნა ანანოს ირაკლის და კოკას რომ ან ახლავე მივიდოდნე მასთან და აუხსნიდნენ რას აკეთებდა ეს კერნკერჩო აქ ან არადა ყელს გამოჭრიდა ... -რა იყო გოგო - როგორც კი ყველა მასთან მივიდა მაშინვე ანანომ დაიწყო ლაპარაკი ბიჭებს ხმა რომ გაეღოთ ერთმანეთზე გადააბავდა ყველას ... -რა იყო კი არა ამ კენკრეჩოს აქ რა ჯანდაბა და არ გადარჩენა უნდა ? -აუ ნია შენ თავს ვფიცავარ მაგრად გამიტ**კა დღეს ამოვალ ამოვალო და უარი ვეღარ ვუთხარი (კოკა) -მე მივდივარ - იცოდნენ რომ ამაზე კარგი რეაქცია ნიას არანაირად არ ექნებოდა ლუკა გაფაციცებით უსმენდა და კითხულობდა რა ხდებოდა არავინ რომ არ მოუსმინა და პასუხიც რომ ვერ გაიგო გაჩუმდა ... და მოსმენას დაჯერდა ... -შენ გოგო ცუდად ხო არ ხარ სად წახვალ ამ მართლა კენრკრეჩოს გამო ? (ირაკლი) -აუუ აღარ შემიძლია ტოო ან კენკრეჩო ვინაა ან რატო მიდის ეს იმის გამო? (ლუკა) -ლუკა გამაცილებ ? - თვალებ გაფართოებულებმა შეხედეს ნიას რომელიც მართლა მიდიოდა და თან ლუკას თხოვდა გაცილებას ... საინტერესოა საინტერესოა ... -კი მაგრამ გზაში მოგიწევს მოყოლა ! თითი გამაფრთხილებლად აუფრიალა ცხვირ წინ და ტყავის ქურთუქს ხელი დაავლო გარეთ გასულები მანქანში ჩაჯდნენ ... -რა გჭირს ტოო ... -არ მევასება რა ეს გოგო მეზიზღება ... სწერვა გათახსირებული გოგოა ... მაღიზიანებს ... სულ მეიაზვება ... ვერ ვიტან ! და ამათმა კიდე აქ მომითრიეს ! საღოლ რა ... -და იმის გამო წამოხვედი ? რომელი იყო ? -ვაკოსთან რომ იდგა ... - წარბებ შეკრულმა თქვა და ლუკას სიცილიც დაიმსახურა -შენ ეხლა გულახდილად მითხარი ... იმაზე უფრო გაბრაზდი რომ ეგ ვაკოსთან იდგა და ეტენებოდა თუ იმაზე რომ გეზიზღება და იქ შემოეტენა ? -ვაკო რა შუაშია უბრალოდ ... ოოო ... -ნიაკო ? -რა ... -იცოდე მე ვერ მომატყებ ! -შენ ხო არ გაჟრჟილებს მიმიყვანე სახლამდე ერთი შენი ჭირიმე რა ... -კარგი ... ანუ ვაკო არ მოგწონს ? -ლუკა რა სისულელეებს მეკითხები ... რა თქმა უნდა არა 1 დღეც არაა რაც ვიცნობ რა მოწონებაზეა საუბარი ? -იცოდე სიტყვაზე გენდობი ... მანქანაში "Labrinth- Beneath Your Beautiful " გაჟღერდა ... ესეც სიმღერას რიტმულად აყვა ხმას აყოლებდა ჰანგებს და თვალებ დახუჭული ფიქრობდა ცხოვრებაზე ... ისეთი არა ამ ქვეყნიური ხმა ამოსდიოდა პირიდან ... ლუკა გაოცდა ... იმ წამსვე აიღო აიფონი და ცალი ხელით გადაღება დაუწყო ... თვალებ დახუჭულიც რა ლამაზია ... გაიფიქრა და სიამოვნებით დუაგდო ყური მის სიმღერას ... ვერ უყურედა როგორც სხვა გოგოებს ... თავიდანვე როგორც პატარა დაიკო ისე მიიღო ... გული უთბებოდა როცა უყურებდა და უსმენდა ... ახლა კი ასეთი ხმის პატრონი ? ტყუილია ! "აჩვენეთ ეს გოგო მსოფლიოს და გაჩვენებთ იგი ნამდვილ ნიჭს" გაიფიქრა და ჩაფიქრებულ გოგონას რომელიც წარბ აწეული უყყურებდა ტელეფონს თვალი გაუსწორა ... -ეგრე ნუ მიყურებ მაინც არ წავშლი ! -ნუ წაშლი - მხრები აიჩეჩა და თავი ისევ საზურგეს მიადო ... -სადმე დადიოდი ? -არა თვით ნასწავლი ვარ ... ძალიან მიყვარს სიმღერა და როცა ვმღერი ან მიმღერიან შეიძლება ისე წავიდე ფიქრებში მამა ზეციერმა ვერ მომაბრუნოს სააქაოსკენ ... შემიძლია სიმღერის დროს დავივიწყო ყველა უსიამოვნება და ეს უსიამოვნებას სასიამვნო ფაქტებად ვაქციო ... თვითონაც არ იცის ამას ლუკას რატომ უყვებოდა მაგრამ ასე მოხდა ... -ვაკოც მაგრად მღერის - შეაქო დეიდაშვილი - ბავშვობაში დადიოდა და ახლა ატკბობს გოგოების 100 პროცენტს თავისი სიმღერით ... ამაზე ხმა არ გაუცია მუსიკის ჰანგებს ისევ ააყოლა ხმა და იგივე სიმღერა გაუშვა ... ლუკას მადლობა გადაუხადა და სადარბაზოში შევიდა ... ტელეფონი გამორთო ლეპტოპი ჩართო და ლუკას მეგობრობის შემოთავაზებას დაეთანხმა ... ოფლაინზე გაიყვანა ყველა მხოლოდ ლუკას წერდა და თავს ირთობდა ... ყიფშიძემ დაიჟინა სკაიპში შემოდიო და ესეც შევიდა რომ მიხვდა მასთან შეკამათებას არანაირი აზრი რომ არ ჰქონდა ... დიდ ხანს ილაპარაკეს და იცინეს ... ინფორმაციები გაცვალეს ერთმანეთის ცხოვრებაზე და ყველაფერი ტოჩკა ტოჩკა დაღაჭეს ... -რო მოხვედი რა ვიფიქრე იცი ? "დაგევასე ლამაზო" ? "ამ ჩემს გრძელ და შხვართ ფეხებს" "ამას რაღა ჭირი ჯარხანა და არ გადარჩენა უნდა? " მერე რომ გამეკრიჭე დემევასე მეც და ასე გაგიცანი ... - სიცილით გაუზიარა ფიქრები და მისი სიცილის დამსახურა ... -აჰაჰა რა სასაცილო ხარ რა ... ხო რო დაგინახე მაშინვე დაიკოდ მიგიღე სულ მინდოდა და მყოლოდა შენი სახით კი უკვე მყვავს ... -მეც მყავს შენი ირაკლის და კოკას სახით დიდი ძმა სანდრიკოც მყავს ... გაიბადრა და გაიცინა ... -წადი ეხლა დაიძინე თორემ გვიანია უკვე ... - დაემშვიდობა და კოცნა გაუგზავნა ... ესეც ბედნიერი შეწვა ლოგინში .... რაღაც აკლდა ... რა თქმა უნდა სანდრო ! მშობლების ოთახში შეიპარა დედას უჩურჩულა ბავშვს მე დავიწვენო და გამოვიდა ... სანდრო საწოლში ჩაიწვინა დააძინა და მასზე ჩახუტებული გადაეშვა მორფეოსთან ... -ნიაკო დე ანანო გირეკავს - დედამ სახლის ტელეფონი მიაწოდა და ოთახი დატოვა -რა გნებავს ლიკას მოყვარულო -აუ კარგი რა ! მე რას მებუტები ! -რა გინდა ხო ამოღერღე - მხიარულ ნოტაზე წამოყო თავი და ფეხებ ჰაერში აშვებულ სანდროს ლოყები დაუკოცნა ესეც აკისკისდა და მთელი სახლი დააყრუა ... -მოკლედ ეხლა გამოგივლი და ჩემთან ავიდეთ წყნეთში კაი? -კაი ხო ... -დეეეე -ხო რა იყო -მე ბავშვებთან ერთად წყნეთში ავდივარ ანანოსთან ... -ვინ ბავშვებთან ? -კოკა ირაკლი და მაგის 2 ძმაკაცი ერთი ჩემი ახალი დროებითი ლექტორი და მეორე მაგის დეიდაშვილი გაგაცნობ მერე ძააან კაი ბიჭია ... -ჰაა ჰაა ? -არა დედა არა ლუკა უბრალოდ ძალიან კარგი სამეგობროა არც გაივლო ! -კი მაგრამ ლექტორი რამდნეი წლისაა? -28 ... თუ არ ვცდები ... -კაი ადი რამე გინდა ჩემგან ? -კი ფული -რამდენი ? -რავი ერთი 100 ლარი ... -კაი გამოდი და მოგცემ მოემზადე შენ რამდენი ხნით ადიხართ ? -რავიცი მე მოიცა მივწერ ... დეე ერთი 2 დღითო ... -კაი დე თბილად ჩაიცვი ... -დედა მოვიდა ზაფხული რა სითბო მოგინდა ! -ნიაკო ტელეფონის დამტენი წაიღე და ბევრი არ დამარეკინო იცოდე ! -დედა ! -ნია ხომ იცი ... -ვიცი დედა ნერვიულობ სანერვიულო არაფერი არაა კოკა და ირაკლი მოდიან ბოლოს და ბოლოს ! -კარგი იცოდე ჭკვიანად ! უკვე მომზადებულს აკოცა დედამ ... ძმა და მამა ჩაკოცნა და კარში გაუჩინარდა ... სადარბაზოსთან ლუკა და ვაკო დახვდნენ ალბათ ვაკოს "ერთ-ერთი" მანქანით ... მიესალმა და უკან მოთავსდა ... ბიჭები რაღაცაზე გაცხარებით საუბრობდნენ ... მერე იცინოდნენ ... "ოჰ ამას სიცილის ცოდნია" გაიფიქრა თავისთვის და მანქანაში გასმულ ხმებს უგდო ყური ... არა აშკარად არ ელანდება ... ეს თავის ხმაა ... გადახედა ლუკას რომელიც საჭესთან მჯდარ ვაკოს იმ ვიდეოს აჩვენებდა სადაც ნია მღეროდა ... ესეც იღიმოდა და სახე გაბადრული უსმენდა ნიას ხმას ... აქეთ ლუკა აწვებოდა ნახე ბიჭო რა მაგარი ხმა აქვსო ... ეს კიდევ ხელით ანიშნებდა დაშათაფდი და მომასმენინეო ... ლუკაც გაჩუმდა ვიდეოს დამთავრების შემდეგ ... -რატომ წამოხვედი გუშინ ? "ოჰ შევუმჩნევივარ ბატონს" -რა მნიშვნელობა აქვს ... მხრები აიჩეჩა და ტელეფონს დაწვდა ... ნერვიულად აათამაშა ხელებში და თვალი ეკრანზე დაყენებულ ფოტოს გაუსწორა სანდრო და თვითონ იწვნენ საწოლში ერთი და იგივე სახით იცინოდნენ გულიანად ... თავისი ძმა ისე უყვარს რომ ხედავს ყველა პრობლემა ავიწყდება ... გალერიში შევიდა და ფოტოების თვალიერება დაიწყო ... როგორ უყვარს ... აი ანანო ნიაკო და სანდრო სამივე იჭყანება ... ფოტო გახსნა და ეკრანზე დიდად დააყენა ... -რას უყურებ ესეთი სახე გაკრეჭილი ? (ლუკა) -ჩემი ჩემი ძმის და ანანოს ფოტოს - ტელეფონი წინ გაწია და მას გაუწოდა -ეე ნახე ტო რა მაგარი კაცია (ლუკა) - ტელეფონი საჭესთან მჯდარ ვაკოსთან ახლოს მიწია და ცხვირ წინ ააფრიალა -მაგარი კაცია - ღიმილით თქვა და გზას თვალი გაუსწორა "მაგარი კაცია" გულში გამოაჯავრა და ტელეფონი გამოართვა ლუკას ... მთელი გზა ხმა აღარ გაუციათ ერთმანეთისთვის ... ისევ ის სიმღერა ჟღერდა მანქანაში და თითქოს "დაგინებული" ქონდა არ გამოვირთვებიო ... წყნეთში ასულებს ბავშვები უკვე იქ დახვდნენ (ირაკლი კოკა ანანო) ოთახები დაინაწილეს ანანო და ნიაკო რა თქმა უნდა ერთად ... კოკა და ვაკო ერთად ... საბა და ირაკლი კი ერთად ... -იცოდე მეწყვილებს მაინც გავცლით მერე ! ... სასაცილოდ აუფრიალა თითი და ოთახში შეიტუზა -პატრონს უბედურს - ჩაიბურდღუნა სიცილით და სამზარეულოში შევიდა მაგიდასთან ვაკო იჟდა გამობრუნება სცადა მაგრამ ვინ დააცალა ? იმ წამსვე დაუძახა ვაკომ და თავისთან იხმო ... -სად მიიპარები ბაჭია ? -უკაცრავად ? -გაკვივება აღებეჭდა სახეზე და სამზარეულოში შევიდა ... -რა ვერ გაიგე ? -ყავა სადაა ნეტა ... ნაყინი გამოიღო მაცივრიდან და ყავის ძებნა დაიწყო ... -ანანოო - გაყვირა და თავსითან იხმო ... -ჰოუ - შორტებით შემოტანდალდა და სასაცილო სახით შეხედა დაქალს -ყავა სად ჯანდაბაში და მოუსვლელში აგდია ? -აა აი იმ კარადაში დევს ... ხელი მეორე კარადიკსენ გაიშვირა ამანაც გააღო -აბა სად ... -ნიაკო ცოტა ზემოთ ... აი აი მწვანე კოლოფში ყრია ... -უიმეე გადამინდა ... კარადა დახურა და კოვზიზს ძებნა დაიწყო - აუ ანანო ეხა მოდი და კოვზი შენ მომეცი - ანანო სიცილით მიიტუზა და კოვზი მიაწოდა -ხო და ეს ნაყინი ჩემს ყბას ... გაგიმარჯოს - თეატრალურაც ჩაილააპარაკა და გემრიელად გაიქანა ყბისკენ შოკოლადის ნაყინი ... - ეს კუჭს - და ასე ... ვაკო ღიმილით უყურებდა ანანო კი სიცილით კვდებოდა ... საღამოს ყველა მისაღებ ოთახში იჯდა და იდეებს ყრიდნენ რითი უნდა გაეხალისებინათ თავი ... -აუ მოდი სიმართლე თუ მოქმედება რა ... (ლუკა) ბოთლი მოიტანეს და დაატრიელეს -მოიცა მოიცა რომელი რომელზე უნდა დაჯდეს ? (ანანო) -თავსახარუიანი უსმევს კითხვას (ლუკა) -საბა უსმევს ნიას (ანანო) -აბა რა გაინტერესებს ? ღიმილით კითხა და სავარძელს მიეყუდა ... -რავიცი მე ყველაფერი მომიყევი უკვე ... მაგალითად ... ყველაზე საშინელი რამ რასაც ყოველთვის ინანებ ? -ბავშვობაში დავიჟინე თევზი მინდა თქო ... მერე აუზიდან ერთი ამოვიყვანე და ხელში კინაღამ ჩამაკვდა ... ალბათ მაგას ... სხვა სანანებელი არასდროს არ გამიხდია საქმე ... -ჩემი კეთილი (ანანო) -კოკა და ანანო -გიყვარვარ ხო ? (კოკა) -ძაალიან - მივიდა და კალთაში ჩაუხტა ლოყები კი სულ დაუკოცნა -უკაცრავად უკაცრავად ეგეთები ცოტა მერე ... (საბა) - სიცილით გააწყვეტინა ალერსი და თამაშის გაგრძელებისკენ მოუწოდა -ირაკლი და საბა -მოქმედება (ირაკლი) -ძლიიივს (ნიაკო) -ჯიგარი ხარ ეე ... მაშინ შენ ეხლა ადგები და სტრიპტიზს იცეკვებ 3 წუთის განმავლობაში გასაჩივრებას არ ექვემდებარებაა ! -ოქეი - უკომენტაროდ წამოდგა და ოთახში სექს ბომბ გააჟღერა ... მუსიკას ტანი ააყოლა და სასაცილოდ დაიწყო უკანალის ქნევა აქეთ იქით ... ყველა ისე იცინოდა სადღა ახსოვდათ დრო და წამები ...საბამ აღარ შემიძლია დაჯექიო ... -ამ ვაკო და ნიაკო -სიმართლე მომქედება მეზარება - კითხვის დასმა არ აცადა ისე უპასუხა -კარგი ... - ჩაფიქრდა ვაკოც - მაშინ შენ მითხარი ... რატომ გეზიზღება ლიკა ? კითხვის დასმისას გაშრა დაინახა როგორ გაკრა საბამ ხელი მკავზე მაგრამ ის მაინც უტეხად უყურებდა პასუხის მოლოდინში განაბული იჯდა ... 1 წუთი სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა ყველამ იცოდა როგორ არ მოწონდა მის წინ სახელი ლიკას ტალახაძის გაღღერებაც კი მაგრამ ... -არ მეზიზღება ... არ ვიცი უბრალოდ მაღიზიანებს ... თავისივე ქცევების გამო ... ჩემთან მიმართებაშიც და სხვებთანაც ... -გასაგებია ... ანუ უმიზეზოდ ? -არა მე ვთქვი რომ ... -ანუ უმიზეზოთ მეთქი ? -მე დაგტოვებთ ... ფეხზე წამოდგა და ეზოში გავიდა საქანელაზე ჩამოჯდა და თავი მის ჯაჭვებს მიადო ... "ახლა უნდა გამოვიდეს და მკითხოს რატომ გავედი ბოდიში მომხადოს და მაკოცოს" "ნია რეებზე ფიქრობ ?!" "თავი ლავსთორიში წარმოვიდგინე" ფიქრობდა და ეღიმებოდა ... კარებში გამოსული ვაკო რომ დაინახა მართლა დაფიქრდა მისი ნათქვამის რაობაზე ... მერე დააკვირდა ტელეფონზე რომელიც ყურთან ქონდა მიდებული ... და მიხვდა რომ ეს ლავსთორი კი არა მწარე რეალობა იყო ... "მე რა მოწონდეს ლიკა " მხრები უდარელად აიჩეჩა და წამოდგომა დააპირა როცა მისკენ მომავალი ლუკა დალანდა -რა ხდება რატომ გამოხვედი ? -რას მერჩის ? - თვალით ტელეფონზე მოსაუბე ვაკოსკენ ანიშნა და ცრემლებ ჩამდგარმა შეხედა ... -შენ რა ტირი ? ვაკო ასეთია ... ბავშვობიდან ძალიან სერიოზულია ... მაგრამ მხიარულიც რომ გაიცნობ მიხვდები დამიჯერე ... ზოგჯერ თავის პროფესიასაც გაურევს ხოლმე ყველგან ... -იურისტია ხო ? -ხო ... თავისი საადვოკატო ფირმა აქვს ... -ლუკა ... წამოდი შევიდეთ ... ლუკა უხმოდ წამოდგა ხელი გადახვია და მიხუტებული შეიყვანა სახლში ... მოკლედ მოვლენებს ცოტა ვანელებ ... მაგრამ თავიდანვე ვახვედრებ მკითხველს ვინ არის მთავარი ისტორიაში ... როგორც მთხოვეთ ცოტა გრძელ და ოდნავ გაწელილ ინტრიგნულ ისტორიას ვწერ ... მაგრამ ვერ დაგპირდებით რომ აქ პოზიტივზე მეტი ინტრიგა იქნება ... მე არ მომწონს ისეთი ისტორიები სადაც მუდმივად თვით გვემაა ... წასაკითხად არაუშავს მაგრამ დაწერა ... ეს ჩემი განხრა არაა ... მიყვარხართ და აბა ისიამოვნეთ ...ხო მართლა წინა თავის ფოტოზე "ნია" იყო გამოსახული ... ახლა კი ვაკოს ჯერია ... ლავიუ ოლლ ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.