შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეგოისტი ..21..


26-04-2015, 00:59
ავტორი terooo
ნანახია 2 887

დილით საშინელმა თავის ტკივილმა გააღვიძა. თვითონ გაიღვიძა? არა! ვიღაცის განწირულმა კივილმა, ჯერ ვერ მიხვდა საიდან მოდიოდა, მერე მასზედ დადებული მძიმე საგანი არ აძლევდა საშუალებას ამდგარიყო. თვალები კარგად დაუჭა და შეეცადა რეალობას დაბრუნებოდა, თვალები ნელა გაახილა და პირველი რაც იყო ნინის ხმა ამოიცნო, განწირულ წართმეულ ხმაში რომელიც ვიღაცას უყვიროდა:
–შენ აქ რა ჯანდაბა აკეთებო?
უნდა ამდგარიყო რომ ისევ მძიმე საგანმა თუ სხეულმ შეუშალა ხელი, მისი მიმართულებით გააყოლა თვალი და არა ადამიანური ხმა ამოუშვა.
–ლუკაააააა–ბოლო ხმაზე დაიყვირა ლიზიმ, თავად ლიზისაც კი ეუცხოვა მისივე ხმა, ლუკა მაშინვე წამოფრინდა ზუსტი ამ სიტყვის მნიშვნელობით და საწოლთან დადგა–ლუკა მეჩვენები იმედია და აქ არ ხარ.
–პირველი დილა ჩემო შემოდგომავ უფრო ლამაზად წარმომედგინა–სიცილით უთხრა ლუკამ, რომელიც ტანსაცმელი გასწორებით იყო დაკავებული.
–რააა? შენ ნორმალური ხაარ?–ზედ დაიხედა და როცა ტანსაცმელები დაინახა მის ტანზე, შემდეგ ოთახს მოავლო თვალი და ანასტასიას საძინებელი რომ იცნო, გუშინდელი ამბის გახსენება დაიწყო, გაახსენდა გოგოები, სასმელები, მერე კარზე ზარი და კარებში გაჩხერილი დიტო და ლუკას მომცინარი სახეეები. მერეეე.... მეერეეე... კიჭას მოტანილი პარკები და კვლავ ბევრი სასმელი... მერეეე.... მერეეე... მეტი არაფერი... ბევრი არაფერი აღარ ახსოვდა. ბევრი? ბევრი კი არა საერთოდ არაფერი არ ახსოვდა.
–აქ როგორ მოვხდი?–ჩუმად იკითხა ლიზიმ და ლუკას თვალი ააარიდა.
–მე ამოგიყვანე, შენ და ეკა ერთმანეთის დათრობას ლამობდით, მგონი ბოლოს ერთად დანებდით, შენი ფეხით ვერ ამოხვედი და მე ამოგიყვანე.
–მოიცა რომელი საათია–ისევ ბოლო ხმაზე დაიყვირა ლიზიმ.
–ცხრა სრულდება.
–ვაიმე ლუკა ქორწილი, ნინი, კაბა, სალონი, მაკიაჟი, ჩქარა ნინი–ლიზი გაყვიროდა და ან დაკუჭულ კაბას ტანზევე ისწორებდა, რაღაცას ეძებდა, ვერ მიაგნო–ჯანდაბა, ჯანდაბა.
–ფეხსაცმელი ქვემოთააა, თუ მასს ეძებ.–უთხრა ღიმილით ლუკამ..
–მადლობა–უთხრა ლიზიმ და ოთახიდან გავიდა–ნინიიი საად ხაარ?
–აქ ვარ, სამზარეულოდან აცრემლებული ნინი გამოვიდა, წყლის ჭიქით ხელში.
–რა მოხდა რა გატირებს?–უთხრა მშვიდად ლიზიმ და მეგობარს ჩაეხუტა.
–ერთი ის რომ იმ დარტყმულთან ერთად გავიღვიძე–და მიანიშნა აივანზე მყოფ დიტოზე, რომელიც გაცხარებით საუბრობდა ტელეფონზე, ლიზიმ რომ გახედა, კითხვის ნიშნის მზერით, ნინის ბაგე ღიმილმა გაკვეთა–იმედია ის არ იფიქრე რაც მე იმ დარტყმულის დანახვისას.
–მოგატყუო?
–არა უკვე ვიცი პასუხი–შემდეგ კი ისევ ცრემლები გადმოყარა–ლიზ ქორწილი არ იქნება.
–რააა? რატო?–თვალები გაუფართოვდა ლიზის.
–ლიზ, ნახე რას ვგავარ, თან რომელი საათია, სალონში უნდა მივიდე, თმა , მაკიაჟი, მანიკური პედიკური, მერე სახლში, ჯვრისწერა, რესტორანი. ვერაფერს მოვასწრებთ.–უთხრა ნინიმ და ისევ ცრემლები გადმოყარა.
–არ ინერვიულო, ყველაფერს მოვასწრებთ, მე შენთან ვარ, ჯვრისწერა ორზეა, ლუკა სალონში მალე მიგვიყვანს, არა მგონია იქ ვინმე გავაკვირვოთ, მიდი მოემზადე მე სხვებს ვეტყვი და წავიდეთ.
–ლიზ, მიყვარხარ და მიხარია რომ მყავხარ.
–მეც მიყვარხარ ჩემო გოგო, ახლა მიდი მოემზადე სხვებსაც ვეტყვი–უთხრა ლიზიმ მაგრად აკოცა და ნინის თვალებში მზე დაინახა.–ჩემი გოგოაო–გაიფიქრა.
–ბავშვებო სწრაფად გაიღვიძეთ, ანასტასიასთან და მარისთან მივიდა, რომელთაც იქვე მისაღებში მდივანზე ეძინათ, ერთმანეთზე გადაკრულებს.
–რაა? როგოოორ? საად?–დაფეთებული გადმოვარდა ძირს მარი, ამაზე ლიზიმ და ნინიმ სიცილი მორთეს.
–რა გაცინებთ?
–მიდი სწრაფად მოემზადე მივდივართ?
–როომეელიი საათია?–თავი ძლივს წამოყო ანასტასიამ.
–ცრა სრულდება სწრაფად მივდივართ.–მერე ლიზი ლუკასთან მივიდა
–ლუკ, ერთ საათში სალონში უნდა ვიყოთ.
–იქნები ჩემო პატარავ, მაგრამ ერთი პირობით–და ეშმაკურად აუციმციმდა თვალები.
–ლუკა რა დროს პირობებია ვაგვიანებთ–გაბრაზდა ლიზი
–მინიშნებას მოგცემ. ,,მწიფე შემოდგომა“–უთხრა და სახეზე მაცდური ღიმილი აიკრა.
–ლუკა–თვალები დაუქაჩა ლიზიმ– ახლა მაგის დროა? ან როდის იყო რომ კოცნაზე ნებართვას მთხოვდი?
–არა ჩემო ლამაზო, არ გთხოვ შენი ნებით უნდა მაკოცო–უთხრა ლუკამ და სახე ახლოს მიუტანა, ლიზი მივიდა და ლოყაზე აკოცა.
–ეგ არ ითვლება–გაბრაზდა ლუკა–მე მწიფე შემოდგომა მინდა.
–გვრიტებო ჩვენ მზად ვართ–აივანზე კიჭამ შემოყო თავი–საკალელო ქოომ არ მღალატოობ?
–მოვდივართ სანდრექს – უთრა ლიზიმ და იმდენი მადლობა გადაუხადა ლიზიმ გულში, ლამის კისერზე შემოეხვია, სანამ რამეს იტყოდა ლუკა, ლიზიმ დრო არ დაკარგა და აივნიდან გაუჩინარდა.
–ალექსანდრე შეეცადე არ შემხვდე.–კბილებში გამოსცრა ლუკამ.
ყველანი გარეთ იყვნენ, მხოლოდ ლუკა და ანასტასია იყო სახლში ლუკა გამოვიდა მას ანასტასიაც მოყვა და კარი ჩაკეტა.
–სახლს ასე ტოვებთ?–სიცილი დაიწყო კიჭამ.
–კი და დედამ უკვე იცის, ვინმეს გამოუშვებს ან თავად ამოვა.–განმარტა ანასტასიამ.
–განაწილდით წავედით–ხმამაღლა თქვა ლუკამ– შენ ჩემთან წამოხვალ–უთხრა ლიზის და ხელი ჩაავლო, თავად დასვა წინა სავარძელში. – დიტო ნინი წავედით სწრაფად, გოგოებო თქვენ გიორგი წაგიყვანთ–სანდრო იმედია არ შემოაკვდები გიორგის.
–დროზე წავედით ვაგვიანებთ ისედაც–მანქანიდან გადმოვიდა ლიზი
–შენ მანდ დაჯექი და ნუ გგონია დავამტავრეთ, ვერსად გამექცევი დღეს–ყურთან უჩურჩულა ლუკამ–მერე ისე დაამატა მანქანისკენ წამოსულ ნინისაც რომ გაეგონა, ეკას და გიორგის რას სჭირთ.?
–მგონი დახოცავენ ერთმანეთს საღამოს, მაქამდე თუ გაჩერდნენ, ერთად გაიღვიძეს და დიტოს უჩუმრად დაკლეს ერთმანეთი.–ხითხითებდა ნინი.
დიტოც მოთავსდა მანქანაში, ლუკა საჭესთან, ლიზი მის გვერდიტ უნდა დამჯდარიყო ნინის ჩურჩულმა შეაჩერა.
–ანუ პირველი კოცნა მოვიპარეთ და ასე სამაგიეროს ითხოვსო?–ჩაუცინა ნინიმ.
–ნინი მოგკლავ–თვალები დაუბრიალა ლიზიმ.
იმაზე სწრაფად მივიდნენ სალონში თვითონაც არ ეგონათ თუ რამეს მოასწრებდნენ. ნაახევარ საატში ეკლესიაში უნდა იყვნენ, დიტო კი აგვიანებდა. ნინი ოთახში უაზროდ დაბორიალებდა და ლიზი ვერ ამშვიდებდა. ოთახში ანასტასია შემოვარდა.
–ნინიი, ისაა–ანასტასია წამით დამუნჯდა–ღმერთო რა ლამაზი ხარ, უმშვენიერესი ხააარ–შემდეგ კი ლიზის მიუბრუნდა–ლიზ, მიყვარხარ მაგრამ ასეთ ფორმაში მყოფს მეეჭვება ლუკამ დიდი ხანი გიყუროს და მალე თეთრი კაბა არ ჩაგაცვას. რა ლამაზები ხაართ.
–მადლობა საყვარელო შენც ულამაზესი ხააარ. მეეჭვება დღეს ვინმე გულგრილი დატოვო.
–თქვენთან მე არ გაოვჩნდები ამიტომ შევეცდები შორს ვიყო–თქვა ანასტასიამ სიცილით–და ნინი, შენმა საქმრომ სანამ გადამიფიქრებია ჯვრის წერა და სანამ ოთახში არ შემოგივარდი დროზე გამოდიო.
–მოვიდაა?–სიხარულით აევსო თვალები ნინის.
–კი და გელოდება.
ნელა გავიდა ნინი ოთახიდან, ისე ღელავდა ხელები აუკანკალდა და თაიგული რომელიც ლიზიმ მიაწოდა ძლივს დაიჭირა. ძლივს მიაღჭია დიტომდე, და როცა მის თვალებში ბედნიერება, სიყვარული სიხარული და სიამაყე ამოიკითხა უბედნიერეს ადამიანად იგრძნო თავი და კიდევ ათასჯერ გადაუხადა ღმერთს მადლობა რომ დიტო მისი ცხოვრების ნაწილად აქცია. როგორც იქნა მიაღწია დიტომდე და ჩამოართვა უზარმაზარი ვარდების თაიგული.
-დედამიწაზე მოსიარულე ქალღმერთი ხარ, რომელიც მე ვიპოვე და და დავისაკუთრე–უთხრა დიტომ და ზედ ტუჩის კუთხეში აკოცა, მაშინვე აჩხაკუნდნენ აპარატები. როცა ნინით დატკბა, სიძე ახლა ლიზის მიუბრუნდა.
–ცოლის დავ, ორი ჯვრის წერა ერთად ჰა?–თვალი ჩაუკრა დიტომ– ულამაზესი ნათლია ყავს ჩვენს შვილებს.
ლიზიმ შესამჩნევად გაუღიმა, და ჯიუტად არ გაიხედა იმ მხარეს, რომელი მხრიდანაც მწველ მზერას გრძნობდა. ყველანი ულოცავდნენ, ლიზი იღიმოდა, გიორგი კი წარბებ შეკრული იდგა და ეკას მკვლელი მზერით უყურებდა, ხანდახან მოწყვეტდა მზერას და მისი მისამარტით ნათქვამ სიტყვებს ძალით გახსნილი ბაგით და ყალბი ღიმილით უხდიდა მადლობას.
როგორები იყვნენ? ოთხივე უმშვენიერესები...
ნინი; ნინი დღის მთავარი ფიგურა, დედოფალი, უმშვენიერესი უთეთრესი კაბით, ზედა კორსეტი სვაროვსკის თვლებით, წელში გამოყვანილი, წელიდან ოდნავ დაშვებული, რომელიც ნელ ნელა იშლებოდა, ქერა გრძელი თმა, ოდნავ აკრული და უკან ჩამოშვებული კულულებით, სადა ღია მაკიაჟი მაგრამ თვალებზე შავი ჩრდილით, ტუჩსაცხი კი მისი ტუჩების ფორმას უფრო გამოსახავდა და დიტოსთვის ნამდვილად მადისამღრძვლელად გამოიყურებოდა. თავს ძლივს იკავებდა რომ არ მივარდნოდა და ამდენი ხალხის თანდასწრებით, არ დაეგემოვნებინა, ხელს რა უშლიდა უკვე მისი ცოლი იყო, მაგრამ იცოდა, თუ დაიწყებდა ვეღარ გაჩერდებოდა. მერე თავს დაკარგავდა, ეს კი ნამდვილად არ უნდოდა.
დიტო: დიტო დღის კიდევ ერთი მთავარი ფიგურა, ნეფე. ისეთი სიმპატიური იყო, სმიკინგი ისე საშინლად უხდებოდა რომ ნინის მისი დანახვისას სუნთქვა შეეკრა და თავს შემოუძახა რომ მასთან როგორმე უნდა მიეღწია, მერე კი ყველაფერი კარგად იქნებოდა. სპორტულ კლასიკურ ფორმაში გამოწყობილი დიტო და უთეთრეს კაბაში გამოწყობილი ლიზი უმშვენიერეს კონტრასტს ქმნიდა. ყველას თვალებში სიყარული, სიყვარული და ბედნიერება იკითხებოდა
ლიზი; ლიზი... ლიზი... ლიზი... იცით როგორი კაბა ეცვა? ჩვეულებრივი, სადა, მაგრამ აღმაფრთოვანებელი, შეუდარებელი, ვერცხლისფერი, თითქოს მის ტანზე ჩანჩქერად ჩამოედინებოდა, შავი თმები ლამაად აეწია, ლამაზად ჩაეკონათ ერთმანეთში, სადა ღია მაკიაჟი, ტუჩსაცხი. კაბისფერი შესაფერისი მაღლები. ნინის ემუდარებოდა რად მინდა მე ეხლა მაღლებიო? მაგრამ თქვენ გესმოდათ ლიზის თხოვნები, მუქარები და შანტაჟები? არც ისე არ გაუგია ნინის და მაინც მოუწია იმ საშინელი მაღლების ჩაცმა. კიდევ კარგი კარგი მაკიაჟი ესვა თორე ახლა კვასკვასა წითელი იქნებოდა. ისევ გრძნობდა თვალ–მოუშორებელ მზერას, მაგრამ ჯიუტად არ აქცევდა ყურადღებას.
გიო: გიო? გიო ისეთი სიმპატიური იყო, ეკამ ლამის თავად შესთავაზა ,,ქმრად გამომყვებიო?“ გიოც სმოკინგში გამოწყობილიყო, მუქი ლურჯი სმოკინგი, თეთრი პერანგი, რომელიც ოდნავ მოეღეღა, ცდილობდა ყურადღება როგორმე მოეკრიბა და ეკას თვალებს და ქცევას არ გადაყროდა, ის კი ჯიუტად არ უყურებდა მას, პირიქით ტელეფონს დასჩერებოდა და ნინის და ლიზის რაღაცას ანიშნებდა. დილანდენი ინციდენტი ისევ ვერ მოუნელებია, ვინ ხარ რა უფლებით მომაკითხე აქო? ძაან კარგადაც იცოდა ეკამ რატომ ამოწმებდა გიო მის ყველა ნაბიჯს და ეს ეგოისტურად სიამოვნებდა, მაგრამ მისთვის ერთი წინადადება ყველაფერძე ძვირფასი იყო და მნიშვნელოვანი. ელოდა გიოს შემდეგ ნაბიჯს და ამის შემდეგ ყველაფერი კარგად იქნებოდა.
როგორც იქნა სახლიდაან გააღწიეს, ეზოში ყველანი მანქანებში მოთავსდნენ. დიტომ გაანაწილა ყველანი.
–სწრაფად ყველანი მანქანებში, მამაო ველოდება.–მერე ნინს ხელი დაავლო თვითონვე გაუღო კარი ხელში აიყვანა და ის ორი ნაბიჯი ხელში აყვანილმა გაატარა, თავად დასვა სავარძელზე და თავადვე შეუკრა უსაფრთხოების ღვედი, რის შედეგადაც ნინის ცხელი კოცნა იგრძნო ყელში.
–ნუ ცუღლუტებთ მშვენიერო, თორე ჯვრის წერამდე შემიძლია მოგიტაცო.– უთხრა დიტომ, რითაც ნინის სიცილი დაიმსახურა.
–ნუ მიწვევ
–არა არ გიწვევ–გაეკეკლუცა ნინი.
–გინდა გაჩვენოო?–დასერიოზულდა დიტო.
–არა არა, ჯვრისწერაზე ვაგვიანებთ.–საწყლად ამოიკნავლა ნინიმ დასაწყლად გახედა საჭესთან მოთავსებულ დიტოს. მან დამამშვიდებლად გაუღიმა და მანქანა ადგილიდან მოწყდა.
–ეს რას ნიშნავს დედოფლის მეჯვარევ?– ლიზის ყურთან დაიჩურჩულა ლუკამ– მთელი დილაა გაკვირდები და ერთხელაც კი არ გამოგექცა ჩემსკენ მზერა–გაბუტული ბავშვივით ჩაიჩურჩულა ლუკამ.
–სხვა მნიშვნელოვანი საქმეებით ვიყავი დაკავებული– უთხრა ლიზიმ და ლუკას მხარეს მიბრუნდა. რა დაინახა? პრინცი რომელედაც ოცნებობდა, თვალები რომელშიც სარკესავით მის ანარეკს ხედავდა, კრიალასა და სუფთან, თვალები რომლებში ჩახედვისას მსოფლიოში გამოგზაურებდა, ლიზი დაიბნა, ისეთი სიმპატიური იყო, ყველანაირი სტილი უხდებოდა, ხშირად ენახა კლასიკურ ფორმაში მაგრამ ახლა, ისეთი იყო რომ... ლიზიმ მზიმედ გადაყლაპა ნერწყვი. მდგომარეობიდან ლუკას ნაზმა შეხებამ გამოიყვანა.
–ვატყობ დღეს ვერ გავერთობი და ყურადღება არ უნდა მოვადუნო, შეუდარებლად ლამაზი ხარ ჩემო მწიფე შემოდგომავ. წავიდეთ თორე ყველანი შეამჩნევ მეჯვარე რომ დააგვიანებს.
–მიხარია რომ ჩემს გვერდით ხარ და მხოლოდ ჩემთან ხარ–ბოლომდე ვერ უთხრა ლიზიმ რისი თქმაც უნდოდა–და ის ყველაფერი რასაც ვერ გეუბნები მაგრამ ვგრძნობ. მხოლოდ ჩემი–მაინც დაამატა ბოლოს.
–ჩემი ეგოისტი ხარ... და მაინ ჩემი მწიფე შემოდგომა, მანქანაში ჩაჯდომისას მაინც მიწვდა მის ტუჩებს ლუკა და ლიზის უკმაყოფილო სახე რომ დაინახა რამის თქმა არ აცადა
–არ დაგავიწყდეს ჩემი ვალი რომ გაქვს.–გაუღიმა ლუკამ და მანქანა ადგილს მოწყდა.
ჯვრისწერა საოცარი იყო, სანთლის შუქი როგორ უნათებდა სახეს უმშვენიერეს ოთხეულს, გიოს სახეზე პპირველმა ღიმილმა მაინ გაკვეთა როცა ეკამ ,,ვითომ ჩუმად“ გადაუღო სურათი. წყვილის თვალები ვარსკვლავებივით ციმციმებდნენ. მათი თვალები უნდა გენახათ როცა მამაომ ცოლ–ქმრად გამოაცხადათ, დაფრინავდნენ. მერე ხელი მოაწერეს. უამრავი ფოტო გადაიღეს, ყველაფერი ისე იყო როგორც ნინის უნდოდა. მშობლების გაცისკროვნებულ სახეებს რომ უყურებდნენ ათასმაგად ბედნიერები იყვნენ.
რესტორანში ყველაფერი ულამაზესი იყო, ვერცხლისფერი და ლურჯი ჭარბობდა სხვა ფერებთან ერთად, პირველი ორი ფერი მშვენიერ კონტრასტ ქმნიდა, შეუდარებ განათებასთან ერთად.
ყველა კარგად ერთობოდა, ქართული სუფრის ტრადიცია; განსხვავებულები, გრძელი ცოტა მოსაწყწნი სადღეგრძელოები, რაც მთავარია არ ყოფილა, უკმაყოფილი სახეები და ჩხუბის იმიტაციებიც კი. როგორც არასდროს კიჭა უსერიოზულესი იყო და ყველაფერს აკონტროლებდა.
ყველა ძალიან კარგად ერთობოდა ეკა რომ გოგოებთან მივიდა და უჩურჩჰულა...
–უკვე დროა, მათაც უნდათ აქ.–და მაშინვე გაეცალა გოგოებს. მათ თავი დაუქნიეს თანხმობის ნიშნად.
–ქმარუკა ცოტა ხანი გავალთ და დარბაზი არ შეყარო, საკუთარი ქორწილიდან უშენოდ არ გავიპარები–უთხრა სიცილით ნინიმ და მოწყვეტით აკოცა დიტოს, დიტო უკმაყოფილოდ შეიშმიშნა.
–ყველაფერს აგანაზღაურებინებ
ნინის პასუხი არ გაუცია და ლიზისთან ერთად კარებში გაუჩინარდა. ხუთ წუთში სინათლე ჩაქრა, მაგიდებზე, კუთხეებში დეკორატიულ ნივთებზე ათობით სანთელი აანთეს და ....................

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
გამე მშვიდობის, ნახე ხომ დავდე ახალი თავი მალე, კი მართალია გუშინ უნდა დამედო მაგრამ არა ადამიანურ რეჟიმში ვცხოვრობ, სულ სადღაც მაგვიანდება და სულ სადღაც მეჩქარება, ძალიან გთხოვთ თქვენი აზრები გამიზიარეთ, მგონი ამ თავით ყველაფერი შევცვალე ისტორიაში, თან ლუკა და ლიზი თითქოსდა მეორე ხარისხოვნები გახდნენ, მაგრამ როც მეგობარს ასეთი ბედნიერი დღე აქვს ჩვენ ყველას საკუთარი თავი გვავიწყდება და მისი ბედნიერების მონაწილენი ვხვდებით.
და იცით რა ჩემო ლამაზებო? არასდროს ვავლებ თვალს ნაწერს, იმიტომ რომ ვიცი მერე წავშლი, არასდროს არ მომწონს ჩემი ნაწერი, თუ ამას წერა ქვია. მადლობა იმისთვის რომ კითხულობთ და მაბედნიერებთ. და ეს სურატი არ არის რაც მინდოდაა



№1  offline წევრი prettygirl

Karrgiii xar sixarulo <3 vici Ra fasadac gijdeba amodi dabechdva da gifaseb <3

 


№2  offline წევრი Annee

არ გეჩხუბები დაგვიანების გამო, რადგან კარგად მესმის შენი. მეც სულ გადარბენაზე ვარ ხოლმე. ისტორიას რაც შეეხება ძალიან კარგია. მომწონს სხვადასხვა წყვილების შესახებ რომ წერ, რაც ჩემი აზრით უფრო მრავალფეროვანს ხდის ისტორიას. გიოს და ეკას ამბავიც ძაან მაინტერესებს ^_^ მაგრამ ჩემი ლუკა და ლიზი მაინც სხვაა..

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

prettygirl
Karrgiii xar sixarulo <3 vici Ra fasadac gijdeba amodi dabechdva da gifaseb <3

მადლობა სიხარული მადლობა რომ გესმის ჩემი და რომ მოგწონს love

Annee
არ გეჩხუბები დაგვიანების გამო, რადგან კარგად მესმის შენი. მეც სულ გადარბენაზე ვარ ხოლმე. ისტორიას რაც შეეხება ძალიან კარგია. მომწონს სხვადასხვა წყვილების შესახებ რომ წერ, რაც ჩემი აზრით უფრო მრავალფეროვანს ხდის ისტორიას. გიოს და ეკას ამბავიც ძაან მაინტერესებს ^_^ მაგრამ ჩემი ლუკა და ლიზი მაინც სხვაა..

wink ვაიმე რა მაგარია ვიღაცაც ყოფილა ჩემს დღეში, მარტო მე მეგონა ჩემი თავი ეგეთი, ყველაზე მთავარი ძილი არასდროს არ მყოფნის. პერსონაჟების მრავალფეროვნებას რაც შეეხება ხო ესე გადავწყვიტე, და დასასრულიც შეიცვალა წუხვარ...

 


ვერ მოვისვენე (რა)
გინდ დაიჯერე გინდ არა, (ამის მოლოდინში) ვერ დაუდე ვერცერთ ისტორიას გული...
ბოლოში თავადაც აღნიშნე და არც მე გამომპარვია რომ ლიზი და ლუკა მეორეხარისხოვანი გახდნენ... ყველა წინდადებიდან სხვადასხვა ემოციას ვიღებდი და უსაზღვროდ მსიამოვნებდა მაგრამ მაინც ლუკას და ლიზის "ვეძებდი" და არ მეყო მათი სცენები...
იმედია შემდეგ თავებში მეტი ყურადღება დაეთმობა...
"ჰეპიენდი" მინდა, საშინლად მინდა, ამ ორის სიყვარული მინდა...
აი, რომ დავასრულებ კითხვას და წამით "გალიზება" რომ მომინდეს
როგორც ყოველთვის სულმოუთქმელად ველი შემდეგ თავს
წარმატებები...

 


№5  offline აქტიური მკითხველი terooo

შოკოლადიანი კრუასანი
ვერ მოვისვენე (რა)
გინდ დაიჯერე გინდ არა, (ამის მოლოდინში) ვერ დაუდე ვერცერთ ისტორიას გული...
ბოლოში თავადაც აღნიშნე და არც მე გამომპარვია რომ ლიზი და ლუკა მეორეხარისხოვანი გახდნენ... ყველა წინდადებიდან სხვადასხვა ემოციას ვიღებდი და უსაზღვროდ მსიამოვნებდა მაგრამ მაინც ლუკას და ლიზის "ვეძებდი" და არ მეყო მათი სცენები...
იმედია შემდეგ თავებში მეტი ყურადღება დაეთმობა...
"ჰეპიენდი" მინდა, საშინლად მინდა, ამ ორის სიყვარული მინდა...
აი, რომ დავასრულებ კითხვას და წამით "გალიზება" რომ მომინდეს
როგორც ყოველთვის სულმოუთქმელად ველი შემდეგ თავს
წარმატებები...


აი არ ვიცი რა უნდა გითხრა. ... შენთან ყველა სიტყვით უძლური ვხვდები... მე ყველა ისტორიის ერთგული მკითხველი და კრიტიკოსი შენ მამუნჯებ პასუხიც არ მაქვს შენს კომენტარზე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent