ვუყვარდი?არ ვიყვარდი? (ჩემი ცხოვრების ისტორია) თავი 2
"როგორ ხარ?" მივწერე და დაველოდე პასუხს. დიდი ხანი გავიდა,პასუხი არ მოვიდა და მეც გადამავიწყდა ალექსანდრეს არსებობა. ტელეფონი მივაგდე საწოლზე და საღამოს გავედი ბულვარში მეგობრებთან ერთად.თორმეტი საათისთვის დავბრუნდი და ტელეფონს დავხედე... "კარგად შენ?" - რაა?? მომწერაა? მომწერაა ! არ ვიცი რატომ მაგრამ ძალიან გამიხარდა,მერე გამახსენდა ამ ნომრით რომ დავურეკე და ანი ვარ თქო რომ მოვატყუე. დავიკიდე და გავაგრძელე ლაპარაკი. დიდი ხანი შევყევით მიმოწერას. დღეები გადიოდა და ჩვეენი ურთიერთობაც უფრო ხშირდებოდა. ლაპარაკში ანიზეც მოვუყევი მე ვიყავი თქო და ერთად ვხუმრობდით ამ საკითხზე. როგორც გაირკვა ალექსანდრე ფეხბურთელი ყოფილა(ვფიქრობ რომ მაგარი მომავალი ელის) და მაშინ როცა მე მივწერე პირველად ახალი ჩამოსული იყო "ზბორებიდან". ჩემი მესიჯი რომ ნახა აუ ამას რა უნდაო ჩაუალაპარაკია მაგრამ ასე იყო თუ ისე მომწერა . ზაფხული მიილია და ერთი სული გვქონდა ერთმანეთს როდის ვნახავდით... ალექსანდრე ჩემი პარალელური კლასელია მარგამ მის შესახებ არასდროს არაფერი მსენია,ეგ კი არა ნანახიც არ მყავდა მემგონი. ძალიან მხიარული და საყვარელი იყო,სიპათიურიც... მუქი თაფლისფერი თვალები,თლილი ტუჩები,მამაკაცური ყბები,ტანიც ძალიან მაგარი ქონდა!!! მოკლედ საუკეთესო მეგობრები გავხდით. სკოლა სანამ დაიწყებოდა ვფიქრობდი ალექსანდრეს რომ ვნახავ ჩავეხუტები თქო(ჩახუტებაზე ვგიჟდები) მაგრამ რეალობაში რომ გადმოვინაცვლე შორიდან ხელი დავუქნიეთ ერთმანეთს . დღე არ გავიდოდა ერთმანეთისთის რომ არ მიგვეწერა,დილიდან საღამომდე ვლაპრაკობდით. თვალებს გავახელდი ალექსანდრეს მესიჯი მხვდებოდა , დასაძინებლად მივდიოდი ისევ ალექსანდრე მემშვიდობებოდა. ყველაფერი ძალიან კარგად იყო სანამ მეგობრობაზე მეტი არ ვიგრძენი. საშინლად დაბნეული ვიყავი და მიჭირდა იმ ბიჭთან "ძმობა" ვინც აშკარად მიყვარდა. ბავშვური გამოხტომები დამეწყო,მესამე სართულზე მის კლასთან გავდიოდი და გამოვდიოდი ,რომ ვხედავდი ვწითლდებოდი და სახეზე ხელს ვიფარებდი(შემდეგ გაირკვა რომ ალექსანდრე გიჟდებოდა ისე მოსწონდა ეს ყველაფერი) დიდი ხანი გრძელდებოდა ასე,სანამ აპრილი არ გვეწვია. გაირკვა რომ თურქეთში მივდიოდით ხელოვნების გიმნაზიიდან ფესტივალზე. ძალიან მიხაროდა,ორი მასწავლებელი იქნებოდა,პატარა ბავშვები და ჩემხელა კიდე ორი გოგო. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა,გადავწყვიტე ალექსანდრესთვის მეთქვა ჩემს გრძნობებზე იმ ღამეს სანამ წავიდოდი,შემდეგ ტელეფონს გამოვრთავდი და თურქეთში გადავსკუპდებოდი. დრო კი გააქრობდა ჩემს სირცხვილს ის კი დაფიქრდებოდა. ერთი კვირით ადრე სანამ წავიოდი მესიჯი უკვე გამზადებული მქონდა,ერთ ღილაკზე თითის დაჭერა და ჩემი გრძნობებით სავსე მესიჯი ალექსანდრეს მობილურში გადაინაცვლებდა.მეგობრებს ვკითხრე რჩევა, იმდენად დაღლილები იყვნენ ჩემი ბავშვური გამოხტომებით, რომ: უთხარი აბა რა უნდა ქნაო. ______________________________ აპრილის თვე რომ დაიწყო საცხოვრებლად, დროებით ბიძაშვილთან გადავედით. ქავთარაძის ქუჩის პარალელურად,ნადირაძის ქუჩაა,კერძო დასახლება. ორსართულიანი დიდი სახლია. ბებია,ბაბუა,ბიცოლა,ბიძია და 3 ბიძაშვილი ცხოვრობენ იქ. შემდეგ კიდევ 4 დავემატეთ(ხუთი წლით დიიდ დაიკო მყავს) და უბედნიერესი დღეები გავატარე. დიდი ოჯახი,სიცილი,ქაოსი მაგრამ ბედნიერება ! მენატრებოდა ჩემი სახლი და მიჭირდა სკოლაში წასვლა(შორი იყო). ამ დროსი განმავლობაში რაღაცნაირად დავშორდი მარის. სკოლა რომ დაიწყო თავიდანვე მომეროჟა და არ მკადრულობდა. მიზეზი არ მესმოდა მაგრამ ძალიან მაღიზიანებდა "ახალი მარი". მერე გადმოცემით გავიგე რომ ალექსანდრე მოსწონსო. ძალიან გამიხარდა(მაშინ მე არანაირი გრძნობა არ მქონდა მის მიმართ) მაგრამ გამიკვირდა მე რატომ არ მეუბნებოდა. ალექსანდრე ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო და შემეძლო მათი შეხვედრის მიზეზიც გავმხდარიყავი.ამ პერიოდიდან დასრულდა ჩემი და მარიამის 10წლიანი მეგობრობა. ელენე თაკო და ნუცი შემომრჩნენ. _______________________________________ დადგა ნანატრი საღამო და ლამისაა გული წამივიდეს ისე ვნერვიულობ..."მივწერო?" საკუთარ თავს ვეკითხებოდი . "ჰო ნი აბა რა უნდა ქნა,როდემდე უნდა გაგრძელდეს ესე?".. "ჰო მარგამ მარის რომ მოსწონს?"....(დამავიწყდა მეთქვა,მარის რომ გამოველაპრაკე ვკითხე კიდევ მოსწონდა თუ არა და დაიჭყანა "უიმეე მომწონს არა ისოო" მიპასუხა და მივხვდი ფორა მომეცა. არ ვიქნებოდი ცდუი დაქალი თუ ალექსანდრეს გამოვუტყდებოდი) -საბააა !!! -გაგიჟებული ვეუბნები ყურში ჩემ ბიძაშვილს(ტოლები ვართ ერთად ვიზრდებით და მაგარი მეგობრები ვართ) -ჰოოო რა იყოო,-ბუბლიკს ჩამს და პირგამოტენილი მელაპრაკება -რა რა იყო ბიჭო,მოდი აქეთ.-ვეუბნები და გრძელ დერეფანში გამყავს(იქ ისეთი ხალხმრავლობა იყო იშვიათად თუ ვნახავდი წყნარ ადგილს) -ჰო რა ხდება ნი -მივწერო???-ხელში ტელეფონს ვათამაშებ და გული მიბრაგუნებს. -ჰო აბა რა უნდა ქნაა გოგო მე დავიტანჯე შენი საცოდაობით. -ჰო საბა მაგრამ..... მარი? -რა მარა შენ ხო არ გაგიჟდი??!! -.... -ნინიი ! ერთი თვეა მარი გაიძახის არ მომწონსო და ლანძღავს,დროებით ეგონა რომ მოსწონდა,მითუმეტეს აღარ გემეგობრება არანაირად არ ხარ ვალდებული შენს გრძნობებზე თქვა უარი,მითუმეტეს მიზეზიც არ გაქ. -კარგი....აუ შენ დააჭირე რა,-ტელეფონს ვაძევ და ვეკრიჭები. -ჰაჰაჰ მომე მომე,-დააჭირა და მე ზურგი შევაქციე კივილი მინდოდა.... __________________________________ გამარჯობაა , ესეც მეორე თავი . გავაგრძელოო??? მემგონი საინტერესოა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.