შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერი 13 (თავი 3)


26-04-2015, 13:45
ავტორი unicorn
ნანახია 1 856

ცხოვრება გაგრძელდა.
უნივერსიტეტი.
ახალი ნაცნობები.
პირველ დღეს მომაკითხა ციხისთავმა უნივერსიტეტთან და წამიყვანა.
სულ რამოდენიმე წამში, სანამ მანქანაში ჩავჯდებოდი, დარწმუნებული ვარ ყველა ის ადამიანი დაათვალიერა და შეისწავლა, ვისთან ერთადაც ვიდექი.
მეორე დღეს ყველა ბიჭი თავზე მევლებოდა, რამე ხომ არ გინდაო, თუ რამე დაგჭირდეს აქ ვართო. ვერაფერს მივხვდი.
იმ დღესაც მომაკითხა ციხისთავმა და ყველა ჩემი ჯგუფელი მეგობრულად გადაკოცნა.
მერე მივხვდი რატომ მოინდომეს გაცნობის მეორე დღეს ჯგუფელებმა ჩემი დაცვის როლის მორგება.
მთელი გზა მეღიმებოდა.
ციხისთავისთვის არაფერი მითქვამს, უბრალოდ ვკითხე რამის თქმა ხომ არ გინდა-მეთქი
არაო.
გამეღიმა.
არაფერს მიხსნიდა, განსაკუთრებულს არაფერს მეუბნებოდა, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი რომ ჩემს გვერდით იყო, ფიზიკურად თუ სულიერად.
შემოდგომის წვიმები ყოველთვის დეპრესიულ ხასიათს მიქმნიდა ხოლმე.
ახლა კი მებედნიერებოდა.
ყველაფერი მებედნიერებოდა.
წითელ-ყვითელი ფოთლებს ვაგროვებდი.
ბავშვივით დღიურს ვაკეთებდი.
თითქმის ყველა დღე დეტალურად მქონდა აღწერილი 13 ივლისიდან.
ვწერდი, ვაკრავდი ფოთლებს, ყვავილებს, ფოტოებს.
თან ვეწეოდი წითელ მარლბოროს და ჩარკვიანის ნაცნობ ჰანგებს ვუსმენდი.
ციხისთავით იწყებოდა ჩემი დღიურიც და ჩემი ცხოვრებაც.
მის გარეშე ხომ წარმოუდგენლად მეჩვენებოდა სიცოცხლე.
ციხისთავი ჩემი ნარკოტიკი იყო. ერთხელ გავსინჯე და მას მერე აღარ გამოვფხიზლებულვარ.
ჩემს ფიქრებს ხანდახან კი არ კვეთდა, იქ ცხოვრობდა.
სულ ჩემში იყო.
იყო უარო ხეტიალები, წვიმაში ცეკვა, ბევრი ლაპარაკი, სიცილი და უამრავი მოგონება.
ამბობენ „ჩვენ ისეთ სიყვარულს ვიღებთ, როგორსაც ჩვენი აზრით ვიმსახურებთო“. მე არ ვეთანხმები. არ ვიმსახურებდი. ვფიქრობდი, რომ ის საუკეთესო იყო და მე უბრალოდ გამიმართლა, იღბლიანი არმოვჩნდი.

მახსოვს სექტემბერში მის თამაშს პირველად ვესწრებოდით ბავშვები.
მაიკა შევიკერე.
ზუსტად მისნაირი.
ციხისთავი დავიწერე.
N2
მისი სახე არასოდეს დამავიწყდება.
ის თამაში მოიგეს.
შენნაირი ანგელოზი როცა გისურვებს წარმატებას, რა წამაგებინებდაო.
არც უამრავი გოგოს თვალი დამავიწყდება, როცა მასთან მხედავდნენ.
საპირფარეშოში გავიგონე, ვიღაც გოგო ციხისთავს მაგრად ეტენება, მისნაირი ზედა ჩაუცვამსო.
არ გავბრაზდი, ან როგორ გავბრაზდებოდი.
ხმამაღლა გავიცინე და გამოვედი.
რომ დამინახეს ისეთი სახეები ჰქონდათ ერთ სანახაობად ღირდა.
მართლა არ მაინტერესებდა სხვისი თვალით დანახული ჩვენი ურთიერთობა როგორი იყო.
მთავარია, რომ ჩემთვის იყო იდეალური.

1 ნოემბერი შემოვიდა.
18 წელი მისრულდებოდა.
ღამის 12ზე ყველა თავზე დამადგა.
ციხისთავმა როგორ შეძლო და განმიმარტოვა არ მახსოვს.
ოქროს ცეპი ჩამომკიდა.
კულონზე რიცხვი 13 იყო.
ჩემთვის მაგიურია, 2013ის 13ში გაგიცანიო.
რატომღაც გამიკვირდა, რომ რიცხვიც ახსოვდა.
მაგრად ჩავეხუტე.
მაშინ მითხრა პირველი მიყვარხარ.
მე კიდევ უფრო მაგრად მოვუჭირე ხელები და მჭიდროდ მივეკარი.

ის ახალი წელი პირველად არ გავატარე ოჯახთან ერთად.
სამეგობრო უნდა შევხვდეთ ერთად-მეთქი ავიტეხე.
გადაირია დედა თავისებურად.
მერე გამიღიმა.
აქამდე რატომ არ გქონდა მსგავსი სურვილი, რა ხდება, მე მაინც რას მიმალავო.
ყველაფერი მოვუყევი.
იღიმოდა.
სიყვარული კარგია, მაგრამ რეალობაში მთლად ისეთიც არ არის როგორც წიგნებსა და ფილმებშია და ყურადღებით იყავიო.
მაშინ არ მივაქციე ამ სიტყვებს ყურადღება.
ზუსტად 12 საათზე ყველანი აივანზე ვიყავით და ფეიერვერკებს ვუყურებდით.
მაშინ ვუთხარი პირველი მიყვარხარ.
და ჩავეხუტე.
დავლიეთ, ვითამაშეთ, ჩვენებურად ვიგიჟეთ.
დილისკენ ჩამეძინა. ტახტზე ვიჯექით, თავი მის მხარზე მედო.
მიხაროდა.
მიხაროდა, რომ ვიპოვე და რომ მანაც მიპოვა.
მიხაროდა ყველაფერი რაც გავიარეთ, რაც გვქონდა და რაც მომავალში გველოდა.
ალბათ, ბედნიერი სწორედ მაშინ ხარ, როცა არაფერზე ღელავ და არაფრის გეშინია, რადგან ზუსტად იცი, რომ მასთან ერთად ყველაფერს გადაიტან.


მთელმა თბილისმა გაიგო ჩვენი ამბავი.
ნაცნობი, უცნობი, ყველა ერთი და იმავეს მეკითხებოდა მართლა ერთად ხართ თუ არაო.
ციხისთავს ყიფშიძე შეუყვარდაო.
მერე უამრავი ჭორი იყო.
ყიფშიძის გამო ჩამოვიდა რუსეთიდანო.
ყიფშიძე ეტენება, სულ თვალში ეჩხირებოდა და გამოიჭირაო.
ღალატობსო.
გაიპარნენო.
მშობლები უშლიანო.
დაშორდნენო.
რას არ მოკრავდი ყურს.
რა გამოლევს თბილისში ჭორებს.
არ მწყინდა.
არც ვუსმენდი.
ყურს თუ მოვკრავდი მეღიმებოდა.
არაფერს არ უარვყოფდი და არც ვამტკიცებდი.
მე მისი მჯეროდა, მას - ჩემი.
ბედნიერებასა და სიყვარულს კიდევ მტკიცება არ სჭირდება.

14 თებერვალს 1 დღით მომიტაცა.
გუდაურში წამიყვანა.
კი არ თოვდა. ბარდნიდა. ულამაზესი იყო.
ვისრიალეთ.
გავერთეთ.
კიდევ უამრავი მოგონება შევმატეთ ჩვენს მახსოვრობას.
გვიან სახლში დამაბრუნა.
ჩემს სადაბაზოსთან მანქანაში ვისხედით.
ჩარკვიანი ჰქონდა ჩართული.
დიდხანს ჩუმად ვისხედით.
კიდევ ერთი საუკეთესო დღე მაჩუქე-მეთქი.
მერე იყო ჩემი პირველი კოცნა.
ჩვენი პირველი კოცნა.
გამიღიმა.
იმ ღიმილით გამიღიმა ასე ძალიან რომ მიყვარდა.

რა არ გადავიტანეთ.
სულ ვჩხუბობდით.
მერე ხან გუგა გვარიგებდა, ხან ბექა, ხან ანკა, ხან მარიამო, ხან გიო და ასე დაუსრულებლად.
ვჩუხობდით ყველაფერზე.
მეშინოდა მისი დაკარგვის, მაგრამ პრინციპული ვიყავი და არასდროს ვდგამდი პირველ ნაბიჯს.
ალბათ, გულის სიღრმეში ვიცოდი, რომ ბოლოს მაინც შევრიგდებოდით და იმიტომ.
მარტში რუსეთში დაბრუნდა 1 თვით.
თავისი ჟაკეტი დამიტოვა.
მე რომ მიყვარდა ის.
მისი სუნით იყო გაჟღენთილი.
როცა ცივი, წვიმიანი საღამოები იყო გავეხვეოდი მის მოსაცმელში, თვალებს ვხუჭავდი, მის სუნს შევიგრძნობდი და წარმოვიდგენდი რომ აქ იყო, ჩემს გვერდით.
ხანდახან მეტირებოდა.
არადა ბავშვობაშიც კი არ ვიყავი მტირალა.
ყოველთვის მეგონა სისუსტეა ტირილი-მეთქი.
სიყვარულმა დამასუსტა.
მეტარებოდა ტკივილამდე.
skype გვშველოდა.
მაინც ჩემთან ერთად იყო, მერე რა, რომ კილომეტრები გვაშორებდა.
სულიერ კავშირს მანძილი ვერაფერს აკლებს.
მოკლედ, ესეც გადავლახეთ.
ციხესიმაგრესავით ძლიერი იყო ჩვენი ურთიერთობა.
ბევრს უძლებდა.
დარწმუნებული ვიყავი რომ არასოდეს დაინგრეოდა.
სამაგალითო წყვილი ვიქნებოდით.
პოზიტივს ვასხივებდით.
სხვა რა უნდა ინატრო ადამიანმა 18 წლის ასაკში.
ამაზე უკეთესად ჩემი ცხოვრება ვერ წარიმართებოდა.

იმ წლის 13 ივლისს ზღვაზე ვიყავით.
მე, ციხისთავი და წითელი მარლბორო.
ერთი წელი იყო გასული.
ერთი წელი იმ დღიდან, რომელმაც ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა.
27 აგვისტოს წყნეთში ვიყავით ბექას დაჩაზე.
მახსოვს ღამით ყველას დაეძინა.
მე არ მეძინებოდა, აივანზე ჰამაკში ვიჯექი და ვაბოლებდი.
ციხისთავი მოვიდა და მაგრად ჩამეხუტა.
ერთი სული მაქვს ჩემი ცოლი გერქვასო.
პულსი ამიჩქარა.
წინა წლის 27 აგვისტო გამახსენდა.
ზუსტად ის შეგრძნეები მქონდა.
ოდნავ უფრო გამძაფრებულად.
ხელები მოვხვიე და ასე ვიყავით დილამდე.
მთელი არსებით მიყვარდა.
ალბათ სწორედ სიყვარულია ის, რაც ამ შავ-თეთრ ცხოვრებას აფერადებს და რაც სიცოცხლეს აზრს აძლევს.




ავტ: დილამშვიდობის!
პირველ რიგში ბოდიში მინდა მოგიხადოთ, დაგპირდით, რომ გუშინ საღამოს დავდებდი ამ თავს, თუმცა აღმოვაჩინე, რომ დღეში მხოლოდ ერთი სიახლის დადების უფლება მქონია, ამიტომაც ობიექტური მიზეზია და მომიტევეთ ^^
რაც შეეხება მოთხრობას, თავი დიდი არ არის, საერთოდაც მოთხრობა არ არის დიდი, არ გავწელე და შემდეგ თავში ვასრულებ უკვე.
იმედია ისიამოვნეთ, შენიშვნები და შთაბეჭდილებები დამიწერეთ კომენტარებში.
დიდი მადლობა რომ კითხულობთ <3



№1  offline წევრი Khaleesi

მომწონს ძალიან აბა შენ იცი გელოდები

 


№2  offline წევრი Sexy Mädchen

უიმეე თბილისი ჭორაობდა არა ის კიდე,,ნუ გიყვართ ეს აბსურდული ელემენტების ჩართვა რა..უბანმა იჭორაოს,კიდე ხო,მარა თბილისმა...კაი რაა;დ
--------------------
:)

 


№3  offline წევრი unicorn

Sexy Mädchen
უიმეე თბილისი ჭორაობდა არა ის კიდე,,ნუ გიყვართ ეს აბსურდული ელემენტების ჩართვა რა..უბანმა იჭორაოს,კიდე ხო,მარა თბილისმა...კაი რაა;დ

არსებობენ ადამიანები, რომელთა შესახებაც არამარტო უბანმა იცის. მთელს თბილისში თითოეული ადამიანი არ იგულისხმება რა თქმა უნდა, უბრალოდ დიდ მასშტაბზეა საუბარი. ეს ნამდვილად არ არის აბსურდული ელემენტი.

 


№4  offline წევრი bichinashvili ))

dzalian kargia...13 ivlisi chemi dabadebis dgee .:)))
--------------------
mariam 13

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent