ბედნიერი 13 (თავი 4) დასასრული
დაფიქრებულხართ, თუ რა მოხდება მაშინ, როცა თქვენ არ ხართ იმ ადამიანის მეორე ნახევარი, რომელიც თქვენი მეორე ნახევარია? ალბათ მეტყვით ასე არ ხდებაო. შეუძლებელიაო. მაგრამ ასეც ხდება. ცხოვრებაში ხომ ყველაფერი ხდება. არც კი მახოვს როდის გაცივდა ურთიერთობა. როდის დადგა დღე როდესაც მან არ მომიკითხა. არ ვიცი როდის მიხვდა რომ უჩემოდ შეეძლო. შეეძლო კი არა, უჩემოდ უნდოდა. 7 მარტი იყო. 2015 წელი. შემხვდიო. მახსოვს მონატრებული მყავდა და ჩავეხუტე. სხვა თვალები ჰქონდა. აღარ მიყურებდა ისე, უცნაურად,თავისებურად და დაჟინებით. აღარც იმ ღიმილით მიღიმოდა, მე რომ მიყვარდა. ნერვიულად ეწეოდა. ბევრი ილაპარაკა. ვერაფერს ვიგებდი. არ ვიცი რა ხდებაო. დრო მჭირდებაო. მგონი გადამიყვარდიო. დაბნეული ვარო. იმ წამს ცხოვრება გაჩერდა. დავმუნჯდი. ვერაფერი ვუთხარი. ჩემთვის ესეა. თუ გიყვარდება, მერე ბოლომდე გიყვარს. როგორ, როგორ შეიძლება გადაგიყვარდეს? ანდაც როგორ შეიძლება არ უყვარდე და გაჩუქოს ამდენი ბედნიერი წუთი და მოგონება. სულ ავირიე. თავს ვიმაგრებდი, არ მინდოდა მეტირა. ვგრძნობდი რომ სულ რამოდენიმე წუთიც და ან ბოლო ხმაზე უნდა მეტირა და ცრემლებისთვის გამეტნია ყველაფერი ანაც გული გამისკდებოდა. უამრავი ფუჭი სიტყვა იყო. ყოველთვის ჩემი იმედი გქონდესო. რაშიც არ უნდა დაგჭირდეო. ჩემზე უკეთესს იმსახურებ და იპოვნიო. არ მინდა გული გეტკინოსო. იმ დღეს საოცარი ძალა გამოვნახე ჩემში. გავუღიმე და თვალებში ჩავხედე არაუშავს, ალბათ ასე იყო საჭირო-მეთქი. სამწუხაროა, მაგრამ ცხოვრება სავსეა მოულოდნელი განშორებებითა და დამშვიდობებებით. წამოვედი. მისკენ ზურგით შევტრიალდი თუ არა ცრემლებმა გამოხეთქა. პირველივე სადარბაზოში შევვარდი, კიბეზე დავჯექი და თავი მუხლებში ჩავრგე. ვერ ავღწერ როგორ მტკიოდა. ვტიროდი, ვკიოდი, მუჭებს კედლებს ვურტყამდი. არავინ და არაფერი მაინტერესებდა. მაშინ გაშავდა ჩემი ცხოვრება. სახლში მივედი თუ არა ოთახისკენ გავიქეცი. დედა შემომეფეთა. სახე ჩაწითლებული და დასიებული მქონდა ტირილისგან. თვალები აუცრემლიანდა. ოთახში გამოვიკეტე. წითელ მარლბოროს მოვუკიდე. მისი სუნი ჰქონდა, მისი გემო, მთელი მოგონებები ამეშალა. სიგარეტი საფერფლეში ჩავწვი და კოლოფი ფანჯრიდან მოვისროლე. მას შემდეგ აღარ ვეკარები. ჩარკვიანის მოსმენაც შევწყვიტე. ძალიან იშვიათად თუ ჩავრთავ ხოლმე. სისულელეა,ვიცი. ვერ გავძლებ მარლბოროსა და ჩარკვიანის გარეშე. უბრალოდ ასე იარებს ვერასოდეს მოვიშუშებ. ბოლომდე მაინც არასდროს შეხორცდება. ზუსტად ვიცი, ყოველ ადამიანში მის პოვნას შევეცდები, ყოველ ადამიანს მას შევადარებ. იმ დღიურის გადაგდებასაც ვერ ვბედავ. ასე მგონია, რომ ასე ჩემს ნაწილსაც დავკარგავ. ჰოდა გადავმალე კარადაში, სადღაც, ტანსაცმლების ქვეშ. ალბათ, ოდესმე მეყოფა ძალა გადავშალო და გავიხსენო ყოველი წუთი, რომლებსაც დღემდე ჩემი ცხოვრების საუკეთესო წუთებად ვთვლი. გავიხსენო ცრემლების გარეშე. ღიმილით. 3 აპრილს გავიგე ციხისთავს ანი ბურდული მოსწონსო. მე კი ისევ ბნელ ოთახში ვატარებდი საღამოებს და მისი სახელის დავიწყებას ვცდილობდი, მაგრამ უშედეგოდ, მთელი ჩემი გონება მას მოეცვა. საკუთარ ფიქრებს ვერ ვებრძოდი. ვიცოდი უბრალოდ არ მოხდებოდა ჩვენი დაშორება. ვიცოდი ვიღაც სხვა რომ იქნებოდა მთავარი მიზეზი. კარგი იყო ბურდული. ლამაზიც იყო, ჭკვიანიც. ჩემზე უკეთესიც იყო. მაგრამ ციხისთავი მაინც არ მემეტებოდა მისთვის, არავისთვს არ მემეტებოდა ჩემს გარდა. სული მეწვოდა და მაშინ მთელი არსებით მინდოდა ანი ბურდული ვყოფილიყავი. ან ეს ყოფილიყო სიზმარი, გამოვფხიზლებულიყავი და დილით მისი შეტყობინება წამეკითხა. 13 თარსი რიცხვიაო ამბობენ, 7 კი - ბევრისგან მსმენია ბედნიერიაო. ჩემთვის პირიქით იყო. ცამეტში გავიცანი. შვიდში კი დავშორდი. იქნებ მართლაც, 13 იყო უბედური. რომ არ გამეცნო არც არაფერი მოხდებოდა. მაგრამ მე ხომ ამდენი ბედნიერი მოგონება დამრჩა ტკივილის გარდა ხომ უამრავი დაუვიწყარი, ბედნიერი მომენტი იყო. მერე რა რომ ბედნიერად არ დასრულდა. ბედნიერი იყო ჩემთვის 13 რიცხვი. ცამეტმა მაჩუქა მისი თავი. სულ ცოტა ხნით. მაგრამ მაჩუქა. შვიდმა კი წამართვა. ზუსტად ისე ბავშვობაში ბაღიდან მომავალს საშინელმა გრიგალმა საყვარელი ქუდი რომ წამართვა. ახლა 7 აპრილია. დილის 5 საათი. ზუსტად 1 თვე გავიდა. დადუმებულ თბილისს ვუყურებ და შენზე ვფქრობ შენ ალბათ გძინავს ან შენც ვერ ისვენებ მაგრამ ზუსტად ვიცი ჩემზე არ ფიქრობ. ახლა ასე ვარ. განადგურებული და დაშლილი. მაგრამ ვიცი, მოვა დრო და ალბათ ისევ გულით გავიღიმებ ისევ მოვუსმენ ჩარკვიანს და დავუბუნებ წითელ მარლბოროს გემოს, რომელიც შენამდე ჰქონდა. ავტ: დასრულდა მოთხრობა. ცოტა სევდიანად, მაგრამ, მგონი, რეალურად. ის გარემოება ავღწერე, რაც ჩემს ირგვლივაა. შევეცადე გადმომეცა ის გრძნობა, რაც მოზარდობის ასაკში ჩნდება და რასაც სიყვარულს ვუწოდებთ, თუმცა ხშირად მოულოდნელად ქრება ხოლმე. ზოგჯერ კი მხოლოდ ცალმხრივად ქრება, მეორე ადამიანში კი დიდხანს აგრძელებს არსებობას. საბოლოოდ ალბათ ყველაფრის გადატანაა შესაძლებელი. მაგრამ არ დაიჯეროთ, რომ დრო კურნავს. დრო უბრალოდ ტკივილთან შეცვევას გვასწავლის. განკურნებაში კი ჩვენი შინაგანი სიძლიერე უნდა დაგვეხმაროს. მუდამ გახსოვდეთ, რომ ყველაფრის მიუხედავად ცხოვრება მშვენიერია! მომიტევეთ, ვინც ჰეფი ენდს ელოდით (მე დიდად არ მიყვარს ზღაპრული, ბედნიერი დასასრულები) მადლობთ რომ კითხულობდით. გამხარდება, თუ საბოლოო შთაბეჭდილებებს დააფიქსირებთ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.