შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

და მაინც...(3)


26-04-2015, 21:30
ავტორი anoo
ნანახია 2 586

-ელენა,მოდი შემოდი._მითხრა და გვერძე გაიწია შესვლა რომ შემძლებოდა.მეც შევედი და ეგრევე ჩხუბი დავუწყე.
-ჩემი ნებართვის გარეშე რატომ წამოიყვანე ნიკუშა?
-ჩემი შვილის ჩემთან მოსაყვანად არავის ნებართვა არ მჭირდება.
-გჭირდება,ზუსტადაც რომ გჭიდება და ძალიანა კარგად იცი რატომაც.სადა ნიკუშა,მიმყავს.
-ელენა,ბავშვს ძინავს.რომ გაიღვიძებს მერე წაიყვანე.
-არაუშავ გამოიყვანე,არ ვაპირებ მოღალატის სახლში თუნდაც ერთი წუთის გატაებას._ალექსს სახე დაუსევდიანდა
-ელენა,მე სალომეს დავშორდი._ნამდვილად არ მოველოდი,ვეცადე სახეზე არაფერი დამტყობოდა.
-მერე რა?რამეს ცვლის ეგ?
-არა..უფროსწორად კი,ვფიქრობ რომ უნდა შეცვალოს.
-მე ნამდვილად არ ვფიქრობ ეგრე.გთხოვ გამომიყვანე ბავშვი,უნდა წავიდე.
-ელენა._მომიახლოვდა ალექსი-გაყრის საბუთებს ხელს არ მოგიწერ,ვიცი რომ არაკაცი ვარ და ისიც ვიცი რომ რაც გავაკეთე არ უნდა გამეკეთებინა.მაგრამ ეს ყველაფერი გვიან გავაანალიზე,თუმცა სალომესთან ურთიერთობამ ბევრი რამ მიმახვედრა,თქვენს გარეშე მე არარაობა ვარ,არაფერს წარმოვადგენ,არ მინდა თუნდაც ერთი წუთი თქვენს გარეშე.ჩემს თავს ვერ ვპატიობ იმ შეცდომას და იმ ტკივილს რაც შენ მოგაყენე ჩემი ღალატით,არ ვიცი,მართლა არ ვიცი რა დამემართა,რატომ გადავდგი ის ნაბიჯი რასაც სხვებს ყოველთვის ვუშლიდი და ვუკრიტიკებდი,რისი წინააღმდეგიც მე თივთონ ვიყავი.ძალიან ვნანობ და მეშინია პატიების თხოვნა გვიანი არ იყოს.თუმცა არ ვაპირებ დანებებას,რადაც არ უნდა დამიჯდეს შენს ნდობას და სიყვარულს თავიდან მოვიპოვებ._ნელ-ნელა ჩვენ შორის მანძილს ამცირებდა.-მიყვარხარ ელენა.
-პატიების თხოვნა შეიძლება გვიანი არ იყოს,არც იმას აქვს მნიშვნელობა მე გაპატიებ თუ არა,რადგან მე მაინც არ შეგირგდები,უბრალოდ ვერ ვიცხოვრებ იმ ადამიანის გვერდით,რომელმაც სხვაში გაცვალა,რომელიც უტიფრად მატყუებდა,მოდიოდა თავისი საყვარლისგან და ჩემს გვერდით წვებოდა ისე თითქოს არაფერი მომხდარიყოს.ამის პატიებას ვერასდროს ვერ შევძლებ,არ შემწევს მაგის ძალა.ესეც რომ არ იყოს,სულ იმ შიშით ვერ ვიცხოვრებ რომ შეიძლება კიდევ მიღალატო,არ შემიძლია ასე,მე ვეღარ გენდობი,ნდობის გარეშე კი სიყვარული არაფერია.არა ალექს,ჩვენი სიყვარულის ასე გათელვას მე ვერ გაპატიებ.შენ იცოდი,იცოდი რომ ასეთ საქციელს არასდროს გაპატიებდი.ბავშვი ხვალ დილით მომიყვანე სახლში._მინდოდა რაც შეიძლება მალე წავსულიყავი,ცრემლები მახრჩობდა,მასთან კი სისუსტის გამოჩენა არ მინდოდა,ახლა მხოლოდ მარტო დარჩენა მინდოდა ჩემს თავთან და ჩემს ფიქრებთან.
და აი ვდგავარ სარკის წინ.ვუყურებ ჩემს თვალებს და მასში დანახული სევდა მაკრთობს.არამარტო სევდა ტკივილი,სიყვარული.მენატრება,თანაც როგორ,ტკივილამდე...მეცინება ჩემს ცხოვრებაზე.დავინახე როგორ ჩამოცვივდნენ ცრემლები,ეს მხოლოდ დავინახე,ისე ვერაფერს ვერ ვგრძნობ.ცრემლები სწრაფად მოვიწმინდე და საწოლისკენ გავემართე.გადაღლილ მალე ჩამეძინა,მაგრამ ტელეფონის ხმამ გამაღვიძა.

არ მახსოვს როგორ ვმართავდი მანქანას,ფიქრებით ნიკუშასთან ვიყავი.20 წუთში დასაფარი გზა 10 წუთში დავფარე.შეშლილივით გადმოვხტი მანქანიდან და საავადმყოფოში შევარდი.ალექსის დანახვაზე გაუაზრებლად გავექანე მისკენ და ხელები ძლიერად შემოვხვიე.ამ ჩახუტებაში ჩავტიე მთელი ჩემი მონატრება,მაგრამ რეალობაში ექიმის ხმამ დამაბრუნა და უცბად მოვშორდი ალექსს.
-სანერვიულო არაფერია,უბრალოდ სიცხემ აუწია,ახლა მალე დაუწევს და შეგეძლებათ წაიყვანოთ.
ძალიან ვინერვიულო,მაგრამ ექიმის სიტყვებმა დამამშვიდა,ალექსიც არ იყო უკეთეს დღეში,მე ხომ ვიცოდი როგორ უყვარდა ნიკუშა,ამიტომ მე აღარ დავუმატე და აღარაფერი ვუთხარი,მალე ნიკუშაც წამოვიყვანეთ სახლში,ალექმა გინდა თუ არა მეც უნდა წამოვიდეო დაიჩემა,უარმა რომ არ გაჭრა აღარ შევეწინააღმდეგე.სახლში მისულმა ნიკუშა დავაწვინე და მისაღებში გავედი,სადაც ალექსი იყო.
-ახლა შეგიძლია წახვიდე._ვუთხარი და სამზარეულოში გავედი წყლის ასადუღებლად.ვიგრძები რომ ისიც გამომყვა,თვალზე მომდგარი ცრემლი ჩუმათ მოვიწმინდე და წყლის მადუღარა შევუშვირე წყალს.მისმა შეხებამ მთელი სხეული ამიწვა,თავი ჩემს კისერში ჩარგო და ჩემი სურნელი ღრმად შეისრუტა.
-რაზე ვფიქრობდი ღმერთო..რაზე._დაიწყო ლაპარაკი,რაღაცის თქმა დავაპირე,მაგრამ ისევ მან გააგრძელა საუბარი.-როგორ გავძელი ამდენი ხანი შენი სურნელის გარეშე.მენატრები ელენა,ძალიან მენატრები.ჩვენი ოჯახი მენატრება.რატომ ვარ ასეთი არაკაცი.ვიცი..ვიცი,განა არ ვიცი.არ გიმსახურებთ შენ და ნიკუშას,მაგრამ იმდენად ეგოისტი ვარ არ მინდა თქვენი გაშვება,არ მინდა თქვენს გარეშე სიცოცხლე.იცოდე,რომ ყველაფერს გავაკეთებ თქვენს დასაბრუნებლად,ისევ მოვიპოვებ შენს ნდობას._ყელში მაკოცა და წავიდა...მე,მე ვიდექი და ვტიროდი,არ ვცდილობდი მათ შეჩერებას,მინდოდა სულ დავცლილიყავი.არ ვიცოდი რა გამეკეთებინა,ვიდექი და ხელში მადუღარა მეჭირა,რომელიც დიდი ხანია წყლით გაივსო.
ყვითელი ტანზე მომდგარი,მოკლე სადა კაბა და სადა მაკიაჟი.თმა უბრალოდ ავიწიე,ჩანდა ავიღე და ოთახიდან გამოვედი.
-ელენა დედიკო,ნეტა სად ქონდა ალექსს თვალები._უცბად მიხვდა რომ ალექსი არ უნდა ეხსენებინა და თვალებით ბოდიში მომიხადა.-ძალიან ლამაზი ხარ ელენა._გამიღიმა.საპასუხოდ მეც გავუღიმე და სახლი დავტოვე.ნიკუშა დედაჩემ დავუტოვე და დავმშვიდობებული ჩავუყევი კიბეს.დღეს საბას დაბადებისდღეა,ჩემი და ალექსის საერთო მეგობარი,მართალია არ მინდოდა წასვლა,მაგრამ საბამ ძალიან მთხოვა და არ მინდოდა ნაწყენი დარჩენილიყო.მანქანა დავძარი და რესტორნისკენ წავედი.საბაზე ვფიქრობდი,გამერიმა როგორ გაუხარდება ჩემი საჩუქარი.ღიმილით გადავხედე გვერდით სავარძელზე შეფუთულ საჩუქარს.გადამეტებულმა სინათლემ თვალი მომჩრა და წინ გავიხედე.წინ სატვირთო მოდიოდა დიდი სიჩქარით,ძალიან ახლოს იყო,შეშინებულმა თვალები დავხუჭე და პირველი ვინც გონებაში ამოტივტივდა ალექსი და ჩემი ბიჭი იყო.თუმცა მგონი გადავრჩი,თვალები რომ გავახილე სატვირთო ჩემს გვერძე მიდიოდა და თან მისიგნალებდა.შეშინებულს კანკალი ამივარდა და თავი საჭეზე ჩამოვდე.უნებურად ცრემლები წამომივიდა,როცა გავაანალიზე რა შეიძლებოდა მომსვლოდა უფრო შემეშინა.მაგრამ ჩემს გამო არა ჩემი ბიჭის გამო და ალექსის გამო,წარმოვიდგინე რომ შეიძლება ვერ მენახა როგორ გაივლიდა ნიკუშა,როგორ იტყვოდა პირველ სიტყვას,შეიძლება ვეღარ დამენახა ალექსის ლამაზი თვალები,რომელიც ყველაფერის მიუხედავად ჩემი სიცოცხლის წყარო იყო.ამ ყველაფრის გაფიქრებას ერთი წუთიც არ დასჭირდა.ცრემლები უცბად შევიშრე და შევეცადე დავწყნარებულიყავი,მაკიაჟი გავისწორე და უკვე დავმშვიდებულმა გავაგრძელე გზა.
-ელენა რა გჭირს?გაფითრებული ხარ._მისალმება არც კი დამაცადა თამთამ ისე მომაყარა აღშფოთებულმა.
-ვაიმე თამთა,ისე ცუდად ვარ.წეღან,გზაში რამის ავარიაში მოვყევი,ისე შემშინდა.ეგრევე ალექსი და ნიკუშა ამომიტივტივდა გონებაში,ძალიან შემშინდა,ძალიან.
-ელენა,კაი დამშვიდდი,მთავარია ახლა აქ ხარ და არაფერი არ მომხდარა,ნუ ნერვიულობ რა._მითხრა და გულში მხურვალედ ჩამიკრა.

მადლობა ბავშვებო <3 მიხარია რომ მოგწონთ!



№1  offline წევრი aDa

ძალიან კარგი გოგო ხარ შენ wink love ცოტა გაზარდე რა თავები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent