შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შურისძიება თუ სიყვარული?! (თავი მეორე)


25-04-2015, 22:42
ავტორი -Crazy-Girl-
ნანახია 1 995

მეორე დღე დილის 6:00
ავდექი მოვწესრიგდი და სარბენად წავედი ცხრამდე დავრბოდი მერე სახლში მოვედი 20 პრესი გავაკეთე ვიბანავე და ბებოსთან ჩავედი
-ანასტასია ბებო ამდენი ხანი გუშინ სად იყავი? - მკითხა ბებომ თან ყავას მიმზადებდა მეც ბებოს გუშინდელი ამბები მოვუყევი
-ყოჩაღ თქვენ ბებო
-ხო ბე წავედი მეე - ვთქვი როგორც კი ყავა ბოლომდე დავლიე გარეთ გავედი ძალიან კარგი ამინდი იყო ტირიფებთან რომ მივედი მარტო დემეტრე იჯდა
-პრივეტ - ვუთხარი ღიმილით და გვერძე მივუჯექი
-პრივეტ - მითხრა მანაც ღიმილით
-სხვები სად არიან?
-წამო წავიდეთ ისინი წავიდნენ უკვე მე მითხრეს შენ წამოიყვანეო და ერთად წამოდითო
-კაი მაშინ წავიდეთ -წავედით და დავეხმარეთ ერთ ოჯახს თან ვიცინოდით და ვმხიარულობდით ენა არ გაგვიჩერებია მე და დემეტრე ერთად ვიყავით თამო და ვანო ერთად ნიკა და ნინი ერთად ბექა და დიტო ერთად ჯაბა და გიო კი ერთად ასე ვიყავით დანაწილებულები მაგრამ ერთმანეთში ვლაპარაკობდით ძალიან ბევრს მიხმარებას რომ მოვრჩით იმ კაცმა 20 ლარი გვაჩუქა არ ვართმევდით მაგრამ მერე გიომ თქვა
-კარგით ხალხნო ესე არ შეიძლება კაცი ფულს გვაძლევს და სირცხვილია რომ არ გამოვართვათ - ფული გამოართვა და წამოვედით მეორე სოფელში გადავედით და ნაყინები და რაღაცეები ვიყიდეთ. ცოტახნით ყველანი დავიშალეთ სახლში შევედი ვიბანავე გამოვიცვალე ჩავიცვი ვარდისფერი შორტი და ნაცრისფერი მოკლემკლავიანი მაიკა ფეხზე all stars ები გრძელი წელამდე ხვეული თმა გავიშალე და გარეთ გავედი უკვე საღამო იყო გარეთ გავედი და დემეტრე მელოდებოდა მხოლოდ ეხლა შევამჩნიე რა სიმპატიური იყო მაღალი დაკუნთული მწვანეთვალება თავგადაპარსული ზმანიც შესანიშნავი
-დემე აქ რა გინდა?
-რავი მეთქი ერთად წავალთთქო თან საღამოა და მარტო მაინც რავი
-კაი კაი წამო - ერთად წავედით ტირიფებისკენ იქ იყვნენ ბავშვები მათთან ერთად დავსხედით
-აუ რა გავაკეთოთ ბავშვებო? - თქვა ნინიმ
-ეეე მე მოვიფიქრეე აუუ მაგარიაა - თქვა გიომ და თან გაიცინა
-გენიოსო აბა რა მოიფიქრე - თქვა ნიკამ და ჩვენც ყველამ ინტერესით სასვე თვალები მივაპყარით გიოს
-სიმინდები მოვიპაროთ
-აუუ ხოო წამოდით რაა - ავყევით მე ნინი და თამუნა რო ვეღარ გაგვაჩერეს წამოვიდნენ დაბნელებას დაველოდეთ მერე ყველანი გადავიპარეთ და ყველას ყანიდან წამოვიღეთ ცოტ-ცოტა მერე ცეცხლი დაანთეს ბიჭებმა ჩვენ გარშემო შემოვუსხედით და ლაპარაკი დავიწყეთ ჯაბა და გიო გვიყვებოდნენ თავის ბავშვობის ამბებს კურიოზებს და ჩვენც მეტი რა გვინდოდა მათი ამბები სასაცილოდ არ გვყოფნიდა მერე ხან ერთი გაეკიდებოდა მეორეს ხან მეორე პირველს და დარბოდნენ დოღის ცხენებივით. ძალიან შევეჩვიე მათ და ცოტა გამიჭირდა განშორება მათთან მართლა კარგად გავატარე ის სამი თვე მათთან ვვარჯიშობდი ყოველდღე და ვჭამდი მაქსიმალურად ცოტას მოკლედ გავხდი ტანი მქონდა როგორი იცით? მე მივაღწიე სასურველ შედეგს უფრო გავმაღლდი მუცელზე მაგარი პრესი მწვანე დიდრონი თვალები უფრო ხალისიანი გახდა თბილისში ყველანი ერთად დავბრუნდით დემეტრეს მიმართ რაღაც გრძნობები გამაჩნდა მაგრამ არ ვამჟღავნებდი.

დღეს 10 სექტემბერია სწავლა 15 ში იწყება ბარგი ამოვალაგე და მისაღებში დავჯექი დავფიქრდი ყველაფერზე და გამეცინა ასე როგორ შევიცვალე ახალი ცხოვრება იწყებოდა მე აღარ ვიყავი ის ანასტასია როგორიც ადრე მე შევიცვალე როგორც გარეგნულად ისე სულიერად ტანზე გადავივლე და ჩავიცვი კეტები ფირუზისფერი შორტი იმავე ფერის შიფონის მაიკა თმა გავიშალე და სახლის კარები დავხურე საყიდლებზე წავედი უამრავი რაღაცეები ვიყიდე კაბები ჯინსები მაიკები ფეხსაცმელები ლამაზი სამკაულები და უამრავი თავის მოვლის საშუალებები. სახლში ბევრი პარკებით ხელში დავბრუნდი საღამოს კლუბში მივდიოდი ბავშვებთან ერთად. საღამოს შხაპი მივიღე ჩავიცვი შავი სწორი კაბა შუაში ჩაყოლებაზე ქონდა ლამაზი ორნამენტები ფეხზე კრემისფერი ქუსლიანები ჩავიცვი მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე შავი შანელის ჩანთა გადავიკიდე მხარზე ლოკონებიუკან გადავიყარე და სახლიდან გავედი დემეტრესგან ესემესი მომივიდა ,,დაბლა გელოდები’’ მის ასეთ ქცევაზე ჩამეღიმა და სადარბაზოდან როგორც კი გავედი დემეტრე დავინახე მანქანაზე მიყრდნობილი სიგარეტს ეწეოდა სმოკინგში საკმაოდ სიმპატიურად გამოიყურებოდა როგორც კი დამინახა სიგარეტი გადააგდო და ჩემსკენ წამოვიდა ჩამეხუტა
-ეს ანასტასია სულ სხვანაირია - მითხრა და ხელი წელზე მომკიდა
-მაინც როგორი?
-უფრო ელეგანტური - მანქანის კარი გამიღო ჩავექი მან კარი მოხურა მოუარა და თვითონაც დაჯდა კლუბში რომ მივედით უამრავი ხალხი ირეოდა ერთმანეთში ფეხი შევდგი თუ არა გავჩერდი გამახსენდა ის საღამო კლუბში ვიყავი როცა გამაგებინეს რომ ჩემი მშობლები დაიღუპნენ
-კარგად ხარ? -მკითხა დემეტრემ
-კი კი - ვუპასუხე უცებ და გავყევი კუთხეში მდგარი მაგიდისკენ წავედით და ბავშვებს გვერდით მივუჯექით
-დღეს ყველანი ვსვავთ - განაცხადა ბექამ
-კი მაგრამ რას ავღნიშნავთ? - ვიკითხე და გავიღიმე
-სკოლის დაწყებას თქვენთვის ჩვენთვს კი ინსტიტუტის - თქვა ნიკამ და გამიცინა მერე ცხვირზე თითი დამკრა და მისი ჭიქა ჩემს ჭიქას მიუჭახუნა რომელსაც ჯაბა ავსებდა
-ანასტასია ბევრს არ დალევს - თქვა დემეტრემ ხმამაღლა
-აჰაჰ კი მაგრამ რატომ? - ვკითხე ირონიულად
-იმიტომ რომ მე მინდა ასე
-არა დავლევ
-ცუდ დღეში აღმოჩნდები
-არ აღმოვჩნდები
-მე გაგაფრთხილე
-კარგი - დავლიე იმ დღეს თანაც ძალიან ბევრი დავლიე
-გარეთ მინდა გასვლა - ვთქვი ხმადაბლა და წამოვდექი ჩემთან ერთად დემეტრე წამოდგა და თქვა
-ანასტასიას მე მივხედავ თქვენ გოგოები მიიყვანეთ სახლში - მე მას მივეხუტე და გარეთ ისე გავედით მან მანქანაში ჩამსვა და სადღაც მივყავდი თუმცა გზაში მაშინ როცა ხეებს ვითვლიდი ჩამძინებია დილით უცხო გარემოში გამეღვიძა თვალი მოვავლე იქაურობას და ეს გარემო რომ არ მეცნო გულმა გამალებით დაიწყო ძგერა. თავი უცებ მინდოდა ამეწია ბალიშიდან თუმცა არ გამომივიდა და მეტიც უკან დავებერტყე ისევ საშინლად მქონდა თავი დამძიმებული დემეტრემოვიდა ახლოს საწოლზე ჩამოჯდა და თავზე ხელი გადამისვა
-ხომ გითხარი ამდენი არ უნდა დაგელია
-ამმ... მე.. არაფერი არ მახსოვს - თავზე ხელი მივიდე და სახე უცნაურად დავმანჭე
-აი ეს დალიე და თავის ტკივილი გაგივლის - მითხრა და ორი აბი წამალი გამომიწოდა საწოლის გვერდით მდგომი ტუმბოდან წყლით სავსე გრაფინი აიღო ჭიქაში წყალი ჩაასხა და გამომიწოდა
-ცოტახნით იწექი კიდევ და რომ გაგივლის მერე ადექი
-არა სახლში უნდა წავიდე - ვთქვი და წამოდგომა ვცადე თუმცა ისევ საწოლზე დავებერტყე
-ესეთ მდგომარეობაში ვერსად ვერ წახვალ დაისვენე მოიცა საჭმელსაც აქ ამოგიტან და ჩემი ხელით გაჭმევ
-თინაააააააააა თინააააააააააააა - ყვიროდა დემეტრე ოთახში ხანში შესული ქალი მოვიდა
-სალათი და ფორთოხლის წვენი მოიტანე რა
-ეხლავე - ქალი როგორც კი გავიდა მე დავიწყე ლაპარაკი
-იცი ბოდიში მე არ მინდოდა ესე გამოსულიყო ჩემთან რატომ არ წამიყვანე?
-ბოდიში არაა საჭირო მართლა უბრალოდ გადავწყვიტე მე მომევლო შენთვის ამიტომაც აქ მოგიყვანე ჩემთან - მითხრა და გამიღიმა
-საერთოდ ამდენს არ ვსვავ ხოლმე კი არადა ამდენი არასოდეს არ დამილევია
-დაგეტყო ამიტომ ასე აღარასდროს მოიქცევი
-ხო ასე მართლა აღარასდროს მოვიქცევი აღარ მინდა მეორედ კიდევ აღმოვჩნდე ასეთ სიტუაციაში
-ჭკვიანი ხარ
-მადლობა ვიცი ))
-ვაიჰ ანასტასია რაზე აპირებ ჩაბარებას?
-სამართალზე გამომძიებელი უნდა გავხდე
-რატომ მაინც და მაინც ეს პროფესია
-იმიტომ რომ გამოვიძიებ საქმეს და დამნაშავეს დავიჭერ არ მინდა კიდევ ბევრმა დამნაშავემ იფარფატოს აქეთ-იქით იმის გამო რომ ბევრი საქმე გაუხსნელია მათ შორის ჩემი მშობლების
-ვწუხვარ მართლა - მითხრა და ლოყაზე ხელი მომადო ამ დროს თინა შემოვიდა და საუზმე შემოიტანა მან თავისი ხელით მაჭამა მერე შხაპი მივიღე კაბა ჩავიცვი და დემეტრეს ვთხოვე გავეყვანე სახლში მანაც გამიყვანა მთელი გზა ხმა არც ერთს არ ამოგვიღია
-მადლობა და დროებით - ვუთხარი როცა მანქანა ჩემს კორპუსთან გააჩერა
-არაფერს - გამიღიმა თავისი მომაჯადოვებელი ღიმილით მეც გამეღიმა გადავედი მანქანიდან და სახლში ავედი. დივანზე დავჯექი და ტელევიზორი ჩავრთე. გამოაცხადეს რომ ჩემი მშობლების მკვლელობასთან დაკავშირებით რაღაც ახალი სამხილები აქვთ ანუ ეს არ არის უბედური შემთხვევა.
-ეს უკვე დიდი წინსვლაა თუმცა მე ვიპოვი მათ თუ თქვენ ვერ მოახერხებთ ამას - ვთქვი და ფანჯარასთან მივედი. კარზე ზარია რამდენი ხანია კარზე ზარი არ ყოფილა კარი გავაღე და ვიღაც კაცი უცნაური ჩაცმულობით მარცხნივ სახეზე დიდი შრამი ქონდა
-უკაცრავად ვინ ბრძანდებით?
-ის ვისაც ყველაზე ნაკლებად ელოდი - სახლში დაუკითხავად შემოვიდა და სავარძელზე მოკალათდა
-უკაცრავად?
-ახლახანს გამოაცხადეს რომ სამხილები აქვთ თუმცა ვერასოდეს ვერ იპოვიან შენი მშობლების მკვლელებს თუ მათ არ დავეხმარები მე და ჩვენ მაგრამ შეგვიძლია არ დავეხმაროთ მათ და უბრალოდ შური ვიძიოთ
-ვერაფერი ვერ გავიგე ვინ ხარ რა გინდა ან საიდან იცნობდი ჩემს მშობლებს
-შენი მშობლები ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ უბრალოდ ძალიან გულწრფელები და გულახდილები ადვილად მიმნდომები აი ამის გამო დაიღუპნენ
-ამიხსნით?
-მე მამაშენთან ერთად ვმუშაობდი თუმცა ის მოკლეს მე მოვახერხე გაქცევა სხვა ქვეყანაში ვიყვაი დავბრუნდი რომ დაგეხმარო ვიცი შენი გეგმების შესახებ ვიცი რომ გამომძიებლობას აპირებ მაგრამ ამისთვის ჩხუბიც უნდა შეგეძლოს ხომ ხვდები სისინი დაუნდობლები არიან რადგან ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ ესეიგი შენგან არაფერი არ უნდათ...ჯერ მაგრამ არავინ იცის რას მოიმოქმედებენ
-კარგი ვეცდები ვიფიქრო ბოქსზე და კარატეზე მაგრამ შენ როგორ შეძლებ ჩემს დახმარებას?
-აი ეგ უკვე მე ვიცი პირველ რიგში თუ მალე გახდები გამომძიებელი მამაშენის საქმესაც მალე მოვაგვარებთ შეგიძლია 12 კლასის მასალა ისე ისწავლო რომ პირდაპირ გამოცდა ჩააბარო?
-ნიჭიერი ვარ - მან წარბები მაღლა აზიდა და ისე შემომხედა
-რა?! თავს არ ვიქებ
-კარგი კარგი მე კომპიუტერული ტექნიკა კარგად მესმის შეიძლება ითქვას ზედმეტად კარგადაც კი
-ანუ ჰაკერობა კარგად გამოგდის
-კი კარგი შენზე ბევრი მსმენია სხვათაშორის გიცნობ შენტან ერთად დავდიოდი დაწყებით კლასებში თუმცა შემდეგ გადავედი სკოლიდან მამაშენი და მამაჩემი ბავშობის მეგობრები იყვნენ
-ყველაფერი გასაგებია და როგორ შევძლებთ ესე 0 დან ყველაფრის დაწყებას? ჩვენ არც კომპიუტერული ტექნიკა გვაქვს და არც არაფერი
-რადგან უკვე მენდობი შემიძლია სადღაც წაგიყვანო ოღონდ მეც უნდა გენდო შენ
-სულელია ის ადამიანი ვისაც დახმარებას სთავაზობენ და ის უარს განაცხადებს
-უკვე მომწონხარ
-შენი მოწონება დიდს არაფერს ნიშნავს
-კითხვა პასუხში ვერავინ გაჯობებს საქმეში კი გამოუცდელი ხარ ამიტომ შეგიძლია მოკეტო
-რა პირდაპირი ხარ
-ვცდილობ - მან წამიყვანა სადღაც მაღლა კლუბია დაბლა კი ყველაფერი რაც კი შეიძლება დაგვჭირდეს
-wow ეს ყველაფერი შენი ნამოქმედარია? მაგარია უბრალოდ ერთი კითხვა მაქვს საიდან ამდენი ფული
-თუ ჯერ კიდევ არ იცი მამაშენს ბიზნესი ქონდა რომელიც ახლა ჩემია მაგრამ ნაწილი შენიც ხო კიდევ მაღალ ელიტაშიც ვმოძრაობ
-კარგი იდეალურია ვერაფერს იტყვი
-თქმას არც ვაპირებ
-ეგ არ მიგულისხმია
-ხო მოკლედ ესე ჩხუბით იმედია ხვდები რომ წინ ვერ წავალთ
-აჰაჰ რათქმაუნდა ვხვდები ეხლა წავალ სახლში მხოლოდ შენი მობილურის ნომერი მინდა და კიდევ სად შეიძლება მოგძებნო
-აღარაა საჭირო დღეიდან შენტან გადმოვდივარ
-რაა? არა არა არა ეს მე არ მაწყობს
-არ მაინტერესებს შენ რა გაწყობს და რა არა შეგიძლია სხვაგან თქვა რომ შენი ძმა ვარ
-ო ღმერთო ჩემო კარგი შეგიძლია გადმობარგდე ჩემთან მე კი სკოლაში წვაალ თხუთმეტში და გავარკვევ ყველაფერს
-კარგი შეგვიძლია წავიდეთ მე ჩაგწერ ჩხუბზე ჩემი ნაცნობია ერთი ის გასწავლის ყველაფერს
-კარგი - სახლში მიმიყვანა თვითონ კი ბარგის მოსატანად წავიდა საღამოს უკვე ჩემთან იყო და აბაზანაშიც შევიდა რომ შხაპი მიეღო კარზე ზარია ნეტა ვინ უნდა იყოს ამ საღამოს
-პრივეტ აბა როგორ ხარ?
-დემეტრე? აქ რა გინდა? შემოდი
-აქვე ვიყავი და შემოგირბინე თან შოკოლადები მოგიტანე
-მაგარია - კარი მივხურე და ამ დროს გამოვიდა აბაზანიდან ნახევრად შიშველი ის ბიჭი სახელიც კი არ ვიცი მისი მხოლოდ შორტები ეცვა და ფეხზე კეტები არა უნდა ვაღიარო რა ესეც ძაან სიმპატიურია
-ანასტასია ეს ვინაა?
-ჩემი ძმაა
-სასიამოვნოა ჩამოართვა ხელი დემეტრემ
-მე ალექსანდრე ვარ
-მე დემეტრე
-არ ვიცოდი ძმა თუ გყავდა მითხრა ღიმილით დემეტრემ
-ხო არც მე - ჩავილაპარაკე ჩემთვის მერე თავი ავწიე და გავუღიმე. დემეტრე კიდევ ცოტახანი იყო და მალევე წავიდა ალექსანდრე დივანზე დაჯდა და დემეტრეს მოტანილ შოკოლადებს გემრიელად შეექცეოდა მეც გვერდით მივუჯექი
-იცი შენი პოტენციური ქმარი საკმაოდ სიმპატიურია და შენი შესაფერისიც მე როგორც ალექსანდრე გოცირიძე შენი ძმა თანახმა ვარ გაყვე დემეტრეს
-შენი თანხმობა არც მჭირდება თუმცა ის არც ჩემი პოტენციური საქმროა და არც ხელის სათხოვნელად ყოფილა მოსული წეღან )) მე წავედი დასაძინებლად
-ხვალ დილით ცხრაზე მზად იყავი - მე შევედი ჩემს ოთახში და ვცდილობდი გამეაზრებინა დღეს მომხდარი. ალექსანდრეს აგიღწერთ ეხლა ის არის მაღალი ნავარჯიშები ტანით წაბლისფერი თმით და მუქი ლურჯი თვალებით როგორც ჩანს ბევრი ნაცნობები ყავს არ ვიცი ჯერ რა უნდა ვიფიქრო არც ის ვიცი რატომ ვენდე ასე მალე ალბათ ჩემზე შთაბეჭდილების მოხდენა მოახერხა თანაც კიდევ იმიტომ რომ ძალიან მინდა ჩემი მშობლების მკვლელებზე შური ვიძიო მალევე ჩამეძინა დილით რვის ნახევარზე ავდექი ვიბანავე გამოვედი ჩავიცვი შავი ელასტიკი შავი მაიკა (რემბო მაიკა) ფეხზე ბოტასები წელამდე ხვეული თმა გავიშალე შავი რეიბანები გავიკეთე და ოთახიდან გამოვედი 9:45 იყო ყავაც გავაკეთე ალექსანდრესაც გავუკეთე მის ოთახში შევედი მაგრამ იქ არ იყო მისი საწოლი ალაგებული იყო მე სამზარეულოში დავბრუნდი და ამ დროს შემოვიდა სახლში ალექსანდრე პარკებით ხელში მერე ყველაფერი მაცივარში შეალაგა
-აუ ყავა ჯიგარი ხარ მეც რო გამიკეთე
-ამ დილაადრიან სად იყავი?
-რატო დაინტერესდი?
-ჩემი ძმა ხარ მაინც რავიცი - ვთქვი მთელი ირონიულობით და ისე როგორც ხმას არც სიცილს დავაკელი ირონიულობა
-უკვე ჩემზეც ზრუნავ? მაგარია
-ესე ადრე რისთვის გამაღვიძე?
-რისთვის და არ გინდა ჩხუბი რო ისწავლო?
-მაგარია მინდა
-ხოდა მალე დალიე ეგ ყავა და წამოდი - ყავა რომ დავლიეთ ორივემ მერე მისი მანქანით სადღაც დიდ შენობასთან მიმიყვანა ორივე გადმოვედით მანქანიდან და შენობაში შევედით ვიღაც კაცი არც ისე ხანში შესული შემოგვეგება
-ალექს გელოდებოდით
-დიმიტრი მინდა ყველაფერი ასწავლო არ დაინდო სხვათაშორის ნიჭიერია და შრომისმოყვარე რამეს ხელს თუ მოკიდებს იმ საქმეს ბოლომდე მიიყვანს
-ძალიან კარგი ეს შენი სპორტულებია და წადი გამოიცვალე შემოსასვლელიდან მარჯვნივ პირველივე კარია - ალექსანდრეს სპორტულები გამოვართვი წავედი და გამოვიცვალე
/დიმიტრი და ალექსანდრე/
-მინდა ყველაფერი ასწავლო
-რათქმაუნდა ხომ იცი რომ ყველაფერი 10 ზე იქნება როგორც შენ გასწავლიდი ისე ვასწავლი იმასაც ეხლა
-ეგ კარგია ვიცი რომ გოგოებთან მაინც და მაინც მკაცრი არ ხარ მაგრამ მასთან უნდა იყო ის არ გავს სხვებს
-ეს მეც შევატყვე




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent