ვარდისფერი სათვალე (4 თავი)
ჰეი, გამარჯობა. იმდენი რამ მოხდა... სამი დღე გავიდა. უკვე 16 წლის და სამი დღის ვარ. სამჯერ უფრო მეტად მომწონს და სამჯერ გაიზარდა ჩემი სისულელეების სია. მთავარი მოხდა! მოვწონვარ... ქუჩაში მივდიოდი და შემთხვევით შევხვდი. არა არც მთლად შემთხვევით. ზუსტად ვიცოდი, რომ ამ ქუჩაზე გამოივლიდა და ამიტომ ვსეირნობდი მთელიდღე ერთ ქუჩაზე. შემხვდა... შემხვდა და გამიღიმა. მთელი სხეულში გაურკვეველი წარმომავლობის ჭიებმა დაიწყეს ცოცვა და ვატყობდი, გაჩერებას აღარ აპირებდნენ. გამიღიმა... სულ იღიმოდა. მერე მოვიდა... გადამკოცნა და გული უკვე ამოვარდნას მქონდა. როგორც იქნა დაიწყო ლაპარაკი... -როგორ ხარ? -კ-კარგად. შენ? -მეც კარგად_თქვა და ხელისგული კეფაზე გადაისვა. -ჰო... -შენი ნახვა მინდოდა... დალაპარაკება მინდა. -ჰოო? -ჰო. _ღმერთო ჩემო, მკლავს ეს ბიჭი! -და... რაზე? -რავი. პირდაპირ გეტყვი რა... მოკლედ... ისა... ძალიან კარგი გოგო ხარ და მომწონხარ. -რა? სერიოზულად? -ასეთი სერიოზული არასოდეს არ ვყოფილვარ. -ვერ ვიჯერებ, რომ შენ მე მოგწონვარ. -გიტარას გეფიცები მომწონხარ. _გამიღიმა... კიდევ გამიღიმა... -მეც მომწონხარ. -სერიოზულად? -დავიფიცო? -არა... მჯერა. -ჰო... ანუ? -ანუ მე და შენ ერთმანეთი მოგვწონს. -ეგ კარგია ჰო? -კი, თან ძალიან. მერე? მერე არაფერი გვითქვამს. ხელი ჩამჭიდა და დავდიოდით. საღამომდე ხმა საერთოდ არ ამოგვიღია... უბრალოდ დავდიოდით. ერთად დავდიოდით. ერთმანეთის ხელი გვეჭირა და ეს სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რომ კარგად ვყოფილიყავით. კარგად ვიყავით. ძალიან კარგად. საღამოს სახლში მიმაცილა. ისევ თბილად გამიღიმა. ისევ მაკოცა ლოყაზე და წავიდა. წავიდა, მაგრამ თითქოს ისევ აქ იყო... ჩემ გვერდით. თითქოს ჩემი ხელი ისევ იჭირა. მაგრამ ნელ-ნელა რეალობას დავუბრუნდი. ხელმაც სიცივე იგრძნო. სხეულში კი ჭიები უაზროდ ხეტიალს მაინც არ წყვეტდნენ. ოთახში შევედი. საწოლზე გულაღმა დავწექი და სიმღერა დავიწყე. And if we go… I wanna go with you… And if we die… I wanna die with you… არაფერი მანაღვლებდა. გიტარა მქონდა... შეუცვლელი ლიკა მყვადა... და... და... ბიჭი, რომელიც მომწონდა და მასაც მოვწონდი. ამ ამბის შემდეგ უფრო ხშირად მწერდა, თუმცა იქამდეც მთელიდღე ერთმანეთს ვწერდით. ყოველდღე სიზმარშიც მას ვნახულობდი. ყველგან მისი ხმა მესმოდა... ყველგან მას ვხედავდი. თურმე არც ისეთი უიღბლო არ ვყოფილვარ... თურმე მახინჯი იხვის ჭუკიც შეიძლება შეუყვარდეს ლამაზ ბიჭს... თურმე ოცნებები ხდება... თურმე სიყვარული მართლა არსებობს... აქ... მარცხნივ... მუდმივად, რომ ფეთქავს... მუდამ გრძნობს, რომ უყვარს. არასოდეს მიცხოვრია უსიყვარულოდ. სულ მიყვარდა ! ძალიან ბევრი მიყვარდა! მტრედები მიყვარდა! მედუზები მიყვარდა! ყველაფერი მიყვარდა! მაგრამ ეს სულ სხვანაირი სიყვარულია. სიტყვებით, რომ ვერ გადმოსცემ. მარტო გულით კი არა, მთელი ორგანიზმით, რომ გიყვარს. მარტო ‘ის’ კი არა, შენ სხეულში მცოცავი ჭიებიც, რომ გიყვარს... ის ერთი, რომ ყველაფერს გაყვარებს... გიგვრძნიათ ასეთი რამე? თუ კი, გილოცავთ! და თუ არა, ყველას მთელი გულით გისურვებთ, რომ იგრძნოთ. სხეულში მცოცავ მილიონობით სიყვარულის ჭიას გისურვებთ! ვარდსფერ სათვალეს გისურვებთ! აი ისეთს, მარტო ერთი, რომ გიკეთებს და მის წასვლამდე სულ რომ გიკეთია. თუ წავიდა თან წაიღებს და ისევ ძველი სათვალით სიარული მოგიწევთ. არასოდეს გაუშვა ის, ვინც ვარდისფერ სათვალეს გაგიკეთებს. არ დააზიანო სათვალე და მოუფრთხილდი! მიყვარს! გიყვარდეთ! უყვარდეთ! მიეცით ჭიევს ცოცვის უფლება! გაიღიმეთ! კეთილი სურვილებით: შეყვარებული ქრისტინე... ----------------------------------------------------------- ძალიან გთხოვთ კომენტარი დაწერეთ. მგონია, რომ არავინ კითხულობს. შეფასებას ველი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.